რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
მინდა, მოგესალმო ჩვენო ერთგულო მკითხველო. იმედია, ზაფხულის არდადეგების შემდგომ, სერიოზულ ეკონომიკურ თემებზე სამსჯელოდ მზად ხართ.

არადა, შემოდგომა ეკონომიკის სივრცეში მეტად დატვირთული იყო. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები – ნავთობის ფასების ვარდნა და საერთაშორისო სასაქონლო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები, საერთაშორისო საფინანსო ორგანოების, პირველ რიგში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეიტინგული შეფასებები, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს პირობებში, ჩვენი ეკონომიკის ზრდის პრობლმები, ასევე, ახალი საბაჟო კოდექსი და საბაჟო გადსახადების ახალი სატარიფო ბადის ამოქმედება, რომელიც, იმედია, სერიოზულად შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. სტატიაში – “მსოფლიო ეკონომიკამ 2006 წლის ფინიშზე წაიბორძიკა” – გთავაზობთ მსოფლიო ეკონომიკის ვრცელ მიმოხილვასა და პროგნოზებს ბოლო კვარტალზე, როგორც სასაქონლო, ისე სავალუტო ბირჟებში.
ვინაიდან ნავთობის თემა სექტემბრის თვეში სერიოზული მსჯელობის საგანი იყო, გთავაზობთ დეტალურ ანალიზს, თუ როგორ ყალიბდება და იმართება ეს ბაზარი მსოფლიოში და, კერძოდ, საქართველოში, ასევეე სპეციელისტების შეხდულებებსა და პროგნოზებს სტატიაში – “საწვავი – საყვირი და სინამდვილე”.
მნიშვენელოვანია აგრეთვე ეკონომიკური განათლების პრობლემები მსოფლიოში და, ბუნებრივია, რეფორმირებული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ამ პრობლემებსა და სიახლეებზეა საუბარი ნინო არველაძის სტატიაში “სად, როგორ ასწავლიან ბიზნეს-მენეჯმენტს”.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის თემა. გთავაზობთ ერთი საუკუნის წინანდელ ექსკლუზიურ მასალას ეკონომიკურ-დემოგრაფიული სტატისტიკის კუთხით, რომელიც აღწერს მაშინდელ დემოგრაფიულ სიტუაციას საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში და ეს იქნება პასუხი ჩვენს რუს და ვითომ აფხაზ პოლიტიკოსებთან, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ ფაქტების დამახინჯებას.
ჩვენი აზრით, საინტერსოა მსოფლიო უდიდესი სახელმწიფოების რეიტინგი და მათი პერსპექტივები, ხმამაღალი ფიქრები მსოფლიოს მომავალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბალანსზე და იმაზე, თუ ვის რა შანსი აქვს, რამდენად მყარია საქართველოს მოკავშირეებისა და მფარველების პოზიცია დღეს და მომავალშიც.
ასევე გთავაზობთ საქართველოსა და მსოფლიო ბაზრის სტატისტიკას.
ტრადიციულად ვბეჭდავთ სამეცნიერო დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, მათ შორის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, რეგიონული ეკონომიკის განვითარების, პროტექციონალიზმის თანამედროვე მოდელისა და სხვა საკითხების შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და შედეგიანი იქნება და მიმდინარე რეფორმების პროცესში მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიქნებით.