მსოფლიო ეკონომიკურ ჩიხში

მოამზადეს ნინო არველაძემ, ანა ჯგერენაიამ

მსოფლიო ეკონომიკაში ტემპერატურამ იმატა ზაფხულის პირველ თვეს.შეიძლება გამოვყოთ მთავარი შტრიხი – ნავთობის ფასების სტაბილურად 70 დოლარის ირგვლივ ტრიალისა და ირანთან მუდმივი დაძაბულობის ფონზე, დოლარის ვარდნის კლიმატში სამრეწველო წარმოება აშშ-სა და ევროპაში კლებულობს. მათთვის უმთავრესი ამოცანა, ერთის მხრივ, მზარდ აზიურ ბაზართან და მეორეს მხრივ, ნედლეულით მდიდარი და დიქტატორული ქვეყნებისათვის რუსეთის მხადაჭერის საკითხების დარეგულირება ხდება. დიდი რვიანის შეხვედრის ძირითადი მიზანიც ესაა.

ამიტომაც, ივნისის ბოლოს, სოჭში, ნატოსა და რუსეთის საპარლამენტო შეხვედრაზე რუსეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პრეტენზიები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და სეპარატიზმის მიმართ, ნატომ კი კვლავ ხაზი გაუსვა თავის ინტერესს სამხრეთ კავკასიაზე და რუსეთი სეპარატიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მიმდინარეობს სერიოზული, ჩუმი მსოფლო ომი ეკონომიკური სადავეებისა და რესურსების მართვის უფლებების მოპოვებისთვის. ამ საკითხებსვე ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის და ჯორჯ ბუშის შეხვედრა აშშ-ში, რომელიც მნიშვნელოვანი ორიენტირი იქნება საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.
აშშ -ის ეკონომიკაში გამოიხატა შემდეგი ტენდენციები:
– დოლარის ურყევი ვარდნა;
– სავაჭრო დეფიციტის არნახული ზრდა;
– ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნა;
– სამომხმარებლო ინდექსისა და ინფლაცის მატება;
– ბიუჯეტური დეფიციტის მაღალი დონე;
– კორპორატიული მოგებების ზრდა და, იმავდროულად, კერძო, პირადი დაგროვების კატასტროფული შემცირება;
– ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უცხოელების აქტიურობის ზრდა. ობლიგაციების შესყიდვის მატება უცხოელთა მხრიდან და აშშ კორპორატიული აქციების შეძენის ზრდა.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ ბენ ბერნანკე უკიდურესად დაძაბულ ნაბიჯებს დგამს. ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკთაშორის კრედიტის პროცენტის ზრდა ისტორიულ მაქსიმუმს 6.5-ს%-ს მიუახლოვდა.
და შემდეგ რა? ჩიხი? აი, რა აშფოთებს მსოფლიო ბიზნესს – ინფლაციის ბუმი და წარმოების ზრდის შეჩერება.
დავიწყოთ დეტალური ანალიზი:
დოლარის კურსი ურყევად ეცემა და წამყავნი ტრეიდერების აზრით, ეს ტენდენცია გაგრძელდება მთელი წელი. ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) გაფართოებული ნაბიჯების მიუხედავად, ბანკთაშორის კრედიტებზე გაიზრდება პროცენტი, რათა შეაჩეროს ეკონომიკის ზრდა და მოთოკოს ინფლაცია.
1995 წლიდან თუ გავაანალიზებთ მის მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწესებულ დონეს – ის მერყეობს 1-დან 6.5%-მდე, ანუ ზედა ისტორიული ზღვარი 6.5%-ია.

ამ ისტორიულ ზღვარს ალან გრინსპენის მემკვიდრე ბენ ბერნანკე უკვე უახლოვდება და მას წლის ბოლომდე დარჩა 4 შეკრება, სადაც კიდევ ერთხელ გადახედავს მონეტარულ პოლიტიკას. ყოველ შემთხვევაში, ბოლო აწევის შემდეგ დოლარმა მყარი კურსი მხოლოდ ორი კვირით შეინარჩუნა და ივნისის ბოლოს კვლავ დაცემა დაიწყო.
ამას შემდეგი გარემოებები განაპირობებენ:
1. საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა 2007 წლის ბიუჯეტში და სამხედრო ხარჯების არნახული დონე;
2. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა;
3. კერძო პირების დაგროვების მაჩვენებლების შემცირება;
4. ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელება;
5. ინფლაციის მატება, მათ შორის core ინფლაციის მაჩვენებლისაც;
6. დასაქმების მაჩვენებლის დაცემა;
7. საგარეო და შიდა ვალის მატება.
მომდევნო საფინანსო საბიუჯეტო წელი შტატებში ოქტომბერში დაიწყება. მისი პროექტი. რომელსაც კონგრესი ძირითადად დაეთანხმა, ითვალისწინებს დეფიციტს 354 მილიარდი დოლარის ოდენობით, 2006 წელს ეს მაჩვენებელი 423 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მათ შორის იყო 50 მილიარდი დოლარი – დამატებითი მოთხოვნილი თანხები ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებისათვის. 2007 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება არის სამხედრო პირდაპირი ხარჯების 6.9%-ით ზრდა, ანუ 439.3 მილიარდ დოლარამდე, მთავრობის ხარჯებისა – 2.35 დოლარით, 2.771 მილიარდ დოლარამდე.
მცირდება პირდაპირი ხარჯები განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე სოფლის მეურნების დახმარებები. შემოსავლები კი ძირითადად პირდაპირი გადასახადებია. (იხ. ცხრილი #1). დაგეგმილია საშემოსავლო გადასახდის ზრდა და კორპორატიულის შემცირება. ბუშის ადმინისტრაციამ კურსი საგადასახადო ტვირთის შემცირებისაკენ აიღო, რათა ბიზნესსა და ინვესტორებს მეტი სტიმული მისცეს და ამით მოაგვაროს დასაქმების პრობლემა 2006-2007 წლებში. სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო გათვლები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის 3.2%-იანი ზრდის მაჩვენებელს ეყრდნობა და, მათი აზრით, 1012 წელს აშშ-ის ბიუჯეტი პროფიციტური იქნება.
დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდბიუჯეტიან ქვეყანას არნახული რეკორდული დეფიციტი აქვს და 2006 წელი რთული და მძიმე იქნება. ამდენად, ის ვერ შეძლებს, დოლარს დაუბრუნოს ადრინდელი მყარი პოზიცია და მოთოკოს ინფლაცია.. ამის მიზეზი ისიც არის, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი სტრუქტურულ ხასიათს იღებს იმისგამო, რომ სამრეწველო წარმოება მასიურად გადადის აშშ-ევროპიდან აზია-წყნარი ოკეანის არეალში. ეს არის ჩინეთი, ინდოეთი და ვიეტნამი (იხ. სქემა #4). ამ ქვეყნებში მეორე შემაშფოთებელი ფაქტი მათი ვალუტების სახელმწიფო ხელოვნური რეგულირებაა, მაგალითად, ჩინური იუენის, რაც იაფს ხდის მათ იმპორტს აშშ-ში და ქმნის სერიოზულ უარყოფით სავაჭრო ბალანსს (იხ ცხრილი #2). მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთები იზრდება, უცხოელებისათვის, კაპიტალის ექსპორტის მხრივ, აშშ ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ხდება, რის გამოც იზრდება ამ ქვეყანაში კაპიტალის შეტანა და მისი ობლიგაციების შეძენის მაჩვენებლი. 2006 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 868 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მაისსა და აპრილში კი 68 და 72 მილიარდი დოლარით. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი გაიზარდა 6.7%-მდე, მეორეს მხრივ, გაიზარდა უცხოეთის ცენტრალური ბანკების ინვესტიციები აშშ-ის ეკონომიკაში. ბოლო 30 წელი არნახულად შემცირდა შიდა კერძო დაგროვება და სამაგიეროდ გაიზარდა 890 მილიარდამდე გაუნაწილებელი კორპორატიული მოგება. ეს ნიშნავს, რომ ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირი ჯდება (იხ. სქემა #3) და, დოლარის კურსის ვარდნის გამო, დაგროვება დოლარებში არ ხდება. ძვირდება კრედიტები, მათ შორის სამომხმარებლო, და ეცემა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა.
ბუნებრივია, ეს უარყოფითად აისახება მშპ-ის მაჩვენებელზე, რომელიც მაისში კიდევ დაეცა (იხ. სქემა #1).
მხოლოდ მაისის მონაცემებით, მაისში შეიქმნა მხოლოდ 75 000 სამუშაო ადგილი, როცა პროგნოზით 175 000 იყო ნავარაუდევი. აღსანიშნავია, რომ 14 000 ადგილით შემცირდა სამრეწველო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, აგრეთვე, გასულ თვეს, ისეთი გიგანტების გაყიდვის მაჩვენებელი, როგორიცა ფორდ მოტორსი და ჯენერალ მოტორსი (იხ ცხრილი #3).
ბერნანკის შიშები – ერთ დროს ამერიკის მზარდი ეკონომიკა (ფაინენშალ თაიმსის ცნობით) შეჩერებულია. ფედერალური რეზერვის პრეზიდენტმა Bენ Bერნანკე-მ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა არასასურველი ინფლაციის ზრდის შესახებ. აქციების კურსი მკვეთრად დაეცა, ინვესტორები, Bernanke-ის გამოსვლის შემდეგ, ცენტრალური ბანკისაგან კვლავ ელიან პროცენტის აწევას.
Internationale Monetary Fund (imf)-ის კონფერენციაზე Bერნანკე-მ განაცხადა, რომ ისინი უფრო ყურადღებით იქნებიან ინფლაციასთან მიმართებით. Fed-ის წარმომადგენლების შეხვედრა 28-29 ივნისს არის დაგეგმილი და ბევრი ვარაუდობს, რომ ცენტრალური ბანკი, პირველად ორი წლის განმავლობაში, უცვლელად დატოვებს პროცენტს და დაასრულებს 16-სერიან ცვლილებებს, რომლებმაც მეოთხედით აწიეს პროცენტი. მუშახელის დამქირავებლებმა გასულ თვეს, ამერიკის მაშტაბით, მხოლოდ 75 000-ით გაზარდეს სამუშაო ადგილები, მაგრამ, მათი ვარაუდით, ზრდა შეჩერდება.
bernanke-მ, თავის ბოლო პროგნოზისას ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ განაცხადა, რომ ეკონომიკას ახლა გარდამავალი პერიოდი აქვს და საკრედიტო საფინანსო პოლიტიკა უფრო ყურადღებით უნდა დააკვირდეს მას. წლეულს მომხმარებლის დონეზე ძალიან აიწია ინფლაციამ, რაც განაპირობა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ. მომხმარებლის ინდექსი ცორე ინფლაცია გაიზარდა 3.2%-ით ბოლო სამი თვის განმავლობაში და 2.8%-ით ბოლო ექვსი თვის მანძილზე. “ეს არასასურველი განვითარებაა”, განაცხადა მან.
Fed-ის წარმომადგენლები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ ინდექსს, რათა უფრო ნათლად დაინახონ, თუ რა მდგომარეობაშია სხვა საქონლისა და მომსახურების ფასები. core-ს გაზრდისას ეკონომისტები შიშობენ, რომ ისედაც გაზრდილი ენერგომატარებლების ფასები უფრო და უფრო მაღლა აიწევს.
ნავთობის ფასებმა უკვე რეკორდულ მაჩვენებელს, 75 დოლარს ბარელზე, მიაღწია, ბუნებრივი აირი კი ზოგიერთ ადგილას გალონი 3 დოლარი გახდა.
2004 წლის ივნისის შემდეგ, ინფლაციის შესაჩერებლად, ცენტრალურმა ბანკმა 16-ჯერ შეცვალა პროცენტი.
Bernanke-მ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავს იკავებს ყიდვისაგან და ბიზნესის ინვესტირებაც მკვეთრად არის შებოჭილი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებიც შემცირებულია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
Bernanke-მ, რომელიც ცენტრალური ბანკის სადავეები 1 თებერვალს აიღო, მას შემდეგ, რაც Alan Greenspan-ი გადადგა, თავისი პრეზიდენტობა არასტაბილურ დროს დაიწყო და ინფლაციის წინააღმდეგ მისი ბრძოლისუნარიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ზოგიერთი ეკონომისტი აცხადებს, რომ ფედერალური ბანკის უფროსის ორშაბათის განცხადების ერთ-ერთი მიზანი იყო, დაემტკიცებინა თავისი ძალები ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
Richard Yamarone-მა, Argus Research-დან, რომელიც ვარაუდობს, რომ ივნისში პროცენტი ისევ გაიზრდება, განაცხადა, რომ Bernanke ცდილობს, დაამტკიცოს თავისი სიძლიერე ინფლაციასთან ბრძოლაში.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელმაც ინფლაციის მზარდ მაჩვენებელზე ისაუბრა, აშშ-ის ბირჟებზე ნამდვილი არეულობა გამოიწვია. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ბერნანკის ინფლაციის შესახებ საუბარი სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოასწავებს. Nazdaq-ისა და Dow Jones-ის მაჩვენებლები დაეცა, ასევე დაეცა ფასიანი ქაღალდების ფასიც, თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინში, დოლარის კურსი იანსა და ევროსთან მიმართებაში თვის შუა რიცხვებში გამყარდა და შემდგომ ისევ იწყო დაცემა. თავმჯდომარემ ამერიკის ბანკირთა ასოციაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ინფლაციაზე ისაუბრა, რომელიც ენერგომატარებლებსა და სურსათის ფასებს არ მოიცავს. დასაქმების სუსტი მონაცემების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ფედერალები ერთ თვეს გამოტოვებდნენ და საპროცენტო განაკვეთებს არ გაზრდიდნენ, მაგრამ თავმჯდომარის ამ განცხადების შემდეგ მათი გაზრდის ალბათობაც გაიზარდა. ბერნანკე აცხადებს, რომ ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ის კომიტეტს ინფლაციასთან ბრძოლასა და ეკონომიკის განვითარებისათვის ზრუნვას სთხოვს. ბერნანკემ ასევე განაცხადა, რომ არსებობს ეკონომიკის შენელების ნიშნები, რაც მომხმარებელთა დანახარჯებზე, საშინაო ბაზარსა და დასაქმების მონაცემებზე აისახა. თავმჯდომარემ ეკონომიკას “გარდამავალ პერიოდში” მყოფი უწოდა.
ამ სიტუაციაში ბენ ბერნანკემ 29 ივნისს განცხადა, რომ პროცენტის ზრდის ადრეული პრაქტიკიდან ცოტა ხანს თავს შეიკავებენ. ეს ნიშნავს, რომ დოლარის კურსი ზაფხულში, ივლის-აგვისტოში იქნება ევროსთან მიმართებასში 1.2700-1.3500, ფუნტთან მიმართებაში 1.8500-1.9300, ხოლო იაპონურ იენთან 109-113.
პრეზიდენტი ცდილობს, რთული სიტუაციიდან საკადრო გამოსავალი ნახოს.
