საქართველოს თურქეთთან პარტნიორობა ეკონომიკურ ჭრილში

ავტორის სტილი დაცულია
ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მსოფლიოს განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, ქვეყნების ურთიერთკავშირის გაძლიერებისა  საკითხი დადგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი კი ეკონომიკური ურთიერთობებია მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყნისთვის. ეკონომიკური პარტნიორობა ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი ეკონომიკა, რაც ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაში აისახება. საქართველო და თურქეთიც იმ ქვეყნებს მიეკუთვნებიან რომელთა შორისაც საკმაოდ მჭიდრო კავშირია. ამ ორ ქვეყანას შორის დღითი დღე ღრმავდება ურთიერთობები  სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკურ თავისებურებებს, მათ ურთიერთკავშირებსა და თანამშრომლობას. თურქეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და მათ მნიშვნელობას. ეკონომიკისათვის ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკა და ვისაუბრებ ამ ორი ქვეყნის კავშირზე ამ სფეროში.

Anotation

Based on world development trends, The issue of strengthening  the interconnectedness  between the countries was raised. Especially important point is economic relations for almost every country in the world. Economic Partnership gives countries the opportunity to develop and strengthen their own economy which is reflected in the improvement of living standards. Georgia and Turkey also belong to the countries between which there are quite close ties. Between these two countries, relations in trade and economic issues are deepening day by day. This article discuss economic peculiarities of Georgia and Turkey. Their relationships and collaborations. The importance of historical issues and investments made by Turkey. Energy is also important for the economy and I will talk about the connection between these two countries in this area.

საქართველოს და თურქეთიეს ეკონომიკების მოკლე დახასიათება, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა.

საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მოკლედ დახასიათება რომ შევძლოთ განვიხილავ ამ ორი ქვეყნის მაკროეკნომიკურ მაჩვენებლებს. როგორც ვიცით, საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, საშუალო შემოსავლებით, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის მონაცემებით არის 4763,5 აშშ დოლარი საქსტატის მონაცემებით ხოლო  IMF პროგნოზით 4%-ით შემცირდება ხოლო 2021 წელს სავარაუდოა 3%-იანი ზრდა.. საგარეო ვალი კი 2021 წლის  იანვრის  მონაცემებით 7 789 901 ათასი    აშშ დოლარი.  მიუხედავად გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდისა მწვავედ დგას უმუშევრობის, სიღარიბის საკითხი და აუცილებელია მათი დაძლევის გზებზე მუშაობა.

საქსტატის მონაცემებით 2020 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 11352,8 მილიონი აშშ დოლარი. რეგისტრირებული ექსპორტის წილი იყო 3342,1 მილიონი აშშ დოლარი ხოლო  რეგისტრირებული იმპორტის კი 8010,7 მილიონი აშშ დოლარი. უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მსუბუქი ავტომობილები ფეროშენადნობები, ღვინო, სპირტიანი სასმელები და ა.შ მთავარი მოკავშირე ქვეყნები კი 2020 წლის სექტემბერ იანვრის მონაცემებით არის ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი უკრაინა და ა.შ.  ამავე მონაცემების საფუძველზე უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ, აზერბაიჯანი. ძირითადად ხორციელდება სასოფლო სამეურნეო პროდუქციია და სამრეწვეო პროდუქციის იმპორტი. მაგალითად თამბაქო, ხორბალი, მცენარეული ზეთი, ნავთობი, ცემენტი, მსუბუქი ავტომობილები და ა.შ .

გრაფიკი #1 საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2015-2020 წლები (მილიონი აშშდოლარი)

 201520162017201820192020
საგარეო სავაჭრო ბრუნვა9 508.49 459.010 802.412 741.313 315.411 352.8
საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი2 204.22 117.12 745.73 379.73 798.43 342.1
საქონლის რეგისტრირებული იმპორტი7 304.27 341.98 056.69 361.69 516.98 010.7

 წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba

გრაფიკის მიხედვით შეგვიძლია ზოგადი სტატისტიკა შევნიშნოთ: 2015 წლიდან 2019 წლამდე საგარეო ვაჭრობის ბრუნვა და ასევე რეგისტირებული ექსპორტი და იმპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება ხოლო 2020 წელს კი შემცირება შეინიშნება, რაც პანდემიამ და მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია.

ხოლო თურქეთი კი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, მას დეფიციტი აქვს საგარეო ვაჭრობაში, საგადამხდელო ბალანსში, სახელმწიფო ბიუჯეტში. საკმაოდ მაღალი იყო ინფლაცია 1996 წელს და ის 87%-ს შეადგენდა. თურქეთის საგარეო ვალი 2017 წლის მონაცემებით 404 900 000 000 აშშ დოლარია მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10,745 აშშ დოლარია.  IMF-ის კვლევით 2019 წელთან შედარებით 2020 წელს თურქეტის მშპს ზრდა -5% იყო ტუმცა პესიმისტური სეფასებების მუხედავად 2020 წლის მესამე კვარტალში 6,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა  ეს ყველაფერი მონეტარული პოლიტიკის დადებითი შედეგის დამსახურებაა. ხოლო 2021 წელს 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.უნდა აღინიშნოს რომ თურქეთი საკმაოდ აქტურ საგარეო პოლიტიკას ატარებს, ღიაა საგარეო ვაჭრობისთვის, 2019 წლის მსოფლიოს ბანკის მონაცემებით კი საგარეო ვაჭრობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 54,1%-ია. 2018 წელს თურქეთი მსოფლიოში სიდიდით მეცხრამეტე ეკონომიკა იყო, ამ წელს თურქეთის ექსპორტმა შეადგინა 177 მილიონი აშშ დოლარი ექსპორტის 13,9% ავტომობილებზე მოდიოდა, ასევე თურქეთის ექსპორტში მოწინავე ადგილი უჭირავს ძვირფას ლითონებს, მნიშვნელოვანია ტანსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობები,  სატელეკომუნიკაციო საშუალებები, ავეჯი, მინერალური ზეთები, ხილი და ა.შ მთავარი ქვეყნები სადაც თურქეთს გააქვს თავისი საქონელი თუ მომსახურება  იყო გერმანია, გაერტიანებული სამეფო იტალია, აშშ და ერაყი. იპორტმა ამავე წლის მონაცემებით 202 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თურქეტი ახორციელებს ელექტრო მოწყობილობებს, მექანიკურ ხელსაწყოებს, ოპტიკურ ინსტრუმენტებს,  ლითონებს, ფარმაციულ პროდუქტს და ა.შ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ წლის მონაცემებით საქართველოზე თურქეთის იმპორტის მხოლოდ 0,104% მოდის რაც ძალიან ცოტაა და ცხადია რომ თურქეთთან საკმაოდ დიდი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს. [9]

საქართველოსა და თურქეთს შორის საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი აქვთ, ცხადია ეს სხვადასხვა პირბებით არის განპირობებული, როგორიცაა მაგალითად გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული გამოცდილება და ურთიერთობები და სავაჭრო პოლიტიკა რომლის შედეგადაც სხვადასხვა შეთანხმებები იქნა მიღებული. საქართველო ხასიათდება ლიბერალური საგარეო ვაჭრობის პოლიტიკით,  რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, ასევე დაბალ საიმპორტო ტარიფებს.  ერთ-ერთი ქვეყანა რომელტანაც საქართველოს ტავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება  აქვს თურქეთია თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას ერთმანეთთან ივაჭრონ საბჟო და საიმპორტო გადასახადების გარეშე. .[7]

თურქეთს აქვს სტრატეგიული მდებარეობა რაც მას საშუალებას აძლევს ურთიერთობა ქონდეს მრავალ სახელმწიფოსთან. 1985 წელს თურქეთში ამოქმედდა კანონი ,,თავისუფალი ზონების შესახებ“ რაც გულისხმობს თავისუფალი  ეკონომიკური  ზონების შექმნას იგი მოიცვს 370 ჰექტარ ტერიტორიას. ინვესტორებს შეუძლიათ მათი საკუთარი სახსრები სურვილისამებრ გაანაწილონ ზონებში მისაღები რენტის საფასურად კი სასამსახურო ოფისის დაქირავებაა შესაძლებელი. ამ ზონებში ყველა სახის სამრეწველო, კომერციული და სასერვისო მომსახურების, მანუფაქტურული, საერთო სავაჭრო, საბანკო-სადაზღვევო და შენახვის  საქმიანობა ხორციალდება.{5}

საქართველო თურქეთის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ინვესტიციები, პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში.

უახლესი ისტორიიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რომელიც 2007 წელს დადო ამ ორმა ქვეყანამ, ხელშეკრულება უზრუნველყოფდა არსებული ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და ვაჭრობის სფეროში, გულისხმობს ძალისხმევების გაერთიანებას რეგიონში არსებული პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად.

2007-2015 წლებში საქართველო თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, იმპორტი მოცულობა ფაქტობრივად გაორმაგდა. უნდა აღინიშნოს რომ თავისუფალი ვაჭრობის ინიციატორი ამ ორ ქვეყანას შორის საქართველომ იყო. მოლოდინები კი შემდეგი : ქართული ღვინო გავიდდა ახალ ბაზარზე და ამავდროულად თურქეთიდან ინვესტიციები იყო მოსალოდნელი. დაწესდა ქვოტები ქართულ პროდუქციაზე მაგალიტად თევზი განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევდა  და 8 ათასი ტონის ოდენობის ქვოტა დაწესდა. საბაჟო გადასახადის 60%-ისგან გათავისუფლდა ქაფშია. აუცილებელია აღინიშნოს ღვინოც ქართულმა მხარემ ყველაზე მაღალი ქვოტა სწორედ ამ პროდუქციაზე მოითხოვა 1 მილიონი ლიტრის ოდენობით თუმცა მისი ათვისება ფაქტობრივად ვერ მოხერხდა. ასევე ხორციელდება თაფლის ექსპორტი. განსაკუთრებით მოთხოვნადია წაბლის თაფლი, თუმცა თურქული მხარე განსაკუთრებით იცავს ადგილობრივ პროდუქციაას და ზღუდავს იაფფასიანი ქართული თაფლის შეტანას. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ წლებში ჯართისა და ხის ნაწარმის ნაწილების ექსპორტში, 2007 წელს ყველა სახეობის ლითონის ექსპორტი 108 მილიონი დოლარის ღირებულების იყო ხოლო 2015 წელს ის თითქმის აღარ გაუტანიათ თუქეთში ექსპორტზე. თუმცა  ფოლადისგან დამზადებული ნახევარფაბრიკადები კვლავ გადიოდა ექსპორტზე და მისი ღირებულება 29 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს მისი მოცულობა გაორმაგდა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა შედეგი პროდუქტების იმპორტის წილი:  სამკურნალო საშუალებები, შავი ლითონისგან დამზადებული კონსტრუქციები, პლასტმასის მილები, სანიტარულ-ჰიგიენური სშუალებეი, სარეცხი საშუალებეი, კაბელები, ცემენტი. ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც, ისინი მთლიანად არიან საქართველოს მხარის მხრიდან გადაახადისგან: პომიდორი, კიტრი, სტაფილო, ჭარხალი სხვა ბოსტნეული, ხილისა და ბოსტნეულის წვენები და ა.შ.

საქსტატის წლიური ანგარიშის მიხედვით 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.

გრაფიკი # 2 საქართველოს უმსხვილესი საექსპოტო საქონლის წილი მთლიან ექსპორტშო 2021*(%)

 წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti

2021 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი კვლავ სპილენძის მადნებს უკავია ყველაზე მაღალი წილი 22,1%-ით. მსუბუქი ავტომობილები 11,1% ფეროშენადნობები 10,4%, მინერალური და მტკანარი წყლები კი 3,9%.

გრაფიკი #3 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2021*წლის ანვარში (%)

წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi

როგორც გრაფიკზე ვხედავთ უახლესი მონაცემების მიხედვით რომელსაც საქსტატი აქვეყნებს 2021 წლის იანვრის თვეში თურქეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი საიმპორტო ქვეყანაა 17,3%-ით. მასზე წინ მხოლოდ ჩინეთია 18,5%-ით.

რაც შეეხება ინვესტიციებმა  მოალოდინები ნამდვილად გამართლდაა.  ხელშეკრულების დადების შემდეგ საკმაოდ გაიზარდა თურქული ინვესტიების მოცულობა საქართველოში, კაპიტალდაბანდების მოცულობა 2008 წელსვე 60%-ით გაიზარდა.2016 წელს თურქეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა  მთლიანი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების 13,39% შეადგინა. ინვესტიციები ძირითადად ხორციელდებოდა სატრანსპორტო, სამშენებლო სექტორებში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და სასტუმრო-რესტორნების ბიზნესში. 2018 წელს კი საქართველოდან თურქეთში განხორციელდა 11293,1 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია. რაც შეეხება 2020 წლის მესამე კვარტალს  თურქეთი  მთავარ 10 ინვესტორ ქვეყანასი შედის და განხორციელებული ინვესტიცია 7,8 მილიონი აშშ დოლარია საქსტატის მონაცემებით  [4] [6]

2006 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა უვიზო მიმოსვლის შესახებ, 2011 წლიდან კი ეს ორი ქვეყანა უფლებას აძლევს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ მხოლოდ საიდენტიფიციო ბარათის საშუალებით. ამ გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თურქი ვიზიტორების ზრდაზე საქართელოში. 2018 წლის მონაცემებით ვიზიტორთა რიცხვით თურქეთი მეოთხე ქვეყანა იყო. 2020 წლის იანვრის სტატისტიკა კი ასეთია ყველაზე თურქეთიდან ვიზიტორების წილმა 16,6% შეადგინა თუმცა შემდგომ პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა ცხადია უაროფითი გავლენები მოახდინა.

უნდა აღინიშნოს გეოგრაფიული სიახლოვისა და უვიზო მიმოსვლის როლი ქართველი მიგრანტებისთვის, მგალითად ქალები ტურისტული ვიზით ჩადიან და ოჯახებში საქმდებიან ხოლო კაცები ძირითადად სეზონურ სამუშაოზე მიდიან მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში.

რაც შეეხება ენერგეტიკას აზერბაიჯანი თურქეთი და საქართველო ერთობლივად თანამშრომლობენ ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი გაზის მილსადენებმა რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია შეცვალა. გახსნის შემდეგ ბაქო–თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საშუალებით ასობით მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა, მისი გამტარუნარიანობა წლიურად 7 მლნ ტონას შეადგენს.  2018 წელს ტრანსპორტირებული ნვთობის მოცულობა 255,7 მილიონი ბარელი იყო ხოლო 2019 წელს შემცირდა გადაზიდვების ოდენობა და  233,17 მილიონი ბარელის გადაზიდვა განხორციელდა.ხოლო შაჰ-დენიზის მილსადენს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრტხოების მნიშვნელობა აქვს რომელიც 2006 წელს სევიდა ექსპლუატაციაში. 2021 წელს საქართველო 1,015მილიარ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

გრაფიკი #3 ბუნებრივი გაზის ბალანსი საქართველოში 2020-2021 წელი. (მლნ კუბური მეტრი)

  წყარო:   https://commersant.ge/ge/post/saqartvelo-2021-wels-shah-denizidan-1015-mlrd-kubur-metr-gazs-miigebs

გრაფიკზე მოცემულია საქართველოში ბუნებრივი აირის ბალანსი 2020-2021 წლებში სადაც შაჰ-დენიზის წილი 2020 წელს 874 მლნ კუბა მეტრია ხოლო 2021 წელს კი 1015 მლნ კუბა მეტრი.

 2017 წელს გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მაგისტრალი, ევროკავშირმა კი მას მთავარი ელემენტი უწოდა სატრანსპორტო კავშირში, იგი  ევროკავშირს აერთიანებს როგორც  თურქეთთან, ისე  აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, და ცენტრალურ აზიასთან. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა, იგი უმიკლესია ევროპასთან დასაკავშირებლად. თურქული კომპანიები საქართველოში, ძირითადად ცენტრალური ინფრასტეუქტურის პროექტებში მონაწილეობენ, მაგალითად თურქული კომპანიები არიან პასუხისმგებელნი მრავალი  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, analodu-ს ჯგუფმა  2014 წელს დაასრულა ფარავანდის ჰიდროელექტროსადგური. მსგავსი ობიექტის აგება იგეგმებოდა ქვემო სვანეთშიც ეს და მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს ქცევას ელექტროენერგიის გამომუშავების ადგილად, ხოლო გამომუშავებული ენერგია შემდეგ თურქეთში უნდა იყოს ექსპორტირებული.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, აზერბაიჯანი და თურქეთი დამოუკიდებელ ენერგოპოლიტიკას ანიჭებენ უპირატესობას და თავს იკავებენ იმ ვალდებულებების აღებისგან, რასაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა მოიაზრებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აზერბაიჯანსა და თურქეთთან დიალოგის ხელშესაწყობად საქართველომ უნდა მოიძიოს ალტერნატიული გზები, მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად[2] [3]

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ ისტორიის მანძილზე საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ეტაპებზე  მუდმივად იყო ორმხრივი დაინტერესება, თურქეთის ინტერესი მუდმივად იყო საქართველო ვინაიდან საკმაოდ კარგი გასაღების ბაზარია  მისი საექსპორტო პროდუქციისთვის, ამავდროულად საქართველო სატრანზიტო დერეფნის როლს ასრულებს აზიის ქვეყნებისკენ რაც გეოგრაფიული მდებაორეობით არის გამოწვეული. თურქეთს ასევე საქართველო თურქეთის უვიზო მიმოსვლა საშუალებას აძლევს მიიზიდოს იაფი მუშა ხელი, მეორე მხრივ საქართველოსთვის თურქეთია მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და  ინვესტიციების მოზიდვის წყარო. აქედან გამომდინარე, ორივე ქვეყნისტვის მნიშვნელოვანი და მომგებიანი ორმხრივი თანამსრომლობა, სტაბილურობა და ურთიერთობების გაღრმავება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. GIP პოლიტიკის ნარკვევი მაისი 2018/ გამოცემა #25: “საქართველოს რეგიონული დაბალანსების აქტი”
  2. GIP პოლიტიკის დოკუმენტი 2020/ გამოცემა #25 : “რეგიონული თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკულ სექტორში: საქართველოს გამოწვევები და შესაძლებლობები”
  3. შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1311090?publication=0
  4. https://ayla.team/en/definition-and-history-of-free-trade-zone/
  5. ბ. ნოზაძე. თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირი (DCFTA) გამოაცოცხლებს. კვლევა 11 თებერვალი 2016. http://eugeorgia.info/ka/article/368/turqettan-tavisufal-vachrobas-evrokavshiri-dcfta-gamoacocxlebs/
  6. https://bm.ge/ka/article/saqartvelo-da-tavisufali-vachrobis-xelshekrulebebi—mimoxilva/51105
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba
  8. https://www.tuik.gov.tr/
  9. https://commersant.ge/ge/post/saqartvelo-2021-wels-shah-denizidan-1015-mlrd-kubur-metr-gazs-miigebs
  10. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi
  11. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti