საბაჟოს ინფორმაციული მომსახურების საკითხისათვის

რუსუდან სეთურიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი

საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილება საბაჟო კანონების და ნორმატიული აქტების მუდმივობის შემთხვევაში დამოკიდებულია ექსპორტ-იმპორტის მოცულობაზე, საბაჟოში ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსზე.

2002-2007 წლებში საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის მიერ გატარებული საკადრო, საკანონმდებლო, ორგანიზაციული და სხვა ღონისძიებების შედეგად საბიუჯეტო შემოსავლებში განუხრელად იზრდებოდა საბაჟო გადასახადით მიღებული შემოსავლის წილი.
საბიუჯეტო შემოსავლებში საბაჟო შემოსავლების ზრდის საშუალო ტემპმა შეადგინა. შემოსავლების ზრდის საშუალო და ცვლილების რK ტემპები შესაბამისად შეადგენდა:

საბაჟო დინამიკურად განვითარებადი სისტემაა. ეს პირველ რიგში აისახება საბაჟოს ორგანიზაციული, ფუნქციონალური, ინფორმაციული სტრუქტურებისა და მეთოდიკების ცვლილების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში ადგილი აქვს მართვის ორ ან სამ საფეხურიან იერარქიულ სტრუქტურას, რომლის ცვლილება ძირითადად იწვევს მართვის პროცესში გადასაწყვეტი ამოცანების სივრცეში და დროში გადაადგილებას, ახალი ამოცანების წარმოქმნას, არსებულის მოდიფიკაციას ან ზოგიერთი ამოცანის გაუქმებას.
1996 წელს საბაჟოს სტრუქტურაში შეიქმნა საბაჟო საკითხებზე ინფორმირებისა და კონსულტაციების გაწევის მუშაჯგუფები. დამტკიცდა შესაბამისი დებულება. დებულებით განისაზღვრა ამოცანათა არეალი, რომელთა მიმართ კონსულტაცია უნდა გაწეულიყო. საკონსულტაციო მუშაჯგუფებს შეეძლოთ მიეცათ ამომწურავი ინფორმაცია საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ აქტებსა და საკითხებზე, როგორიცაა: საბაჟო ღირებულების, მოსაკრებლების და სხვა სახის გაანგარიშებები, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევა და სხვა. მორიგი სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ეს სტრუქტურა გაუქმდა და, მართალია, ფუნქციონირებს ე.წ. “ცხელი ხაზი”, მაგრამ ფაქტიურად ეს ფუნქცია დღეისთვის გადაეცა საბაჟო ბროკერებს.
ჩვენი ემპირიული დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეკითხვათა რაოდენობა და შესაბამისად საბაჟო-საკონსულტაციო სისტემის ინფორმაციული დატვირთვა წრფივი ფუნქციაა:
სადაც,X1- ექსპორტ-იმპორტის მოცულობაა; X2 – მოცემული დასახელების საქონლის ექსპორტ/იმპორტის სიხშირე წელიწადში; X3- ექსპორტიორ/იმპორტიორთა რაოდენობა;X4 – საბაჟო კანონმდებლობის, წესების ცვლილების სიხშირე.
Y ფუნქციიის კონკრეტული ანალიტიკური სახე დამოკიდებულია საქონლის ჯგუფის დასახელებაზე.
იმპორტის მოცულობის, სიხშირის, იმპორტიორთა რაოდენობის და შეკითხვების რაოდენობის ცვლილების ტემპი %-ში 1998-2008 წწ. მოცემულია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1 შედგენილია საბაჟოს მონაცემების და ჩვენი სტატისტიკური დაკვირვებების შედეგების დამუშავებით. ცხრილ 1-ში მოტანილი ფაქტიური და პროგნოზირებული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეისთვის აქტუალურია საბაჟო სტრუქტურაში ისეთი ერთეულის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველადაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის, საქონლის გაფორმების წესების, გადასახადების ტარიფების, პრეფენეციების და სხვათა შესახებ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს აინტერესებთ არა მარტო ინფორმაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და წესების შესახებ, არამედ სურთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებში საქონლის შეძენის, მისი გადაადგილების, საბაჟო ტარიფების და სხვათა შესახებ. ამ ამოცანების შინაარსი, ალგორითმულ-პროგრამული რეალიზაციის მეთოდოლოგია და მეთოდიკა არ არის დამოკიდებული საბაჟოს ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. ისინი ქმნიან საკონსულტაციო ამოცანათა ბირთვს, რომელთა ერთობლიობა ქმნის საბაჟოს საკონსულტაციო სისტემას.
საინტერესოა აღნიშნოს, რომ ხშირად ოფიციალური სახელმწიფო საბაჟოს სტრუქტურების გარდა დაინტერესებულ პირებს საკონსულტაციო მომსახურებას კერძო ფირმებიც სთავაზობენ. ზოგიერთი ფირმა კლიენტს დამატებით სთავაზობს კომერციული პარტნიორის მოძებნასაც, აუტსორსინგულ მომსახურებას და სხვა.
აუტსორსინგი განვითარებულია ძირითადად ეკონომიკის, იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა სფროებში: მენეჯმენტი, ინვესტიციური მენეჯმენტი, აუდიტი, საფონდო კონსალტინგი, ხარისხის მართვა, ინფორმაციული-ტექნოლოგიური მომსახურება: საოფისე დოკუმენტაციის ბრუნვის ავტომატიზაცია, ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა, ინტერნეტ-რესურსების გამოყენება, ჭებ-სერვერის დაყენება და ჭებ-საიტის შექმნა და სხვა.
საბაჟოს ინფორმაციული-ტექნოლოგიური აუტსორსინგის მიზანია განხორციელებულ იქნას საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმება, სხვადასხვა სახის სატრანსპორტი საშუალებებით საქონლის შემოტანა ან გატანა საქართველოს ყველა რეგიონიდან, საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება, დოკუმენტაციის ჩაბარების ორგანიზაცია, საბაჟოს ტერმინალში ტვირთების შენახვის ორგანიზაცია, საბაჟოს ორგანოში კლიენტის ინტერსების წარმდგინება და დაცვა კანონის შესაბამისად.
აუტსორსინგი საშუალებას აძლევს კლიენტ-დამკვეთს შეუმციროს დანახარჯები და დრო. აუტსორსერი კომპანია მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებს სამუშაოს, დაქირავებული ჰყავს ამ სამუშაოს შესასრულებლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
აუტსორსერი კომპანია ვალდებულებას იღებს (საბაჟოში წარსადგენი) საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმებაზე. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კლიენტის ტვირთების გაჩერებას საქართველოში არსებულ საბაჟო ტერმინალში, აგრეთვე თუ კლიენტი ალკოჰოლური სასმელების შემომტანია, უზრუნველყოს იგი სააქციზო მარკებით.
თუ საჭირო ხდება ტვირთების ერთი ტერმინალიდან მეორე ტერმინალზე გადატანა, მაშინ აუტსორსერი იღებს ვალდებულებას, რომ ტვირთი უმოკლეს ვადებში გადაიტანონ. ასევე საჭიროების შემთხვევაში ახდენს პარტიის გადამოწმებას; ტვირთების აწონვას და ფოტოგადაღებას; აუცილებელი საბაჟო და სატრანსპორტო დოკუმენტების გაფორმებას; დამატებითი სერტიფიკატების აღებას; ტვირთის თანხმლებ დოკუმენტაციაში დამატებითი საბუთების გამოგზავნის უზრუნველყოფას და სხვა დამატებითი ოპერაციების ჩატარებას, რომელსაც მოითხოვს საქართველოს საბაჟოს კანონმდებლობა.
აუტსორსული კოპანიის არსებობა ამაღლებს საბაჟო ოპერაციების ინფორმაციული მომსახურების ხარისხს, აჩქარებს საბაჟო ოპერაციებს, ზრდის მომსახურების ხარისხს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მინიმუმადე დაყავს ან იდეალურ პირობებში სპობს კორუფციას.
აუტოსოსერმა სახლმწიფო ინტერესების დამცველის და საკონტროლო ორგანოების დამხმარეს როლი უნდა შეასრულოს. მან ჩანასახისთანავე უნდა აღმოაჩინოს და დაბლოკოს კლიენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედებების მცდელობა. ამ მიზნით საჭიროა აუტსორსერმა შეისწავლოს კლიენტის ფინანსური მდგომარეობა და მისი რეპუტაცია ფინანსურ წრეებში, გაანალიზოს, განახორციელოს მოდელირება და გარკვეული ალბათობით განსაზღვროს კლიენტის მიერ საბაჟი კანონების დარღვევის მცდელობა. აუტსორსერის წინაშე დასმული მრავალი ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ლოგიკურ-ალბათური მოდელირების მეთოდის საფუძველზე ჩვენს მიერ შემუშავებული ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელების გამოყენებით მაგალითად, აუტსორსერმა შეიძლება მოახდინოს საბაჟო სტრუქტურაში კორუფციის დონის რისკის დადგენა.
ვთქვათ, X1 და X2 საბაჟოს თანამშრომელი იბარებს დოკუმენტაციას, X3 და X4 ამოწმებს მათი გაფორმების სისწორეს, X5 შეყავს მონაცემები კომპიუტერზე, ხოლო X6 ხელმძღვანელია და დაუშვათ, რომ გარკვეული უმცირესი ერთნაირი ალბათობით ყველა იღებს ქრთამს.
მოდელირების შედეგად მივიღებთ, რომ საერთო რისკის ალბათობა იქნება 0,05774492, ანუ რისკის ალბათობაა 5 %.
ალბათობა იმის, რომ ყველა რისკ-ფაქტორი ერთდროულად იმოქმედებს მცირეა: Pt{A(m=0, k=6}=0.00000026, ალბათობა იმისა, რომ არანაირ რისკ-ფაქტორი არ იმოქმედებს სისტემაზე: Pt{A(m=6, k=0}=0.60635501, ხოლო ალბათობა იმის, რომ ერთი რისკ-ფაქტორი მაინც იმოქმედებს სისტემაზე Pt{A(m=5, k=1}=0.05272652.
სხვადასხვა დაშვებების შემთხვევაში მივიღებთ კორუფციის რისკის ალბათობის განსხვავებულ მნიშვნელობას, მაგალითად, აღებული იქნა იდეალური ვარიანტი, როცა კორუფცია მინიმალურია.
რეალური მონაცემების ხარისხობრივი ანალიზის შედეგად დაშვებების სისწორე გარკვეული სტატისტიკურ მონაცემებზე იქნება დაყრდობილი, მაშინ ლოგიკურ-ალბათური მოდელით შეგვიძლია გავაკეთოთ საბაჟოზე კორუფციის ალბათობის რისკის ანალიზი და პროგნოზი, რომელიც მნიშველოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე აუტსორსერი კომპანიისთვის. თუ საბაჟო სტრუქტურაში კორუფციის დონე დაბალია, მაშინ შესაბამისად აუტსორინგული მომსახურეობა მიზანშეწონილი და აქტუალურია.