მსოფლიოს ინტერნეტ-ბაზარი და საქართველო

რატი აბულაძე
განვითარებული ტელეკომუნიკაცია ქვეყნის განვითარების ძრავაა, თანამედროვე დონეზე განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა აუცილებელია საქართველოს აღმასვლისთვის: რეფორმების გატარებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების, კაპიტალის დაგროვებისა და უცხოური ინვესტიციების შემოდინებისათვის. გარდა ამისა ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში უზრუნველყოფს ჩრდილოვანი ეკონომიკის ტემპების შემცირებას, რადგან გამჭვირვალეა ბაზარიც და ტექნოლოგიების დანერგვით-სახელმწიფოც.
დღესდღეობით ელექტრონულმა ინდუსტრიამ მოახდინა ახალი ეკონომიკური სივრცის ფორმირება. ამ ახალ ეკონომიკურ სივრცეში წარმოიშვა ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა ელექტრონული კომერცია. მისი პირველი სისტემები აღმოცენდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა სატრანსპორტო კომპანიებში ბილეთების დაჯავშნისათვის და ინფორმაციის გაცვლისათვის.
XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საკმაოდ გაიზარდა ამ სფეროში ჩართული კომპანიების რიცხვი. ინტერნეტის განვითარებამ და მონაცემთა გადაცემის დაბალმა თვითღირებულებამ (რაც გამოიწვია ინტერნეტში დაშვების არსებული ინფრასტრუქტურის სრულყოფამ) აქტუალური გახადა ინტერნეტით ვაჭრობა. დღევანდელ რეალობაში ინტერნეტი არის ახალი მართვადი ძალა სამყაროში, რომელმაც ზესწრაფი ტემპებით “დაიპყრო” მსოფლიო.
სამყაროში აღარ არსებობს საქმიანობის ისეთი სფერო, სადაც არ გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით იშლება უზარმაზარი შესაძლებლობები. ამ სფეროს განვითარების ტემპები და დონე განსაზღვრავს ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებას, ეფექტური მოგებისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხალხის ცხოვრების დონეს, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, უსაფრთხოებას და მის როლს საერთაშორისო საზოგადოებაში.
კომპიუტერებისა და ქსელური ტექნოლოგიების შეუწყვეტელ ევოლუციასთან ერთად გამუდმებით იზრდება ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობაც. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ინტერნეტ აუდიტორიის ზრდა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების განვითარებასთან.
1996-2002 წლებში მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 30მლნ-დან გაიზარდა 580 მლნ-მდე (“Nua Internet Surveys” მონაცემებით) და შეადგინა მსოფლიო მოსახლეობის 9.57%. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 6 წელიწადში გაიზარდა 19-ჯერ. (იხ. ცხრილი #1, სქემა #1) [1].
ინტერნეტ მომხარებელთა რაოდენობა მსოფლიოში (1996-2002წწ)
2000 წლის ბოლოს სტატისტიკის სააგენტოს “Internet World Stats”-ის მონაცემებით ინტერნეტ-მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 361 მლნ-ს, რომელშიც ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონზე 108 მლნ მომხმარებელი, აზიაზე – 114 მლნ, ევროპაზე-103 მლნ, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე – 18მლნ, ოკეანისპირა რეგიონებზე (ავსტრალია, ახალი ზელანდია, არქიპელაგები, ანტარქტიდა) -7.6 მლნ, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზე – 5.2 მლნ მომხმარებლით და ყველაზე ბოლოს აფრიკის კონტინენტზე საერთო რაოდენობამ შეადგინა 4.5 მლნ მომხმარებელი (იხ. ცხრილი #2) [2]. მარკეტინგული სამსახურის ინფორმაციის თანახმად[3] 2001 წლის მარტში ინტერნეტ მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 379 მლნ., რომელიც იყო პლანეტის მოსახლეობის 6%, ხოლო “The World Factbook” მონაცემებით (2002წ), მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობამ 604 მლნ-ს გადააჭარბა. რაც შეეხება Nielsen//NetRatings მონაცემებს, 2002 წლის ბოლოს მის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ინტერნეტთან დაშვების შესაძლებლობა ჰქონდა 650 მლნ ადამიანს, რომელშიც 167.1 მლნ იყო ამერიკელები, 129.5 მლნ ევროპელები, 75 მლნ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მცხოვრები, იაპონიის წილად მოდიოდა 64.8 მლნ, ხოლო ჩინეთის -54.5 მლნ.
2002 წ. სექტემბერში მარკეტინგული სამსახურის Global Reach (Bring The World To Your Website) [7] მონაცემებით მსოფლიო მომხმარებელთა სტატისტიკამ შეადგიან 619 მლნ. სამიოდე თვეში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 31 მლნ-ით. ინტერნეტის ქსელის კორპორატიული წებ-საიტების სექტორის მფლობელების შემოსავალმა 2001 წლის დასაწყისში შეადგინა 134 მლრდ. დოლარი, ხოლო რეკლამიდან ბრუნვამ კი 2 მლრდ დოლარი.
2005 წელს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 1 მლრდ-მდე, სადაც მსოფლიო რეგიონების ინტერნეტ-მომხმარებელმა შეადგინა მოსახლეობის 14.6% (იხ. ცხრილი #2) [2].
ცხრილიდან ჩანს რომ ამ რეგიონების წილად ბოლო 5 წლის განმავლობაში მომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებელი (ინტერნეტ-მომხარებელთა საერთო რაოდენობის) გაიზარდა 577მლნ-ით, საშუალოდ 160%-ით, ხოლო მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა შუა აღმოსავლეთის რეგიონში 311.9% (იხ. ცხრილი #3).
მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კვლევითი სააგენტოების, საერთაშორისო კომპანიების (Nielsen//NetRatings, CNNIC, eTForecasts, C.I.Almanac, ITU, AMIPCI Nov, C.I.Almanac, C-I-A, IWS) მიერ მოკვლეული მონაცემთა ანალიზის საფუძველზე 2005 წელს Iნტერნეტ ჭორლდ შტატს-მა გამოაქვეყნა რეიტინგი იმ 20 ქვეყნის შეესახებ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიო ინტერნეტ ბაზარზე მომხარებელთა რაოდენობით. როგორც ანალიზი გვიჩვენებს, მომხმარებელთა 80%-ზე მეტი მოდის ამ 20 ქვეყნის წილად. პირველ ადგილზე წარმოდგენილია ინტერნეტის სამშობლო აშშ – 203.8 მლნ მომხმარებლით, შემდეგ მოდის – ჩინეთი 111 მლნ, იაპონია – 86 მლნ, ინდოეთი – 50 მლნ (იხ. ცხრილი #4) [2].
დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 6.5 მილიარდიან სამყაროში ინტერნეტ მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა მოსახლეობის 15.7%, რაც ნიშნავს რომ მსოფლიოში 1.018 მლრდ ინტერნეტ-მომხმარებელია., აქედან ამერიკის კონტინენტზე არის 305 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 885,4 მლნ), ევროპაში – 290 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 807 მლნ),; აზიაში – 364 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 3,668 მლნ); შუა აღმოსავლეთში 18.2 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 190 მლნ); ოკეანისპირა რეგიონებზე 17,8 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 34 მლნ), ხოლო აფრიკის კონტინენტზე 22,7 მლნ (მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 915 მლნ) (იხ. ცხრილი #5).
როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ რეგიონებიდან ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის აზიაზე, შემდეგ ამერიკის კონტინენტზე, ევროპაზე, ახლო აღმოსავლეთზე,აფრიკა და ბოლოს ოკეანისპირა რეგიონებზე, კერძოდ ავსტრალია, ახალი ზელანდია, არქიპელაგები, ანტარქტიდა და სხვა
რაც შეეხება რეგიონების დაყოფას ქვეყნების მიხედვით, სურათი ასეთია: ამერიკის კონტინენტზე წარმოდგენილი სახელმწიფოებიდან ძირითადად ინტერნეტის მომხმარებლების საერთო რაოდენობიდან გამოირჩევა 10 ქვეყანა (27 ქვეყნიდან), რომელთა წილად მოდის ამ კონტინენტზე წარმოდგენილი მაჩვენებლის საერთო რაოდენობის 97% (იხ. ცხრილი #6).
ევროპის კონტინენტზე წარმოდგენილი ქვეყნების მომხმარებელთა საერთო რაოდენობიდან, ისევე როგორც წინა განხილული რეგიონი, ძირითადად წარმოვაჩენ იმ ქვეყნებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ზრდად ტემპებს აჩვენებენ ინტერნეტ ბაზარზე. (იხ. ცხრილი #7)
აზიის კონტინენტზე მომხმარებელთა საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევა ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის მოსახლეობა. მთლიანი რაოდენობა აზიის კონტინენტის შეადგენს 364,270,713 ადამიანს, მე-8 ცხრილში ნაჩვენებია ძირითადად 13 ქვეყანა, რომელთა წილად მოდის მთლიანი რაოდენობის 98.9%, ხოლო დანარჩენი 22 ქვეყნის წილად მოდის 1.1%.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მთლიანად მსოფლიოში 6.5 მლრდ მოსახლეობის 15.7% იყენებს ინტერნეტს. სტატისტიკის სააგენტოს “Internet World Stats”-ის მიერ გამოქვეყნებულია იმ 20 ქვეყნის რეიტინგი, სადაც ინტერნეტის მოხმარება მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან მიმართებაში პროცენტულად მაღალია (იხ ცხრილი #9) [2]
ასევე განხილული სტატისტიკიდან შეიძლება გამოვყოთ იმ მომხმარებელთა კატეგორია (Nielsen//NetRatings – კომპანიის საფუძველზე), რომლებიც ინტერნეტს იყენებენ სახლიდან. მათმა რაოდენობამ 2005 წლის ბოლოს შეადგინა საერთო რაოდენობის 33%. ხოლო ქვეყნების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება (იხ ცხრილი #10) [8]
.ეს არის იმ ინტერნეტ მომხმარებლის სტატისტიკა, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ მხოლოდ სახლიდან. სადაც ნათლად ჩანს, რომ სახლიდან ჩართული მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 315,6 მლნ აბონენტს, და წინა წელთან შედარებით ეს ციფრი შემცირებულია 0.01%-ით. ე.წ. “დადებითი სალდო” აჩვენეს მხოლოდ ავსტრალიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის ქვეყნების სტატისტიკამ.
კომპიუტერების ინფორმაციული სისტემების და ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიების განვითარებამ მოახდინა ელექტრონული ბიზნესის სწრაფი ტემპებით ფორმირება. თვით ელექტრონული ბიზნესი შედგება ინტერნეტ მარკეტინგისაგან, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის ანალიზი, მომხმარებელთა ურთიერთობის მართვა, მარაგების მართვა, სტიმულირება, ცოდნის მართვა და რეალიზება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. ინტერნეტში ელექტრონული ბიზნესი წარმოადგენს ისეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბაზრის მონაწილეს უზრუნველყოს თავისი პრობლემების გადაჭრა და მიზნისკენ სწრაფვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონულ ბაზარზე მწარმოებელიც და მომხმარებელიც თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
კომერციული საწარმოები, რომლებმაც მოახდინეს თავიანთ ორგანიზაციებში ამ ტექნოლოგიების ათვისება, ღებულობენ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მოგებას. კერძოდ: მარკეტინგული კვლევები, წებ-საიტის შექმნით პროდუქციის რეკლამა და სავაჭრო მარკის პოპულარიზაცია, მომხმარებელების მიზიდვა, პარტნიორების და მიმწოდებლების მოძიება, საქმიანი საუბრები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეკონფერენციები, ეკონომიური საერთაშორისო საუბრები ქმნიან არაპირდაპირ მოგებას. ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც ამ სფეროს წარმომადგენლები არიან და არსებობენ ელექტრონული ბიზნესის წარმოების ხარჯზე, ღებულობენ პირდაპირ მოგებას სხვადასხვა მეთოდებით, როგორიცაა: ელექტრონული მაღაზია, ელექტრონული აუქციონი, წებ-საიტის მფლობელები და სხვა. კომპანია Activ Media-ის ექსპერტების გაანგარიშებით, 2001 წლის დასაწყისში ინტერნეტის ქსელის კორპორატიული ვებ-გვერდის სექტორის მფლობელების შეჯამებულმა შემოსავალმა 134 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო რეკლამიდან ბრუნვა 2 მლრდ დოლარს აჭარბებდა.
თავისი ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე ელექტრონული ბიზნესი მოიცავს 4 ძირითად სფეროს: მარკეტინგს, წარმოებას, გასაღებას და ანგარიშსწორებას, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, კავშირის განხორციელებას [16].
ორგანიზაციულად ელექტრონული ბიზნესი ბაზარზე წარმოდგენილია რამოდენიმე ტიპად:
1. B2B (Business-to-Business.
2. B2ჩ (Bუსინესს-ტო-ჩონსუმერ)
ჩ2ჩ (ჩონსუმერ-ტო-ჩონსუმერ).
3. G2E (Gოვერნმენტ-ტო-ევერყბოდყ)
4. B2G (Bუსინესს-ტო-Gოვერნმენტ)
აქედან ყველაზე მსხვილ სექტორს წარმოადგენს B2B და B2C. ანალიტიკური კომპანიის eMarketer-ის [9] მონაცემით, ელექტრონული კომერციის ბაზარზე B2B-ს წილად მოდის 80%-ზე მეტი. მაგალითისთვის 2002 წლის პირველ კვარტალში კორეაში ონლაინ გაყიდვებმა შეადგინა 1.04 მლრდ. დოლარი. რუსეთში ელექტრონული ვაჭრობის ბრუნვამ 2005 წელს მარკეტინგული სამსახურის PM GROUP-ისა და ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად რუსეთში B2B სექტორმა (2005 წელს) მიაღწია 1.3 მლრდ დოლარს, ხოლო B2ჩ სექტორის ბრუნვამ მიაღწია 1 მლრდ დოლარს, ხოლო ელექტრონული ბაზრის მოცულობის ზრდის ტემპმა 2001-2005წ შეადგინა – 138%. (იხ.ცხრილი #11) [10].
დღესდღეობით ელექტრონული ბიზნესის მეთოდების გამოყენება წარმოებს დიდი ტემპებით. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში (2003წ) ელექტრონული კომერციის გამოყენების მთავარ სფეროდ ითვლებოდა ფინანსური მომსახურება, ტრანსპორტი, სასაწყობო ოპერაციები, ტურიზმი და ექსპორტზე ორინტირებული ორგანიზაციები. ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ახორციელებდნენ საქონლის შესყიდვას 1998 წლიდან 2001 წლამდე გასამმაგდა (იხ. სქემა #2) [4].

მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც განახორციელეს საქონლის შესყიდვა (ათასებში) (სქემა #2)

რაც შეეხება ტეხასის უნივერსიტეტის კვლევის მონაცემებს, 2.5 მლნ ამერიკელის საქმიანობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, ხოლო ინტერნეტ კომპანიების საერთო შემოსავალი იზრდება 62%-ით. ანალიტიკოსების შეფასებით, 2000 წელს 50000 კომპანიამ მიიღო შემოსავალი ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობით, ხოლო სექტორის შემოსავლებმა შეადგინეს 523.9 მლრდ დოლარი (1999წ) [6].
აზიის ბაზარზე ინტერნეტის განვითარების მხრივ მეტად დინამიურია ჩინეთი, ქვეყანას გააჩნია დიდი პოტენციალი როგორც მომხმარებელების, ასევე ინტერნეტ-ბიზნესის. საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ის ანალიტიკური მონაცემებით[11] ჩინეთის ინტერნეტ-კომპანიების აქტივები (2005) შეადგენს 15.1 მლრდ დოლარს, იაპონიის – 40მლრდ დოლარს. უკრაინაში ინტერნეტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 73.6 მლნ გრივნა შეადგინა.
თვალშისაცემია ინტერნეტ ბაზარზე ინტერნეტის წილი რეკლამის ბაზრის მთლიან მოცულობაში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად: უკრაინაში ინტერნეტ რეკლამის ბრუნვამ (2004წ) შეადგინა 2მლნ დოლარი. კვლევითი სააგენტოს ROMIR Monitoring-ის მონაცემებით (2005წ) რუსეთში რეკლამის ბრუნვამ ინტერნეტში შეადგინა 60 მლნ დოლარი[15], ანალიტიკური კომპანია TNS Media Intelligence მონაცემებით ინტერნეტის წილმა რეკლამის ბაზრის მთლიან მოცულობაში 2002წ შეადგინა 4.3%, 2003წ-4.8%, 2004წ-5.2%, 2005წ-5.8%., ხოლო ამავე ანალიტიკური კომპანიის მონაცემებით საფრანგეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 2002წ-1.9%, 2003წ-2.8%, 2004წ-3.6%, 2005-5.9%. აგრეთვე ის კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ინტერნეტში რეკლამირებას, 2005წ საფრანგეთში მათმა რაოდენობამ შეადგინა 1399 ერთეული. მათი უმრავლესობა რეკლამას ახორციელებდნენ, კომუნიკაციის, ტურიზმის, მომსახურების, ტრანსპორტის სფეროში. რაც შეეხება აშშ-ს, აქ რეკლამაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 1 მლრდ დოლარი (2005წ), სადაც მეტ-ნაკლებად რეკლამირებული იყო ფინანსური მომსახურება, ტელეკომუნიკაცია, მედია და ტურიზმი. მე-12 ცხრილში მოცემულია ანალიტიკური კომპანია TNS Media Intelligence-ის მიერ წარმოდგენილი 20 ცნობილი კომპანია, რომლებიც საფრანგეთისა და აშშ-ის ინტერნეტ ბაზარზე ახორციელებდნენ რეკლამას [11].
აქვე უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ძირითად ფაქტორს ბიზნესის მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით წარმოადგენს სწორედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული საკუთარი საიტი ელექტრონული კომერციის პროცესებისთვის. საერთაშორისო მონაცემებით ჯერ კიდევ 1997 წელს ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტ-კონსულტანტებზე დახარჯეს 2.9მლრდ დოლარი (ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება).
საქართველოში რთული ეკონომიკური პირობების და დაბალი შემოსავლების გამო, რაც გამოიხატება კომპიუტერის და ინტერნეტ-მოხმარების მაღალ ფასებში, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ნელი ტემპით მიმდინარეობს და 2004 წელს მოსახლეობის 3%-მდე იყო, ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ დაბალია ინტერნეტის გავრცელების ინტენსივობა რეგიონებში, “ინტერნეტ კულტურა” ინტერნეტ-ტექნოლოგიების შესაძლებლობებში, შიდა კაპიტალდაბანდებები და სხვა ნეგატიური ტენდენციები, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური მდგომარეობის, კავშირგაბმულობის დარგის დემონოპოლიზაციისა და პრივატიზაციის თანხმლები ნეგატიური პროცესების ფონზე, საქართველო, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ვითარდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად.
გაეროს 2002 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველო, პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის ტელეკომუნიკაციების განვითარების მაჩვენებლებით, კერძოდ: ყოველ 1000 მცხოვრებზე ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობით, იმყოფება მე-11, ხოლო ინტერნეტში ჩართული მოსახლების რაოდენობით კი მე-9 ადგილზე.[12]
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იზრდება კავშირგაბმულობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომლის წილმაც 2003წ შეადგინა 427.54 მლნ დოლარი. ამ სფეროში ინვესტიციების მოცულობა ძირითად კაპიტალში გაიზარდა 2001 წელთან შედარებით 95.8%-ით [12]. ხოლო სატელეკომუნიკაციო სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 2004წ შეადგინა 123.54 მლნ ლარი, რაც 2000-2004 წელში განხორციელებული ინვესტიციების საერთო რაოდენობის 18%-ია.
საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლებმა შეადგინა 572.1 მლნ ლარი (2004 წ). წინა წელთან შედარებით მაჩვენებლი გაიზარდა 134%-ით. რაც მეტყველებს შემოსავლების მზარდ ტენდენციაზე და ბაზრის მონაწილეების აქტიურ საქმიანობაზე. სატელეკომუნიკაციო ბაზრის დინამიკა 2000-2004 წწ ასე გამოიყურება (იხ. სქემა #3)[13]

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის დინამიკა
2000-2004წწ (მლნ ლარებში) (სქემა #3)

სატელეკომუნიკაციო ბაზრის მთლიან შემოსავლებში ინტერნეტ-პროვაიდერების წილად მოდის 4% და შესაბამისად ინტერნეტის სექტორში ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსავლები მზარდია და 2003-2004წწ ამ სეგმენტის მატების მაჩვენებელი შეადგენს 23.7 მლნ ლარს, რაც წინა წელთან შედარებით 73.53%-ით მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე შემოსავლებთან ერთად გაიზარდა ამ კომპანიების მიერ შემოთავაზებული მომსახურებაც (იხ. სქემა #4)[13]

საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსავლები 2000-2004წწ (მლნ ლარში) სქემა #4

ამასთან (საერთაშორისო სატელეფონო კავშირი IთU) მონაცემებით, საქართველო დსთ-ს სივრცეში იმყოფება ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობით მესამე ადგილზე რუსეთის და უკრაინის შემდეგ და მე-2 ადგილზე მობილური ტელეფონების მოხმარებით [12].
საქართველოში ინტერენტ-მომხმარებელთა რაოდენობა 1999 წელს შეადგენდა სულ 6000-ს, ხოლო 2003 წელს ეს ციფრი 100 ათასი იყო, საიდანაც სახლიდან ინტერნეტს იყენებდა მოსახლეობის 0.2%, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება (იხ სქემა #5) [13].

საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელები
1999-2004წწ (სქემა #5)

მსოფლიოს ინტერნეტ-ბაზრის არსებულ მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ის დომინირებადი ტენდენციები, რომლებიც წარმოადგენენ რა მსოფლიო ინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკურ და მართვის ლოზუნგს, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის. ასეთია საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბება, ხელოვნური ინტელექტის, ცოდნის ბაზების და ინფორმაციასთან მუშაობის კულტურის დანერგვა. ისეთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, კანადა, გერმანია და სხვა ყოველნაირად ხელს უწყობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციისა და ცოდნის გამოვლენის და გავრცელების ინდუსტრიის, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების ფორმირებას, ხოლო მართვის პროცესში გადაწყვეტილებებს იღებენ ხელოვნური და კომპიუტერული ინტელექტის გამოყენებით [5].
საინფორმაციო საზოგადოების მშენობლობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რათა მოხდეს მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება ტექნოლოგიებზე და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელშეწყობაში, რაც ასახვას ჰპოვებს ბიზნესის, ასევე ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ მის გამოყენებაში.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ინტერნეტი და ინტერნეტის გამოყენების ტექნოლოგიები, რომელმაც ჩანასახშივე ჰპოვა თავის პრაგმატულობა და პრევალირება, ნებისმიერი სუბიექტის მამოძრავებელი ძალაა. იგი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად თან სდევდეს გლობალიზაციის პროცესებს. ამიტომ მისი პრიორიტეტული გამოყენება ყველა სექტორმა უნდა გააცნობიეროს. მთავრობის ორიენტაცია უნდა მოხდეს მოქალაქეების ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაში, კომპანიებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში, ერთიანი ინფორმაციული სივრცის ფორმირებაში, საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და მასთან თანმდევი პროცესებისადმი სისტემური მიდგომა უნდა გახდეს თანაცხოვრების და შერწყმის თანმხლები პროცესი, რაც საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის ძირეული პროცესი იქნება.
ამიტომ, სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება, რომლის საფუძველზეც სატელეკომუნიკაციო მომსახურება მიმზიდველი გახდება საქართველოს მოსახლეობის ყველა წარმომადგენელისათვის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial