სასურსათო პროდუქტებზე ფასების აფეთქების მიზეზები

მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა

კვების პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გრძელდება. სხვადასხვა პროდუქტზე ამისთვის განსხვავებული მიზეზებია. პირველ რიგში აღსანიშნავია საერთოდ მოხმარების ზრდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების მიერ უღარიბეს ქვეყნებში როგორც აფრიკაში, ისე აზიაში გაზრდილი დახმარება. ყველაზე მნიშვნელოვანია ხორბალზე და მარცვლეულზე ფასები, რასაც რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.

უპირველესია არა 2007 წლის არცთუ ისე აღმაფრთოვანებელი მონაცემები მოსავლის შესახებ, არამედ მეთანოლი. მეთანოლი ბიოსაწვავია ავტომანქანებისათვის, რომელსაც მარცვლეულიდან იღებენ, ნავთობის ფასების რეკორდულ ზრდასთან ერთად, რომელმაც ბარელზე 80 დოლარს მიაღწია, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-ში, ბრაზილიასა და ჩრდილოეთ ევროპაში მეთანოლის გამოყენება საწვავად. ამ ქვეყნების მხრიდან სტიმულირდება ამ იაფი საწვავის გამომუშავება. ეს არის ნავთობის ალტერნატიული გზა, მაგრამ ამის შემდეგ კატასტროფულად იზრდება მარცვლეულზე და განსაკუთრებით ხორბალზე მოხმარება, რაც წარმოების არსებული ტემპების პირობებში ზრდის ხორბალზე ფასებს. ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ამიტომ საქართველოში ორი სავარაუდო პროგნოზია – ან პროპორციულად გაიზრდება ფასები პურზე ყოველ კვარტალურად 12-15 % -ით, ან პურის სტანდარტები დაირღვევა და მოსახლეობა ემპირიულად ვერ იგრძნობს ფასების ამ მნიშვნელოვან ზრდას. ამიტომ გთავაზობთ მასალას ხორბალსა და შაქარზე ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციების შესახებ, ასევე გთავაზობთ პურის სტანდარტებს, რომელსაც უნდა იცავდნენ ჩვენი მცხობელები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. საერთო ჯამში კი ეს სერიოზული დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და საჭიროა განხორციელდეს ღონისძიებათა კომპლექსი ინფლაციის დასარეგულირებლად და სამომხმარებლო კალათის სიმძიმის სამართავად, რათა კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს ისედაც დაძაბული სოციალური ფონი. მაშ ასე, რა ეღირება შაქარი და პური?

პური ძვირდება – ბოლო დღეებში ეს ახალი ამბავი არ ქრება გაზეთების ფურცლებიდან და საინფორმაციო სააგენტოების ცნობებიდან. ჩნდება ყველაზე მოულოდნელი ინფორმაციები. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ქალაქის მოხელეების (ჩინოვნიკების) დამოწმებით, გაავრცელეს ცნობა, რომ ქალაქში სერიოზულად მიმდინარეობს მსჯელობა პურზე ტალონების ან ღარიბი მოსახლეობისთვის კომპენსაციის დაწესების თაობაზე. ფქვილის გასაყიდი ფასი ივლისის დასაწყისიდან 20%-ზე მეტად გაიზარდა და ამჟამად ჩრდილოეთ დედაქალაქში ერთი ბატონი პური 15 რუბლი ღირს. თბილისში თეთრი პური 50თეთრი ღირს და 450 გრამს იწონის, თეთრი დაჭრილი პური – 55 თეთრი (450 გრ), რუხი პური – 40 თეთრი (450 გრ.), შავი დაჭრილი პური (იფქლის) – 65 თეთრი (480გრ.), ჭვავის პური (მხნეობა) – 60 თეთრი (350 გრ.).
ხელისუფლებამ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია. სავარაუდოა, რომ პურის ფასების მოცემული ზრდა არ არის საბოლოო, მაგრამ ოქტომბრისთვის მათ სტაბილურობას უნდა მიაღწიონ. გაძვირება ჯერ არ შეიმჩნევა, ქალაქში აკავებენ ფასების ზრდას მარაგების ხარჯზე. 1-დან 25 ივნისამდე პური გაძვირდა არა უმეტეს 0,5%-ით. თუმცა, მარაგები საკმარისია მხოლოდ სამი თვისთვის, შემდგომში საჭირო გახდება ხორბლის შესყიდვა ახალი ფასით.
ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტთა ნაწილი ერთხმად აცხადებენ, რომ ფასების მომატებაში არცთუ ისე მცირე როლს თამაშობს საერთაშორისო ფაქტორები. ძვირდება ხორბალი, გაზი, ნავთობი. ხორბლის გაძვირების მიზეზი გახდა ფაქტორთა მთელი ჯგუფი. პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის რაოდენობის მატება მთლიანად პლანეტაზე და, როგორც შედეგი, მსოფლიო ბაზარზე იზრდება ხორბლის ფასი. ჯერ მარტო ბოლო თვის განმავლობაში 1 ტონა ხორბლის ფასი გაიზრდა 180 დოლარიდან 240 დოლარამდე. წინა წლის ზაფხულის შემდეგ ხორბალი გაძვირდა საშუალოდ 70-80%-ით. ეს განაპირობა იმან, რომ მსოფლიო მოთხოვნა მასზე იზრდება, ხოლო წარმოება კი შენელებულია. გარდა ამისა, იზრდება ბიოსათბობის წარმოება, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება მარცვლეული. ხორბლის გაძვირების კიდევ ერთი მიზეზია მისი ექსპორტი უღარიბეს ქვეყებში დონორების დახმარებით.
ამასთან ძირითადი პრობლემაა ხორბლის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებში მცირეთოვლიანი ზამთარი და გვალვიანი ზაფხული, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწინააღმდეგო ფაქტორი აღმოჩნდა. ამის ნათელი მაგალითია ივნისის ინფლაცია. ზაფხულის პირველი თვის განმავლობაში იგი გაიზარდა 1%-ით, რაც 2006 წლის ივნისის 0,3%-იან ზრდასთან შედარებით საგრძნობლად მეტია. საკმარისია მხოლოდ გადავხედოთ ფასებს დედაქალაქის ბაზრებსა და მაღაზიებში და მივხვდებით, რომ ტრადიციული ბოსტნეულის დეფლაციას არ უნდა ველოდოთ.
საერთოდ, ბოლო წლებში ხორბალი სტაბილურად ძვირდება და მოცემულ მომენტში, ექსპერტთა აზრით, არ არსებობს რეალური წინაპირობა იმისთვის, რომ ეს ტრენდი შეიცვლება. ფასების ზრდა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ, უკრაინის პოლიტიკაზე: გვალვის გამო ბოლო დროს იგი მკაცრად უკეთებს ქვოტირებას მარცვლეულს, მათ შორის ქერის ექსპორტს. გასულ წელს სწორედ ასე მოხდა და ეს მოვლენა ბევრად დაეხმარა რუსეთის ქერს სრულად გასულიყო მსოფლიო ბაზარზე. მნიშვნელოვანია ასევე საექსპორტო პოლიტიკაც, რომლის ვარიანტებზეც ამჟამად მსჯელობენ. ერთის მხრივ, ექსპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა დეფიციტის აქტიური დაძლევის ხერხია, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ერთ წუთში მიიღება, ხოლო მათი შედეგები კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს – ბაზარზე ადგილს იმწამსვე სხვა დაიკავებს. თანაც, ასეთი გადაწყვეტილება მოშლის სასურსათო მარცვლეულის ექსპორტსაც, რომლის მიხედვითაც რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია. ამასთან საქართველოს ხორბლის ბაზარი მეტად მჭიდრო კავშირშია რუსეთ-უკრაინა-ყაზახეთის ბაზრებთან ისინი კი ცდილობენ დასავლეთის ბაზრის ის სეგმენტი დაიკავონ, რომელიც მეთანოლის წარმოების გამო განთავისუფლდა.
თუ ეხლანდელ სეზონზე ვისაუბრებთ, რუსეთში ის უკვე მაღალი სასტარტო ფასებით დაიწყო. თუ ერთი წლის წინ 1 ტონა ხორბალი ღირდა 3 ათასი რუბლი, ამჟამად მისი ფასია დაახლოებით 6 ათასი რუბლი. აქ ლაპარაკია საშუალო კლასის ხორბალზე, სხვა კატეგორიებში ფასები ცვალებადია, მაგრამ ტრენდი (ტენდენცია) იგივე რჩება. ხორბლის გაძვირების საბოლოო პროცენტის ოდენობა შემოდგომაზე გაირკვევა, როცა აღებული იქნება 2007 წლის მოსავალი.
რაც შეეხება პურის ფასს, მასში ხორბლის წილია 20-25%, დანარჩენი სხვა ფაქტორებზე ნაწილდება (ელექტროენერგიის, სათბობ-საპოხის და სხვათა ფასი). სწორედ მათი გაძვირება ითამაშებს განმსაზღვრელ როლს პურის ფასში. შეფასებათა რიგის მიხედვით, ღირებულების დანარჩენი 80% გროვდება გზაზე მინდვრიდან მაღაზიამდე. ამიტომ ხშირად ისმის წინადადებები მონოპოლისტ-შუამავლების შევიწროებასთან დაკავშირებით, რომლებიც ახრჩობენ სოფლელებს და აწერენ ზედმეტ ფასებს, სახელმწიფო თვალყურს ადევნებს ხორბლის ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მზად არის ჩაერიოს, თუ ფასების ზრდა გაუსწრებს ინფლაციის ზრდის ტემპებს. მაშინ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გავიდეს ბაზარზე მარცვლეულის ინტერვენციით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 8,7%-ს შეადგენდა, ხოლო პური გაძვირდა 4,7%-ით, ასე რომ რეზერვი ჯერ კიდევ არის. შესაძლებელია ასეთი ინტერვენციები მომავალში განხორციელდება წერტილოვანი თანმიმდევრობით. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, თუ ამერიკული დახმარებით მიღებული ხორბლით ინტერვენციას რა პრობლემა მოყვა ერთი ორი წლის წინ. იქნებ უმჯობესია საქართველოში ადგილზე შეიქმნას ღია ბაზარი, ან ბირჟა და ეს იქნებოდა ფასების განჭვრეტის და სტაბილურობის გარანტი
ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ ცნობები ხორბლის გაძვირების შესახებ მწარმოებლებისთვის ფასის კორექტირების მიზეზი გახდა, რაც ამჟამად საკმაოდ დაწეულია სოციალური შემადგენელის მიხედვით. თუმცა საეჭვოა, რომ უნდა ველოდოთ ფასების სერიოზულ ზრდას, განსაკუთრებით არჩევნების წინა წელს. ხელისუფლებას ეხლა პროტესტული განწყობის ზრდა ყველაზე ნაკლებად სჭირდება. საერთოდ, ფასების ზრდის შტომ წლის ბოლოსთვის შეიძლება შეადგინოს წლის დასაწყისში ფასის დონის 20-დან 40%-მდე. ყველაზე მეტად გაძვირდება პურის ელიტური სახეობები, ხოლო ნაკლებად-სოციალურად დიდი მნიშვნელობის მქონე სახეობები, ე.ი. დაჭრილი არ გაძვირდება, ან ძალიან უმნიშვნელოდ გაძვირდება. აი, პურის ახალ სახეობებზე კი, რომლებიც ხშირ-ხშირად ჩნდება გაყიდვაში და მრავალგვარი დანამატებითაა, ფასები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
ყინვამ გაანადგურა შემოდგომის ნათესები: ექსპორტის შემცირება რუსეთსა და მსოფლიოში მარცვლეულზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
წლევანდელ ზამთარში რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არნახულმა ყინვებმა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს 2007 წლის მოსავალს, რომელიც მრავალმა აგროსამრეწველო კომპანიებმა უკვე შეიტანეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსეი გორდეევმა აღნიშნა, ანომალური სიცივეები გაანადგურებს შემოდგომაზე დათესილი კულტურების მინიმუმ 30%-ს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში სწორედ საშემოდგომო ნათესების წილად მოდის მთელი მოსავლის 40%. ესაა რუსეთში ისე ფართოდ გავრცელებული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, ქერი, ჭვავი და სხვა. მინისტრის თქმით, ზარალის ანაზღაურება საგაზაფხულო ნათესის ხარჯზე მოუწევთ და ამას დამატებითი ფინანასური სახსრები დასჭირდება. 2006 წელი საკმაოდ რთული იქნება მარცვლეულის წარმოებისთვის, აღნიშნა ა. გორდეევმა და დაამატა, რომ მოსავლის პირველი პროგნოზის მოსაცემად სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპრილში იქნება მზად.
ბაზრის ექსპერტებს კი უკვე ამჟამადაც გამოაქვთ დასკვნები ყინვებით გამოწვეული ზარალის მასშტაბთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა მათგანი როდია პესიმისტურად განწყობილი. მაგალითად, მარცვლეულის კომპანიის რაზგულაი-ს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განხრით გენერალური დირექტორის მოადგილის მიხეილ პოტაპოვის აზრით, ძლიერმა ყინვებმა 2006 წლის იანვარ-თებერვალში გაანადგურა სამხრეთის რეგიონების საშემოდგომო ნათესების 25%-მდე. მაგრამ ასეთი ციფრიც კი გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ მთლიანი მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (2005 წლის 78,1 მლნ. ტონის ნაცვლად 70-72 მლნ. ტონა).
რა თქმა უნდა, 2006 წლის გაყინული მოსავლის შედარება შარშანდელ წელთან შედარებით არამომგებიანია, თუნდაც იმიტომ, რომ 2005 წელს რუსეთის მარცვლეულის წარმოებამ არც თუ ისე ცუდი შედეგები აჩვენა. ყველა დარგის პროდუქციის საერთო მოცულობა გაიზრდა 2%-ით, 2004 წელთან შედარებით. აღებული 78 მლნ. ტონიდან საექსპორტოდ გაიგზავნა 10 მლნ. ტონა. ამასთან, მარცვლეულის მოსავლიანობა ჰექტარზე შეადგენდა 17,5 ცენტნერს ჰექტარზე. უკვე აშკარაა, რომ მიმდინარე წელს ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა შეიძლება დამართოდა საშემოდგომო ნათესებს არნახული ყინვების ზემოქმედების გამო. იმ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მინუს 15-20 გრადუსამდე მცირდებოდა და არ იყო თოვლის საფარი, წარმოიშვა მცენარეების დაზიანების საშიშროება, რომლის ხარისხიც დამოკიდებულია მათ სახეობასა და განვითარების ფაზაზე. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში შემოდგომაზე დათესილი ხორბლის ნაზარდები ზამთარში ყინვაგამძლეობით მინუს 17 გრადუსამდე აღწევდნენ. ყინვები კი, მინუს 30 გრადუსზე მეტი იყო და არა ერთი დღე გრძელდებოდა. ჯერ-ჯერობით, აგრონომების მონაცემებით, რომლებიც რუსეთის სამხრეთში მუშაობენ, თოვლის საფარის გამო საშემოდგომო ნათესებში მნიშვნელოვანი ზიანი არ აღინიშნება, თუმცა საშემოდგომო ნათესის გადათესვა გაზაფხულზე მრავალ მეურნეობაში გარდაუვალია.
დამატებითი საგაზაფხულო ნათესი კი, როგორც აღვნიშნეთ, არსებით დანახარჯებს ითხოვს. გადათესვისთვის საჭიროა მარცვლეულის გეგმის გარეშე ხარჯი, რაც მიმდინარე წელს პროდუქციის მიწოდების შემცირებას იწვევს. ყველა ამ ფაქტორს შეუძლია არსებითი გავლენა იქონიოს რუსეთის ბაზარზე მარცვლეულის ფასის ზრდაზე. შესაბამისად, ექსპერტები უკვე ვარაუდობენ საცალო ფასის ზრდას პურზე. რა თქმა უნდა, საცხობებში ფასები ჯერ არ რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ხორბალზე ფასმა წლის დასაწყისიდან დაიწყო ზრდა. თუ იანვრის პირველ დეკადაში მესამე კლასის 1 ტონა ხორბლის ფასი 3000 რუბლი იყო, ახლა მისი ფასი 3500-3600 რუბლია. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გაძვირდება ფქვილიც და პურიც. ბაზრის ბევრი სპეციალისტის შეფასებით, რუსეთში მარცვლეულზე ფასების ზრდის ტემპები უკვე ისედაც უსწრებს საერთაშორისო მაჩვენებლებს, ხოლო მოცემულ წელს კი მარცვლეული შეიძლება ინფლაციაზე უფრო სწრაფად გაძვირდეს.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ რუსეთში ნამდვილად არსებობს ძლიერი მარცვლეულის მწარმოებელი მეურნეობები, რომლებიც კონკურენტუნარიანნი არიან მსოფლიო ბაზარზე. მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ მარცვლეულის სტაბილური ექსპორტი ამჟამინდელ არასახარბიელო პირობებშიც კი. ეს ექსპორტი აუცილებელია რუსეთის ეკონომიკისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენს მარცვლეულზე ფასების სტაბილიზაციის ეფექტურ საშუალებას ქვეყნის შიგნით, რაც, თავის მხრივ, ინარჩუნებს საერთაშორისოზე დაბალ ფასებს. ამის შემდგომ იზრდება მეცხოველეობის, მეფრინველეობის დარგების კონკურენტუნარიანობა, ასევე რუსეთის რძის პროდუქტების კონკურენტუნარიანობაც. ექსპორტი სოციალური სტაბილურობის ფაქტორია, რადგან დადებითად მოქმედებს რიგი რეგიონების (კრასნოდარის მხარე, სტავროპოლის მხარე, როსტოვის ოლქი) ეკონომიკურ განვითარებაზე. სხვათაშორის, მარცვლეულის ექსპორტი მნიშვნელოვანია არა მარტო საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ გასული წლის ბოლო ცნობებით, რუსეთის რიგ რეგიონებში (ბელგოროდის, ლიპეცკის, ტულის ოლქები) ცუდი საშემოდგომო ნათესების წილი ისტორიულად საკმაოდ მაღალ დონეზეა მეტად არამოსავლიან 1994 და 1974 წლებთან შედარებით. რიგ სხვა რეგიონში ნათესების ხარისხის პროგნოზი, პირიქით, საშუალოზე მაღალი იყო. ამიტომ ბაზრის ექსპერტები ახალ სეზონში აქცენტს აკეთებდნენ მარცვლეულით რეგიონებს შორის ვაჭრობაზე.
მარცვლეულის საექსპორტო მიწოდების შემცირება დამდეგ სეზონში გარდაუვალია. მ. პოტაპოვის შეფასებით, მთლიანი მოსავლის არსებითი შემცირებით 2006/2007 წლის სეზონში ექსპორტი შემცირდება 30-50%-ით (6-8 მლნ. ტონა 12 მლნ. ტონის ნაცვლად მიმდინარე სეზონში). ცხადია, რომ რამდენადაც რუსეთი უკვე გახდა მთავარი მოთამაშე მარცვლეულის ბაზარზე, შექმნილი სიტუაცია გამოიწვევს ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში. საზღვარგარეთის ანალიტიკოსები უკვე ვარაუდობენ, რომ ფასების მომატება საკმაოდ საგრძნობი იქნება, მაგრამ რუსეთის ექსპორტის უკმარისობის ნამდვილ მოცულობას და, შესაბამისად, მარცვლეულის გაძვირების შეფასებას მხოლოდ გაზაფხულზე ვარაუდობენ. ექსპორტიდან შემოსული ფულის უკმარისობა არახელსაყრელად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე, , ასევე იმ რეგიონების ფინანსურ მდგომარეობაზეც, რომლებიც ფულს ხორბლის ვაჭრობით გამოიმუშავებენ. შიდა ბაზარზე ფასების ზრდა კი არასასურველია მეურნეობების უმეტესობისთვის, რადგან ამას მოჰყვება სხვა სამეურნეო პროდუქციის გაძვირება. საყოველთაო გაძვირება კი არასასიამოვნო შედეგებს მოუტანს ყველას – სოფლის მეურნეობას, მოსახლეობას და საერთოდ, მთლიანად რუსეთის ეკონომიკას.
რუსეთისთვის მარცვლეულის წარმოების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ა. გორდეევის სიტყვებით, ბიუჯეტში ჩადებული 5 მლრდ. რუბლი სამამულო აგრომრეწველობის მხარდასაჭერად საკმაოდ მცირე თანხაა. აუცილებელია სულ მცირე 10 მლრდ. რუბლი იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც გამოიწვია არნახულმა ყინვებმა და საწვავზე გაზრდილმა დანახარჯებმა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მარცვლეულის შესყიდვა საზღვარგარეთიდანაც (აშშ, კანადა), მაგრამ უამისოდაც მთელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტით მოწოდება რუსეთის ბიუჯეტს წლიურად 13 მლრდ. დოლარი უჯდება. გარდა ამისა, რუსეთი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ უბრალოდ გაჯერდება ხშირად არც ისე ხარისხიანი, იაფი იმპორტული სურსათით და ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის აგრობიზნესს. ამიტომაც ამჟამად მნიშვნელოვანია დახლებზე იმპორტული საქონლის მოძალეობას წინააღმდეგობა გაეწიოს ადგილობრივი აგრარული დარგის მხარდაჭერით.
გარდა საშემოდგომო ნათესებისა, რომელსაც ზიანი მიაყენა ძლიერმა ყინვებმა, არსებობს მთელი რიგი კულტურებისა, რომელთაც არანაკლები სტრატეგიიული მნიშვნელობა აქვს., მაგალითად, ბრინჯი. გაეროს მონაცემების თანახმად, მოცემულ მომენტში ბრინჯის წილად მოდის ყველა მარცვლოვანი მოსავლის 30%, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი წარმოება გაორმაგდა. ბრინჯი ითვლება მთავარ გამოსავლად სურსათის უკმარისობის დროს. მეცნიერების აზრით, იმისთვის, რომ დედამიწის მოსახლეობამ არ იშიმშილოს, უახლოესი ოცი წლის განმავლობაში აუცილებელია ბრინჯის მოსავლის 3%-ით გაზრდა. ამ კულტურის დამუშავებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კრასნოდარის მხარეში. მ. პოტაპოვის თქმით, კრასნოდარის მხარეში ბრინჯით დაკავებული ფართობები ბოლო წლებში დაახლოებით 110 ათას ჰექტარს შეადგენს, ამასთან მიმდინარეობს 1980-1990 წლების დონემდე მათი თანდათანობით გაფართოების პროცესი (საშუალოდ 148 ათას ჰექტარზე თესავდნენ). საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ბრინჯი სარწყავი მიწათმოქმედების კულტურაა, რომელიც ითხოვს მორწყვის სპეციალურ სისტემებს (საირიგაციო არხები, ბრინჯის ჭილიბი). ბრინჯის ჭილობის გამოყენება ურწყავი მარცვლოვანი კულტურების (საშემოდგომო) გამოზრდისთვის გამოიყენება პრაქტიკაში, მაგრამ შეზღუდული მოცულობით. ჩვეულებრივ, შემოდგომისთვის გამოიყენება ბრინჯის ჭილიბის ფართების არა უმეტეს 10%. სამწუხაროდ, ბრინჯის გამოზრდის თავისებურებების გამო არ არის შესაძლებელი მისი გამოყენება დაღუპული საშემოდგომო ნათესების ნაცვლად მათი გადათესვის დროს. მაგრამ ამ კულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთის აგრარული მრეწველობის სტრუქტურაში, განსაკუთრებით, ტრადიციული საშემოდგომო ნათესების კუთრიწილის შემცირების შემთხვევაში. თუ ახლო მომავალში შეიქმნება რუსეთის მკაცრი კლიმატის მიმართ გამძლე ჯიშები, მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრინჯი ჩვენს რაციონში არანაკლებ როლს შეასრულებს, ვიდრე ხორბალი ან ჭვავი.
მოხელეების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რომ აუცილებელია მარცვლოვანი კულტურების მწარმოებლების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რეალურად დღემდე არაფერი არ გაკეთებულა, – აღნიშნავს მ. პოტაპოვი. იმავე დროს, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში მარცვლეულის წარმოება და გადამუშავება სახელმწიფოს ყურადღების ერთ-ერთი მნიშვნელვანი ობიექტია და არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კულტურას აქვს დომინირებული როლი მოცემული ქვეყნისთვის – ჭვავს, ხორბალს თუ იმავე ბრინჯს თუ სახელმწიფო მხარდაჭერა და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობა სათანადოდ განვითარდება, ერთმანეთთან ექნებათ ჰარმონია და არა წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება, მაშინ რუსეთის სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს შანსი ექნებათ მთლიანად თუ არა, მინიმუმამდე მაინც შეამცირონ მარცვლეულის მკვეთრი დეფიციტი და მისი თანამდევი ფასების ზრდა. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ ახალი ადგილი მოიპოვონ სამომხმარებლო ბაზარზე, რაც სარგებლობას მოუტანს არა მარტო თავად კომპანიებს, არამედ საერთოდ რუსეთის აგრომრეწველობასაც.

საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი
პური ხორბლის ფქვილისა საერთო ტექნიკური პირობები
შემოღებულია 01.07.1999წ.

1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი ვრცელდება ხორბლის ფქვილის პურზე, რომელიც მზადდება ცეხვილი, მეორე, პირველი და უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისა და მათი ნარევისაგან.
2. ნორმატიული მითითებანი
2.1 წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:
გოსტ 171-81 საფუარი პურსაცხობი დაწნეხილი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 2874-82 წყალი სასმელი. ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხის კონტროლი.
გოსტ 5667-65 პური და პურფუნთუშეული ნაწარმი. მიღების წესები, ნიმუშის აღების მეთოდები, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებისა და ნაწარმის მასის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 5669-51 პური და პურფუნთუშეული ნაწარმი. ფორიანობის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 5670-70 პური და პურფუნთუშეული ნაწარმი. მჟავიანობის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 8227-56 პური და პურფუნთუშეული ნაწარმი. დაწყობა, შენახვა და ტრანსპორტირება.
გოსტ 13830-91 მარილი სუფრის საკვები. საერთო ტექნიკური პირობები.
გოსტ 21094-75 პური და პურფუნთუშეული ნაწარმი. ტენიანობის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 26574-85 ფქვილი ხორბლისა პურსაცხობი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 26927-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. ვეცხლისწყლის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26929-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. სინჯის მომზადება. მინერალიზაცია ტოქსიკური ელემენტების განსასაზღვრავად.
გოსტ 26930-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. დარიშხანის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26931-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. სპილენძის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 26932-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. ტყვიის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 26933-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. კადმიუმის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 26934-86 ნედლეული პროდუქტები და საკვები. თუთიის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 28483-90 საფუარი პურსაცხობი, მშრალი. ტექნიკური პირობები.
ასორტიმენტი
პური უნდა გამოცხვეს შემდეგი ჯგუფებისა:
– პური ცეხვილისა და ნარევი ცეცხვილისა და მეორე ხარისხის ფქვილისაგან;
– პური მეორე ხარისხისა და ნარევი მეორე და პირველი ხარისხის ფქვილისაგან;
– პური პირველი ხარისხის ფქვილისაგან;
– პური უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან.
ტექნიკური მოთხოვნები
5.1 პური უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებს და დამზადდეს დადგენილი წესით დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და რეცეპტურის მიხედვით, სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვით;
5.2 დახასიათება;
5.2.1 პური უნდა გამოცხვეს ძირისა და ფორმის ცალობითი ან წონითი – 0.5 კგ- ზედმეტი მასით.
5.2.2 ნაწარმის დადგენილი მასიდან ნაკლებობისაკენ დასაშვები გადახრა ღუმელიდან გამოღების შემდეგ მაქსიმალური დაყოვნებისას არ უნდა აღემატებოდეს 2,5%-ს და იგი უნდა განისაზღვროს ერთდროულად ან ცალ-ცალკე აწონილი 10 ცალი პურის საშუალო მასის მიხედვით. ერთი ცალი ნაწარმის დადგენილი მასიდან ნაკლებობისაკენ დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 3,0%-ს, ხოლო მეტობისაკენ გადახრა შეუზღუდავია.
5.2.3 ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით ხორბლის ფქვილის პური უნდა შეესაბამებოდეს პირველი ცხრილის მოთხოვნებს.
5.2.4 თითეული დასახელების პურისათვის კონკრეტული ორგანოლეპტიკური დახასიათება მოცემულ უნდა იქნეს რეცეპტურაში.
5.2.5 პურში დაუშვებელია დაავადებისა და ობის ნიშნები, აგრეთვე უცხო მინარევები და მინიმალური შენაერთები.
5.2.6 ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით ხორბლის ფქვილის პური უნდა შეესაბამებოდეს მე-2 ცხრილის მოთხოვნებს.
5.2.7 თითეული დასახელების პურის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების კონკრეტული მნიშვნელობები მოცემულ უნდა იქნეს რეცეპტურაში.
5.2.8 დასაშვებია დადგენილი მჟავიანობის 1,0 გრადუსით გაზრდა პურში, რომელიც დამზადებულია თხევად საფუარზე, დაწნეხილი და თხევადი საფუვრის ნარევზე, დაწნეხილ საფუარზე რძემჟავა პროდუქტების დამატებით, აგრეთვე კარტოფილის დაავადების თავიდან აცილების აუცილებლობის შემთხვევაში.
5.2.9 პურის საცხობ საწარმოებში ღუმელიდან პურის გამოღების შემდეგ დაყოვნების მაქსიმალური ვადაა ხორბლის ცეხვილის პურისათვის – არა უმეტეს 14 საათი, დანარჩენი სახეობის პურისათვის არა უმეტეს – 10 საათისა.
5.2.10 პურის დაწყობა გოსტ 8227-ის მიხედვით.
5.2.11 პურში ტოქსიკური ელემენტების, მიკროტოქსინებისა და პესტიციდების შემცველობის დასაშვები დონეები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ სამომხმარებლო ნედლეულისა და კვების პროდუქტებზე დადგენილ სამედიცინო-ბიოლოგიურ მოთხოვნებსა და სანიტარულ ნორმებს.
5.2.12 რადიონუკლეიდების შემცველობა პურში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნორმებს.
5.3 მოთხოვნები ნედლეულზე.
5.3.1 ხორბლის ფქვილის პურის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ნედლეული:
– ფქვილი ხორბლისა, პურსაცხობი გოსტ 26574-ის მიხედვით:
– საფუარი პურისაცხობი დაწნეხილი გოსტ 171-ის მიხედვით:
– საფუარი პურსაცხობი მშრალი გოსტ 28483-ის ან იმპორტული სერტიფიკატის მიხედვით:
– მარილი სუფრის საკვები გოსტ 13830-ის მიხედვით:
– წყალი სასმელი გოსტ 2874-ის მიხედვით.
5.3.2 პურის დასამზადებლად გამოყენებული არომატიზატორები, გამაუმჯობესებლები და სხვა დანამატები დაშვებულ უნდა იქნეს გამოსაყენებლად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, ხარისხით ისინი უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
5.3.3 ნედლეულში ტოქსიკური ელემენტების, მიკოტოქსინებისა და პესტიციდების დასაშვები დონეები არ უნდა აღემატებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ სამომხმარებლო ნედლეულისა და კვების პროდუქტებზე დადგენილ სამედიცინო ბიოლოგიურ მოთხოვნებსა და სანიტარიულ ნორმებს.
მიღების წესი
6.1 პურის მიღება გოსტ-ის მიხედვით.
6.2 პურის ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხის საბუთი. პროდუქციის ღუმელიდან გამოღების დროის აღნიშვნით.
6.3 ტოქსიკური ელემენტების, მიკოტოქსინებისა და პესტიციდების შემცველობაზე კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესით
გამოცდის მეთოდები.
7.1 პურის ნიმუშის აღება და მომზადება ანალიზისათვის გოსტ 5667-ისა და გოსტ 26929-ის მიხედვით.
7.2 პურის ანალიზის მეთოდები: გოსტ 5669-ის, გოსტ 5670-ის, გოსტ 21094-ის, გოსტ 26927-ის, გოსტ 26930-ის, გოსტ 26931-ის, გოსტ 26932-ის, გოსტ 26933-ის, გოსტ 26934-ის მიხედვით, ხოლო მიკოტოქსინების, პესტიციდებისა და რადიონუკლესიდების განსაზღვრა, – ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდებით.
ტრანსპორტირება და შენახვა
8.1 ტრანსპორტირება და შენახვა გოსტ 8227-ის მიხედვით.
8.2 საცალო სავაჭრო ქსელში პურის რეალიზაციას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია 100გ. პურის ენერგეტიკული ღირებულებისა და ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობის შესახებ. ინფორმაციას კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ საწარმო-დამამზადებელი საინფორმაციო ბარათის საშუალებით აწვდის სავაჭრო ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აცნობებენ მას მომხმარებელს.
8.3 დასაშვებია ცხელი პურის გაყიდვა დამამზადებელი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ქსელში ტრანსპორტირების გარეშე.
დამამზადებლის გარანტია
9.1 დამამზადებელი იძლევა პურის წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტიას, თუ დაცული იქნება ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები.
9.2 საცალო სავაჭრო ქსელში პურის რეალიზაციის ვადაა არა უმეტეს 24 საათისა ღუმელიდან გამოღების მომენტიდან.

შაქარზე მსოფლიო ფასები იზრდება

გასული წლის დეკემბრის ბოლოს შაქარზე ფასების ზრდა აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია გახდა მთელ მსოფლიოში. იმ დროისთვის ექსპერტები თავს არიდებდნენ რაიმე გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებას იმ იმედით, რომ 2006 წლის დასაწყისისთვის ბაზარზე შაქრის ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო ნათელი იქნებოდა, მაგრამ ამჟამად ისინი შეფასების დროს ნაკლებად თავშეკავებულნი არიან.
გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში შაქარზე შიდა ფასები ბოლო წლებთან შედარებით არნახულად გაიზარდა. შაქრის საბითუმო ფასები დეკემბრის ბოლოდან უკვე 15%-ით გადიდდა (მეტრულ ტონაზე 539-დან 625 დოლარამდე). ეს იმით აიხსნება, რომ ადგილობრივი ტრეიდერები (ვაჭრები) ელიან შიდა (მწარმოებელი ქვეყნის) ფასების შესაძლო შემდგომ ზრდას მსოფლიო ბაზარზე ბოლო 25 წლის განმავლობაში შაქრის რეკორდული გაძვირების გამო. შაქრის ჭარხლის რეკორდული მოსავალიც კი, რომლიდანაც შაქრის ჭარხლის წარმოების მოცულობა ფასდება 2,5 მლნ. ტონად, ზეგავლენას ვერ ახდენს არსებულ სიტუაციაზე.
ძირითადად საქართველოში ნედლეული შეისყიდება აგარის ქარხნისათვის, რომლის მაქსიმალური წარმადობა 70 000 ტონაა და მოხმარება 1-3-ს შეადგენს, შემდგომ კი ხდება რაფინირება და დაფასოება დამუშავებისთვის. ამგვარად, თეთრი ნედლი შაქრის თვითღირებულებას საფუძვლად უდევს მსოფლიო ფასები შაქრის ნედლეულზე და სახელმწიფოს შიდა საბაჟო-სატარიფო პოლიტიკა, რომლის მიზანია სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება და შაქრის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა.
მაშ რა ხდება შაქრის მსოფლიო ბაზარზე?
ბოლო წლებში აქ ქრონიკული დეფიციტი შეიმჩნევა, რომელიც სხვადასხვა ცნობების შესაბამისად, შეადგენს 1,5-3,0 მლნ. ტონას. პირველ რიგში იგი აიხსნება ცუდი ამინდების გამო დაბალი მოსავლიანობით ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთში, პაკისტანში, კუბაზე. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ფასები არ გაზრდილა მეტრულ ტონაზე 220-230 დოლარზე მეტად. შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის კატალიზატორი გახდა 2კ+ფ:
– ჩინეთი, რომლის ეკონომიკის ზრდა ბოლო წლებში მსოფლიო ბაზრისგან ითხოვდა სულ უფრო მეტ სამრეწველო ნედლეულს და ენერგომატარებლებს;
– ფონდები, საინვესტიციო-საფინანსო კომპანიები, რომელთაც მრავალმილიარდიანი ფინანსური რესურსები აქვთ და იგი მიმართულია ყველაზე უფრო მეტად მიმზიდველ მსოფლიო ბაზრებზე ინვესტიციებისთვის.
მსოფლიო ბაზარზე ასევე ნეგატიური ზემოქმედება იქონია საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ – მიმდინარე წლის 22 მაისიდან საექსპორტო შაქრის სუბსიდირებული მოცულობის 7,0 მლნ. ტონიდან 1,273 მლნ. ტონამდე შემცირებასთან დაკავშირებით, რაც შაქრის მსოფლიო დეფიციტის პირობებში გამოიწვევს ევროპაში შაქარზე ფასების ზრდას მეტრულ ტონაზე 220-240 დოლარიდან 400-500 დოლარამდე.
ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდამ სტიმული მისცა მრავალ ქვეყანას აქტიურად გამოეყენებინა ენერგიის ალტერნატიული წყაროები. მსოფლიო ბაზარზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ლერწმისგან დამზადებულ ეთილის სპირტზე. კერძოდ, ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში შაქრის წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, ისტორიულად მოცულობათა თანაფარდობა შაქრისა და ლერწმისგან სპირტის წარმოებას შორის შეადგენდა 51 და 49 პროცენტს. გასულ სეზონზე კი ლერწმის მხოლოდ 47,5% იყო გამოყენებული შაქრის საწარმოებლად. 2005 წელს შიდა ბაზარზე გაყიდული მანქანების წილი, რომლებიც შერეულ საწვავზე მუშაობენ, წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა (895,000 ცალი) შესაბამის 25%-იან მაჩვენებელთან შედარებით. გასული წლის მეორე ნახევრიდან ბრაზილიაში შეიმჩნეოდა შაქრისა და სპირტის შიდა ფასების ზრდა, რაც იმით აიხსნება, რომ ლერწმის 2005/06 წლების მოსავლის მოსალოდნელი მოცულობა შემცირდა 22 მლნ ტონაზე მეტად. ეს რაოდენობა მოგვცემს 3,0 მლნ. ტონა შაქარს ან 1,8 მლრდ. ლიტრ სპირტს, რაც ასე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის.
ბრაზილიის ხელისუფლება უპირველეს ყურადღებას აქცევს ეროვნული ეკონომიკის სპირტით უზრუნველყოფის პრობლემას. მიწოდების შიდა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება ეძებს გზებსა და კომპრომისებს სპირტის მწარმოებლებთან: ბენზინში სპირტის წილის 25%-დან 20%-მდე შემცირებაზე უარის თქმის სანაცვლოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება UNICA-სთან სპირტზე შიდა ფასების გაყინვასთან დაკავშირებით. თუმცა ეს კომპრომისი განიხილება, როგორც არასაბაზრო, ხოლო ბირჟა სან-პაულოში უკვე გამოვიდა განცხადებით, რომ სპირტზე შიდა ფასების გაყინვის შემთხვევაში ეთანოლზე ფიუჩერსებით ვაჭრობა შეჩერდება. ეს კი, თავის მხრივ, მეტად უარყოფით შედეგებს მოუტანს შაქრის სექტორს საერთოდ. ბრაზილიის ეკონომიკის პრობლემაა ბრაზილიური რეალის კურსის გამყარება დოლართან მიმართებაში, რაც, თავის მხრივ, საექსპორტო ოპერაციების სტიმულს არ იძლევა.
ასეთი მოვლენების ფონზე შაქრის მიმზიდველობა, საინვესტიციო-საფინანსო ფონდების შეხედულებით, მკვეთრად გაიზარდა, რამაც გამოიწვია ფონდების აგრესიული პოლიტიკა ბირჟებზე NYBOT (ნიუ-იორკი) და LIFFE(ლონდონი) და ფასების სპეკულაციური აფეთქება. ჯერ კიდევ გასული წლის მაისში შაქრის ნედლეული ღირდა 185 დოლარი (8,5 ბუშელი), ხოლო ნოემბერში კი – უკვე 265 დოლარი (12 ბუშელი). შაქრის მსოფლიო იმპორტიორებს იმედი აქვთ, რომ ფასების მკვეთრი ტრადიციული სპეკულაციური ზრდა შეიცვლებოდა მათი დაცემით ან მსოფლიო ფასების კორექტირებით 220 დოლარამდე (10 ბუშელი ). თუმცა 2006 წლის 3 იანვარი მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ახალი ათვლის წერტილი გახდა: ფასი გაიზარდა 330 დოლარამდე (14,9 ბუშელი), ხოლო იანვრის მეორე ნახევარი მსოფლიო ბაზარზე ხასიათდება პანიკური განწყობილებით, რომელიც ბედის ირონიით პარასკევს, 13 იანვარს წარმოიშვა, როდესაც ნიუ-იორკში ფასების პიკმა 337 დოლარს (15,35 ბუშელი) მიაღწია. ბაზრის ოპერატორების წინაშე ციფრების ახალი რიგი აციმციმდა, რაც ბაზრის მონაწილეების მიერ განიხილებოდა, როგორც ჰიპოთეტიკური და შესაძლებელი იყო მათი განხილვა 2006 წლის II-III კვარტალის პერიოდში.
19 იანვარს მსოფლიო ბაზარმა მორიგ პიკს მიაღწია – 357 დოლარი (15,7 ბუშელი ), 23 იანვარს – 413 დოლარი (18,75 ბუშელი ). ეს მონაცემები ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია. სამწუხაროდ, ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ტრეიდერები ვარაუდობდნენ. ნევერ საყ ნევერ. ფორმალურად, ტექნიკური თვალსაზრისით, დაძლეულ იქნა ბოლო წინააღმდეგობები ფასების შემდგომი ზრდისთვის 440 დოლარამდე, ხმები კი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ პირობებში ბაზარს შეუძლია გაიხსენოს 1980 წლის 1 ოქტომბრის მოვლენებიც, როდესაც შაქრის ნედლეული ბირჟაზე 880 აშშ დოლარი ღირდა, უკვე ისმის.
რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, მიმდინარე წელს?
– სცენარი #1 – ოპტიმისტური. ამ სცენარის თანახმად, ნავთობის ფასი ეცემა 35-45 დოლარამდე ბარელზე, დაღლილი რეალი კვლავ იაფდება, ხოლო ინდოეთში, რომელიც მოცემულ წელს აღადგენს შაქრის წარმოებას 18,5 მლნ. ტონამდე, უცებ აღმოაჩენს შაქრის ახალი მოსავლის გაუთვალისწინებელ სიჭარბეს. შედეგად, შაქრის ნედლეულზე ფასი ეცემა ძველ დონემდე: მეტრულ ტონაზე 180-240 დოლარი.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ესაა ზღაპარი ბედნიერი დასასრულით.
– სცენარი #2 – დღევანდელი სამუშაო დღე. ბაზარი რჩება საკმაოდ ვოლატილური, ვაჭრობის დიაპაზონია 314-440 დოლარი (14-20 ბუშელი ).
– სცენარი #3 – ბაზარი ვერ დაძლევს პანიკურ განწყობილებას და ფასები 20 ცენტზე ზემოთ მიიწევს…
რა გველოდება ასეთ პირობებში?
დღეისათვის გამოთვლილი თეთრი შაქრის თვითღირებულება მიმდინარე საბირჟო ფასის და კაფ-ის 25-30 დოლარის ოდენობით პრემიის და 140 დოლარი/მტ-ს ოდენობით საბაჟო გადასახადის გათვალისწინებით უკვე შეადგენს 720 დოლარს. არის თუ არა დღეს საქართველოს მოსახლეობა მზად გადაიხადოს 200 დოლარით მეტი? ვფიქრობთ, რომ არა. მათ კიდევ დაეხმარებიან მოწოდების შავი და ნაცრისფერი სქემის სპეციალისტები, რომლებიც ნებას არ მისცემენ საქართველოში ფასების პროპორციულ ზრდას. ამის შედეგად ქართველი ოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ შაქრის ნედლეულის იმპორტს ადგილობრივი ქარხნის ასამუშავებლად და ფაქტიურად ინარჩუნებენ შესაბამისი რეგიონების სოციალურ სფეროს, მიიღებენ გასულ წლებთან შედარებით უფრო დიდ ზარალს. აყვავდება თეთრი შაქრის იმპორტი, რომელიც რენტაბელური გახდება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უბრალოდ უცხოელ მეწარმეებს და როგორც ჩვენს, ისე უცხოელ შაქრით მოვაჭრეებს დავაფინანსებთ.
იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ დავფიქრდეთ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, თუკი ბაზარი მაინც შეძლებს ფასების ყველა ადრე წარმოუდგენელი დონის გავლას?

1

2

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial