საზღვარგარეთის პირდაპირი ინვესტიციები, ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობა და გლობალიზაცია

ქ. კოკაია, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ქ. შენგელია, ეკ. მეცნ. კანდიდატი
თანამედროვე გლობალიზაციის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს პირდაპირი საზღვარგარეთის ინვესტიციების მნიშვნელობის გაძლიერება. პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი წარმოადგენდნენ მხოლოდ 10%-ს მთელი საზღვარგარეთის კაპიტალდაბანდებისა, ხოლო 90-იანი წლების ბოლოს მათი წილი სამჯერ გაიზარდა. ეს გვიჩვენებს იმას, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გადავიდა მსოფლიოს საერთაშორისო საბაზრო სტადიიდან მსოფლიო მწარმოებლის სტადიაში.
თანამედროვე სოციალ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია გახდა ბიზნესის სოციალიზაცია. რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის საერთაშორისო კონფერენციამ, მდგრადი განვითარების შესახებ, დააფიქსირა ახალი მოთხოვნები მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან კორპორაციებისადმი, რათა ამაღლდეს მათი სოციალური პასუხისმგებლობა. მან მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მსოფლიო დონეზე.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი გარემოებით, რომელთა შორის უმთავრესია ეკონომიკური ზრდის არამატერიალური ფაქტორების როლის გადიდება, რაც დაკავშირებულია ადამიანური პოტენციალის განვითარებასთან. დღეისათვის ფირმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე განისაზღვრება უფრო ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ვიდრე ფასებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ანუ სამუშაო ძალის ხარისხი და მუშაკთა მოტივაცია. სწორედ ეს გარემოება აძლევს ბიზნესის სოციალიზაციას ეკონომიკურ იმპერატივებს.
სამეწარმეო სფეროს სოციალური ფუნქციის როლის გაზრდა განაპირობა სოციალური პოლიტიკის შესახებ ტრადიციულ შეხედულებათა გადასინჯვამ. ადრეულ წლებში ბიზნესი სოციალურ პრობლემათა გადაჭრის მხოლოდ ფინანსურ ნაწილში მონაწილეობდა, რაც გამოიხატებოდა გადასახადების გადახდით და საქველმოქმედო საქმიანობით. (თუმცა ხშირ შემთხვევაში საქართველოში გადასახადების დამალვასაც ჰქონდა ადგილი.). ახალ ათასწლეულში, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, შემუშავებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტები.
ასეთ ქვეყნებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადანაწილდება მეპ-ის 13-დან 12 ნაწილი სოციალურ დანახარჯებზე. მიუხედავად ამისა, სოციალური სფეროს გაუმჯობესებისათვის, განვითარებულ ქვეყნებში საჭირო ხდება პრინციპულად ახალი მექანიზმის ჩართვა – მსხვილი ბიზნესის სოციალური ფუნქციის ამაღლება, მათი ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსთან სოციალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. მრავალი უცხოელი მეცნიერი თვლის, რომ თუ მსხვილმა ბიზნესმა თავის თავზე არ აიღო სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პასუხისმგებლობა, თავადვე გახდება მისი მსხვერპლი.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განაპირობა ძირითადად გლობალიზაციამ, რაც აძლიერებს მსხვილ კომპანიათა გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე. ეროვნული სახელმწიფოები თანდათანობით კარგავენ სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას, უთმობენ რა ადგილს ტრასნაციონალურ კორპორაციებს. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის ინსტიტუციონალიზაცია, როგორც ცალკეული ქვეყნის დონეზე, ასევე გლობალური მასშტაბით. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში შემოღებული კორპორაციათა სოციალური პასუხისმგებლობის მინისტრის თანამდებობა, აშშ-ში 2002 წელს მიღებული “სარბანეს-ოქსდის კანონი, რომელიც მიმართულია მომუშავეთა ანაზღაურების გამჭვირვალობისაკენ, მათი ინტერესების დაცვისაკენ, ასევე შემუშავებულია მდგრადი ზრდის სპეციალური ინდექსები, კორპორაციული ქცევის კოდექსები, კომპანიათა საინვესტიციო რეიტინგების შეფასებისას დიდი ყურადღება ეთმობა მათ სოციალურ პასუხისმგებლობას და ა.შ.; რაც შეეხება საერთაშორისო უმსხვილეს ინიციატივებს, მათ შორის შეიძლება დავასახელოთ მდგრადი განვითარების საერთაშორისო ბიზნესის კავშირი, რომელიც აერთიანებს ასობით უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციას; სოციალური იზოლაციის წინააღმდეგაა მიმართული ბიზნესის ევროპული დეკლარაცია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური ინიციატივა და ა.შ
საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი მიზეზით, მათ შორის უმთავრესია საბიუჯეტო რესურსების არასაკმარისობა სრულყოფილი სოციალური პოლიტიკის გასატარებლად. აქედან გამომდინარე, მსხვილ კომპანიათა ობიექტური როლი უნდა გაიზარდოს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯები სოციალურ პროგრამებზე ყოველწლიურად იზრდება და ნაცვლად 2001 წელს არსებული 263,5 მლნ. ლარისა, 2005 წლისთვის 625,1 მლნ. ლარი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება კერძო ბიზნესის მიერ სოციალურ პროგრამებზე გაწეულ ხარჯებს, სტატისტიკის დეპარტამენტი არ ფლობს ამ ინფორმაციას, ანუ ამ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ ეთმობა სათანადო ყურადღება.
იბადება კითხვა: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება თუ არა გადასახადების დროული გადახდით და მომუშავეთა ნორმალური ანაზღაურებით, თუ იგი მოიცავს ასევე დამატებით ვალდებულებებს საქველმოქმედო პროგრამების ჩათვლით.
დასავლეთის დისკუსიებში მიჩნეულია, რომ გადასახადების დროული გადახდა და მაღალი ხელფასების დაწესება, ასევე საქველმოქმედო საქმიანობა, ჩვეულებრივი მოვლენაა ფირმის ფუნქციონირებისათვის, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მეტს გულისხმობს. იგი გვთავაზობს ბიზნესსტრუქტურის პრინციპულად ახალ მოტივაციას და ქცევას, რაც ობიექტურად აუცილებელია თანამედროვე სამყაროში. გადაწყვეტილების მიღებისას – რა აწარმოოს, როგორ აწარმოოს და ვისთვის აწარმოოს, მეწარმემ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საბაზრო მოტივებით და მომგებიანობით, არამედ გაითვალისწინოს მხარეთა ინტერესები. კლასიკური საბაზრო სქემით, ბაზრის ფიასკოს კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო. ახალი კონცეფციით, ანუ უფრო მომწიფებული მოდელით, სოციალურად პასუხისმგებელი მეწარმე თავად ახდენს “ჩავარდნათა კომპენსირებას საკუთარი ძალებით.
ამგვარად, ბიზნესი თანდათანობით გადადის ერთგანზომილებიანი საბაზრო სკალიდან მრავალგანზომილებიან სკალაზე, სადაც ასახულია მისი საქმიანობის ეკონომიკური, სოციალური და ეთიკური ასპექტები.
მდგრადი განვითარების წანამძღვრების შექმნა, სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა გრძელვადიანი პერიოდისათვის იძლევა მეტ სარგებელს, როგორც ცალკეული ფირმისათვის, ისე მთელი ეკონომიკისათვის. ასე მაგალითად, 2000 წლისათვის გამოკვლეულ იქნა 500-მდე უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის მოქმედება. დადგენილ იქნა, რომ დამატებითი ღირებულება ორჯერ მეტი იყო იმ კომპანიებში, სადაც საჯაროდ მიღებულ იქნა სოციალური და ეთიკური ვალდებულებები. აღნიშნული გამოკვლევების თანახმად, მდგრადობის დოუ-ჯონსის ინდექსთა ჯგუფის მიხედვით, იმ კომპანიებს ჰქონდათ საუკეთესო მაჩვენებლები, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეთიკურ პრიორიტეტებზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება აიოლებს მათი სამომავლო მიზნების განხორციელებას, ამცირებს რისკს და ზრდის მათ საიმედოობას საზოგადოების მხრიდან.
პირდაპირი ინვენსტორის როლში ხშირად გამოდიან ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებისთვისაც ვიწროა ნაციონალური ეკონომიკის საზღვრები. ნაწარმის მნიშვნელოვანი ნაწილის გატანა საზღვარგარეთ, ფილიალების გახსნა, ერთიანი ინტეგრირებული ქსელის შექმნა საშუალებას აძლევს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს რესურსების გამოყენებისა და კონკურენტუნარიანობისათვის.
კორპორაციების რიცხვი იზრდება. თუ 90-იან წლებში მათი რიცხვი შეადგენდა 1,7-ს, ბოლო პერიოდში ის 4,7 ჯერ გაიზარდა. თანამზრახველების ველი ტრანსნაციონალური კორპორაციისა იზრდება არა ახალი წევრების აყვანით, არამედ არსებული კორპორაციების გაძლიერებით.
პირდაპირი საზღვარგარეთის ინვესტიციების საქმიანობის თეორიების შემოქმედნი – ჩ. კინდლბერგერი, დ. დანინგი, ა. რაგმანი, თვლიან, რომ საფუძველს წარმოადგენს საზღვარგარეთის ბაზრები, მათგან მთავარია ტექნოლოგიური ლიდერობა, მოწინავე ტექნოლოგიების ფლობა. კორპორაციების უმეტესობის ხარჯები ბიუჯეტში არც თუ ისე პატარა წილს შეადგენენ.
ახლანდელ დროში ბევრი დიდი და საშუალო ფირმები დებენ დიდ ანაბარს სიახლეების დანერგვასა და სამოდელო მოწყობილობების შექმნაში. ისინი არა მარტო თვითონ ქმნიან სიახლეებს, არამედ ყიდულობენ გამოგონებებს პატარა ფირმებისა, რათა მიიყვანონ ისინი მასიურ წარმოებამდე. ტრანსნაციონალური კორპორაცია გამოდის არა მარტო სარგებლობის, არამედ სიახლეების გამყიდველის როლშიც. თუმცა ახალი ტექნოლგიები და მეცნიერული ქვედანაყოფები, პირველ ყოვლისა, იქმნება საკუთარი საჭიროებისათვის. აქ ხშირია სიახლეები არა თავისი პროფილის მიხედვით, მაგრამ ისინი შეიძლება მიჰყიდონ სხვა ფირმებს. ამჟამად, როდესაც მეცნიერული პროგრესი ძლიერ მისაღწევადია, ტრანსნაციონალურ კორპორაციას შეუძლია გაყიდოს ლიცენზიები არა პირველ სიახლისა განვითარებულ ქვეყნებზე, რომლებიც გამოდიან ბაზარში ახალი ტექნოლოგიების ძირითად მყიდველებად.
ამჟამად არსებობენ მშობლიური კომპანიები (ტრანსნაციონალური კორპორაციები), რომელთა 74% განლაგებულია განვითარებულ ქვეყნებში. ძირითადი მოძრაობა მიმდინარეობს მშობლიურ კომპანიებსა და მის ფილიალებს შორის. პირდაპირი ინვესტიციების საექსპორტო გამტანები არიან ეს ქვეყნები. თანამედროვე პრაქტიკაში აღინიშნება ახალი მოვლენა – კაპიტალის ექსპორტის გამტანებად გამოდიან ინდუსტრიული ქვეყნები (ჰონგკონგი, სინგაპური, ტაივანი,სამხრეთ კორეა, არგენტინა).
ამ ქვეყნებმა თავის დროს, როგორც კი მოხვდნენ განვითარების სფეროში, გაიარეს ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებული კურსი, კარგად აითვისეს მენეჯმენტის თანამედროვე ტექნიკა. პირდაპირ საზღვარგარეთის ინვესტიციებთან ერთად შეიძინეს მოწინავე ტექნოლოგიები და როგორც კი მიაღწიეს ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს, თვითონ მოაწყვეს თავიანთი შესაძლებლობები საექსპორტო კაპიტალისა. შთამბეჭდავმა ეკონომიკურმა წარმატებებმა შეაძლებინა ჩინეთს საბაზრო ინვესტიციებზე გასვლა. ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა (ტაივანი, სინგაპური, სამხრეთ კორეა) წარმოადგენს კაპიტალის ნეტო-ექსპორტს.
ექსპორტიორი ქვეყნების ახალი ჯგუფების გამოჩენით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამტკიცებენ საზღვარგარეთის ინვესტიციების ზრდას გლობალიზაციის პირობებში, განვითარებადი ქვეყნების საექსპორტო ინვესტიციების მოცულობის ზრდას. თუ 80-იანი წლების პირველ ნახევარში ის შეადგენდა 13 მილიონ დოლარს, 2004 წელს მან შეადგინა 250 მილიონი დოლარი.
ჩვენს დროში კი გამოირკვა ტენდენცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეჟიმების ლიბერალიზაციისა. 2000-2002 წლის მონაცემებით, მრავალი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში შეტანილია 1185 ცვლილება, აქედან 1120 მიმართულია საზღვარგარეთის კომპანიების შეზღუდვების ლიკვიდაციისაკენ და ემყარება უფრო სასურველ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეჟიმს. ასევე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულირების მნიშვნელოვნი დონე, მუდმივად იზრდება ორივე მხარის თანხმობა ინვესტიციებთან დაკავშირებით. ხუთჯერ გაიზარდა დადებული ხელშეკრულებების რიცხვი, 2002 წელს მათი რაოდენობა იყო 1960. მხოლოდ 2002 წელს 78-მა ქვეყანამ დადო 84 ორმხრივი შეთანხმება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, სადაც ძირითად სუბიექტებს წარმოადგენენ არა ქვეყნები, არამედ მრავალნაციონალური კომპანიები და მათი ალიანსები. თანაც მათი გამსხვილების ტენდენციას ვხედავთ.
თეორიული ეკონომიკის საერთაშორისო ბაზის დაარსება დაიწყო ხალხთა შორის ვაჭრობით, საქონლითა და მომსახურებით. პირველი მერკანტილისტური თეორიები გამოჩნდნენ მეთექვსმეტე საუკენეში. ვაჭრობის ასპექტი ხალხთაშორის ურთიერთობა თეორიულად ღრმად დამუშავებულია. პირდაპირი საზღვარგარეთის ინვესტიციებისა თეორია გამოჩნდა XX საუკუნის 60-იან წლებში, მანამდე არსებობდა ნეოკლასიკური და ნეოკეინსიალური კონცეპციები პირდაპირი იმპორტული ინვესტიციების გატანისა. მათ ჰქონდათ მხოლოდ აღწერითი ხასიათი.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი, ამ ინვესტიციების მოძრაობას საერთაშორისო ეკონომიკაში ეთმობა ნაკლები ყურადღება, ვიდრე საქონლის მოძრაობის რეგულირებას. ახლანდელ დროში არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულია საზღვარგარეთის ინვესტიციების რეგულირებით. თუ საერთაშორისო სახალხო ვაჭრობაში მეორე მსოფლიო ომიდან არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც გლობალურ ვაჭრობის წესებს ემორჩილებიან, პირდაპირ იმპორტულ ინვესტიციებში არ არის მიღებული ასეთი წესი. არსებობს ეგრეთ წოდებული ურუგვაის რაუნდი 1987-1993 წლისა, სადაც ჩართული იყო უნიკალური საკითხები, რომლებიც მანამდე არ იყო განხილული. ასეთებია: ინტელექტუალური საკუთრება, ინვესტირების წესების ვაჭრობის ასპექტები, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გატარებულია მთავრობის მიერ. ურუგვაის რაუნდის დროს მთავარი იყო ვაჭრობა, მომსახურება, ბევრი მათგანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმპორტის ინვესტიციებთან.
აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ეკონომიკის ტრადიციულად შექმნილი მოდელი, რომელიც ბაზას იღებს ვაჭრობის კავშირებთან, ვერ აფასებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას. ეს ყოველივე კი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეკონომიკურ სივრცეში ფორმირებას იწყებს ახალი ტიპის ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია ინვესტიციების ურთიერთობაზე.
ახალი მოდელის დამაკმაყოფილებელი ასპექტები მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან. გლობალიზაცია აქვეითებს, შემდეგ კი სპობს ყოველგვარ ბარიერს, გზებზე საქონლის საზღვარგარეთ სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით. გლობალიზაცია ვლინდება აგრეთვე უნიფიკაციის რეგულირებასთან, რაც აადვილებს შეშვებას საზღვარგარეთის ბაზრებში, უზრუნველყოფს მოთხოვნების სტანდარტიზაციას, კაპიტალის გადაადგილებას და საგადასახადო ანგარიშსწორების ოპერაციებს; აქედან, ნაკადების ინვენსტიციებისა და საფინანსო წყაროებს პირველ რიგში იგებენ მრეწველობაგანვითარებული ქვეყნები. გლობალიზაციამ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, და პირველ რიგში ჩინეთს, მისცა ხალხში გასვლის შანსი. 1980-2000 წლებში ჩინეთის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა. ჩინეთი ერთ-ერთ მოწინავე მსოფლიო (ექსპორტიორებად) გადამზიდველად გადაიქცა არა მარტო შინა ეკონომიკური პროცესებისა და მთავრობის პოლიტიკით, არამედ საზღვარგარეთის ინვენსტორების ძალისხმევით. მათი წვლილი ჩინეთის ეკონომიკაში არ შეიძლება არ შეფასდეს. მსოფლიო ეკონომიკაში გლობალიზაციის ტენდეციების არარსებობა ჩინეთს არ მისცემდა შესაძლებლობას, შეექმნა ასეთი ძლიერი ბაზარი ეკონომიკურ აყვავებამდე მისვლით.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ახალი მოდელი იდეალურია. მანიფესტაციების ჯგუფები (ხალხი), რომლებიც გარს უვლიან იმ შენობებს, სადაც მიმდინარეობენ საერთაშორისო ფორუმები, მეტყველებენ იმაზე, რომ გლობალიზაციით ყველა არ იგებს. სუსტ მხარეებზე ახალი მოდელით, შეიძლება ასე ვილაპარაკოთ პირველი გაზრდილი, გლობალიზაციის ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოთა შორის ხდის მათ შეთანხმებადს გარე ფაქტორებთან, რის შედეგად ძლიერი სახელმწიფოები შეიძლება გახდნენ საექსპორტო გამტანები და სუსტი ნაციონალური ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები.
ეკონომიკური პროცესების მეორე ნაწილი გამოდის სახელმწიფოს კონტროლის ზონიდან., ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან ვერ იღებენ გადასახადს, რომელთა აქტივები უფრო მობილურია. ძალიან რთულია კითხვა, თუ სად უნდა გადაიხადოს კომპანიამ გადასახადი. ძალიან გართულდა ფასიან ქაღალდებზე გადასახდელის გადახდა, რადგან სწრაფად იზრდება ნაციონალური კომპანიების საზღვარგარეთის შესატანი აქციები, განსაკუთრებით ინტერნეტის ბადის გამოყენებით.
ბოლოს, გლობალიზაციის რეზულტატის მიხედვით, დიდდება პერიფერიებისა და ცენტრის გახლეჩა. აუტსაიდერის ქვეყნები, რომლებიც ვერ ხვდებიან განვითარებული ქვეყნების სფეროში, ჩამორჩებიან ლიდერებს.