პიროვნების, საზოგადოებისა და ბიზნესის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხისათვის

ლია ბერიძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 

ბიზნესში წარმატება ითხოვს საზოგადოებრივი აზრის წინაპირობის შესწავლას, ქვეყანაში და რეგიონში  მიმდინარე  სოციალური, ეკონომიკური ტენდენციებისადმი დამოკიდებულების ანალიზს. ბიზნესის კლასიკური განსაზღვრა ფორმულირდება, როგორც “მეწარმეობითი მოღვაწეობა, მიმართული მოგების მისაღებად”. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ცალკეული ადამიანის ურთიერთქმედების პროცესისა და მასზე მოქმედი გარემო ფაქტორების შესწავლა. 

      აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები – უშუალოდ ამა თუ იმ ფირმის თანამშრომლები, არამედ სახელმწიფო, ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებით, “ბაზარი” – კონკურენტი ფირმების ერთობლიობა და საზოგადოება მთლიანობაში, როგორც პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი. 
      დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ბიზნესის მოქნილობა და ცვლილებების განხორციელების უნარი უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი. გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ბიზნესის სუბიექტების მიერ ერთბაშად მიღებული და აღსრულებული საკითხები (რაოდენობა, ხარისხი და ურთიერთკოორდინირებულობა). ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც უფრო მეტად გადაწყვეტილებას იღებენ და აღასრულებენ, ახერხებენ ფეხდაფეხ გაყვნენ დროს და გაასწრონ კონკურენტებს, გახდნენ უფრო საინტერესო მომხმარებლებისათვის და უფრო საჭირო საზოგადოებისათვის. ასეთ პირობებში, ბიზნესისათვის თითოეული ადამიანი-ინდივიდი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არის იდეებისა და ინფორმაციის ამოუწურავი წყარო.1 
      ინდივიდისათვის საზოგადოება ერთდროულად არის არსებობის წყარო და სასიცოცხლო სფერო. მაშასადამე, იგი არის მოქმედების გამოყენების სფერო, სადაც ბიზნესიც შედის. თამამად შეგვიძლია ვთქვად, რომ ბიზნესი, როგორც ინდივიდის საქმიანობა, წარმოადგენს ინდივიდის განვითარების გზას ამა თუ იმ მიმართულებით და ეს არის საზოგადოების შემადგენელი ნაწილი.       
      საზოგადოებას ბიზნესის განვითარების გარეშე არ აქვს განვითარების საშუალება. ყველაფერი ის, რაც დღეს ინდივიდის გარშემო არის, სხვა ინდივიდების შემოქმედების ნაყოფია, ბიზნესი დღეს ან წარსულში. 
      ტექნოლოგიების დახვეწა, ახალი საქონელის გამოჩენა, მშენებლობა, დასვენება, ახალი მიმართულებების გამოჩენა მეცნიერებაში და სწავლაში – ყოველივე ეს არის შემადგენელი ელემენტები ინდივიდების ბიზნეს სფეროში, რომელიც არის მოგების წყარო ზოგიერთებისათვის და ზოგიერთებისათვის ყოფითი გარემო. ე.ი. მთლიანობაში საზოგადოების სასიცოცხლო სფეროა. 
      საზოგადოება ერთდროულად სარგებლობს ბიზნესის შედეგებით და ამავდროულად იძლევა მიმართულებებს ბიზნესის განვითარებაში. ერთი ინდივიდის ბიზნესის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად და სწორი მიმართულებით ნახავს ბაზრის სეგმენტს, რომელიც არ არის ათვისებული სხვების მიერ და არის მოთხოვნადი იმ მომენტისათვის. 
      ბიზნესის მოქმედების სფეროს გაზრდისას მასში მონაწილე ინდივიდები იწყებენ სპეციალიზირებას რომელიმე მიმართულებით, საშუალება ეძლევა სხვა ინდივიდებს განავითარონ თავიანთი ბიზნესი მონათესავე მიმართულებით, შემდეგში ისიც გაიყოფა სხვადასხვა სპეციალიზებად. ეს პროცესი დაუსრულებელია, როგორც თვითონ საზოგადოება. 
      მაშასადამე, ერთი ინდივიდის საქმიანობა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელისა, ბიზნესში გადაბმულია სხვა ინდივიდების საქმიანობასთან და ასევე მთელ საზოგადოებასთან. მეორე მხვრივ, საზოგადოება მთლიანად დამოკიდებულია ბიზნესის წარმატებულ მოქმედებაზე, ვინაიდან მისი მოღვაწეობით ვითარდება საზოგადოება. საქონლის, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ვააკუმი, რომელიც დროულად იყო გამოცნობილი ინდივიდის მიერ, არის ასევე აუცილებელი ნაწილი საზოგადოების განვითარების. 
      ყოველი ინდივიდის მოქმედებას ბიზნესში აქვს სამი ათვლის წერტილი. პირველი – პირადი დაინტერესება მოგების მიღებაში და შემდგომი ბიზნესის განვითარება, მეორე –  დამოკიდებულება სხვა ბიზნესზე და მათი შეფასება მისი პირადი ბიზნესის მიმართ, მესამე – მისი შემდგომი ყოფნა საზოგადოებაში, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც სარგებლობს მისი მოღვაწეობის შედეგებით და, როგორც თავისი ბიზნესის წარმომადგენელი, რომლის შედეგებით სარგებლობს საზოგადოება. ყოველი ინდივიდის უნარიდან,  შეაკავშიროს სამივე კითხვა ერთმანეთს, არის დამოკიდებული მისი საზოგადოებაში ყოფნა და განვითარება. 
      ბიზნესი არის არა მარტო საზოგადოების სასიცოცხლო სფერო, არამედ იგი არის ადამიანის სასიცოცხლო სფერო. ადამიანი-ინდივიდი საზოგადოებაში ცხოვრებით თავისთავად ხვდება არა მარტო საზოგადოების ეკონომიკური კანონების განვითარებაში, არამედ ამ საზოგადოების სოციალური პრობლემების განვითარებაში. 
      ჯერ კიდევ ახლო წარსულში, ადამიანები ბიზნესში ითვლებოდნენ მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად, ერთ-ერთ რესურსად, თანამედროვე ბიზნესში ადამიანის როლი ძირეულად შეიცვალა. დღეს, როდესაც ყველა სხვა რესურსი (ტექნიკური საშუალებები, ფინანსური რესურსები და ა.შ.) თითქმის იდენტურია ან ადვილად ხელმისაწვდომია ყველასათვის, როდესაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის მოქნილობა ახალ-ახალი კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად, თითოეული ადამიანი ხდება უმნიშვნელოვანესი რესურსი ნებისმიერი ბიზნესისათვის.2  
      ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბიზნესთან,3 არამედ ირიბად ეხება ბიზნეს-სფეროს სოციალურ დონეებს, მოქმედებს სქემა “ადამიანი-ადამიანი” ეს ოჯახში ურთიერთობაა, მეგობრებთან და ა.შ ამ სქემაში ბიზნესის სფერო გამოდის, როგორც შესაძლო, მაგრამ არა სავალდებულო სასაუბრო თემა. 
      შემდეგი სქემა “ადამიანი-საზოგადოება” ითვალისწინებს ურთიერთობას ინდივიდსა და მის გარემოცვაში მყოფ ინდივიდებს შორის მოცემული მომენტისათვის. ამ სქემაში ადამიანი გამოდის, როგორც  პოტენციური მომხმარებელი და არა მწარმოებელი ბიზნეს სფეროში. 
      სქემა “ინდივიდი-საზოგადოება” გულისხმობს ადამიანის პირდაპირ მოღვაწეობას ბიზნეს-სფეროში, როგორც საქონლის მწარმოებელი და საზოგადოებისათვის სამსახურის გამწევი. ამასთან ერთად, შეიძლება ავღნიშნოთ, რომ ამ სქემაში ინდივიდი გამოდის, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენელი და ერთდროულად ხდება, როგორც სოციალურ სფეროში, ასევე საწარმოო ურთიერთობებში საზოგადოებასთან და ბიზნესთან. 
      სოციალური სფეროს მოქმედება ადამიანის პიროვნებაზე ძალიან  მაღალია. სოციალური სფერო არის ათვლის წერტილი, მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითი ადამიანის მოღვაწეობა ბიზნეს სფეროში. ამგვარად, საზოგადოება პირობითად  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებად ჰყოფს ინდივიდებს თავისი ერთნაირი შეხედულებით, ურთიერთგაგებით, მორალით, რომლებზეც დამოკიდებულია პოტენციური ქმედება თავის ბიზნესში და სხვისი ბიზნეს-შედეგების აღქმაში. ამ სოციალური ჯგუფების პირდაპირი დამოკიდებულება ბიზნეს-სფეროში შეიძლება ავსახოთ სქემით “საზოგადოება-საზოგადოება.” 
      დაბოლოს, განვიხილოთ ინდივიდების მოღვაწეობის პირდაპირი დამოკიდებულება ბიზნესთან. ეს სქემა არის “ბიზნესი-ბიზნესი”, სადაც ურთიერთმოქმედებაა ან პირადი მოქმედებები საკუთარ ბიზნეს სფეროში, რომელიც მერე პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე, სოციალურ ჯგუფებზე და, შესაძლოა, შეცვალოს არსებული ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები სოციალურ ჯგუფებს შორის, ასევე, ცალკეულ ინდივიდებს შორის. ისევე, როგორც ჩვენზე მოქმედებს ჩვენი სოციალური ურთიერთობების შედეგები, როგორც ინდივიდებზე, ისევე სხვადასხვაგვარად მოქმედებს საზოგადოებაზე სხვების ბიზნეს შედეგები. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ასევე არის ურთიერთობის საშუალება საზოგადოებაში ინდივიდებს შორის და სოციალურ ჯგუფებს შორის. 
      ადამიანის რესურსი ამოუწურავია, თუმცა, ის რესურსი, რომელსაც ისინი თავისი ბიზნესისათვის იყენებენ, ძირითადად, ლიმიტირებულია და ძალიან ახლოს არის იმ სარგებელთან, რომელსაც ისინი ბიზნესისაგან იღებენ. ის, თუ ადამიანი ბიზნესის გამოყენებას რამდენად ახერხებს თავისი შესაძლობლების რეალიზაციისათვის, განსაზღვრავს ამ ბიზნესის წარმატების ხარისხს.      
      იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ბიზნესი ადამიანებისათვის სამოქმედო ასპარეზად ვაქციოთ – ინდივიდებისათვის, რომლებიც მასში მუშაობენ, საჭიროა ვიცოდეთ მთავარი მოტივაცია, რაც ამოქმედებს ადამიანებს. 
      თითოეული ადამიანის მოტივაცია თვითორგანიზებადსა და თვითგანვითარებადს ხდის საზოგადოებას, განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ხშირად, ისე, რომ თვითონ ვერც კი აცნობიერებენ, ემსახურებიან საზოგადოებას. თუ ორგანიზაცია შეძლებს შეაგროვოს იმ ნიჭის და უნარების ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად არის საჭირო საქმისათვის, მიიღებს ჯგუფს, რომელიც შეძლებს მიაღწიოს ყველაზე დიდ შედეგებს. 
      ამისათვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ახალი რეალობა ითხოვს ბიზნესისაგან, არის მართვის ახალი სტილი. უპირველეს ყოვლისა კი, საჭიროა, პრინციპულად ახალი ტიპის ლიდერი. იმის მიუხედავად, რომ ლიდერის და ლიდერობის ცნებებს უამრავი ნაშრომი მიეძღვნა, მენეჯმენტის თეორიაში დღესაც არ არსებობს ერთიანი აზრი ამ ცნებების არსის შესახებ. “ლიდერობა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ნაკლებად გასაგები მოვლენაა დედამიწაზე. ძალიან ბევრი ვიცით კონკრეტულ ლიდერებზე და ძალიან ცოტა რამ “ლიდერობაზე”” – თავის დროზე აღნიშნა ჯეიმს მაკგრეგორ ბერსმა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ლიდერი ადამიანია, რომელსაც გარკვეული თვისებების მქონე ხასიათი აქვს და რომელიც თვის საქმიანობაში გარკვეულ ფასეულობას ეყრდნობა. 
      ლიდერის სახელითაა ცნობილი რაციონალური ავტორიტეტი ბიზნესში ან პოლიტიკაში, ხოლო ირაციონალური ავტორიტეტი ბელადს უკავშირდება. ბიზნეს-სამყარო სავსეა პატარ-პატარა “ლოკალური” ბელადებით. მაგალითად4 “მაიკროსოფტის” განვითარების საწყის ეტაპზე ბილ გეიტისი აშკარად რაციონალური ავტორიტეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერ ახალგაზრდებს იღებდნენ, მას შეეძლო მათი საქმიანობა შეეფასებინა და ისინიც მის შეფასებებს ეთანხმებოდნენ. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, ადმინისტრაციული დატვირთვა გაიზარდა და ბილ გეიტსმა თანდათან დაკარგა კომპეტენციასთან დაკავშირებული საკუთარი უპირატესობა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არ მოინდომა შიშზე აწყობილი ირაციონალური ავტორიტეტის როლის შესრულება და ჩEO5-ს პოზიცია სტივ ბალმერს დაუთმო. 
      ბიზნეს-ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი თავისი პერსონალისათვის და საზოგადოებისათვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუ ფირმა კონკურენტულ გარემოში იმყოფება და დაინტერესებულია საკუთარი თანამშრომლების პოტენციალის სრული გამოვლენით, იგი რაციონალური ავტორიტეტი, ანუ ლიდერი უნდა იყოს.Aამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი შეძლებს თვითგანვითარებაზე და, იმავდროულად, შედეგებზე ორიენტირებული ადამიანების შერჩევას და ერთიან გუნდად შეკვრას. 
      ამგვარად, მოტივაციის განმარტება სწორედ ინდივიდუმის თვითგანვითარებისა, საზოგადოების და ბიზნესის ინტერესების თანხვედრაა. ირაციონალური ავტორიტეტი კი მენეჯმენტს პერსონალის შიშზე ააწყობს, რაც, საბოლო ჯამში, აუცილებლად უარყოფითად აისახება ბიზნეს-შედეგებზე. 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial