რა ღირს თბილისელთა ავტოები?

ქეთი ბეჟიაშვილი

კაცობრიობა ვიდრე გადაადგილების საუკეთესო საშუალებას, ავტომანქანას, გამოიგონებდა, მრავალი წინა ეტაპი გაიარა. დღეს ავტომობილი ერთადერთი ყველაზე დიდი მოთხოვნილების საგანია, იმ საოცარ გამოგონებებს შორის, რითაც მეოცე საუკუნე ამაყობს. ვითარდება ტექნიკა, იზრდება მოთხოვნილებები, კომფორტის სურვილი და უსაფრთხოების გარანტიები… მსოფლიოში გამომგონებლები ყველა ღონეს ხმარობენ, უზარმაზარი საკონკურენციო ბაზრის პირობებში შექმნან უნივერსალური პლათფორმები, რომლის საფუძველზეც მაქსიმალური რაოდენობის, სხვადასხვა მოდელის მანქანების გამოშვება იქნება შესაძლებელი, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

თითქმის ყველა საერთაშორისო სალონებში სხვადასხვა ავტოგაერთიანებები საზოგადოებას აცნობენ რევოლუციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მიმართულია მგზავრის უსაფრთხოების გასაზრდელად, აგრეთვე ძრავების ეკონომიურობისა და აეროდინამიკის მახასიათებლობის დემონსტრირებას აწყობენ. დღეს გამომგონებლები ისეთი დიდი სისწრაფით მიიწევენ წინ, რომ მალე დადგება დრო, როდესაც მძღოლი გადაიქცევა მგზავრად და მართვის პროცესს მანქანა თავის თავზე აიღებს. წინა წელს მსოფლიო ბაზრების არასტაბილურად

განვითარებამ, გაძლიერებულმა კონკურენციამ ავტომანქანების ტრადიციულ ბაზრებზე განსაზღვრული მოთხოვნილება შეცვალა, რამაც ავტომობილების მწარმოებლების დიდი დანაკარგები და გამოშვების დონის დაწევა გამოიწვია. Dდღეს მსოფლიოშიMმთავარი საავტომობილო ბაზრები, რომლებიც მდებარეობენ სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, დიდ დანაკარგებს განიცდიან. Mმაგრამ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჯერ გასავითარებელი მოვლენების განვითარების მთელი სპექტრი არ ჩანს, რადგან ტრადიციული ბაზრები საქონლით სავსე აღმოჩნდნენ. მაგრამ იმ ქვეყნების მცხოვრებლები, სადაც მანქანებზე მოთხოვნილება შენარჩუნებულია, მზად არ არიან, შეისყიდონ ძვირად ღირებული მანქანები. ექსპერტების აზრით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მსოფლიო ბაზრებზე მთავარი მიმართულება მანქანებზე თვითღირებულების დაკლება იქნება, რაც მსოფლიო ავტოწარმოების გაფართოებას გამოიწვევს.Eეს პროცესი გამოწვეულია იმით, რომ ავტოწარმოებიდან შემოსული თანხების მოცულობის ზომა შენარჩუნებულ იქნას, მაშინ, როდესაც ტრადიციული ბაზრები დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა.

ამ ფონზე კი, ახლადჩამოყალიბებული მსოფლიო ბაზრების შექმნის ტემპები ძალიან მაღალია, მიმდინარეობს ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება და წინა წლების ინვესტიციების ბაზაზე მაღლდება წარმოება. Dდღეისთვის აზიის ბაზრებზე დილერების კოლოსალური წინსვლა შეიმჩნევა. გათვლების თანახმად, აზიის ბაზრების მოცულობა 2006 წლისთვის 30-45%-ით უნდა გაიზარდოს. ექსპერტების აზრით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების ბაზრების მოცულობა და ეკონომიკური პოტენციალი შეუდარებელია. მათი გათვლებით, აზია-წყნარი ოკეანის ბაზარი ექვსი-შვიდი წლის შემდეგ თავის თავზე აიღებს მთელი მსოფლიოს ავტომობილების წარმოების მესამედს. ავტომწარმოებლების ბედი კი დამოკიდებული იქნება იმ ფაქტზე, თუ რამდენად შეძლებს იგი ამ ბაზრებზე ძლიერად დამკვიდრებას.

2003 წლისთვის ექსპერტები, აზიის საავტომობილო ბაზრისგან განსხვავებით, ამერიკის ბაზრებს 2000 წლის მონაცემებთან შედარებით, გასაღების ტემპის 20%-იან ვარდნას უწინასწარმეტყველებენ. B

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მსოფლიო მანქანების წარმოების გაზრდილი ტემპი დიდ იმედს იძლეოდა, როგორც ავტომწარმოებლებისთვის, ასევე ავტომანქანებით მოვაჭრეებისთვის. Gგასულმა წელმა აჩვენა, რომ ბევრი ავტომწარმოებლის მიერ ნაწარმოებმა პროდუქციის გამოშვების ოდენობამ მკვეთრად დაიწია.

General Motors-ის კონცერნის მფლობელობაში მყოფი ყველა ფირმის მანქანების გამოშვება შემცირდა. მათ შორის, გამონაკლისია მხოლოდ ჩადილლაც და ჩჰევროლეტ. კონცერნში გაერთიანებული ფირმების ავტომობილების გამოშვება 64 ათასით შემცირდა. იგივე სურათი გვაქვს ამერიკული კონცერნის გაერთიანებაშიც, რომლის სახელია Dაიმლერცჩჰრყსლერ. მთლიანობაში, მისმა საოპერაციო მოგებამ 90%-ით დაიწია, რამაც 500 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეს ციფრი 2,2-2,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

მანქანებზე დაბალი მოთხოვნილების პრობლემა ევროპელ ავტომწარმოებლებსაც შეეხოთ.
2000 წელს მთელ მსოფლიოში 55 მილიონი მანქანა გაიყიდა. თუ დავუჯერებთ ანალიტიკოსების წინასწარ გათვლებს, 2008 წლისთვის ავტომანქანების მსოფლიო გამოშვება წელიწადში 62 მილიონით უნდა გაიზარდოს. იმ კომპანიებს კი, რომლებიც შეძლებენ მსოფლიო ბაზარზე თავიანთი პოზიციების გამაგრებას, სერიოზული წინ სვლა ელოდებათ და, რა თქმა უნდა, დასახული მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

საინტერესოა, როგორი კლიმატია საქართველოს ავტობაზარზე, შემცირდა თუ არა მოთხოვნილებები ავტომობილებზე, რამდენად კარგი ბიზნესია მანქანებით ვაჭრობა და დღეს რა ტიპის ავტომანქანებს ითვისებს ქართული ბაზარი. საქართველოში ავტომანქანებზე მოთხოვნილების პროცენტულობის დასადგენად, არ დაგვჭირდება ექსპერტებისთვის მიმართვა. ამის ნათელი სურათი ავტომანქანებით გადაჭედილი ჩვენი ქუჩებია. რაც შეეხება ქართველების გემოვნებას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეს მაინც მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი – ქართველებს, როგორც ჩანს, უმეტეს შემთხვევაში, ურჩევნიათ 10-12 წლის წინ გამოშვებული “ინამარკები” შეისყიდონ, ვიდრე, თუნდაც იგივე ფასად, რუსეთის ახალი წარმოების ავტომობილები. ეს, ალბათ, უფრო ქართული ხასიათით აიხსნება, რადგან ჩვენში პრესტიჟული ფირმების მიერ ნაწარმოები მანქანების ყოლა საამაყოა… საინტერესოა, ქართველი მომხმარებელი ავტომანქანებს რა კრიტერიუმებით ირჩევს. გარდა იმისა, რომ მათ პრესტიჟული ფირმები უშვებენ, საინტერესოა, რა თანხების ფარგლებში არის შესაძლებელი ჩვენი საზოგადოებისთვის ავტომანქანების შესყიდვა. ამ საკითხებში გასარკვევად თბილისის ავტომანქანების ბაზარს ვესტუმრეთ, სადაც გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, მართლაც, რომ დიდი არჩევანია.

გურამ სორმოვა. მანქანების ბაზრობის თანამშრომელი – “თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნილება შემდეგ მანქანებზეა: – Opel Vectra, BMW, Mercedes-Bეenz.

ამ მანქანების მიმართ ქართველების დაინტერესება იმით აიხსნება, რომ მათი შენახვა იაფი ჯდება, რადგანაც ისინი ეკონომიურობით გამოირჩევიან, ხოლო რაც შეეხება მერსედესის ფირმის ავტომობილებს, საქართველოში დიდი პრესტიჟით სარგებლობს.

თბილისის ბაზარზე მანქანები შემოდის, როგორც ევროპიდან, ასევე რუსეთიდან. აქ თითქმის ყველა მარკის ავტომობილს შეხვდებით, მაგრამ ძირითადი მოთხოვნილება ზემოთ აღნიშნულ მანქანებზეა.

ბაზარზე მანქანების წლოვანების ხანგრძლივობა თორმეტი წლიდან იწყება. მაგალითად, Vectra-ას საწყისი ფასი 2500 დოლარიდან 5000 დოლარამდეა: ეს, რაც პირველ მოდელს შეეხება, რომელიც 1988 წლიდან გამოდის. ახალი მოდელი კი 8 ათას დოლარად იყიდება.

ჩვენთან საშუალო მოთხოვნილება იმ ავტომობილებზეა, რომელთა ღირებულებაც 2500-4500 დოლარებში მერყეობს.
ძვირად ღირებული მანქანები პროცენტულად ცოტა იყიდება. ამ კატეგორიის ავტომანქანებიდან შემოდისMერსედეს-Bენზ, BMჭ, ჟEEP. თბილისში ძვირად ღირებულად 1993 წლის ზემოთ გამოშვებული მანქანები ითვლება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელმოკლეობის გამო მათ ვერ იძენს”.

შალვა სურმავა. ბაზრობის თანამშრომელი – “ყველაზე დიდი მოთხოვნილება იმ მანქანებზეა, რომლებიც ეკონომიურად ხარჯავენ ბენზინს და მათი ნაწილების შესყიდვა თბილისში იაფი ჯდება. ასეთებია: Ford-Sierra, Opel. ძვირად ღირებული მანქანების მყიდველი მხოლოდ ოთხი-ხუთი პროცენტია.

ჩვენთან, ძირითადად, შაბათ-კვირას ხდება მაქანების გაყიდვა და საშუალოდ, 14-15 მანქანა იყიდება. 1994-95 წლებში მანქანებზე მოთხოვნილება პროცენტულად უფრო მაღალი იყო, შემდეგ კი შემცირდა. დღეისთვის მანქანები Dდიდი რაოდენობით აღარ შემოჰყავთ, რადგან მყიდველთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და, აქედან გამომდინარე, ბევრმა ავტომოვაჭრემ ამ ბიზნესს თავი გაანება”.

ამჟამად, საქართველოში ძვირადღირებული მანქანები დიდი რაოდენობით არ იყიდება. თბილისის ბაზარზე, მსოფლიო ბაზრების მსგავსად, უკვე რამდენიმე წელია, რაც მანქანებზე მოთხოვნილებამ დაიწია. საქართველოს მანქანების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის მიზეზები და პრობლემები ბევრად განსხვავდება მსოფლიო ბაზარზე შექმნილი პრობლემებისგან. მათ შორის, პირველი და მთავარი მოსახლეობის 50 პროცენტის უმუშევრობა და მომუშავეთა რიცხვის დაბალხელფასიანობაა. ამ ფონზე, მოსახლეობის დიდ ნაწილი მაინც ფლობს მანქანას და მათ ამ კომფორტის გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ არსებობა. საქართველოში შემოყვანილი მანქანების 95 პროცენტი ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. გამონაკლისს კი წარმოადგენს მოსახლეობის ის ელიტარული ფენა, რომელიც უპრობლემოდ ყიდულობს და ხშირად იცვლის ძვირად ღირებულ მანქანებს. ალბათ, საინტერესოა, რა მარკის მანქანებით მოძრაობს ქართული ელიტა და რა კრიტერიუმებით ირჩევს მანქანებს…

იმის გასარკვევად, თუ როგორი გემოვნება აქვთ ჩვენს პოლიტიკოსებს, საჭიროა, გავისეირნოთ პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სამინისტროების, კაზინოებისა და ბარ-რესტორნების მიმდებარე ტერიტორიებზე. იქ თავს ნამდვილად საგამოფენო მოედნებზე იგრძნობთ და შეიძლება გაგახსენდეთ ჩვენი მრავალჯერ სეკვესტრირებული სახელმწიფო ბიუჯეტი და მრავალი თვის გაუცემელი ხელფასი…

საინტერესოა, თანამდებობის პირები რა თვისებებით აფასებენ მანქანებს. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძე ორ პირობას უყენებს ავტომანქანას: სისწრაფესა და ლავირების უნარს… პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე კი იმ მანქანებს ვერ იძენს, რომლებიც მისთვის მოსაწონია. იგი, პირველ რიგში, მანქანებს მათი ეკონომიურობითა და ამტანიანობით აფასებს, რაც, მისი აზრით, საქართველოს პირობებში, აუცილებელად გასათვალისწინებელია. აგრეთვე მანქანის ღირებულება არ უნდა იყოს მაღალი. მას დღეისთვის თერთმეტი წლის რუსული წარმოების ვაზ-2106 ჰყავს. პარლამენტარი, თედო პაატაშვილი უპირატესობას გერმანული წარმოების ავტომანქანებს ანიჭებს და მათ აფასებს გამძლეობის, დიზაინის, ფორმისა და კარგი მანევრირების შესაძლებლობებით. საქართველოში გზებთან არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ბ-ნ თედოს საკუთრებაში ჰყავს სამხრეთ კორეული წარმოების Galloper-ი. ხოლო პარლამენტის სპიკერს, გიგი წერეთელს კომფორტული ავტომანქანები მოსწონს. მაგალითად, ისეთები როგორებიცაა: Mercedes-Benz და Audi. მისთვის მთავარია კომფორტი და უსაფრთხოება. იგი დღეისთვის რუსული წარმოების ნივას მართავს, რაც საქართველოში გზებთან არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამერიკელები უფრო ხშირად ირჩევენ დიდ კრაისლერებს, ფორდებს და ქართველებივით მეტ-ნაკლებად ეკონომიურ მანქანებს, როგორც ევროპული, ასევე იაპონური წარმოშობისას.

ევროპელების გარკვეული ნაწილი ნოსტალგიით აღივსნენ. სკანდინავიის თითქმის ყველა მცხოვრები, ველოსიპედებზე გადასხდა, რითაც ავტოკომპანიებს თავსატეხი გაუჩინეს. ავტომწარმოებლები იმაზე ფიქრით იმტვრევენ თავს, თუ როგორ დააინტერესონ მოსახლეობა ავტომანქანებით.

ასეთი პრობლემა საქართველოში, ალბათ, არასოდეს დადგება. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ქართველები არც საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაზე იფიქრებენ და სამსახურებს ველოსიპედებით არ მიაშურებენ, არც ეკოლოგიური პრობლემები შეაწუხებთ და, რა თქმა უნდა, კომფორტისთვის ფინანსებს არასოდეს დაინანებენ. როგორც ჩანს, საქართველოს მანქანების ბაზარი თუ ძნელად ითვისებს ძვირად ღირებულ პროდუქციას, სამაგიეროდ, საშუალო ფენისთვის განკუთვნილი კომფორტული საქონელის მოპოვების პრობლემა არა აქვს, რაც ასე ძლიერ მოგვწონს ქართველებს.

გიხაროდეთ ავტომოვაჭრეებო! საქართველოში არასოდეს შეიცვლება ავტობიზნესი ველობიზნესით, თუ მტკიცედ არ დაგვაჯერეს ევროპელობაში და ჩვენი ფესვები სკანდინავიაში არ აღმოაჩინეს.