პრეზიდენტმა Bush-მა Henry Paulson-ი Goldman Sachs Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, საფინანსო სამინისტროს მდივნად დანიშნა. მისმა წინამორბედმა John Snow-მ ბირჟაზე ერთთვიანი სპეკულაცია დაძაბულობის შემცირებით დაასრულა.
“ამერიკის ეკონომიკა ძლიერი, პროდუქტიული და წარმატებულია. ვიმედოვნებ, რომ Hank Paulson-თან ერთად იგი ასეთივე დარჩება”. საფინანსო სამინისტროს მდივანი Hank-ი იქნება ჩემი პირადი მრჩეველი საშინაო და საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ამერიკელის კეთილდღეობისათვის. – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში.
სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, Mr. Paulson-ი ადმინისტრაციას მისცემს ცნობილ Wall Street-ის მონაცემებს და წინასწარ შეადგენს ეკონომიკურ პროგრამას. “ის შესანიშნავი დამატებაა კაბინეტისათვის. მისი ძირითადი ამოცანა იქნება შეინარჩუნოს დაბალი გადასახადები”. – აღნიშნა პრეზიდენტმა.
Mr. Paulson-მა განაცხადა: – “ვიმედოვნებ, რომ თქვენთან, თქვენს ადმინისტრაციასთან და კონგრესთან ერთად, გავაძლიერებთ ამერიკის ეკონომიკას”.
პრეზიდენტმა ასევე შეაქო Mr. Snow-ის ეკონომიკის მმართველობის პერიოდი, რომლის დროსაც არაერთი ძლიერი და ენერგიული გადაწყვეტილება მიღებულა.
Mr. Snow წერილში, სადაც თავისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერდა, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დროისათვის, რომელიც მან ამ თანამდებობაზე გაატარა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შემცვლელი ღირსეულად გააგრძელებს მის საქმიანობას, თვითონ კი დასვენება გადაწყვიტა.
Mr. Paulson-ი, რომელიც უკვე 60 წლისაა, 1999 მაისიდან იყო Goldman-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 1994 დეკემბრიდან chief operating officer (ეს თანამდებობაა) Mr. Paulson აგრეთვე იყო Financial Services Forum-ის პრეზიდენტი Washington-ის სავაჭრო ჯგუფში, რომლის დირექტორიც არის Donald Evans. იგი პრეზიდენტის დიდი ხნის მეგობარია და ისიც კმაყოფილი დარჩა მეგობრის გადაწყვეტილებით.
– Mr. Paulson შესანიშნავი არჩევანია, იგი დიდი პატივისცემით სარგებლობს ფინანსურ წრეებში და კარგად იცნობს როგორც ფინანსურ ბაზარს, ასევე გლობალურ ეკონომიკასაც, – განაცხადა Mr. Evans-მა.
მიუხედავად პრეზიდენტის თავდაჯერებულობისა, თეთრი სახლი საკუთარ ეკონომიკურ ჯგუფში მაინც აკრიტიკებს Mr. Snow-ს.
გამოკითხვის შედეგად, რომელიც Wall Street Journal-მა ჩაატარა, 77% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ზრდას აჩვენებს, გაუარესებულია. მზარდი ფასები ნავთობზე და მდგომარეობა ერაყში ჩრდილავს ეკონომიკურ მიღწევებს.
Mr. Paulson-მა Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს თავისი სამსახური, რადგან თვლის, რომ იგი საუკეთესოა ბიზნესის სამყაროში. იგი დიდხანს აპირებს ამ თანამდებობაზე ყოფნას და კონცენტრირებულია იმისთვის, რომ ყველა გამოწვევა მიიღოს.
აშშ-ში შეშფოთებულნი არიან ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკით. ჩინეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2006 წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება – აცხადებს ბანკის მმართველი ზოუ ხიაოხუანი..
მან ეს განცხადება ცენტრალური ბანკირების ყოველწლიურ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ 2006 წლის მშპ სავარაუდოდ 10% იქნება.
მიუხედავად იმ ზომებისა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის გასაკონტროლებლადაა განკუთვნილი, მონაცემები ცხადყოფენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა წინ სწრაფი ნაბიჯებით მიიჩქარის. ქარხნებში ინვესტიციბი და უძრავი აქციები, 2006 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, წინა წლისას 30.3%-ით აღემატება. 2006 წლის პირველ მეოთხედში კი მთლიანი შიდა პროდუქტი 1.3%-ით გაიზარდა.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის კვლევითმა ბიურომ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში საბანკო სესხებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა, ეს კი შეიძლება უძრავი აქციების ზრდის შედეგად მივიჩნიოთ, რაც ეკონომიკის სწრაფ ზრდას იწვევს.
ჩინეთის ჟურნალში გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც ეწერა, რომ 2006 წლის I მეოთხედში ეკონომიკის ზრდა 10.3%-ი იქნებოდა, ხოლო მთლიანი წლის მშპ კი 10%. სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასები 1.3%-ით გაიზრდება I მეოთხედში, 2006 წელს კი 1.7% იქნება, – ნათქვამია მოხსენებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს ახალი ოფისი, რომელიც ახალი ჩინეთის ვაჭრობას გააკონტროლებს.
– ახალი ფედერალური ოფისი კონცენტრაციას მხოლოდ ჩინეთზე გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, შეესაბამება თუ არა მისი ვაჭრობა მისსავე მოვალეობებს.
კონგრესში ბეიჯინგის მიმართ მოუთმენლობა მატულობს. ბეიჯინგი ბევრს არაფერს აკეთებს არაკანონიერი და არასამართლიანი ვაჭრობის შესაცვლელად, ეს გეგმა კი მისი მოქმედების პირდაპირი გამოძახილია.
ასევე იგეგმება ინტელექტუალური საკუთრების ოფისის გახსნაც, რადგან ადმინისტრაციის მიერ ჩინეთი ინტელექტუალური საკუთრების მეკობრეობაში მთავარ წყაროდ მოიაზრება, რაც აშშ-ს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება.
ეს ორი ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის დასადასტურებლად, რომ აშშ სავაჭრო შეთანხმებაში საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიური და აგრესიულია.
ვაშინგტონში ბევრს საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი მეტად მნიშვნელოვანია.
კონგრესის წევრებისაგან ადმინისტრაციაზე დიდი ზეწოლა შეინიშნება, რომელსაც ჩინეთზე შეტევების განხორციელებისაკენ უბიძგებენ, რადგან ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად არ ასრულებს და ამერიკულ საქონელს თავისი ბაზრის გზას არ უხსნის. საჩივრებია ჩინურ ვალუტასა და აშშ დოლართან დაკავშირებითაც – ჩინური ვალუტა სათანადოდ არ ფასდება, რის გამოც ჩინეთის მოგება რეკორდულ მაჩვენებლებს არ თმობს.
ფასიანი ქაღალდის ბირჟებზე იაპონიის წილის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა და უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ციფრზე შეჩერდა. Nikkei-ს ინდექსი 1.8%-ით შემცირდა და 15,096.01 შეადგინა, რაც ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაჩვენებლის მკვეთრ ცვლილებას წინ უძღვოდა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ბენ ბერნანკის გამოსვლა ინფლაციის ზრდის თაობაზე. ამ განცხადებამ საპროცენტო განაკვეთების ზრდის შიში გაამყარა. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ინფლაციის ზრდას მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ზრდის ჩახშობა შეუძლია, რაც გლობალურ ეკონომიკაზეც აისახება. მდგომარეობას ნავთობის მაღალი ფასი ამძიმებს, რომელმაც ეკონომიკის ზრდას ზიანი უკვე მიაყენა.
ინფლაციის აჩრდილმა აშშ-ის, ევროპისა და აზიის ბირჟებს კვალი დაატყო და ისინი დაბალი მაჩვენებლებით დაიხურა. ივნისის დასაწყისში Dow Jons-ის მაჩვენებელი მარტის შემდეგ პირველად 11. 000 იყო, თუმცა გაუმჯობესების შემდეგ 11.002-ს მიაღწია.
იაპონიაში ღელავენ, რომ აშშ-ში მზარდი ფასების გამო მომხმარებელთა დანახარჯები არასასიკეთოდ შეიცვლება, რაც იაპონელ ექსპორტიორებს ტექნიკისა და მანქანების სექტორში ზარალს მიაყენებს. შონყ უკვე ზარალშია, ხოლო თოყოტა-ს, Hონდა-სა და Nისსან-ის აქციების ღირებულება შემცირდა.
თუ აშშ-ს ცენტრბანკმა პროცენტის მატების რეზერვი თითქმის ამოწურა, ევროპელებს და იაპონელებს ეს კიდევ აქვთ, მაგრამ ევროპელებს ძვირი ევროწარმოების განვითარების საფრთხეს უქმნის და ამდენად არ ჩქარობენ, იმავე მიზეზით, რაც შტატებში წარმოების გადატანა აზია-წყნარი ოკეანის არეალში – იქ ისევ შემცირდება წარმოება. იქ პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა სულ 0.6% იყო (იხ. ცხრილი #4) და არც სამომავლო პროგნოზებია დამამშვიდებელი. ის მერყეობს 2%-ის ირგვლივ (იხ ცხრილი #5).
ინფლაცია – დაღი გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე
ინფლაციის ზრდის საშიშროება გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას დაღს დაასვამს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საბინაო ბაზრის სიძლიერე და მომხმარებელთა დანახარჯების ზრდა ეკონომიკის მომავალი ზრდის ლოკომოტივი იქნება, მაგრამ ინფლაციის ზრდის რეალურ საფრთხეზეც საუბრობენ და ამის გამო ინგლისის ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც არ გამორიცხავენ. არსებული მონაცემების თანახმად, ინფლაცია მთავრობის მიერ დადგენილ 2%-იან ბარიერს ზემოთ რჩება.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფირმები “პოტენციური უწესრიგობისთვის” უნდა მოემზადნენ, რადგან გლობალურ ეკონომიკას ნავთობის მაღალი ფასების გამო პრობლემები აქვს და აშშ დოლარის კურსის შემდგომი ვარდნაც არ არის გამორიცხული, რაც აშშ-ის დეფიციტისა და გლობალურ ეკონომიკაში ბალანსის არარსებობის გამო ხდება. ეს ფაქტი კი ბრიტანელი ექსპორტიორების საქმიანობას აძნელებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ უკანასკნელი მონაცემები საპროცენტო განაკვეთების მატებაზე მიანიშნებენ. ინგლისის ბანკის სავალუტო პოლიტიკის საბჭოს საპროცენტო განაკვეთები უკანასკნელი ცხრა თვის მანძილზე არ შეუცვლია. ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ს მეტისმეტად გადააჭარბებს. ეკონომისტები აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდა სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ ინფლაციის ზრდის საშიშროება ბიზნესის სფეროს თავზე შავ ღრუბლებს კრებს.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ
1. დოლარის კურსი ზაფხულში ივლის-აგვისტოში იქნება ევროსთან მიმართებაში 1.2700 -1.3500, ფუნტთან მიმართებაში 1.8500- 1.9300, ხოლო იაპონურ იენთან 109- 113;
2. ზაფხულში კიდევ უფრო გაღრმავდება წარმოების ზრდის შეჩერების პროცესი მსოფლიოში და დაცხრება აქტივობა საფონდო ბირჟებზე, ძირითადი ინდექსები ვარდნით გამოიჩენენ თავს;
3. ყველაზე სარფიანი დაბანდება კვლავ შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდები იქნება.