თანამედროვე რძის გადამამუშავებელი ქარხანა თერჯოლაში მომომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ყველს სთავაზობს

რედაქციისაგან

იმერეთი – 2007 წლის 5 ოქტომბერს USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულმა AgVANTAGE-ის პროექტმა და ადგილობრივმა კომპანია შპს “გეოლაკტემ” თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში თანამედროვე ყველის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა. გახსნას დაეწრნენ ჯონ ტეფტი – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველის წარმოებამ სახელმწიფო სექტორიდან მცირე ფერმერულ სექტორში გადაინაცვლა. ამ ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძე კი უმეტესად დაბალხარისხიანია, რაც არასასურველი სანიტარული პირობებით, წველისა და შენახვის არასათანდო მეთოდებით არის განპირობებული. დღეს იმერეთის რეგიონში რძეს ძირითადად მცირე ფერმერები აწარმოებენ, რომლებიც რძის დაახლოებით 70%-ს ყველის დასამზადებლად იყენებენ და შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ან თბილისში ყიდიან.
რეგიონში მერძევეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობმა პროექტმა AgVANTAGE-მა თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან “გეოლაკტე”, რომელსაც პროექტი AgVANTAGE-ი თანამედროვე ტექნიკის მქონე საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში დაეხმარა. საწარმოს ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ტონამდე ნედლი რძის გადამუშავება და 500კგ ყველის წარმოება შეუძლია. წლიურად მისი გაყიდვების მაჩვენებელი 0,5 მილიონი ლარია. საწარმო დაახლოებით 400-ზე მეტი რძის მწარმოებელი მცირე ფერმერისათვის სტაბილური შემოსავლების წყაროს და 30 მოსახლის პირდაპირ დასაქმებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას 100 საწარმოს განვითარების შესახებ. ქარხნის აშენებით ქვეყანაში ინდუსტრიული ყველის წარმოების პრეცენდენტი შეიქმნება, ადგილობრივი კომპანია კი ბაზარზე უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ყველის მომწოდებელი გახდება.
AgVANTAGE-ის მიზანს ასევე წარმოადგენს საშუალება მისცეს კომპანიას აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, როგორებიცაა ევროპული მყარი ყველები და სარფიანად გაყიდონ ისინი. წარმოების შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები “გეოლაკტეს” შესაძლებლობას მისცემს აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია და ჩაანაცვლის რუსეთიდან, უკრაინიდან და ევროპიდან იმპროტირებული მყარი ყველები.
USAID/AgVANTAGE-ის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რძის პროდუქტების წარმოების მთლიანი ჯაჭვი, თერჯოლის რაიონის 4 სოფელში აშენდა რძის შემგროვებელი ცენტრები (სვირი, სიქტავრა, საზანო, თელაფა), თითოეული აღიჭურვა სპეციალური გასაცივებელი ავზებით და ნედლი რძის შენახვისათვის აუცილებელი სხვა ლაბორატორიული დანადგარებით.
თანამედროვე რძის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა რაიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც გულისხმობს ფერმერების შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, მათ მიერ წარმოებული პროდუქტი კი წარმატებით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას.

NNN
USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. ამჟამად ფუნქციონირებს 20-ზე მეტი პროექტი, წელიწადში 44 მილიონიანი ბიუჯეტით. აღნიშნული პროექტები მოწოდებულია საქართველოს დასახმარებლად თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში. ეს ინიციატივები, ასევე აჩქარებენ ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების გაუმჯობესებას.USAID-ი უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტი ქვეყნისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს მისამართზე: http://georgia.usaid.gov.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial