ჭორი და სიმართლე მადნეულის შესახებ

რედაქციისაგან

ადგილმდებარეობა – დაბა კაზრეთი
სალიცენზიო ზონა საქართველოში – 1 882 კვმ
მადნის ტიპები – ოქრო, სპილენძი, სპილენძი-თუთია, კვარციტები
პროდუქტი – სპილენძის კონცენტრანტი და ცემენტირებული კონცენტრანტი
2005 წელს კომპანია “მადნეულის” პრივატიზების შემდეგ ყველა სამთო-გეოლოგიური აქტივის კონსოლიდაცია ჯგუფ GeoPromining-ში მოხდა, მასში გაერთიანდა კომპანია “მადნეულის” ჯგუფში შემავალი ყველა სამთო-მომპოვებელი და გეოლოგიური კომპანია. კომპანია მადნეული GეოPრომინინგ-ის ჯგუფში 98.2%-ით შედის, კომპანია “მადნეული” ფლობს კომპანია “კვარციტის” 50%-ს, “ჯეოპრომაინინგი” კი – 50%-ს. “ტრანსჯეორჯიან რესოურსის” კომპანიის აქტივებსაც “ჯეოპრომაინინგი” ფლობს. კომპანია ძირითადად ოქროსა და ვერცხლის შემცველ სპილენძის კონცენტრანტს აწარმოებს და იქ 1500 ადამიანია დასაქმებული. შემდეგი კომპანიაა “კვარციტი”, ჯგუფი GeoPromining-ი 100%-ით ფლობს კომპანია “კვარციტს”, რომელიც ოქროსა და ვერცხლის შემცველ ფეროშენადნობებს აწარმოებს და 405 ადამიანი დაასაქმა. სკანდალურად ცნობილ ოქროს საბადოს რაც შეეხება, კომპანია AGღჩ-ი სომხეთში მდებარეობს, ის ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს, იქ სამთო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მფლობელები 30-40 უნცია ოქროს მიღებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. კომპანია “მადნეულის” პრეზიდენტი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ საბადო ყარაბახში არ მდებარეობს და ამიტომ მისი შესყიდვა მორალურად გამართლებულია. საბადო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე მსხვილია და ოქროს რაოდენობითა და მადანში ოქროს შემცველობით უნიკალურია. ჯგუფი GეოPრომინინგ-ი მისი აქციების 100% ფლობს. მომდევნო კომპანია AGARAK-ი სომხეთში მდებარეობს, იგი ძლიერი კომპანიაა და დაახლოებით 30 000 ტონა სპილენძის და 700-800 ტონა მოლიბდენის კონცენტრანტს აწარმოებს, იქ 1400 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ 2007 წელს რუსეთში შეიძინა დამატებითი აქტივი კომპანია “ზვეზდა სურივახ სურმა”. სურმა ძვირადღირებული იშვიათი მეტალია, რომელიც მოლიბდენის მსგავსად მეტალურგიაში შენარევად გამოიყენება. ჯგუფი შუა აზიაში ანალოგიური საწარმოს შეძენას აპირებს, რის შემდეგაც ის ამ პროდუქტის მსოფლიო წარმოების 18%-ის მფლობელი გახდება. “ჯეოპრომაინინგი” ყველა აღნიშნული კომპანიის მფლობელია. კომპანია “მადნეული” კი რამდენიმე აქტივს ფლობს, რამდენიმე მათგანი კი სომხეთში მდებარეობს. კომპანია “მადნეულს” სალიცენზიო ზონები აქვს ანკავანში, სადაც სპილენძ-მოლიბდენის საბადო მდებარეობს. იქ ოქროს, მოლიბდენისა და სპილენძის მაღალი შემცველობაა, კომპანია “მადნეული” ფლობს გვაძურის სპილენძისა და თუთიის საბადოს.
2006-2007 წლებში კომპანიებმა “მადნეულმა” და “კვარციტმა” საქართველოს ბიუჯეტში 160 მლნ ლარი შეიტანა. 2006-2007 წლებში მთლიანი ექსპორტის 15% კომპანია “მადნეულზე” მოდის.
კომპანია “გოლდერსი” “მადნეულისა” და “კვარციტის” ეკოლოგიურ აუდიტს ახორციელებს. 2007 წლის 3 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და კომპანია “მადნეულს” შორის შედგა მემორანდუმი. კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მალე კომპანიას საქართველოში ყველაზე ეკოლოლოგიურად სუფთა საწარმოს სტატუსზე ექნება პრეტენზია. კომპანია სოციალურ პროექტებზე დიდ თანხებს ხარჯავს.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial