ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკის გამოწვევები და ტენდენციები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   
IV კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

დღესდღეობით უმუშევრობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრობლემაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. შრომის ბაზარის ეფექტური ფუნქციონირებისათვის სახელმწიფოები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.  შესაბამისად ნაშრომში განხილულია დასაქმების პოლიტიკის თავისებურებები და ინსტრუმენტები. ვისაუბრებ ეფექტიან დასაქმების პოლიტიკაზე და მის თანამედროვე მდგომარეობაზე საქართველოში.  შრომის ბაზრის თავისებურებებზე, პრპობლემებზე, სხვადასხვა  გამოწვევები და სახელმწიფოს როლზე ამ გამოწვევებთან მიმართებაში.

annotation

Unemployment is a problem for many countries around the world today, including Georgia. States use different methods for the efficient functioning of the labor market. Accordingly, the paper discusses the features and tools of employment policy. I will talk about effective employment policy and its current state in Georgia. On the peculiarities of the labor market, the problems, the various challenges and the role of the state in relation to these challenges.

დასაქმების პოლიტიკის ინსტრუმენტების ზოგადი მიმოხილვა

თითოეული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად და სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი დასაქმება, სახელმწიფოს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ პრცესში.

ზოგადი მიდგომით უმუშევრობის აღმოფხვრის ორი ხერხი არსებობს, პირველის მიხედვით ქვეყანას არ სჭირდება „დასაქმების პოლიტიკა“ და მას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მიდგომით კი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ცხადია აღიარებულია თუმცა მიჩნეულია რომ ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკა აუცილებელია. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის სულაც არ მოჰყვება სამუშაო ადგილების ზრდა და მეორე მხრივ ეს ასეც რომ მოხდეს ეს არ ნიშნავს იმას რომ შექმნილი სამუშაო ადგილები ადამიანების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

დასაქმების პოლიტიკა განისაზღვრება როგორც იმ პროგრამების, ღონისძიებებისა და მომსახურებების ნაკრები, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო ქვეყანაში დასაქმებლის მაჩვენებლის გაზრდას ცდილობს. ევროსტატის კლასიფიკაციის მიხედვით დასაქმების პოლიტიკა განიმარტება როგორც „ სახელმწიფოს ჩარევა შრომის ბაზარზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და უთანასწორობის დაძლევა“ [2] [4]

სამუშაო ძალის ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის პოლიტიკა ორი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება: აქტიური და პასიური პოლიტიკა.

დასაქმების აქტიური პოლიტიკა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ღონისძიებების სისტემას, იგი მიმართულია სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომითი საქმიანობის სფეროს გაფართოებისაკენ, უმუშევრობის შემცირებისა და ეფექტიანი დასაქმების ზრდისაკენ, მისი მიზანია აღმოფხვრას იძულებითი უმუშევრობის გამომწვევი რეალური მიზეზები და იგი დაიყვანოს მის ბუნებრივ დონემდე.

პასიური პოლიტიკის მიზანი კი არ არის სამუშაო ძალის ბაზრის ეფექტიანობის ამაღლება, იგი ორიენტირებულია არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილი უმუშევრების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, მან უნდა უზრუნველყოს უმუშევრობის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრ.

აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტებს წარმოადგენს:

  1. საჯარო დასაქმების სამსახურებუი
  2. პროფესიული გადამზადების პროგრამები
  3. დასაქმების წახალისება
  4. შრომის უნარს მოკლებული სამუშაო ძალის მხარდაჭერა და რეაბილიტაცია
  5. სტარტაპების წახალისება
  6. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

პასიური პოლიტიკა მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს

  1. უმუშევრობის დაზღვევა
  2. ვადამდელი პენსია [1]

შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შედეგი მოკლევადიან პერიოდში მცირეა  საშუალოვადიან  და გრძელვადიან პერიოდთან შედარებით და ეფექტურობა შესაბამისად  მოკლე საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში არის 1-3%-იანი, 3-5%-იანი და 5-10%-იანი.  მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს რომ დასაქმების პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიანი ეფექტი პრპოგრამის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად სამუშაოს ძიებაში ხელშემწყობ პროგრამებს ერთნაირი ეფექტია აქვთ როგორც მოკლე, ასევე გრძერლვადიან პერიოდზე. პროფესიულ გადამზადებასა და კერძო სექტორში დასაქმების პროგრამების გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მეტია. საჯარო სექტორში დასაქმებას კი უმნიშვნელო ან სულაც უარყოფითი შედეგი აქვს როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერიოდში. სხვადასხვა პროგრამის ეფექტი განსხვავებულია მასში მონაწილე ჯგუფების მიხედვითაც, როგორც წესი, იგი ყველაზე მეტია ქალებისთვისა და დიდი ხნის დაუსაქმებულებისათვის, ხოლო მცირეა ახალგაზრდებსა და მოხუცებისათვის. [3]

ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკა და მისი თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში შრომის ბაზარი საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, მისი ძირითადი ფუნქცია კი ადამიანური რესურსებით წარმოებისა და მომსახურების სფეროს უზრუნველყოფაა, შრომის ბაზრის ფორმირების დღევანდელ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება. ქვეყნის შრომითი და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამიკიდებული სწორეს შრომის ბაზრის გამართულ ფუნქციონირებაზე, მასზეა დამოკიდებული მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხიც. ამ კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია შრომისა და დასაქმების სფეროში მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

შრომის ბაზარი სოციალურ-შრომითი ურთიერთობების ცენტრალური კატეგორიაა, რომლის გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელია თავისუფალი ეკონომიკის ფუნქციონირება.  დასაქმების აქტიური პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობასა და შეძლებისდაგვარად ცდილობს მინიმუმამდ დაიყვანოს დასაქმების პოლიტიკის პასიური ღონისძიებები.

2012 წლიდან საქართველომ შრომის ბაზრის ინსიტუტების შექმნა და მისი შესაბამისი სხვადასხვა პროგრამის ამუშავება დაიწყო რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან ორმხირვი თანამშრომლობასთან. 2013 წელს გაფორმდა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამა 2014-2017 წლებისთვის რომელიც გულისხნმობდა ქართველიუ ხალხის დახმარებას პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროში რეფორმებით.[5] საბიუჯეტო დახმარების გადმორიცხვის წინაპირობად, სწორედ ღნიშნული შეთანხმება  დასაქმებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების განვითარებას ადგენდა. 2014 წელს შრომისა და დასაქმების სფეროში ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ ცხადია უფრო გაიზარდა.

2013 წელს შეიქმნა შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი რომელმაც შეიმუშავა 2014-2018 წლის „შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია“. და იგი ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნილი პირველი სტრატეგიული დოკუმენტი იყო, სტრატეგიის მიზანი კი ქვეყანაში შრომისა და დასაქმების პოლიტიკისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და შესაბამისი ინსტიტუტების ფორმირება იყო.

დასაქმების პოლიტიკის უშუალო განხორციელება სოციალური მომსახურების სააგენტოს მოვალეობა გახდა და „დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტს“ რომლის ფუნქციაც  იყო როგორც სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია, ასევე მათთვის „დასაქმების სერვისების“ შეთავაზება. 2019 წლიდან ეს დეპარტამენტი ცალკე სააგენტოდ გარდაიქმნა.

სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის მიზნით 2013 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს საიტი http://www.worknet.gov.ge რომლის მიზანიც არის არა მხოლოდ რეგისტრაცია სამუშაოს მაძიებელი პირებისა არამდე შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, იგი წარმოადგენს ერთიან  სტატისტიკურ-ანალიტიკურ სისტემას რომელიც სხვადასხვა პროგნოზების და ძირითადი ტენდენციების გამოვლენის საშუალებას იძლევა. პორტალზე სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს ინფორმაციას საკუთარი პიროვნების, განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ. პორტალზე დამსაქმებლებსაც აქვთ რეგისტრაციის შესაძლებლობა და შესაბამისად მათ აქვთ საშუელბა ვაკანსიები ონლაინ განათავსონ. პორტალის გამოყენებით პროგრამულად შესაძლებელია სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის ავტომატური დაკავშირება, თუმცა დამსაქმებლებისთვის ეს პორტალი ნაკლებად აქტუალურია შესაბამისად არ ქვეყნდება დიდი დოზით ვაკანსიები.  2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით სისტემაში სულ დარეგისტრირდა 33693 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის ქალი იყო 17 333, ახალგაზრდა კი 8621. ამ პერიოდში სისტემაში დარეგისტრირდა 269 დამსაქმებელი და გამოქვეყნდა 3434  თავისუფალი სამუშაო ადგილი.

სახელმწიფო პროგრამებიდან ყველაზე მაშტაბურია მომზადება-გადამზადების პროგრამა რომელმაც ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია პროფესიონალი კადრების მომზადება ყველაზე მოტხოვნად პროფესიებში.

დიაგრამა #1 მომზადება-გადამზადების კურსდამთავრებულთა მიმდინარე საქმიანობა (2020)

წყარო: https://mes.gov.ge/content.php?id=5962&lang=geo

როგორც დიაგრამა#1 -დან ვხედავთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა 49% დასაქმებულია.  39.7% დაქირავებით დასაქმებულია 10% კი თვითდასაქმებული. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 4.4% სწავლობს ხოლო პროფესიულში ან უსდ-ში კი 2.8%, სტაჟირებას გადის გამოკითხულთა 0.6%. ცხადია მაჩვენებლები სრულყოფილად არ ასახავს ზოგად სურათს თუმცა კოვიდპანდემიის ფონზე, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულმა უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური დასაქმების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ ეს თავისებურებებიც.

მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობა, პრობლემები და თავისებურებები საქართველოში

საქართველოს შრომის ბაზარზე საკმაოდ რთული და არასტანდარტული მდგომარეობაა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სხვადასხვა პროგრამები არასისტემატიური ხასიათისაა, ამავდროულად არ ხდება მუდმივი მონიტორინგი. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს კარგად გამართული დასაქმების ხელშეწყობის ინსტიტუტები, სოციალური დაცვის მექანიზმები. შრომის ბაზრის განუვითარებლობას კი მივყავართ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, არარეგალური მიგრაცია და ასე შემდეგ. ქვეყანაში მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, ხელი შეეწყოს მეწარმეობის წახალისებას, რაც მოითხოვს შრომის ბაზრის ფორმირებასა და სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრას, სხვადასხვა საკანონმდებლო ბერკეტების შემუშავებასა და ფინანსური რესურსების მობილიზებას.

შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში შრომის ბაზარზე არის არა მხოლოდ რაოდენობრივი დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არამედ ხარისხობრივი და სტრუქტურულიც, როგორიცაა პროფესიები და კვალიფიკაცია.

შეგვიძლია ანალიზისათვის განვიხილოთ დასაქმების ზოგადი მაჩვენებლები

ცხრილი #1 დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

როგორც ცხრილიდან ჩანს უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ბოლო წლებიგანმავლობაში ფიქსირდება 2019 წელს და იგი 17.6%-ია ხოლო 2020-2021 წელს ეს მაჩვენებელი გაზრდილია, რაც გარკვეულწილად პანდემიური ფონით აიხსნება.

2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით 1.1%-ით მეტია თუმცა დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ით და 40.1%ს შეადგენს  სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქად გაიზარდა 1%-ით და სოფლას 1.3%-ით.  რაც შეეხება დასაქმების დონე ის ქალაქად შემცირედა 0,5%-ით  ხოლო სოფლად 1.7%-ით.

უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში დასაქმებულთა დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ერთის მხრივ ეს ადამიანები წარმოადგენენ წარმატებულ მეწარმეებს თუმცა ცხადია უმეტეს შემთხვევაში მიზეზი უფრო პრობლემატურია, მაგალითად ადამიანები რომელთათვისაც ფორმალური დასაქმება ფაქტობრივად შეუძლებელია და იძულებულნი არიან ტავის გადასარჩენად თვითდასაქმებას მიმართონ, ეს ადამიანები ძირითადად დასაქმებულებიარიან სოფლის მეურნეობაში სადაც პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია.

დიაგრამა #2 დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით (%)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2311/samushao-dzalis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba-2021-tslis-ii-kvartali

ცხადია თვითდასაქმებულები ვერ ჩაითვლებიან სტაბილურ სამუშაო ძალად, ამასთანავე ვერ გამოიმუშავებენ საკმარის შემოსავალს ქეყენაში სირარიბის დონის შესამცირებლად.

საქართველოს „შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებებიდან აღსანიშნავია მეორადი დასაქმების არსებობა. უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში, სამუშაო ძალის გარკვეული ნაწილი ახერხებს  დამატებით, სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებასაც“[6]. თუმცა მაინც პრობლემატუტრია გარკვეული პროფესიის მქონე კადრების დასაქმება. დღევანდელობაში განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიები დამსაქმებლების მხრიდან რეიტინგის მიხედვით შემდეგნაირია  : 1.მარკეტინგის სპეციალისტი, 2.გაყიდვების მენეჯერი, 3.ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტი, 4.ვებ-დეველოპერები, 5. ვებ-დიზაინერი, 6. პროგრამისტი, 7.დისტრიბუტორი, 8.ტურიზმი (რომელმაც  გაზარდა მოთხოვნა: მიმტანის, ბარმენის, სასტუმროს ადმინისტრატორის, გიდის სპეციალობებზე), 9.აუდიტები, 10.ბუღალტერ-ფინანსისტი 10.ექიმები, 11.იურისტები და 12.მასწავლებლები, 13.სამშენებლო მენეჯერი 14.მთარგმნელი და  სხვა.

საქართველოში დასაქმების ეფექტიანობის მისაღწევად და საქართველოს შრომისა და დასაქმების 2019-2023 წლის სტრატეგიის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დასაქმების არასტანდარტული ფორმების განვითარებისთვის აქტიური ხელშეწყობა, ამისათვის სახელმწიფო უნდა ჩაერთოს შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში, ასევე აქტიური ხელშეწყობაა საჭირო ახალი მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, რაც დასაქმების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის და მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხი გაუმჯობესდება, რადგან ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკითხია საზოგადოების კეთილდღეობის მაქსიმალური ზრდა.

სააქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა საკმაოდ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაოთა მაძიებლების სამსახურით უზრუნველყოფას. იმისდამიუხედავად რომ საქართველოში ფუნქციონირებს კერძო დასაქმების ვებგვერდები www.jobs.ge, www.hr.ge www.hr.gov.ge და სახელმწიფო http://www.worknet.gov.ge   რომლებიც გარკვეულწილად დადებით გავლენას ახდენს ამ მიმართულებით მაინც აუცილებელია ეფექტიანი დასაქმების მისაღწევად სახელმწიფოს უფრო დიდი დოზით ჩარევა და შესაბამისი დეპარტამენტების ჩამოყალიბება.

დასკვნა

დასკვნის სახით უნდა ითქვას რომ საქართველოში ამჟამად არსებობს როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის მხარის დასაქმების პოლიტიკის სხვადასხვა ელემენტები, თუმცა პრობლემატურ საკითხად რჩება მათი ერთმანეთთან ლოგიკურად და ფუნქციონალურად დაკავშირება.  საქართველოს შრომის ბაზარი ხასიათდება მაღალი უმუშევრობით, პროფესიონალი კადრების ნაკლებობით შესაბამის სფეროებში დაბალი ანაზღაურებითა და თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებლით, რაც არ წარმოადგენს სტაბილურ სურათს. ეფექტიანი დასაქმების მისაღწევად მნიშვნელოვანია შესაბამისი დეპარტამენტებისა და მაკონტროლირებელი სისტემების ჩამოყალიბება რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ღირსეულ შემოსავლებს უზრუნველყოფს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მურმან ცარციძე „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ 2019
  2. https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98_1591169040.pdf
  3. https://www.gruni.edu.ge/uploads/files/Other_page/human_law/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%20%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%9d%20%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%20%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98.pdf
  4. https://ec.europa.eu/eurostat/en/web/products-statistical-books/-/KS-DO-12-001
  5. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა, 2018.
  6. ტუხაშვილი, იური ანანიაშვილი, მურმან ცარციძე, ნათელა ლაცაბიძე, მზია შელია, ნათია ჭელიძე. შრომის ბაზარი და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში. პუბლიკაცია მომზადებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „სარეინტეგრაციო საქმიანობა საქართველოში“ მხარდაჭერით. გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი 2012 წელი. გვ. 37 და 130.
  7. https://www.geostat.ge/ka/single-news/2311/samushao-dzalis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba-2021-tslis-ii-kvartali
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba