რას უნდა ველოდოთ 2007 წელს?

რედაქციისაგან
დასრულდა 2006 წელი და ის, როგორც ჩანს, ისტორიაში შევა, როგორც მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქა – გასულ წელს ხომ პერსონალური კომპიუტერების სამყარო კარდინალურად შეიცვალა. გამოჩნდა მრავალბირთვიანი პროცესორები და კომპიუტერები ორი ან ოთხი გამომთვლელი ბირთვებით რეალობა გახდა.
1. საყოველთაო მობილურობა რეალობად იქცევა. კორპორატიულმა და სხვა მომხმარებლებმა რეალურად შეაფასეს, რომ მობილური გამოთვლები მოხერხებულია. დღეს უკვე გაყიდული კომპიუტერების ყოველი მესამე – ნოუთბუქია. პორტატული გამომთვლელი მოწყობილობები უფრო მწარმოებლური და მოხერხებული ხდება, ხოლო მათი ენერგომოხმარება კლებულობს. ამიტომ ადამიანებს დასვენებისა და მუშაობისთვის მეტი საშუალება ეძლევათ.
2. ინტერნეტში საყოველთაო ფართომასშტაბიანი შეღწევა რეალობა ხდება. დღეს ევროპის საბჭოს ქვეყნების მოსახლეობის ნახევარი პრაქტიკულად რეგულარულად მოიხმარს ინტერნეტს. ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რომ 2006 წელს მოთხოვნა მაღალხარისხიან და მჩქარობლურ ინტერნეტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
3. სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის განვითარება – ჩვეულებრივი კავშირიდან ინსტრუმენტებამდე ერთობლივი მუშაობისათვის- მიაღწევს ახალ, ხარისხიან დონეს. ელექტრონულმა ფოსტამ, მობილურმა ტელეფონებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გააადვილა და უფრო სწრაფი გახადა ადამიანთა ურთიერთობა. კავშირის ყველა ეს მეთოდი დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში.
4. გამოთვლითი სისტემის სიძლიერისა და მწარმოებლურობის ზრდა გართობის ინდუსტრიაში ახალი ბიზნეს-მოდელების გამოჩენასთან ერთად ინტერნეტიდან გადმოქაჩულ მულტიმედიურ ინფორმაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. მოსალოდნელია, რომ 2010 წლის ბოლოს ევროპის მოსახლეობა ფილმების გადმოქაჩვაზე დახარჯავს 690 მლნ. ევროს (2005 წელს ეს თანხა 10 მლნ. ევროს შეადგენდა).
5. ტექნოლოგიის განვითარება მასიური მოხმარების ორიენტაციით წარიმართება. კარგა ხანია გავიდა დრო, როცა ახალი ტექნოლოგიის შექმნისას მხედველობაში მიიღებოდა მხოლოდ კორპორატიული და სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ ტარდებოდა ღონისძიებები კერძო მომხმარებელთათვის მათი უმნიშვნელო ადაპტაციის მიზნით. ეხლა სურათი სრულიად შეიცვალა: ტექნოლოგიის განვითარება განისაზღვრება მასიური ბაზრის მომხმარებელთა მოთხოვნილებით.
6. პერსონალური კომპიუტერის სიმძლავრის გაზრდამ განაპირობა ახალი მოდელების შექმნა და მოხმარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული თამაშების, მუსიკისა და ვიდეოფილმების გადმოქაჩვის პოპულარობა. მრავალბირთვიანი პროცესორების გამოჩენა პერსონალურ კომპიუტერებში საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ციფრული გართობის ხარისხი.
7. ეკოლოგიური და ეკონომიკური მოთხოვნების დაცვის აუცილებლობამ გამოიწვია ის, რომ 2007 წელს გამოთვლითი სისტემის ენერგოეფექტიურობას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. ამასთან გამოთვლითი სისტემების რიცხვი და მათი ფუნქციონალური შესაძლებლობები გაიზრდება.
8. ციფრული უთანასწორობის ლიკვიდირება კვლავ პრიორიტეტულია. ინფორმაციული ტექნოლოგიის განვითარება ხალხს უდიდეს უპირატესობას აძლევს, მაგრამ სულ უფრო მწვავე ხდება პრობლემა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგია ჯერ კიდევ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
9. ევროპაში მთავარი ამოცანა გახდება კომპიუტერული გაუნათლებლობის აღმოფხვრა. ინფორმაციულ ტექნოლოგიაში შეღწევა სარგებელს მოუტანს ცალკეულ ადამიანებს, საზოგადოებას და საერთოდ ეკონომიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი შეძლებს მოიხმაროს ეს ტექნოლოგია.
10. ჯანდაცვის ხარისხი უნდა ამაღლდეს ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით. ბოლო პერიოდში ევროპული სამედიცინო ორგანიზაციების დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება. 1995 წელს ევროპის კავშირის ქვეყნების ასაკიანი მოსახლეობა (65 წელს ზევით) 15.4% -ს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს მოსახლეობის ამ ნაწილის წილი 22.4% იქნება.