ინოვაციური საქმიანობის მართვისა და რეგულირების საკითხები თანამედროვე ფირმების მართვაში

ლალი. ჩაგელიშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ინოვაცია ახალი ან სრულყოფილი პროდუქციის მიღების, წარმოების წესის და შემდგომში შიდა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით და აღიქმება, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გარდასახვა რეალობაში ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების სახით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება საინოვაციო პროცესებისაგან განუყოფლად.
საინოვაციო პროცესი მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესია, იგი მოიაზრება როგორც საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობათა მუდმივ ძიებას დასმული ამოცანების გადასაწყვეტად; სხვადასხვა რესურსული წყაროების გამოძებნას, მოზიდვას და ეკონომიკურ აღწარმოებით პროცესში ჩართვას; მეცნიერებატევადი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების საშუალებით. ინოვაციური საქმიანობა მიმართულია სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების გამოყენებაზე ახალი ან სრულყოფილი პროდუქციის თუ მომსახურების მიღების, მათი წარმოების წესისა და საგარეო ბაზარზე შემდგომი ეფექტური რეალიზაციის მიზნით. საინოვაციო საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში.
ბაზრის მუდმივი შევსება ახალი და გაუმჯობესებული პროდუქციით შესაძლებელია ქვეყანაში მტპ-ის, ინოვაციური პროცესების ყოველმხრივი განვითარებით. ბაზარი და მტპ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან. ბაზარი ახალი პროდუქციის მომხმარებელია, მტპ კი – მწარმოებელი. მათ ურთიერთკავშირს განაპირობებს კონკურენცია. ამდენად, იქმნება ერთიანი ციკლი: ბაზარი გ კონკურენცია გ მტპ გ ახალი პროდუქცია გ ბაზარი. ამ პროცესის მამოძრავებელი ძალაა კონკურენცია. ბაზრის კონკურენციისა და მტპ-ს ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება გამოვსახოთ ნახ.1-ის სახით
სადაც
კ – არის კონკურენცია
ბ – ბაზარი
ფ – ფირმა
მტპ – მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი
აპ – ახალი, მოდერნიზებული პროდუქცია
ნახაზის მიხედვით, კონკურენციის შედეგად ბაზარზე წარმოიშობა ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქციის მოთხოვნილება. თავის მხრივ, ფირმა ბაზრიდან იღებს ინფორმაციას პროდუქციის ნომენკლატურასა და ხარისხის შესახებ, პერსპექტივაში ახალი სახეობის პროდუქციის შექმნაზე. ფირმა, თავის მხრივ, ახალი სახეობის პროდუქციაზე შეკვეთებს აძლევს საკვლევ-საპროექტო ინსტიტუტებსა და განყოფილებებს, რომლებიც შეიმუშავებენ ახალი სახეობის პროდუქციის პროექტებს და მოდელებს და გადასცემენ მას. ფირმა აწარმოებს ახალი პროექტის მიხედვით პროდუქციას და შეაქვს ბაზარზე, რითაც აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნას და ინარჩუნებს თავის სეგმენტს. ამდენად, კონკურენტ ფირმებთან გამარჯვებული გამოდის, აფართოებს მოქმედების სეგმენტს და იღებს დამატებით მოგებას. თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, როდესაც ყველა საწარმოს წინაშე დგას აღწარმოების პროცესების უზრუნველყოფა და მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა, მტპ-ს უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა. იგი მჭიდროდ უკავშირდება ინოვაციურ საქმიანობას და მათი ურთიერთგამიჯვნა თანამედროვე პირობებში შეუძლებელია.
ინოვაცია მარკეტინგული საქმიანობის ძირითადი რგოლია, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს იდეის ძიებისა და ახალი საქონლის (მომსახურების) შექმნის პროცესს.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ყველა საფეროში მიმდინარეობდა ახალი ტექნოლოგიების და მართვის პროგრესული მეთოდების დანერგვა.
მიუხედავად ამ პროცესების სწრაფი ტემპებისა, საქართველოს მეცნიერებას ტევადი ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარზე დღეისათვის უმნიშვნელო ადგილი უკავია – 0.5%. ამ მხრივ არ არსებობს პარტნიორული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, როდესაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო კერძო სექტორისათვის ყოველწლიურად გამოყოფს ბიუჯეტის 3%-ს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე. ამ მიზნით გაწეული სახსრები (2001) შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ-ში სახელმწიფოზე მოდის ეროვნული ხარჯების 51%, იაპონიაში – 53%, საფრანგეთში 19%, გაერთიანებულ სამეფოში 40%, ხოლო გერმანიაში 37%. სრულიად საპირისპირო სურათია ყოფილ დსთ-ის ქვეყნებში. საინოვაციო აქტივობა აქ ძალზე დაბალია და 12%-ს არ აღემატება. მოწყობილობათა მწყობრიდან გამოსვლის ტემპი 4-ჯერ უსწრებს მათი განახლების ტემპებს1.
ტექნიკა-ტექნოლოგიის განახლების დაბალი ტემპებით ხასიათდება საქართველოს საწარმოებიც, სადაც ინოვაციათა განხორციელების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორებია: სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდულობა, საწარმოებში საკუთარი სახსრების უქონლობა და ინოვაციების მართვისა და დაგეგმვის სისტემის არარსებობა.
ამდენად, აღნიშნულიც საკმარისია იმისათვის, რომ მთელი სიმძაფრით დავინახოთ ინოვაციური პოლიტიკის გატარების აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გლობალიზაციაში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ინოვაციურ საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. ინოვაციური პოტენციალი აერთიანებს საინოვაციო საქმიანობაში მონაწილე სხვადასხვა სახის რესურსს.
ინოვაციური პოტენციალის განვითარების ძირითად რესურსებს შეიძლება მივაკუთვნოთ საწარმოო, ფინანსური, ტექნოლოგიური, მმართველობითი და ინსტიტუციონალური პოტენციალი.
ჩვენი აზრით, ყურადსაღებია ინოვაციური საქმიანობის შეფასებაში მმართველობითი პოტენციალი. სამრეწველო საწარმოთა კონკურენტუნარიანობას განაპირობებს არა მარტო ახალი ტექნოლოგიები, არამედ მართვის ეფექტიანობა. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვან უპირატესობას დროის მოკლე პერიოდში იძლევა, რამდენადაც გარკვეულ დროში იგი შეიძლება აღმოჩნდეს კონკურენტთა ხელში. წარმატებული კონკურენციისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ტექნიკური უპირატესობა. მომხმარებლის მზარდი მოთხოვნილება პროდუქციის ხარისხისა და ნომენკლატურის მიმართ მოითხოვს მართვის მეთოდების მუდმივ განახლებას, მოწინავე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს უკანასკნელი მეტწილად განსაზღვრავს მმართველობითი გადაწყვეტილების ოპერატიულობასა და მართვითი გადაწყვეტილების ხარისხს, ანუ საწარმოს საწარმოო და ფინანსურ შედეგებს.
თანამედროვე ინსტიტუციონალური სტრუქტურა სერიოზულად აფერხებს ინოვაციურ საქმიანობას. დარგებში შეინიშნება მეცნიერებისა და ინჟინერთა სოციალური სტატუსის დაცემა; კრიმინალური კომერციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის უმაღლესი შემოსავლიანობა, ნიჭის გადინება. გადაუდებელ აუცილებელობას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენი აზრით, აუცილებელია ინოვაციური პროდუქტების შემქმნელთა, ცალკეულ გამომგონებელთა, ნოვატორთა და კომპანიების ეკონომიკური დაინტერესების ატმოსფერო. მიუხედავად ქვეყნის ფინანსური მდგომარეობისა, მისი მეცნიერულ-ტექნიკური ბაზრის დეგრადაცია შეუძლებელია.
იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ არსებულ მდგომარეობას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
– მტპ-ის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მისი ეტაპობრივი და სრული რეალიზაცია სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტების გამოყენებით;
– მტპ-ის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მტკიცედ დაცვა და ინოვაციურ პოლიტიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება;
– მეცნიერტევადი წარმოების რეკონსტრუქცია და გადაიარაღება,
მაღალეფექტიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების ზრდა;
– მეცნიერულ-ტექნიკური მარაგების, პროექტების, ლიცენზიების, პატენტების, აღმოჩენების და სხვა ინვესტიციების სისტემატიზაცია სიახლის მნიშვნელობისა და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობის მიხედვით;
– ინოვაციის სფეროში კონკურენციის განვითარება;
– ლიზინგის სრულყოფა და შეღავათიანი დაკრედიტების გამოყენება პროგრესული ტექნიკის შესაძენად;
– მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე;
– ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და მისი სამეურნეო ბრუნვაში მოქცევა, ინოვაციის სტიმულირების მექანიზმის შემუშავება და მისი მხარდაჭერა;
– სახელმწიფოს მონაწილეობის გაფართოება და ფუნდამენტურ-მეცნიერული კვლევის შედეგების რეალიზაცია;
– მაღალეფექტიანი ინოვაციური პროექტებისათვის შეღავათიანი საკრედიტო სისტემის შექმნა, საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების სფეროში სახელმწიფოს მარეგულირებელ ფუნქციას, ხელისუფლების მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ინოვაციური პოლიტიკის ამოცანას დღევანდელ ეტაპზე წარმოადგენს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებს ეროვნული ინტელექტუალური პოტენციალის, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად.
ნებისმიერი სახელმწიფოსათვის საინოვაციო საქმიანობის მიზანს ქვეყნის კეთილდღეობა წარმოადგენს. იგი ემყარება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მრეწველობის წინმსწრებ განვითარებასა და მიღებული შედეგების უფრო ფართო გამოყენებას ცხოვრების ყველა სფეროში2.
ინოვაციური საქმიანობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო, ინტეგრირებული მართვის სისტემების დანერგვა და განვითარება. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი შეუძლებელია საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნა-განვითარების გარეშე.
წინმსწრები ტემპებით უნდა ხასიათდებოდეს მდგრადი და ეფექტურად მოქმედი ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სახით.
ინოვაციური პოლიტიკის წარმატებით გატარებისათვის საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტერესთა გაერთიანება საერთო წარმატებული შედეგებისათვის. ამ სექტორებში არსებულმა სპეციალიზებულმა სტრუქტურებმა მაღალკვალიფიციური კადრებით უნდა შექმნას ინოვაციური ინდუსტრიის განვითარების მყარი ბაზა. აღნიშნულის რეალიზაციისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომერციულ ანგარიშზე მყოფი არასახელმწიფო სპეციალიზებული “სამეცნიერო ცენტრების ორგანიზება. ასეთი ცენტრების დაფინანსება, ჩვენი აზრით, სასტარტო ეტაპზე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, შემდგომში კი თავისი პროდუქტის რეალიზაციის შედეგად, ცენტრი დაუბრუნებს სახელმწიფოს ფინანსურ სახსრებს. მის სტრუქტურაში უნდა შედიოდეს დამუშავების, საცდელი და დანერგვის ქვედანაყოფები, რომლებიც წარმოებასთან მჭიდრო კავშირში განახორციელებენ სამუშაოებს.
ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმ აზრს, რომ თუ ფირმა არ ატარებს საკუთარ საკონსტრუქტორო სამუშაოებს და მათ გარე წყაროებიდან იძენს, ის შესაძლოა, ჩამორჩეს ინოვაციურ პროცესებს, დაკარგოს კონტროლი მათ განვითარებაზე და მთლიანად დამოკიდებული გახდეს გარედან მომწოდებელზე3.
ამ მხრივ მიზანშეწონილია, შეიქმნას საინოვაციო-ტექნიკური და საინოვაციო-საწარმოო ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენ მიერ დასაწყისში მოყვანილი სქემის რეალიზებას.
საერთაშორისო-ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე ინოვაციური პოლიტიკის განხორციელებისათვის მეტად მომგებიანია სამრეწველო კოოპერაციის განვითარება, რაც სამი ფორმით შეიძლება წარმოვადგინოთ: სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო. სამივე მათგანის კომპლექსურად განხორციელება ხელს შეუწყობს ინოვაციური პოლიტიკის სწრაფად რეალიზაციას ქვეყანაში.
განვითარებადი სამყაროსათვის ინოვაციური პოლიტიკის განხორციელება ორ ეტაპად შეიძლება წარმოვადგინოთ, რომლის მეორე ეტაპი ტოლინგურ ურთიერთობებსა და ინოვაციური ინკუბატორების განვითარებას უკავშირდება. რაც შეეხება ინოვაციური საქმიანობის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას, აქ ზემოდ აღნიშნულის გარდა, საჭიროა ვენჩერული ფონდების სწრაფი დანერგვა-განვითარება.

OPEC-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნავთობის ბაზარი ზედმეტად მომარაგებულია
ვაშინგტონი – OPEC-ის პრეზიდენტმა ედმუნდ დოაკორამ განაცხადა, რომ ნავთობის გლობალურ ბაზარს ყოველდღიურად 2 მილიონი ბარელი ნავთობი ზედმეტად მიეწოდება. “დღესდღეობით ბაზარი ნამდვილად კარგად მარაგდება”, – აცხადებს პრეზიდენტი, მისი აზრით, გლობალურ ბაზარზე დიდი რაოდენობითაა გადაუმუშავებელი ნავთობი, მსოფლიოს უდიდესი ნავთობის მომხმარებელი აშშ-ისგან განსხვავებით, რომელსაც სწამს, რომ ბაზარს უფრო მეტი ნავთობი ესაჭიროება.

საპენსიო სისტემას გიგანტური დეფიციტი ემუქრება
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პენსიები ტრადიციულად 6%-ით გაიზრდება. მაგრამ ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის მინისტრ მიხეილ ზუბაროვთან შეხვედრისას პრეზიდენტმა პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა დაბალი კომპენსაციის გამო და განაცხადა, რომ პენსიები 8.5-ით გაიზრდება. მაგრამ რა სახსრებით მოხდება ეს? საპენსიო ბიუჯეტს არ შეუძლია დეფიციტთან გამკლავება და მალე ის დიდი პრობლემების წინაშე დადგება

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მექსიკას გლობალური ვაჭრობის წესების დარღვევაში ადანაშაულებს
ჟენევა – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მექსიკამ მსოფლიო სავაჭრო წესები დაარღვია და აშშ-სთან არაალკოჰოლური სასმელების დავაში დამნაშავედ ცნო. WTO-მ უარყო მექსიკის აპელაცია და აშშ-ს დაუჭირა მხარი. მექსიკა საერთაშორისო წესებს არღვევდა, როდესაც 20%-იან გადასახადს უწესებდა სასმელებს, რომლებიც მექსიკაში მოყვანილი შაქრის ლერწმით ტკბება. აშშ-ის წარმომადგენელი რობ პორტმანი ამბობს, რომ მექსიკამ გადასახადი უნდა გააუქმოს და სამართლიანობა აღადგინოს.
მექსიკა აშშ-ში წარმოებული მაღალფრუქტოზული მარცვლეულის სიროპის უმსხვილესი მომხმარებელი იყო 2002 წლამდე, ანუ გადასახადის დაწესებამდე, რის შემდეგაც სასმელი მეტისმეტად გაძვირდა. ამჟამად, აშშ-ის წილი ბაზარზე 6%-ია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial