აღმავალი ტრენდი ფინანსურ ბაზრებზე

ევროპული ბირჟები დღეს ზრდის ტენდენციით გაიხსნა, რისი ძირითადი მიზეზიც ინვესტორების მზარდი ოპტიმიზმია ეკონომიკური ზრდის ტემპების მიმართ. განსაკუთრებული გამოცოცხლებაა ლითონების ბაზარზე, ამის პარალელურად ნავთობის ფასი 53 აშშ დოლარს ჩამოსცდა, ასევე განაგრძობს შემცირებას ოქროს ფასი.

მას შემდეგ რაც S&P 500 ინდექსი 2015 წლის ივნისის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზე დაიხურა, აქციების ბაზარი გაჯანსაღდა ყველგან ტოკიოდან დაწყებული ლონდონით დამთავრებული.

S&P 500 ინდექსი (25/01/2015-25/01/2017)

1

ინვესტორები უფრო ოპტიმისტი ხდებიან, ამას განაპირობებს მსხვილი კომპანიების 2017 წლის შემოსავლების ზრდის პროგნოზებიც. კარგი სიახლეებია იაპონიიდან, სადაც ექსპორტის შემცირების 14 თვიანი ტრენდი დასრულდა, რისი ძირითადი მიზეზიც ჩინეთის მხრიდან ტვირთებზე მოთხოვნის ზრდა იყო. ბაზრის მონაწილეებისთვის კარგი სიგნალი იყო ასევე ტრამპის სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით ავტომწარმოებლებისთვის გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, რამაც აშშ-ში ახალი ქარხნებისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

„ის ფაქტი, რომ აშშ-ს ეკონომიკა არის ძლიერი, არის დადებითი სიგნალი გლობალური ეკონომიკისთვის. ამ მომენტისათვის კი ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი მართლაც რაღაც ახალის გაკეთებას გეგმავს“ – ამბობს Chihiro Ohta, ტოკიოში არსებული ანალიტიკური კომპანია SMBC Nikko Securities-ის ანალიტიკოსი.

აქციების მდგომარეობა 25 იანვარს, ბირჟების გახსნის დროს:

    Stoxx Europe 600 Index 25 იანვრისთვის 1%-ით გაიზრდა. MSCI All-Country World Index – 0.2%-ით, ფიუჩერსები S&P 500 ინდექსში – 0.3%-ით.
    MSCI Asian Pacific Index გაიზარდა 0.4%-ით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 29 სექტემბრის მერე.
    იაპონიის Topix ინდექსი გაიზრდა 1.1%-ით, რაც ძირითადად საექსპორტო მაჩვენებლის გაუმჯობესებითაა გამოწვეული.
    Hong Kong’s Hang Seng Index გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო Shanghai Composite Index – 0.2%-ით.
    ინდოეთის Sensex გაიზარდა 0.6%-ით.

Dow Jones Industrial Avarege (30/12/2016-25/01/2017)
Dow Jones

NASDAQ Composite Index (30/12/2016-25/01/2017)
NASDAQ

Euro Stoxx (30/12/2016-25/01/2017)
EURO

Hong Kong Hang Seng Index (30/12/2016-25/01/2017)
Kong Kong

Nikkei Index (30/12/2016-25/01/2017)
Nikkei

წყარო: Bloomberg Lab TSU

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial