სამომხმარებლო ბაზარი

ლალი ჩაგელიშვილი

2005 წლის იანვარ-აპრილში საცალო ვაჭრობის საწარმოების და ამ სფეროში დასაქმებული ინდივიდუალური მეწარმეების მიერ (დეკლარირებული მაჩვენებლების და სტატისტიკური კვლევების მიხედვით) რეალიზებულია 1,3 მლრდ. ლარის (ფაქტობრივ ფასებში) სამომხმარებლო საქონელი, რაც მუდმივ ფასებში1) 4,1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საცალო ვაჭრობისა და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტის ბრუნვის მოცულობის ცვლილება შემდეგნაირად ხასიათდება (იხ. ცხრილი #1).

1

საცალო სავაჭრო ქსელის საწარმოების ბრუნვის მოცულობიდან საავტომობილო საწვავისა და საპოხი მასალების, ფარმაცევტული და სამედიცინო საქონლის მოცულობის ცვლილება შემდეგნაირად ხასიათდება (იხ. ცხრილი #2).

2

საცალო სავაჭრო ქსელის საწარმოების ბრუნვის თითქმის მთელი მოცულობა (99,8 პროცენტი) არასახელმწიფო სექტორის საწარმოებზე მოდის.

სტატისტიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, ფუნქციონირებდა სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე 302 ბაზარი და ბაზრობა, რომელთა 30 პროცენტი განლაგებულია ქ. თბილისში, 25 პროცენტი – იმერეთის, 10 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 8 პროცენტი – კახეთის, დანარჩენი – ქვემო ქართლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

სტატისტიკური კვლევის მონაცემების მიხედვითა და ექსპერტული შეფასებით, 2005 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე ფიზიკურ პირთა მიერ საცალოდ რეალიზებულია 923,0 მლნ. ლარის სამომხმარებლო საქონელი (მუდმივ ფასებში 0,2 პროცენტით მეტი 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). სამომხმარებლო საქონლის 60,6 პროცენტი რეალიზებულია დახლზე მოვაჭრეების მიერ, 32,2 პროცენტი – ბაზრობის საცალო სავაჭრო საწარმოებში (მაღაზიებში, ჯიხურებში), 7,2 პროცენტი – ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეთა მიერ.

ბაზრობებზე საცალოდ რეალიზებული საქონლის მოცულობის სამი მეოთხედი არასასურსათო საქონელია, რომლის 43 პროცენტი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფს უკავია; რეალიზებული სასურსათო და უალკოჰოლო საქონლის 41 პროცენტი ხილი და ბოსტნეულია.

2005 წლის იანვარ-აპრილში (დეკლარირებული მაჩვენებლების მიხედვით) რესტორნების მომსახურების მოცულობამ შეადგინა 11,0 მლნ. ლარი, რაც მუდმივ ფასებში 7,2 პროცენტით მეტია 2004 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, სასტუმროების მომსახურების მოცულობამ – 12,2 მლნ. ლარი (მუდმივ ფასებში 33,3 პროცენტით მეტი 2004 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით).

რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურების მოცულობის ცვლილება ძირითადი საქმიანობის მიხედვით შემდეგნაირად ხასიათდება (იხ. ცხრილი #3):

3

მრეწველობა

ქვეყნის მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიერ დეკლარირებული ოპერატიული მონაცემებით, 2005 წლის იანვარ-აპრილში მრეწველობის პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) წარმოების მოცულობამ ძირითადი საქმიანობის მიხედვით მოქმედ ფასებში 574,4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8,7 პროცენტით მეტია, ვიდრე 2004 წლის იანვარ-აპრილში.

2005 წლის იანვარ-აპრილში სამრეწველო საწარმოების ძირითადი მაჩვენებლები საწარმოთა ტიპების მიხედვით შემდეგნაირად ხასიათდება (იხ. ცხრილი #4):

4

სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობის ცვლილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2005 წლის იანვარ-აპრილში ასეთ სურათს იძლევა (იხ. ცხრილი #5):

5

2005 წლის იანვარ-აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობა გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაში – 12,4 პროცენტით (ძირითადად, შაქრის – 2,9-ჯერ, ტანსაცმლის – 2,1-ჯერ, ავეჯის – 90,8 პროცენტით, ტექსტილის – 83,4 პროცენტით, ელექტრო, ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების – 76,8 პროცენტით, ლითონის მზა ნაწარმის – 47,9 პროცენტით, ნაყინის – 47,1 პროცენტით, რძის პროდუქტების – 46,4 პროცენტით, გაზეთების – 32,6 პროცენტით, მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების – 29,6 პროცენტით, ლუდის – 25,3 პროცენტით, ყავის გადამუშავებაში – 24,7 პროცენტით, ფარმაცევტული პრეპარატებისა და მასალების – 24,2 პროცენტით, ქიმიური ნივთიერებების – 22,5 პროცენტით, დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების – 20,7 პროცენტით, ფეხსაცმლის – 18,1 პროცენტით, ხორცის პროდუქტების – 14,3 პროცენტით წარმოებაში და სხვ.); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში – 8,5 პროცენტით (ძირითადად, ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებაში – 9,4 პროცენტით და აირის განაწილებაში – 23,2 პროცენტით). წარმოების მოცულობა შემცირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში – 14,8 პროცენტით (ძირითადად, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში – 45,4 პროცენტით).მიუხედავად სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდისა, დამამუშავებელი მრეწველობის საქმიანობის ზოგიერთ სახეობაში ადგილი ჰქონდა წარმოების მოცულობის შემცირებას; კერძოდ, ნავთობპროდუქტების – 73,8 პროცენტით, კირის – 55,0 პროცენტით, თამბაქოს ნაწარმის – 25,7 პროცენტით, ცემენტის – 17,8 პროცენტით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის – 17,1 პროცენტით, საიუველირო ნაწარმის – 10,6 პროცენტით, ძირითადი ლითონების – 13,9 პროცენტით, ტყავისა და ტყავის ნაწარმის – 11,2 პროცენტით, მაკარონის ნაწარმის წარმოებაში – 15,1 პროცენტით და სხვ.

2005 წლის იანვარ-აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობის ცვლილება ძირითადი მსხვილი ჯგუფების მიხედვით ასახულია ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი #6).

6

2005 წლის იანვარ-აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობის (მოქმედ ფასებში) 33,8 პროცენტი სახელმწიფო სექტორზე მოდის, ხოლო 66,2 პროცენტი – არასახელმწიფო სექტორზე (2004 წლის იანვარ-აპრილში – შესაბამისად 36,8 და 63,2 პროცენტი).

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial