ინოვაციები საქართველოსა და მსოფლიოს ტელეკომუნიკაციებში

სოფო გოგოლაძე

2005 წლის 27-29 აპრილს “შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდა ელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-2 ქართული საერთაშორისო გამოფენა GEORGIATEL. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ Ite Group PLC, მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Iteca Kavkasia, Iteca Caspian (ბაქო, აზერბაიჯანი) და EUF, (სტამბული, თურქეთი).

მსოფლიოს 11 ქვეყნის 28 კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, მათ შორის: Geocell(საქართველო), ელექტროკავშირი (საქართველო), Eსაბი (საქართველო), გლობალ-ერთი (საქართველო), Railway Telecom (საქართველო), Daisytek Computers (არაბეთის გაერთიანებული ემირატები), D&K (რუსეთი), Hewlett-Packard/Nissa (აშშ), Alcatel (საფრანგეთი), GREENNET (საქართველო), Karel (თურქეთი), Krone (გერმანია),Minitelsy (საქართველო), MGE UPS Systems (არაბეთის გაერთიანებული ემირატები), Xerox (აშშ), Orient-Logic(საქართველო), X-SAT FZE/THURAYA (არაბეთის გაერთიანებული ემირატები), Kramer Electronics (ისრაელი),Sony Professional (იაპონია), ვეზირი (საქართველო), AXXESSIT ASA (ნორვეგია), UGT (საქართველო), ZTE( ჩინეთი), და სხვა.

საქართველოში ბოჭკოვან-ოპტიკური კავშირის TAE-ს ტრანსკონტინენტალური სისტემის პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას.

2003 წელს კომუნიკაციების წილი საქართველოს მშპ-ში 30%-ით გაიზარდა და 154,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2004 წლის პირველ კვარტალში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა 36,7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2004 წლის პირველი კვარტალის მიხედვით კომუნიკაციების სფეროში არაფინანსური ინვესტიციების მოცულობამ 103,2 მლნ დოლარი შეადგინა.

2

ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანაში 280 მლნ დოლარზე მეტი უცხოური კაპიტალის დაბანდება მოხდა, რაც 10-ჯერ აღემატება 2002 წლის მონაცემებს, მათგან კავშირგაბმულობის სფეროზე მოვიდა მთელი ინვესტიციების 79,9%.

2006 წლამდე საქართველოს საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სხვადასხვა პროექტებში 400 მლნ დოლარი იქნება ინვესტირებული. უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოში რეალიზებული იქნება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების 50 მლნ ღირებულების პროექტი. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოს რაიონებსა და რეგიონებში უნივერსალური კავშირის სისტემის დანერგვის პროექტის რეალიზაციას.

საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირის (IT) მონაცემებით საქართველო დსთ-ს ქვეყნებში რუსეთისა და უკრაინის შემდეგ მე-3 ადგილზეა – ყოველ 100 მაცხოვრებელზე სატელეფონო კავშირის აბონენტების რაოდენობის მიხედვით; მე-2 ადგილზეა მობილურების მომხმარებელთა რიცხვის კოეფიციენტის მიხედვით- ყოველ 100 მაცხოვრებელზე; მე-3 ადგილზეა ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით- ყოველ 10000 მაცხოვრებელზე.

1 აპრილიდან საქართველოში საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ლიბერალიზაცია მოხდა და რიგ შემთხვევებში 1 წუთი საერთაშორისო კავშირის ფასი 35-40 თეთრია, მაშინ, როდესაც ადრე 50 თეთრზე ნაკლები არ ყოფილა.

საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეებია. ესაა, მაგალითად, უსადენო საკაბელო ტელეფონია. ანუ საკაბელო (ქალაქის) ტელეფონები სადენების გარეშე მონტაჟდება. ასევე ინერგება ინტერნეტ-ტელეფონიაც. ინტერნეტ-ტელეფონია გულისხმობს იმას, რომ DSL-ის მქონე აბონენტებს დარეკვა შეუძლიათ კომპიუტერის კლავიატურაზე შესაბამისი ნომრის აკრეფით.

თანამედროვე ციფრული ტელეკომუნიკაციების განვითარების პერსპექტიული მიმართულება, რომელიც მთლიანად მიღებულია საზღვარგარეთ, საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ნელა ვითარდება. ამიტომ ადგილობრივ კავშირგაბმულობაში დაიწყო მოხერხებული, და რაც მთავარია, საბოლოო მომხმარებლისათვის არაძვირადღირებული თვისობრივად ახალი ტელემატური მომსახურების – IP ტელეფონიის დანერგვა (ამ მიმართულებით უკვე მუშაობს საქართველოს ელექტროკავშირი).

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მასშტაბებით IP-კომუნიკაციები საკმაოდ დიდი ხანია ვითარდება, ისინი ჯერ მაინც ადრეულ ეტაპზე იმყოფება. საქმე იმაშია, რომ ინტერნეტ-პროტოკოლი ტელეფონიაში გულისხმობს გაცილებით უფრო დიდ შესაძლებლობებს, ვიდრე უბრალოდ ხმოვანი ტრეფიკის ტრანსპორტირებაზე ხარჯების შემცირებაა.

მაგალითად, კომპანია ჩისცო შყსტემს-ის, რომელსაც Synergy Research da Dell Oro ანალიტიკური კომპანიების მონაცემებით IPP-ტელეფონიის ბაზარზე ყველაზე დიდი წილი აქვს, ერთ-ერთი ახალი პროდუქტია IP-ტელეფონი მაღალი გადაწყვეტის ფერადი ეკრანით Cisco IP Phone 7970G. კერძოდ, საბანკო სფეროში, სადაც ზარების 80% წარმოადგენს თხოვნას ანგარიშების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე, Cisco IP Phone 7970G-ზე მომუშავე დამატება Berbee Financial Connect Express, საშუალებას იძლევა ეკრანის ზედაპირზე ერთი დაჭერით იქნეს განხორციელებული შესაბამისი ოპერაცია.

აშშ-ში IP-ტელეფონია უკვე ყველგან შეღწევადი ტექნოლოგიაა. ევროპაში მისი გავრცელება რამდენადმე იზღუდება, რადგან ზოგადად ითვლება, რომ IP-ტელეფონიის მეშვეობით განხორციელებული საერთაშორისო ზარები ნაკლებად ხარისხიანია.

მსოფლიოში

2005 წლის ბოლოსთვის დედამიწის ყოველი მესამე მაცხოვრებელი ისარგებლებს მობილური ტელეფონით. ასეთი პროგნოზი გააკეთეს Deloitte & Touche -ის სატელეკომუნიკაციო ქვეგანყოფილების ექსპერტებმა. ამასთან ერთად, მთელ რიგ ქვეყნებში მობილური ტელეფონების რიცხვი მაცხოვრებლების რიცხვს გადააჭარბებს. ასეთ პირობებში მობილურ ოპერატორებს იუველირული სიზუსტით მოუწევთ მარკეტინგული ინიციატივების გათვლა.

Deloitte & Touche -ის პროგნოზით, 2005 წელს პლანეტის მოსახლეობის მესამედი, ანუ 2 მლრდ ადამიანი გახდება მობილური ტელეფონის მფლობელი. ამასთან ერთად, ფიჭური მომსახურების ბაზრის მოცულობა 1 ტრლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2004 წ ივლისში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მონაცემებით, ფიჭური კავშირით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი-1,5 მლრდ ადამიანი სარგებლობდა. ფიჭური ქსელების გლობალური სააბონენტო ბაზის ზრდის ტემპებით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით წელიწადნახევარში მობილურების მომხმარებელთა რიცხვი ორჯერ გადააჭარბებს ფიქსირებული ტელეფონების აბონენტთა რიცხვს. ფიჭური კავშირგაბმულობის აბონენტთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც 2004 წლის ბოლოსათვის მათმა რაოდენობამ 334 მლნ შეადგინა. 1 სულ მოსახლეზე ტელეფონების რაოდენობის მიხედვით კი ტაივანი ლიდერობს – აქ 100 კაცზე 110 ტელეფონი მოდის.

ევროპაში ფიჭური კავშირის გავრცელების საშუალო დონემ 2004 წელს 83% შეადგინა, ექსპერტების პროგნოზით წელს ეს ციფრი 100%-ს მიუახლოვდება, ხოლო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში გადალახავს კიდეც ამ ზღვარს.

ფიჭური ბაზარი არ შეწყვეტს განვითარებას მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს ექნება ტელეფონი, თვლიან ანალიტიკოსები. პირიქით, 2005 წელს ფიჭური ბიზნესი ძალიან მომგებიანი იქნება და მობილური ოპერატორების ეკონომიკური ეფექტურობის დონე 45%-ს მიაღწევს. ასეთ პირობებში კონკურენცია გაიზრდება და კლიენტების შენარჩუნების მიზნით ოპერატორებს მოუწევთ მომსახურების გაუმჯობესება და რიგ შემთხვევებში პერსონიფიცირება (მაგალითად, რომელიმე ეთნიკური ჯგუფისათვის ზარები ერთ რომელიმე ქვეყანაში გაცილებით იაფი ეღირება, ისევე, როგორც ჯგუფის წევრებს შორის საუბრები, და ა.შ.).

რაც შეეხება საქართველოს, აქ მობილური კავშირის ერთი წუთის ღირებულება 0,3 ლარი, ანუ დაახლოებით 0,16 დოლარია.
ამ ბაზარზე მომსახურების უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. მაგალითად ჯეოსელი მომსახურების ფართოO სპექტრს სთავაზობს თავის აბონენტებს: ესაა GPRS, ანუ ინტერნეტი მობილურით, MMS (Multi Media Service), რომელიც საშუალებას იძლევა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დაერთოს ფაილები, სურათები ან ვიდეოკლიპები; ასევე ფაქსისა და მონაცემთა გადაცემა. (კომპანია ასევე სთავაზობს აბონენტებს საერთაშორისო კავშირს, საერთაშორისო როუმინგს, ხმოვან ფოსტას, დუალ სიმ ბარათს და სხვა მომსახურებას).

ჯეოსელი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის შემდეგ პირველი GSM ოპერატორი გახდა. კომპანიის მოღვაწეობის პირველი წლის ბოლოს მას 8000 აბონენტი ჰყავდა, ახლა კი მისი ერთ საათში ჯეოსელით ნახევარ მილიონ ზარზე მეტი ხორციელდება. 2003 წელს ჯეოსელის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შვედურ-ფინური კომპანია TeliaSoneraგახდა. TeliaSonera მსოფლიო კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ლიდერია. TeliaSonera-სთან გაერთიანების შემდეგ “ჯეოსელი” ავტომატურად ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი ისეთი ძლიერი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. საქართველოს გარდა, ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში – Azercell, მოლდოვაში – Moldcell, ყაზახეთში -Kcell.

ტელეკომუნიკაციები რუსეთში

2004 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის გავრცელებამ რუსულ ბაზარზე 50%-ს გადააჭარბა. 2004 წლის დეკემბრის შედეგებით 8,3 მლნ ახალი აბონენტი ჩაერთო (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 6%). ხოლო მობილურების მომხმარებლების საერთო რიცხვმა გასული წლის ბოლოს 74 მლნ შეადგინა. ეს, პირველ რიგში, ბაზრის ორ ლიდერს – “MTC” და “ვიმპელკომ”-ს შორის გაძლიერებული კონკურენციის შედეგი იყო. “ვიმპელკომ” ახალი ჩართვების მიხედვით ლიდერობს და 2004 წლის შედეგებით თავის მთავარ კონკურენტს – “მტს”-ს გაუსწრო.

პირველი, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობენ “დიდი სამეულის” (“მეგაფონ”-ის ჩათვლით) ქვეყნის საერთო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით – ეს არის მარკეტინგული პროგრამების ფედერალიზაცია. 2005 წელს საერთო ფედერალური ტარიფები ყველა ფიჭური კომპანიისთვის საერთო მოვლენა გახდება. თუმცა, ტოტალური ფედერალიზაცია არ იქნება – გავრცელების დონე ქვეყნის მასშტაბით ჯერ ძალიან არათანაბარია. Aამიტომ, ზოგ რეგიონში ტარიფები ძალიან მაღალია. მაგალითად, მაგადანში ერთი აბონენტის საშუალო თვიური ანგარიში 2004 წელს 93 დოლარს შეადგენდა.

2005 წელს, ექსპერტების აზრით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის მთავარი პრიორიტეტი აბონენტების შენარჩუნება იქნება.

ლიბერალიზაცია

მიხაილ ფრადკოვის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა დაამტკიცა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის მომსახურების ლიცენზიის მიღების პროცედურა. მთავრობის დადგენილება მოიცავს არა მარტო მომსახურების სახეების ჩამონათვალს, რომლებზეც ლიცენზია გაიცემა, არამედ მოთხოვნებს ლიცენზიანტის მიმართ. Aაქ ძირითადად, საუბარია საერთაშორისო კავშირის სექტორის ჰორიზონტალური მოდელის ლიბერალიზაციაზე. საერთო მოხმარების ადგილობრივი ქსელების ოპერატორები ვალდებული გახდებიან თანაბარი პირობებით ჩართონ ლიცენზიის ყველა მფლობელი. Aამგვარად, კლიენტს ექნება არჩევანი – რვიანთან ერთად გაიხსნება რიგი პრეფიქსები, რომლებითაც საქალაქთაშორისო კავშირი იქნება შესაძლებელი. საერთო მოხმარების ადგილობრივი ქსელების ოპერატორები იძულებული იქნებიან დატოვონ ბაზარი, რადგან არ პასუხობენ ლიცენზირების მოთხოვნებს. .

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial