პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ სამხარაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

mariamsamkharadze16@gmail.com

ანოტაცია

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან, ის იწვევს ინვესტიციების ზრდას ინფრასტურქტურაში, ტექნოლოგიებსა და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარ სტიმულატორს წარმოადგენს. გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წარმოშობის, ისე არსებულის გაფართოების პროცესს, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის, მცირდება უმუშევრობის დონე და იზრდება ოჯახების შემოსავალი. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ასევე საუბარია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღევანდელ საქართველოში.

Annotation

In the modern conditions of globalization, attracting direct foreign investments for Georgia is a vital necessity, since it leads to the growth of investments in infrastructure, technologies and other important sectors, which is the main stimulator of economic growth. In addition, FDI facilitates both the creation of new businesses and the expansion of existing ones, which increases employment opportunities for the local workforce, lowers the unemployment rate, and increases household income. This article presents the role of direct foreign investments in the process of economic development of our country, and also talks about the current situation in Georgia in this regard.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა

ისტორიული თვალსაზრისით, არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა გაანალიზეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. მისი საშუალებით ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, მენეჯერული გამოცდილების და ნოუ-ჰაუს გადაცემა ქვეყნებს შორის.  გარდა ამისა, ამ დროს ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორებიცაა გზები, პორტები, სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო სისტემები, რაც სარგებელს არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანს.

საქართვდელოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თვალსაჩინოდ იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2022 წელს ეს მაჩვენებელი 2097.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 845.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 1072.2 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 105.1 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

დიაგრამა 1: საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები (2018-2022 წ.წ)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

მოცემულ დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ 2018 წლიდან აღინიშნება უცხოური ინვესტიციების ზრდა. 2020 წელს პანდემიის დაწყებამ, ეს პროცესი დროებით შეაჩერა. პანდემიის გავრცელების შემცირების მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა – საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორისმოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ სოციალური დისტანცირების მოტივით, დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს, და მათ შორის  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

დიაგრამა 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკური სექტორების მიხედვით 2023 წლის II კვარტალში (%)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით სიის სათავეში დგას სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობები, რომელთაც უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი წილი უჭირავთ. ასევე მაღალია უცხოური ინვესტიციების წილი ენერგეტიკის სექტორში.

საინტერესოა ის, თუ რომელი ქვეყნები არიან სიის სათავეში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით. 2023 წლის I-II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საერთიანებულ სამეფოს (168.3 მილიონი აშშ დოლარი). შემდეგ მოდის თურქეთი (71 მილიონი აშშ დოლარი), ნიდერლანდები (62.7 მილიონი აშშ დოლარი), ჩეხეთი (55.6 მილიონი აშშ დოლარი), მალტა (36.7 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (28.1 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (15.5 მილიონი აშშ დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (11.7 მილიონი აშშ დოლარი), იაპონია (10.5 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (9.1 მილიონი აშშ დოლარი).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაკავშირებულია ეკონომიკური გლობალიზაციის სტაბილურ ზრდასთანაც, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თვალსაჩინოა.

დიაგრამა 3: საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში:

წყარო: https://www.theglobaleconomy.com/Georgia/kof_econ_glob/

გლობალიზაციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი დგება, ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს. პირველი რეიტინგი 2002 წელს გამოქვეყნდა. ინდექსი 196 ქვეყანას მოიცავს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება. 2020 წლის მონაცემებით საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის დონით 23-ე ადგილზეა. მას 100-დან 81 ქულა აქვს. 2016 წელს მას 67 ქულა ქონდა და 94-ე ადგილს იკავებდა. მან ზუსტად 14 წელიწადში მოახერხა რომ ამ კუთხით განვითრებულიყო და უკან ჩამოეტოვებინა უამრავი სახემწიფო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საერთაშორისო ვაჭრობის საკმაოდ ლიბერალური პოლიტიკა და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობა. ბოლო წლების განმავლობაშ საქართველო არაერთხელ შევიდა მოწინავე ქვეყნების სიაში სიახლეების დანერგვის კუთხით. გარდა ამისა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იკავებს, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის, დენმარკის, კორეისა და აშშ-ს შემდეგ.

დასკვნა

ამგვარად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. უცხოურ ინვესტიციებს შემოაქვს კაპიტალი გარე წყაროებიდან, რაც განსაკუთრებით ღირებულია შეზღუდული შიდა დანაზოგების მქონე ქვეყნებისთვის, ვინაიდან ეს კაპიტალი გამოიყენება მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტისა და ბიზნესის დასაფინანსებლად. ასევე უცხოელი ინვესტორები ხშირად ხსნიან ახალ ბაზრებს პროდუქტებისა და სერვისებისთვის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი გლობალური ქსელები ადგილობრივი წარმოების საქონლის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტისთვის და ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა, უცხოურ ინვესტიციებს შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სავალუტო რეზერვები, რაც გადამწყვეტია ვალუტის სტაბილიზაციისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. უცხოური ინვესტიციების წახალისება ასევე ხელს უწყობს კონკურენციას შიდა ბაზარზე, რაც იწვევს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას კონკურენტულ ფასებში. საბოლოოდ კი ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდამ უცხოური ინვესტიციების დახმარებით ხდება ჩენი ქვეყნის დაკავშირება გლობალურ ეკონომიკასთან, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ეკონომიკურ მდგრადობასა და ადაპტაციას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
  2. https://openknowledge.worldbank.org/server/api/core/bitstreams/75ea67f9-4bcb-5766-ada6-6963a992d64c/content
  3. https://www.dnb.com/resources/db-credit-scores-ratings.html
  4. https://nbg.gov.ge/monetary-policy/committee-decisions
  5. https://civil.ge/ka/archives/531116
  6. http://eugeorgia.info/ka/article/524/pirdapiri-ucxouri-investiciebi—aris-tu-ara-saqartvelo-investorebistvis-mimzidveli-qveyana/