თავისუფალი ეკონომიკური ზონების წარმატების გასაღები

რედაქციისაგან

ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკის განვითარება ხანგრძლივი და ზოგჯერ მტკივნეული პროცესია. მაგრამ მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს სწამს, რომ მან გამდიდრებისკენ მიმავალი მოკლე გზა იცის. მათ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნით ინვესტორთა მოზიდვა და ახალი პოლიტიკის გატარება სურთ, ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გზით მაღალღირებულ ინვესტორთა რიგებში მოხვდებიან.

სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნის მთავარი იდეაა ქვეყნის შიგნით შექმნან მცირე გეოგრაფიული რეზერვი, სადაც ბიზნესისთვის განსხვავებული წესები იმოქმედებს. ნაკლებად მკაცრი რეგულაციების შეთავაზებით, ნაკლებად დამამძიმებელი საგადასახადო ან სატარიფო რეჟიმებით და ვალდებულებების გაუქმებით ზოგიერთი ინდუსტრიული პარკის მიმართ, ზონებმა შესაძლოა მიიზიდონ ისეთი კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ღია ოპერაციებს არ ახორციელებენ – აწარმოებენ რა სამუშაო ადგილებსა და საექსპორტო ბაზებს.
ამჟამად მსგავსი ზონებია პერუდან ფილიპინებამდე, უკრაინიდან არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებამდე. მაგრამ ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია ჩინეთი. 1970-იანი წლების ბოლოს დენგ ქსია ოპინგმა ჩინეთის ეკონომიკის გახსნა დაიწყო, მან თავისუფალი ზონა კომუნისტური რეჟიმისა და ბიუროკრატიის გვერდის ასავლელად გამოიყენა. წარმატების ნიმუშად შეგვიძლია შენზენი გამოვიყენოთ, სადაც სამუშაოს დასაწყებად ხალხი მთელი ჩინეთიდან მიეშურება. მაგრამ ჩინეთი არ იყო პირველი. თითქმის დეკადით ადრე, ინდოეთმა ეკონომიკის განვითარების მიზნით, ექსპორტის პროცედურების გასამარტივებლად მსგავსი ზონა შექმნა. ქვეყნებს თავისუფალი ეკონომიკური ზონების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ.
იელის უნივერსიტეტის პროფესორი ტ. ნ სრინივასანი აცხადებს: “როდესაც ჩინეთმა 1979 წელს ოთხი ეკონომიკური ზონა გახსნა, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა… “უნდა გქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფირმებს ნება უნდა მიეცეს დაიქირაონ და სამსახურიდან დაითხოვონ ხალხი, რადგანაც ისინი პროდუქტიულობის კრიტერიუმებზე დამოკიდებულნი უნდა იყვნენ. ჩინეთმა ზონაში მოქმედ ფირმებს 100%-ით უცხოურ სკუტერებაზე დართეს ნება.
ჩინეთმა ამ ზონის შექმნით ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზაცია სცადა. ის ზონას ლაბორატორიის ასპექტში იყენებდა, სადაც განსხვავებული კანონები აამოქმედა. უფრო დიდი გამოცდილების მიუხედავად, ინდოეთმა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით ბევრი რამ ვერ მოახერხა. მან ექსპორტის მწარმოებელი ზონა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე – გუჯარათის სახელმწიფოში 1960-იან წლებში შექმნა, მაგრამ მისი წარმატების ხარისხის ასამაღლებლად არაფერი გაუკეთებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობდა ზონისა და დანარჩენი ინდოეთის დამაკავშირებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ასეთი ცივი დამოკიდებულება მომდევნო დეკადებშიც გაგრძელდა, ინდოეთმა კიდევ შექმნა დამატებითი ეკონომიკური ზონები, მაგრამ დიდ წარმატებას აქ ვერ მიაღწიეს. იელის პროფესორი განსაკუთრებული ზონების შემოღებაში ეკონომიკის განვითარების დიდ პერსპექტივას ახლაც ვერ ხედავს. ზონებმა ინდოეთში სოციალური უკურეაქციაც გამოიწვია, რადგან ინდოეთში მიწის არასაკმარისი რესურსია.
სხვა ქვეყნებში, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა დაუსახლებელ ადგილებზე შექმნეს, რის შედეგად გაჩნდა ინდუსტრიული პარკები და უდაბნო ახალმა ინფრასტრუქტურამ გაალამაზა. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა გახსნა რუსეთმაც, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად 1.5 მლრდ დოლარი უჯდება.
აქვს თუ არა ამ არანორმალურ ხარჯებს გამართლება? ჩინეთის შემთხვევაში მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ზრდის საქმეში. ზოგიერთი ქვეყანა ზონებს ინვესტიციების მოსაზიდად იყენებს, რათა ეკონომიკა გააძლიეროს.
პროფესორი სრინივასანი აცხადებს: “ყველამ ერთ რამეზე უნდა იფიქროს, მთავრობის მიზანი უნდა იყოს მთელი ქვეყანა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად გადააქციოს და არა რომელიმე შემოსაზღვრულ ადგილად.”