ევროპას გაზი გაუძვირდება

რედაქციისაგან

გაზპრომის” ოფიციალური წარმომადგენლის. უპრიანოვის განცხადებით, გაზის კონცერნი აპირებს, ათას კუბურ მეტრ ექსპორტირებულ გაზზე საშუალო ევროპული ფასი 250 დოლარამდე აწიოს. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა გაზის კონცერნის საფასო პოლიტიკა ევროპელ მომხმარებელთან მიმართებაში. ეს განცხადება ადეკვატური გამოხმაურებაა პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა “გაზის იმპერიის გეგმაზომიერად ჩამოყალიბებაზე, რაც ენერგომატარებლებზე ფასების მართვის პოლიტიკაში გამოიხატება.

კონდოლიზა რაისმა რუსეთს მეტი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდა და ურჩია, პრობლემა გადაჭრას დიალოგით და არა მუქარით (მუშტით). აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ში ათას კუბურ მეტრზე გაზის ფასი უკვე 330 დოლარია და, ამდენად, “გაზპრომის მიერ შეთავაზებული ფასი შესაძლოა, სრულიადაც არ ჩაითვალოს ეკონომიკურად დაუსაბუთებლად. მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლების გადადგომით გამოწვეული კრიზისი შეიძლება აისახოს ევროპელ მომხმარებელზე, რომელთა 80 პროცენტიც გაზს “ნარინჯისფერი მილსადენებიდან იღებს. ამდენად, მოსალოდნელია პროტესტანტთა რიცხვის ზრდა ენერგომატარებლების მიწოდებაზე ხისტი პოლიტიკის წინააღმედეგ. ასეთი აღშფოთების პირველი ტალღა აღინიშნა აღმოსავლეთ ევროპაში.

რუმინეთი
რუმინელებმა, რომელთაც მოხმარებული გაზის 40 პროცენტს რუსეთი აწვდის, ერთ-ერთმა პირველებმა გამოთქვეს უკმაყოფილება. რუმინეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ უფრო ძვირს იხდის გაზზე, ვიდრე მეზობელი ბულგარეთი და უკრაინა. ქვეყნის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა იოან-კოდრუც შერეშმა დაინტერესება გამოთქვა, თუ რატომ გაუძვირეს მათ გაზი, უკრაინას კი არა. შუამავალმა კომპანიებმა უარი თქვეს “გაზპრომთან კონტრაქტის ხელმოწერაზე, რომელიც ითვალისწინებს 20013 წლამდე რუსეთიდან რუმინეთში გაზის მიწოდებას 250 დოლარად ათას კუბურ მეტრზე.შედეგად, რუმუნეთში დღეისათვის ძალაშია სხვა შეთანხმების პირობები, რომლის თანახმადაც, 2006 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა შეისყიდის გაზს 270 დოლარად ათას კუბურ მეტრზე. შემდეგ კი, 2030 წლამდე პერიოდის განმავლობაში არაუმეტეს 285 დოლარისა. ადრე შერეში აქტიურად უჭერდა მხარს არსებულ ხელშეკრულებას. მართლაც, თუკი გავითვალისწინებთ ფასების ზრდის ტენდენცია ენერგომატარებლებზე, ცხადია, რომ გაზი წლითიწლობით გაძვირდება; ამ შემთხვევაში უფრო სასარგებლოა გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური ფასის დაკავება, რაც უზრუნველყოფს ფასების დაჭერას მოცემულ ნიშნულზე. ასევე ცხადია, რომ არსებულ სიტუაციაში რუმინეთისათვის უფრო ხელსაყრელია თავისი პოზიციების კონსოლიდაცია ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან “დიდი რვიანის თავმჯდომარის ქცევით.
ბულგარეთი
ბულგარეთში განსხვავებული სიტუაციაა გაზის სექტორში. ენერგეტიკის მინისტრის, რუმენ ოვცაროვის განცხადებით, ბულგარეთმა უარყო “გაზპრომის მოთხოვნა გაზის მიწოდებაზე კონტრაქტის შეცვლის თაობაზე. გაზპრომის მიერ შეთავაზებული შესწორება გამოიწვევს ფასების ზრდას რუსეთის გაზზე. ერთ-ერთი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დადებულია “ბულგარგაზსა და “გაზპრომს შორის, ბულგარეთი იხდის 258 დოლარს ათას კუბურ მეტრზე. რუსეთის მხარის ტრანზიტული გადასახადი, დამატებითი ხელშეკრულების თაბახმად, შესაძლებლობას აძლევს ბულგარეთს, შეისყიდოს გაზის ნაწილი 83 დოლარად ათას კუბურ მეტრზე. ბულგარელები ახდენენ რუსეთის გაზის ტრანზიტს თურქეთში, საბერძნეთასა და მაკედონიაში. “ბულგარგაზს ჰქონდა შეთავაზება, შეეცვალა ტრანზიტული ბარტერი და დაედო ფასი გაზზე 258 დოლარი. მათ უარყვეს იგი და აღნიშნეს, რომ ძველი შეთანხმება ძალაში რჩება 2010 წლამდე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ რუსეთის გაზი ქვეყნისათვის გაცილებით ძვირი იქნება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელ გაზს ბულგარეთი რუსეთიდან იღებს.

მოლდოვა
მოლდოვამ უარი განაცხადა, შეესყიდა რუსეთის გაზი 160 დოლარად და ამჟამად ფაქტობრივად არ იღებს რუსეთის ცისფერ საწვავს. ადრე მოლდოველები იხდიდნენ 80 დოლარს ათას კუბურ მეტრზე, მაგრამ 2006 წლამდე სიტუაცია შეიცვალა. მოლდოვას პრეზიდენტის, ვლადიმერ ვორონინის განცხადებით, ათას კუბურ მეტრზე 160 დოლარი არ წარმოადგენს საბაზრო ფასს. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთ-მოლდოვას ერთობლივი ბიზნესისათვის გაზის სფეროში შექმნილია განსაკუთრებული პრეფერენციები. ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს, მოკლე პერიოდში განაახლონ მოლაპარაკება.

სხვა დანარჩენნი
პოლონეთმა გადაწყვიტა, მოახდინოს ცისფერი საწვავის იმპორტის არხების დივერსიფიცირება და ნაწილობრივ გადავიდეს შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე.Mმსგავს პროექტებზე განაცხადი გააკეთეს ავსტრიამ და უნგრეთმა. მათი ვარაუდით, ავსტრიისა და თურქეთის მეშვეობით მოხდება შუა აზიის გაზის მიწოდება ეცროპაში. გარდა ამისა, შესაძლებელია მილსადენის მშენებლობა შეკუმშული გაზის მიწოდებისათვის ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. გაზზე ფასების ზრდით არც თურქეთია კმაყოფილი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ერაყის გაზი მათთვის უფრო ძვირია. თურქეთის ხელისუფლების მხრიდან უკვე გაისმა მუქარა რუსეთის მისამართით, მაგრამ მას საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია.

დასკვნა
გაზის ფასის დაწესება პირდაპირ (ერთპიროვნულად) “გაზპრომის მიერ არ ხდება. მასზე მოქმედებს როგორც მოთხოვნა, ასევე სატრანზიტო ფასი და სხვა პირობები, რაც აღინიშნება ხელშეკრულებაში და გამოხატულია დოლარებში ერთეულ მოცულობაზე. დღეისათვის “გაზპრომი გერმანიის მხარესთან ერთად აშენებს ჩრდილოეთ ევროპის გაზსადენს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასს გაზზე. რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული კონტრაქტის შესაბამისად, “გაზპრომსა და ერთობლივ საწარმოს შორის შუამავლად გვევლინება შვეიცარიული კომპანია ROSUKRENERGO. როგორც ევროპულმა იურიდიულმა პირმა, ამ კომპანიამ შეიძლება შეასრულოს შუამავლის როლი არა მარტო “გაზპრომსა და ნაფტოგაზს შორის, არამედ “გაზპრომსა და ევროპის ნებისმიერ გაზის კომპანიას შორის, რაც შესაძლებელს გახდის, ევროპაში პირდაპირი გზით მოხდეს შვეიცარიიდან გაზის მიწოდება ევროპული ფასებით.

გაზს ნახშირი ცვლის
უეცრად დამდგარმა სიცივეებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ელექტროსადგურებს, გაზის მოხმარებიდან ნახშირზე გადასულიყვნენ. ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც გაზზე არაპროგნოზირებადი ფასების ცვალებადობაა. 2005 წელს გაზის ფასმა პირველი ცხრა თვის განმავლობაში სამჯერ აიწია, ხოლო ბოლო კვარტალში კი თითქმის 30%-ით დაიწია. ნახშირის ფასი, მართალია, იზრდება, მაგრამ ზომიერად. ვინაიდან ბევრ ელექტროსადგურს გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვს მომხმარებლებთან, არ იქნებოდა სასურველი, გაზზე ფასების მატების გამო ელექტროენერგიის მყიდველმა იზარალოს. ეს პირველ რიგში ამერიკის და ევროპის ენერგომწარმოებლებს ეხებათ. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ელექტროსადგურების 30% გადავა ნახშირის ნედლეულზე. ეს საკმაოდ გამოკვეთილი ტენდენციაა და მისი არშემჩნევა არ შეიძლება.
მაგალითად, აშშ-ის სამხრეთში მდებარე უდიდესმა ელექტროკომპანია Bowie Power Station-მა, სიმძლავრით 1000 მეგავატი, რომელსაც საშუალება გააჩნია, უზრუნველყოს ელენერგიით 250000 სახლი, გადაწყვიტა, 2006 წლის ბოლომდე ნედლეულად ნახშირი გამოიყენოს. ტექნოლოგიურად ეს კონსტრუქციულ ცვლილებებს საჭიროებს, მაგრამ გაწეული ხარჯები გადაიფარება საწვავის ღირებულებაში არსებული დიდი სხვაობით. ბოლო დროს ნახშირის წვის ტექნოლოგიამ ელექტროსადგურებზე ისეთ სრულყოფას მიაღწია, რომ არანაირ ზიანს არ აყენებს ეკოლოგიას.
ნახშირის მოხმარების ზრდასთან ერთად გაიზრდება მასზე მოთხოვნაც. როგორც Financial Times-ის კორესპონდენტი რებეკა ბრიმი წერს, ოქროს, სპილენძისა და სხვა მეტალების მსგავსად, რომლებმაც მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწიეს, ნახშირის ფასიც აიწევს. ამასთან, სანახშირო კომპანიების აქციებიც საკმაოდ სასურველი ხდება ინვესტორებისათვის. ამ სფეროში კომპანია “International Coal Group (NYSE:ICO) იპყრობს ყურადღებას, რომელმაც 2005 წელს გაიარა IPO პროცედურა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. ჯგუფის მთავარი აქციონერია 68 წლის ფინანსისტი ვილბურ როსი. თავის წინა პროექტში მან იაფად შეიძინა რამოდენიმე ფოლადის გიგანტი, რეკონსტრუქცია გაუკეთა და გააერთიანა ერთი დიდი ბრენდის International Steel Group-ის ქვეშ. შემდეგ კი გაყიდა 4,5 მლდ. დოლარად. გასულ წელს მილიარდერის ყურადღება ნახშირის მოპოვების სექტორზე შეჩერდა. როსმა შეიძინა ოთხი ნახშირმომპოვებელი კომპანია და შექმნა ზემოთ აღნიშნული International Coal Group. შარშან ამ კომპანიამ აწარმოა 350000 ტონა მაღალხარისხიანი ნახშირი, წელს კი მისი მეპატრონე წარმოების სამჯერ გაზრდას აპირებს. თუმცა გეგმების სწრაფად განხორციელებაში მას ტრაგიკულმა შემთხვევამ შეუშალა ხელი, როდესაც სამუშაო პროცესში 12 მუშა გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ აქციების ფასმა ბირჟაზე 40%-ით დაიწია. მაგრამ ამან არ შეაჩერა წარმატებული ინვესტორი. ახლა International Coal Group-ის აქციები 10-11 დოლარის დიაპაზონშია და არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში კვლავ დაუბრუნდება 14-15 დოლარს. რას იზამ, მოთხოვნილება მოთხოვნილებაა.

ნავთობის ფასები ყაზახეთის ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს
ყაზახეთის ეკონომიკა 2005 წელს 9.4%-ით გაიზარდა, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მსოფლიოში ნავთობის გაძვირებით სარგებელი ნახეს. 2005 წელს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის ექსპორტმა 36.3% შეადგინა, რაც დაახლოებით 28 მილიარდი დოლარია. ყაზახეთს სურს, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ გააორმაგა ნავთობის წარმოება – დაახლოებით მილიონი ბარელი დღეში, მომავალი 15-20 წლის მანძილზე კი გასამმაგდება. ყველაფრის მიუხედავად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყაზახურ ეკონომიკას გამჭვირვალობა აკლია და მტკივნეულად არის დამოკიდებული ნედლეულის ექსპორტზე. 2005 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 8.2% იყო, ხოლო საშუალო თვიური ჯამაგირი კი 260 აშშ დოლარი.

ირანული გაზი ინდოეთში
საერთაშორისო სანქციების გამო, რომელიც ირანს ემუქრება, სათუო ხდება 2600 – კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის საკითხი, რომლითაც ინდოეთს პაკისტანის გავლით ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მილსადენის მშენებლობის შანსი მკვეთრად შემცირებულია.
პაკისტანის ნავთობის მინისტრი ამანულა ხან ჯანდუნი ინდოეთს ესტუმრება და ქვეყნის ახლად დანიშნულ მინისტრთან, მურლი დეორასთან გამართავს მოლაპარაკებას. ინდოეთი ენერგეტიკის ახალ წყაროებს ეძებს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ეკონომიკის სწრაფი ზრდითაა გამოწვეული.
დეორა მიიჩნევს, რომ მილსადენის პროექტის საკითხი მოხსნილი არ არის და, დაბრკოლებების მიუხედავად, იგი მაინც განხორციელდება. ექსპერტების აზრი კი საწინააღმდეგოა – რომ მილსადენის აშენება სწრაფად ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, როცა აშშ არ არის მილსადენის მშენებლობის მომხრე. მეორე მიზეზი გაზის ფასია, რომელსაც ინდოეთი ძვირად მიიჩნევს.
ინდოეთში უკვე საუბრობენ ალტერნატიულ მილსადენზე, რომელიც თურქმენეთიდან ინდოეთამდე ავღანეთისა და პაკისტანის გავლით მიაღწევს და უსაფრთხო და დაცული იქნება.

შარშანდელთან შედარებით ბენზინი 33 ცენტით გაძვირდა
აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოს ბენზინის ფასი 1.4%-ით გაძვირდა და 2.25 აშშ დოლარს მიაღწია გალონზე, რასაც ავტომატურად მოჰყვა გადაუმუშავებელი ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა. გასულ წელთან შედარებით ბენზინის ფასი აშშ-ში 33 ცენტითაა გაძვირებული. გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი 2.37 აშშ დოლარს შეადგენს ერთ ბარელზე. ნავთობის გაძვირებას მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მწარმოებელ ცენტრში, საუდის არაბეთში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქება უძღოდა წინ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო ხანს ყველაზე ძვირი ბენზინი ამერიკის დასავლეთ ნაწილში ღირდა – 2.38 აშშ დოლარი გალონზე. ქალაქებს შორის კი ლოს ანჯელესში – 2.46 აშშ დოლარი. ყველაზე იაფი ფასები გალფის ყურეში იყო – 2.15 აშშ დოლარი. მთავარ ქალაქებს შორის ჰიუსტინმა საუკეთესო კლება აჩვენა – 2.11 აშშ დოლარი გალონზე, რაც 4.4 ცენტით იაფია ადრინდელ ფასთან შედარებით.
1.6 ცენტით გაიზარდა დიზელის საწვავის ფასიც და 2.47 აშშ დოლარს აღწევს, რაც 35 ცენტით ძვირია შარშანდელ ფასთან შედარებით.
დასავლეთ სანაპიროს მკვიდრ სატვირთო მანქანების მძღოლებს საწვავისათვის უფრო მეტის გადახდა უწევთ – 2.62 აშშ დოლარი გალონზე, რაც წინა კვირასთან შედარებით 2.9 ცენტით ძვირია. შუა აღოსავლეთის ქვეყნებს ყველაზე იაფი დიზელი აქვთ, ერთი გალონი 2.42 აშშ დოლარი ღირს, რაც მხოლოდ 1.9 ცენტით ძვირია წინა კვირის ფასებთან შედარებით.

ბუნებრივი აირი
აშშ-ის მიერ მოხმარებული ენერგიის თითქმის მეოთხედი სწორედ ბუნებრივი აირია. NYMEX-ის განყოფილების ბუნებრივი აირის ფიუჩერსი ფართოდ გამოიყენება ამერიკის ბირჟაზე ფასების დასადგენად. ფასები ლუიზიანას შტატში მდებარე Henry Hub-ის 16 შიდა და გარე გაზსადენის მიერ გატარებული გაზის რაოდენობის მიხედვით დგინდება. ეს გაზსადენები ბაზარს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, გალფის ყურისა და შუა აღმოსავლეთის გავლით ემსახურებიან კანადის საზღვრამდე.
ბუნებრივ აირზე ცვალებადი ფასების გამო ბაზარმა ურთიერთობა განავითარა Henry hub-თან და ბუნებრივი აირის სხვა მნიშვნელოვან ბაზრებთან, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე მდებარეობენ.

აღმოსავლეთის ნავთობსადენის პროექტი სწრაფი
ტემპებით ხორციელდება
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტებმა ხელი მოაწერეს ნავთობსადენის პროექტის მშენებლობის პირველ ეტაპს. მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ექსპერტიზის დროს სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. პირველ რიგში, დამტკიცდა მთელი პროექტი, მაშინ, როდესაც ექსპერტების მიერ განხილული იქნა მხოლოდ ერთი ნაწილი, ტაიშეტიდან სკოვოროდინომდე. მეორეც, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო კომისიის სამმა სხვადასხვა ჯგუფმა განიხილა პროექტის სამი სხვადასხვა ნაწილი, გადაწყეტილების მიღების დროს დაჯამდა ყველა ხმა. პროექტი მომზადებულია ის მიერ, სადაც უარს ამბობენ რაიმე კომენტარზე, სანამ ოფიციალური დოკუმენტები არ გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ რუსეთის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ხელს მოაწერს სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას და პრინციპული გადაწყვეტილება ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ აღარ გადაიხედება. თუმცა ეკოლოგები შეეცდებიან, დაარწმუნონ სასამართლო ცვლილებების აუცილებლობაში.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ ფრადკოვმა გასული წლის დეკემბერში ხელი მოაწერა მშენებლობას. 4000 კმ სიგრძის ნავთობსადენის საერთო სიმძლავრე იქნება 80 მლნ. ტონა ნავთობი წელიწადში.
მშენებლობის პირველი ეტაპი განხორციელდება ქალაქ ტაიშეტიდან (ირკუტსკის ოლქი) სკოვოროდინომდე (ამურის ოლქი). მისი სიმძლავრე 30 მლნ. ტონა ნავთობია წელიწადში, მის დასრულებას 2008 წლის მეორე ნახევარში ვარაუდობენ. მეორე ეტაპი ითვალისწინებს მშენებლობას სკოვოროდინოდან პერევოზნაიას ყურემდე, სიმძლავრით 50 მლნ. ტონა წელიწადში. ინვესტიციების საერთო რაოდენობა 11,5 მლრ. დოლარია.
მარტში დაგეგმილია სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ, თუმცა საეჭვოა, იქნება თუ არა ეს მცდელობა წარმატებული.

ნავთობის გაძვირება ამერიკას პრობლემებს შეუქმნის
აშშ-ში იმპორტირებული ნავთობის ფასი 2003 წლის ზაფხულიდან 2005 წლის ზაფხულამდე გაორმაგდა. ამ დროის განმავლობაში შენარჩუნებულია მომხმარებელთა დანახარჯები და ბიზნესმენთა მიერ განხორციელებული ინვესტიციები, იზრდება მშპ და უმუშევრობის მაჩვენებელი 4.9%-მდე შემცირდა. მოსალოდნელია ნავთობის კვლავ გაძვირება, რადგან მასზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. პროდუქციის შემცირება კი ფასებს გაზრდის. 2003 წელს აშშ-ს გაუმართლა, რადგან თავიდან აიცილა ფისკალურ და ფულად პოლიტიკაში ცვლილებები, რაც შეიძლებოდა ნავთობის გაძვირებას გამოეწვია. მაგრამ ამჯერად აღარ გაუმართლებს, თუ ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება.

ირანის ბირთვული იარაღი ნავთობს გაძვირებას უქადის
აშშ-ში ნავთობი მას შემდეგ გაძვირდა, რაც ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღარ დაუშვებს მოულოდნელ შემოწმებებს ბირთვული იარაღის თაობაზე. აშშ და ევროპა ფიქრობენ, რომ ირანის სწრაფვის უკან, შექმნას ბირთვული ენერგიის სადგური, შეიძლება იმალებოდეს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაედება. ნავთობით მოვაჭრეები კი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება, ეჭვგარეშეა, რომ ირანი ნავთობს იარაღად იყენებს.

რუსული გაზი იერუსალიმამდე ჩავა
შესაძლებელია, თურქეთი რუსეთისთვის ახალ სატრანზიტო დერეფნად იქცეს. რუსეთი აპირებს, გაზით მოამარაგოს საბერძნეთი, იტალია და ისრაელიც კი. გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი გეგმავს, შავი ზღვის გავლით თურქეთს მიაწოდოს ბუნებრივი აირი. ერთი ასეთი გაზსადენი “ცისფერი ნაკადი” უკვე გადის შავი ზღვის ფსკერზე.

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 3 წელიწადში 3-ჯერ გაიზრდება
აზერბაიჯანში 2006 წელს ნავთობის მოპოვება 28.55 მილიონ ტონას მიაღწევს, 2007 წელს – 42.15 მილიონს, 2008 წელს – 61.05 მილიონს 2009 წელს კი 61.15 მილიონ ტონას. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია აღნიშნავს, რომ მოპოვების ზრდა უმეტესწილად საუკუნის კონტრაქტის” ამუშავების ხარჯზე მოხდება.

შვედეთის ამბიცია – 2020 წლისთვის უცხოურ ნავთობზე არ იყოს დამოკიდებული
მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ერს მოუწოდა, ალტერნატიული გზა მოუძებნონ უცხოურ ნავთობს, მაგრამ შვედეთისთვის ეს სიახლე არ იყო, რადგან ამ ქვეყნის მიზანი იგივეა. შვედებმა უკვე დასახეს ამბიციური მიზანი – მომავალი 15 წლის მანძილზე აღარ იყვნენ უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულნი. იგი სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა და დასძინა, რომ უნდა მოიძიონ საწვავის ალტერნატივა. ბუშის განცხადების მსგავსად, ამ განზრახვასაც არავინ ეწინააღმდეგება.

ჩინეთის გაზრდილი მოთხოვნა ნავთობზე აშშ-ს არ ავნებს
ბუშის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიების მცდელობა, შეისყიდონ საერთაშორისო ენერგეტიკის აქტივები, აშშ-სთვის ზიანის მომტანი არ არის და ჩინეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას ეკონომიკურად ნეიტრალურს” უწოდებს. ასევე აღინიშნა, რომ ჩინეთი იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობს, სადაც აშშ-ის კომპანიებს არ შეუძლიათ ან არ სურთ ინვესტიციების განხორციელება, რამაც შეიძლება გლობალური ნავთობმომარაგება გააფართოოს.

გაზის გაძვირება საქართველოში
ქართველი ექსპერტების განცხადებით, საქართველოში გაზის გაძვირება არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკას დააზიანებს, არამედ მოქალაქეების ჯიბესაც შეათხელებს. ამ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი ხვალინდელი დღე.” პროგნოზების თანახმად, გაძვირდება პირველადი მოხმარების საქონელი. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ პური არ გაძვირდა, მაშინ შემცირდება მისი წონა. გაზის გაძვირება ინფლაციის სერიოზულ დამაჩქარებლად მოევლინება ქართულ ეკონომიკას. ჩვენ არ გვაქვს იმდენად ძლიერი ეკონომიკა, რომ ასეთ დარტყმას გაუძლოს,”- აცხადებს ექსპერტი. კიდევ ერთი ექსპერტი, გოგიტა ცუცქირიძე ფიქრობს, რომ გაზი ის ენერგორესურსია, რომელზეც დამოკიდებულია მთელი ეკონომიკა.