აშშ-ს წლიური მშპ-ს მოხსენებამ დოუ ჯონსის გაზრდას შეუწყო ხელი

რედაქციისაგან

აშშ-ს ეროვნული მშპ-ს მოსალოდნელზე უფრო დიდმა მოცულობამ ბირჟებზე აქციების ფასების ზრდაზე საგრძნობლად იმოქმედა

დოუ ჯონსის ინდუსტრიული კურსის ინდექსმა და Standard & Poor?s 500 ინდექსმა საუკეთესო მაჩვენებლებით დახურეს წელი. ერთი კვირის მერყეობის შემდეგ გაიზარდა სხვა ძირითადი ინდექსებიც.

მშპ-ს მოხსენების მონაცემების მიხედვით ეკონომიკის წლიურმა ზრდამ შეადგინა 3,8% მეოთხე მეოთხედში, რამაც გადააჭარბა ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოთვლილ 3,1%-ს და ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 3,5%-ს.

აქციების აწევასთან ერთად ინვესტორებმა მოახერხეს ინფლაციის შიშის დაძლევა და ეკონომიკის ზრდაზე ფოკუსირება, რაც საშუალებას მისცემს ფედერალურ რეზერვებს განაგრძოს რეგულარული საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა კომპანიების სესხსუნარიანობაზე ზარალის მიყენების გარეშე.

“ბაზრისათვის ამჟამად მნიშვნელოვანია ფედერალური რეზერვები, რადგან ისინი განაკვეთებს მაღლა სწევენ, მაგრამ რეალურად არავინ იცის,რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი” – განაცხადა ჯოზეფ კიტინგმაAmSouth Asset Managemant-დან – “მაგრამ თუ დღევანდელ მონაცემებს გავეცნობით, დავინახავთ, რომ ეკონომიკა კარგ ფორმაშია.”
წინასწარი გამოთვლებით, დოუ ჯონსის ინდუსტრიულმა ინდექსმა აიწია 92,81-ით, ანუ 0,9%-ით 10,884.60-მდე. ეს იყო დოუს საუკეთესო მაჩვენებელი 28 დეკემბრის შემდეგ.

უფრო ფართო საბირჟო მაჩვენებლების აწევა შედარებით მცირე იყო. Standard & Poor?s 500 ინდექსი გაიზარდა 11,17-ით, ანუ 0,9%-ით 1,211.37-მდე.NASDAQ-ის ინდექსმა მოიმატა 13,70, ანუ 0,7% და შეადგინა 2,065.40.NASDAQ ჩამორჩება სხვა ძირითად ინდექსებს და დაბალი იყო მთელი წლის განმავლობაში.

დოლარის დასუსტებამ და ნავთობის ფასების ზრდამ, რომელმაც გადააჭარბა 50 დოლარს ბარელზე, 174 პუნქტით ჩააგდო დოუ ჯონსი. თუმცა, მოგვიანებით გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა კვლავ ასწია ინდექსები.

მშპ-ს მონაცემებმა ხელი შეუწყო დოლარის გამყარებას ევროს მიმართ, თუმცა სხვა ვალუტების მიმართ დოლარს შერეული პოზიცია ეკავა.

ნავთობის (Crude oil) ფიუჩერსებმა, რომლებიც დოლარის კურსის შემცირების გამო გაძვირდა, კვლავ დაიწია მშპ-ს მოხსენების გამოცხადების შემდეგ და ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე ბარელის ფასმა შეადგინა 51,49 დოლარი.

ნავთობის აქციებმა დაიბრუნეს თავისი ადგილი ბაზარზე.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ კომპანიებს, Exxon Mobil-is, Chevron Texaco-ს და ConocoPhillips-ის აქციებმა რამდენადმე აიწია, მაგრამ მათი ზრდა ენერგოკომპანიების აქციებთან შედარებით მცირეა.

“თუ ასე გაგრძელდა, ენერგოკომპანიების აქციები ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს დაძირავს”-განაცხადა კენ ტაუერმა, Schwab?s CyberTrader-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.
1
2
3
4