ვინ არის პირველი?

რედაქციისაგან
ყველაზე სწრაფად მზარდი მსოფლიო ბაზრები 2007 წლის I კვარტალში ბევრი განვითარებადი თუ განვითარებული მსოფლიო ბაზრისთვის 2007 წელს იმედგცრუების გარდა არაფერი არ მოუტანია. 2006 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი მსოფლიო ბაზრების რეიტინგის სამეულიდან (ვენესუელა, ჩინეთი და რუსეთი) მაღალი პოზიცია მხოლოდ ჩინეთმა შეინარჩუნა, რუსეთის ბაზარი კი 30 სვეტით დაბლა ჩამოვიდა, ხოლო ვენესუელა სამი თვის განმავლობაში ლიდერიდან აუტსაიდერი გახდა.
ჩინეთის საფონდო ბაზარი არა მხოლოდ ტოპსამეულის სიაში დარჩა, არამედ უფრო გააუმჯობესა თავისი პოზიციები – მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. China Shanghai Comp (SSEC) – ის ინდექსი ბოლო სამი თვის განმავლობაში 19,01%-ით გაიზარდა და მარტის ბოლოს 3184 პუნქტს მიაღწია. ამასთან, “SSEC – ის ინდექსი ძირითადად ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე პირველი კვარტალის ბოლო თვეს გაიზარდა, მაშინ როცა ჩინეთის ბაზრის დინამიკა იანვარ-თებერვალში ჯერ კიდევ შორს იყო იდეალურ მაჩვენებლამდე, თან იმდენად, რომ მისი შედეგების ნახვა შესაძლებელია ყველა მსოფლიო ბაზრის შემაჯამებელ შედეგებში.
ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლება აპირებს გაამკაცროს საინვესტიციო საქმიანობის პირობები ქვეყნის ბირჟებზე, რათა არ დაუშვას საფონდო ბაზრის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის “გადახურება, წარმოუდგენელი ქაოსი გამოიწვია. ჩინეთის საფონდო ბირჟებზე კოტირებული მრავალრიცხოვანი კომპანიების აქციების მთლიანი ფასი 9%-ზე მეტად შემცირდა.
ამ დროისათვის ამერიკულ ბაზარზე უკვე მომწიფდა კორექციის აუცილებლობა. quote.ru-ის ანალიტიკოსის ელენა ზოტოვას აზრით, 2006 წლის მაის-ივნისის შემდეგ, როცა ამერიკულმა ბაზარმა სერიოზული ვარდნა განიცადა, არავუთარი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. “მრავალი თვის მანძილზე ამერიკის ბაზარი უზრუნველად იზრდებოდა, სჯეროდათ, რომ “ყველაფერი კარგად იქნებოდა და აღწევდნენ მნიშვნელოვან რეკორდებს. ამერიკული კორპორაცია “Dow- ის ინდექსის რეკორდული მაჩვენებლის მუდმივი ზრდა, ამ კორპორაციის მოგების ზრდის მოსალოდნელი შემცირების პირობებში, საკმაოდ საკვირველი იყო – აცხადებს ექსპერტი.
სრულიად ბუნებრივია, რომ “ჩინეთის კრიზისი შესანიშნავი მიზეზი იყო ამერიკული საფონდო ბაზრისთვის მასშტაბური კორექციის დასაწყებად. ამ პროცესის დაწყების მეორე დღესვე “Dow jones Industrial Avereje – ის ინდექსი 3,29%-ით, ანუ 12216,24 პუნქტამდე დაეცა.
გვერდზე არც ევროპული სავაჭრო მოედნები დარჩა, “FTSEurofirst 300- ის ინდექსი 2,86 %-ით- 1506,05 პუნქტამდე დაეცა. “ცეცხლზე ნავთი დაასხა აშშ-ის არც ისე შესაშურმა სტატისტიკამ. 2007 წლის იანვარში აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 7,8%-ით შემცირდა. ეს ციფრი, ანალიტიკოსების მოლოდინთან შედარებით გაცილებით ნაკლებია – ისინი 3%-იან შემცირებას ვარაუდობდნენ. ამერიკის ბაზართან მჭიდროდ დაკავშირებულმა იაპონიის ბაზარმაც არ დააყოვნა. ტოკიოში ბირჟაზე აქციების შემცირება დაფიქსირდა, რამაც ბაზრის ყველა სფეროში აქციების გაყიდვების ბუმი გამოიწვია.
საკვირველი იქნებოდა რომ რუსეთის საფონდო ბაზარს ტოტალური ვარდნის გეზი არ აეღო. 1970,77 პუნქტიდან დაწყებული ვარდნა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 5 მარტს 1737,71 პუნქტამდე ჩამოსვლით დასრულდა. ამგვარად 3 თვის განმავლობაში დაგროვილი მთელი პოტენციალი სრულიად დაიკარგა და რუსეთის აქციის ბაზრის ძირითადი ინდიკატორი 2007 წლის მარტის დასაწყისში იმ დონეზე აღმოჩნდა, რომელზედაც გასული წლის ნოემბრის ბოლოს იყო.
რეიტინგის წინანდელი ლიდერი – ვენესუელა, ყველაზე სწრაფად მზარდი მსოფლიო საფონდო ბაზრებს შორის, ამჯერად ბოლო ადგილზეა. გასული 3 თვის მანძილზე “Venezuela IBC”-ის ინდექსი 6,29%-ით შემცირდა. ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კურსის გამოცხადების შემდეგ “IBC”-ის ინდექსი 19%-ით დაეცა – 50439 პუნქტამდე, ხოლო ერთი თვის შემდეგ – 41749 პუნქტამდე.
თებერვალ-მარტის კორექცია უკან დარჩა. ბევრმა მსოფლიო საფონდო ბაზარმა აღდგენა შეძლო, მართალია ცვალებადი წარმატებით.

ქვეყნები, რომლებსაც დაშლა ემუქრებათ
ამერიკის მსოფლიო ფონდმა (The Found of Peace) გამოაქვეყნა იმ არასტაბილური ქვეყნების რეიტინგი, რომლებსაც დაშლის საფრთხე ემუქრებათ. გამოკვლევის შედეგად, მსოფლიოს ყველაზე “სუსტი რგოლი სუდანი აღმოჩნდა. აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო მუდმივად დაძაბულია არაბულ და შავკანიან მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთწინააღმდეგობის გამო, რაც მკვეთრად წარმოჩინდება სუდანის დასავლეთ ნაწილში – დარფურის რეგიონში, სადაც ყველაფერთან ერთად, ახლახანს აღმოაჩინეს ნავთობის არც თუ ისე მცირე მარაგები.
რეიტინგში შემავალი ის ქვეყნები იმ 12 კრიტერიუმით ფასდებოდა, რომლებიც გაერთიანებული იყო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბლოკში.
არასტაბილური ქვეყნების რაოდენობის მიხედვით ლიდერი გახდა შავი კონტინენტი: 28 დაშლის პირას მყოფი ქვეყნიდან, რისკის სიაში 15 აფრიკული სახელმწიფო მოხვდა. მუდმივი ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გამო ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა შეიძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან. ნახევრადდაშლის რისკის მქონე ქვეყნებიდან ლიდერობენ აფრიკის ისეთი ეთნიკური სახელმწიფოები, როგორებიცაა: კოტ-დე-იუარი (მე-3 ადგილი), ზიმბაბვე (მე-5 ადგილი), ჩადი (მე-6 ადგილი), სომალი (მე-7 ადგილი) და გვინეა (მე-11 ადგილი). ნახევრადდაშლის საშიშროება შეეხო აგრეთვე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბურუნდი და რუანდა, რომლებმაც სიაში მე-15 და 24-ე ადგილები დაიკავეს.
“შავ სიაში მოხვედრილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე აზიაა: 28 არასტაბილური ქვეყნიდან 11 აზიის სახელმწიფოა. მსოფლიოს ამ ნაწილში დაშლის საფრთხე ემუქრება ერაყს, პაკისტანს და ავღანეთს. ერაყის საზოგადოება, რომლებიც შედგება სუნიტების, შიიტების და ერაყის ქურდებისაგან, კომპრომისს ვერაფრით ვერ აღწევენ,ხოლო სადამ ხუსეინის, ბარზან ატ-ტიკრიტის და ალ-ბანდარის სიკვდილით დასჯამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უთანხმოება. მსგავსი ვითარებაა ავღანეთში – ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებს “თალიბანის მოძრაობის მხარდამჭერი პუშტუნები აკონტროლებენ, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციებს – ტაჯიკები და უზბეკები, რომლებსაც “ნატო-ს” 32 ათასი ჯარისკაცის მხარდაჭერა აქვთ. აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე არასტაბილური ქვეყანაა ბირმა, ხოლო მეზობელი ქვეყანა ტაილანდი, სახელმწიფო გადატრიალების მიუხედავად, მოცემულ რეგიონში რჩება, როგორც ყველაზე სტაბილური სახელმწიფო. სხვა აზიური ქვეყნებიდან რისკის სიაში შევიდნენ ჩრდილოეთ კორეა (მე-14 ადგილი), იემენი (მე-16 ადგილი), ბანგლადეში (მე-19 ადგილი), ნეპალი (მე-20 ადგილი) და შრი-ლანკა (25-ე ადგილი).
მსოფლიო ფონდის რეიტინგის თანახმად, გასულ წელთან შედარებით რუსეთის ფედერაცია 16 საფეხურით მაღლა ავიდა, 59-დან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. რუსეთმა ეს არც თუ ისე დიდი ქულა მიიღო ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა: “ადამიანთა უფლებების დარღვევა (9,1), “სახელისუფლებო ელიტის შიგნით განხეთქილება (9,0) და “კრიმინალიზაცია და კორუფცია ხელისუფლებაში (8,2). როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 2006 წელს რუსეთში ქრთამის აღების მოცულობამ 200 მლრდ ევრო შეადგინა და დაფიქსირდა 800 შეკვეთილი მკვლელობა. ასევე რუსეთში განსაკუთრებით აღსანიშნავია კრემლის კრიტიკოსების მკვლელობა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ და სახელმწიფოს გამწვავებული კონტროლი ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ექსპერტების აზრით, უზბეკეთსა და ყირგიზეთშია. რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების სიაში მოხვდა ასევე ბელორუსია (50-ე ადგილი), საქართველო (მე-60 ადგილი), უკრაინა (86-ე ადგილი), ყაზახეთი (88-ე ადგილი) და სომხეთი (89-ე ადგილი). ექსპერტების აზრით, ქვეყნაში ვითარების გაუმჯობესების გასაღები არის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, კომპეტენტური სახელმწიფო სამსახურის განვითარება და ანტიკორუფციული კომპანიის გატარება.

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრები
კომპანია Z/Yen – მა მოამზადა მსოფლიო საფინანსო ცენტრების რეიტინგი – Global Financial Centres Index (GFCI). ფინანსური ცენტრების 45 ქვეყეანა შეფასდა სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, მათ შორისა: სამუშაო ძალის ხარისხი, საქმიანი კლიმატი, ინფრასტრუქტურა და საერთო კონკურენტუნარიანობა.
ყველა პარამეტრის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი კონკურენციის გარეშეა. ლონდონი რჩება ფინანსური აქტივობის ლიდერად და ყველა მაჩვენებლით მან ნიუ-იორკს გაუსწრო. მაგრამ ქვეყანაში მოქმედი კორპორატიული საგადასახადო სისტემა, მომავალში ლონდონის კონკურენტუნარიანობის შერყევის საშიშროებას ქმნის.
არც რეიტინგის ვიცე-ლიდერს – ნიუ-იორკს აქვს ყველაფერი წესრიგში. პრეტენზიების დიდი ნაწილი -Sarbanes-Oxley (SOX)-ის კანონზე მოდის. 2005 წელს შემოღებულ იქნა მოთხოვნა ყველა იმ არაამერიკული კომპანიისადმი, რომელთა აქციები წარმოდგენილი იყო ამერიკის საფონდო ბაზარზე, კერძოდ, მათი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს SOX-ის ნორმებს. მოცემული კანონით გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომპანიებს ავალდებულებს ფინანსური განყოფილების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად ხარგრძლივი სამუშაოები ჩაატარონ.
გადასახადების დაწესებისა და რეგულირების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავებაზე გამოკვლევის ავტორები დიდ ყურადღებას ამახვილებენ. თუ 2005 წელს ბევრი ფინანსური ცენტრის “სუსტ რგოლს “ადამიანური ფაქტორი წარმოადგენდა, 2006 წელს აქცენტი შეიცვალა. ამგვარად, წამყვან ფინანსურ ცენტრებს უკვე საგადასახადო დატვირთვის შემცირებასა და რეგულირების პრობლემებზე მოუწევთ ყურადღების გამახვილება.
2006 წლის კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა გახდა აზიური ფინანსური ცენტრებიდან ლიდერის გამოვლენა. რეგიონალურმა ცენტრმა – ჰონ-კონგმა უკან მოიტოვა ტოკიო (9 ადგილი), შანხაი (24 ადგილი) და პეკინი (36 ადგილი) და მესამე ადგილი დაიკავა, ამასთან იგი გლობალური ფინანსური ცენტრების კონკურენტობასაც აპირებს. ლიდერების ოთხეულში ასევე შევიდა სინგაპური.
მსოფლიო ფინანსური ცენტრების ტოპ 10-ში ასევე შევიდა ციურიხი (5), ფრანკფურტი (6), სიდნეი (7), ჩიკაგო (8), ტოკიო (9) და ჟენევა (10). ათეულში ვერც პარიზი მოხვდა და ვერც ტოკიო. კვლევის ავტორები წარმატებას ორი ძირითადი კრიტერიუმით განსაზღვრავენ: სამუშაო ძალის მაღალი დონე და ხელსაყრელი საქმიანი კლიმატი. რაც შეეხება მოსკოვს, ის ბოლოდან მეორე ადგილზეა.
მოსკოვის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს ის კანონპროექტები, რომლებიც ამჟამად მზადდება და საფონდო ბაზრის მუშაობის პირობების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, ასევე ახლო მომავალში მიღებული იქნება რიგი კანონპროექტებისა, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვენსტორებისა და ემიტენტების მუშაობის გამარტივებასა და რუსეთის პრაქტიკის მსოფლიო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. გარდა ამისა, დაგეგმილია ისეთი კანონპროექტების მიღება, რომელიც რუსეთის ბაზრის ფუნქციონირებას დაარეგულირებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial