ბენზინის იმპორტი საქართველოში

გიორგი წულეისკირი, გიორგი ჭაჭუა, გიორგი როსტიაშვილი, სერგო ბაქრაძე, გიორგი როგავა
ნავთობი-ერთ ერთი მნიშვნელოვანი წიაღისეულია მსოფლიოში. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე შავ ოქროსაც უწოდებენ. ნავთობის გადამუშავების შემდეგ მიიღება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ბენზინი, დიზელი, ნავთი, ზეთი, ბუნებრივი აირი და სხვა.
საქართველო 100%-ით დამოკიდებულია იმპორტზე ნავთობპროდუქტების მხრივ, ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოში 2003 წელს შემოვიდა 265 910 ტონა ბენზინი, 2004 წელს – 294 739 ტონა ბენზინი, ხოლო 2005 წელს – 334 488 ტონა ბენზინი. ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საქართველოში ბენზინის მოხმარება გაიზარდა 2003-დან 2005 წლამდე 25%-ით. ანუ გაიზარდა მოთხოვნა, ეს კი ნამდვილად არ იყო ფასის შემცირებით გამოწვეული, უბრალოდ გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, ესე იგი მანქანების რაოდენობა, რაც მთავარია მოხდა ბენზინის იმპორტის ლეგალიზაცია. დღესდღეობით რეგისტრირებულია 600 000 მანქანა, აქედან 60% პროცენტი ბენზინზეა, 20% – გაზზე და 20% – დიზელზე. 2006 წლის ცხრა თვის განმავლობაში (I-II-III კვარტლები) საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა: ბენზინი – 239 933.8 ტონა; დარიცხული თანხა – 121 მლნ 700.8 ათასი ლარი, დიზელი – 243831.7 ტონა; დარიცხული თანხა – 73 მლნ 940 ათასი ლარი, ნავთი – 28208.3 ტონა; დარიცხული თანხა – 1 მლნ 272.4 ათასი ლარი, ზეთები – 9435.3 ტონა; დარიცხული თანხა – 7 მლნ 646.2 ათასი ლარი, თხევადი გაზი – 13543 ტონა; დარიცხული თანხა – 3 მლნ 60.4 ათასი ლარი, მაზუთი – 11038.5 ტონა; დარიცხული თანხა – 1 მლნ 178.2 ათასი ლარი.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: “საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობპროდუქტების ყველა სახეობაშია გაზრდილი, განსაკუთრებით თვალშისაცემია დიზელის საწვავის (+65 527.7 ტონა) და ზეთების (+1 455.5 ტონა) იმპორტის ზრდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია კონტრაბანდისა და აღურიცხავი საქონლის ბაზარზე შემცირებასთან. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საწვავის აღნიშნული ორი სახეობის კონტრაბანდის ხვედრითი წილი ქვეყნის ბაზარზე მინიმუმამდეა დაყვანილი.
შესაბამისად, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტში საბაჟო გადასახადების სახით (აქციზი, დღეგ, საბაჟო მოსაკრებელი) შენატანი თანხები – 38 მლნ 727.5 ათასი ლარით – 170 მლნ 70.5 ათასი ლარიდან 208 მლნ 798 ათას ლარამდე. სახელმწიფო შენატანი თანხების ზრდის უმთავრესი მიზეზი არის იმპორტის ზრდა, რაც უშუალოდ დაკავშირებულია: I. კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლასთან და სახელმწიფოს ნებასთან – კონტრაბანდა ბოლომდე აღმოფხვრას; II. მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მაღალ ფასებთან.”
საქართველოში ბენზინის იმპორტს ახორციელებს 50 კომპანია. ესენია: ს/ს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” (მთლიანი მოცულობის 35 %) , შპს “ლუკოილ ჯორჯია”(მთლიანი მოცულობის 30 %) , შპს “ფასტ პლუსი” , შპს “ჯეოელფი” , შპს “ინტერჰაუსი” , შპს “თეგეტა მოტორსი” , შპს “ბიზოლ ჯორჯია” , შპს “ჯი-თი გრუპ” , შპს “სიგმა” , შპს “გრანდი” , შპს “ეკო-ჯორჯია” , შპს “პეტროლუქსი” , შპს “ჯორჯია +” , შპს “მაგნატი” , შპს “კვადრიგა” , შპს “ავიასაწვავსერვისი” , შპს “ნერო” , შპს “ულევი-14” , შპს “მაგოილი” , შპს სახელმწიფო კომპანია “საქნავთობტრანსი” , შპს “მაქსენერჯი” , შპს “ვ.ტ.” , შპს “მმ კომპანი” , შპს “ევროოილი” , შპს “გიო 2004” და სხვა.

1

2

3