საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მისი განვითარების პერსპექტივები

ლ. ქოქიაური, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რ. მემარნიშვილი, თსუ ბაკალავრი გ. უბირია, თსუ ბაკალავრი

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ, ფინანსური გლობალიზაციის მასშტაბების ზრდამ, კონკურენციული გარემოს გაფართოებამ და დახვეწამ დღესდღეისობით ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო გახდა მეტი ნოვაციებისა და რეფორმების დანერგვა-განხორციელება.

ინვესტიციების შემოდინება და მათი ეფექტიანად წარმართვა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების არსებითი მაჩვენებელია და თუ ქართველ ექსპერტებს ვენდობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში “ინვესტიციური შიმშილი” შეინიშნება.
ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ რამდენად არის გამოსავალი და ერონული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფალი ინდუსტრიული და ზოგადად ეკონომიკური ზონების შექმნა არსებულ პირობებში. ამისთვის გამოვიყენებთ არსებულ მონაცემებს, გავაანალიზებთ ე.წ. შჭOთ-ს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე.
ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო გამოცდილება, თიზ-ის შესახებ საქართველოს კანონის ასპექტები, რეგიონის განვითარების პერსპექტივები და მთელი რიგი ფაქტორები.
ხელისუფლების მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფოთში 450-მდე მსხვილი საწარმო დარეგისტრირდება და შეიქმნება დაახლოებით 20 ათასი სამუშაო ადგილი. უახლოესი 5 წლის განმავლობაში მოზიდული იქნება 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, ხოლო ახალი პორტის ტვირთბრუნვა 21 მილიონი ტონით განისაზღვრება. ამ პროგნოზების გამართლების შემთხვევაში თიზ-ის პროექტი ერთი შეხედვით მხოლოდ დადებით ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ არსებობს ამ პროექტის მთელი რიგი უარყოფითი მხარეები და რისკ-ფაქტორები და საშიშრობების კომპლექსი.
და ბოლოს, მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა როლს ითამაშებს ფოთის თავისუფალი ინდუტრიული ზონა საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეფექტურად გადაწყვეტისთვის და რა წვლილს შეიტანს იგი საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაში.
1. საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბებისა და განვითარების პერსპექტივები; მსოფლიო გამოცდილება
მსოფლიოში 3000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონა არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ინდუსტრიული, პროგრამული უზრუნველყოფის, ინდუსტრიული ტექნოლოგიების, ტურისტული, ლოგისტიკური და საფინანსო სერვისცენტრები, თუმცა ამ ზონებს შორის რეალურად მხოლოდ 20 პროცენტია წარმატებული.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების კლასიფიკაცია მათი სპეციალიზაციის ნიშნით ზონების შემდეგ ძირითად სახეობებს განსაზღვრავს: საბაჟოს, სავაჭროს, სამრეწველო-საწარმოოს, სამეცნიერო-ტექნიკურსა და სერვისულს.
სამრეწველო-საწარმოო ზონები საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით იქმნება. ასეთ ზონებში რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტები მნიშვნელოვანი საგადასახადო და სხვა შეღავათებით სარგებლობენ. გარდა ამისა, ასეთ ზონებში საწარმოების რეგისტრაციის, ინვესტირების, მოგების რეპატრიაციის, უცხოელ ფიზიკურ პირთა ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების გამარტივებული ადმინისტრაციული წესები მოქმედებს.
კონცეპტუალური თვალსაზრისით ზონის ორ სახეობას განასხვავებენ. ერთი მათგანი ტერიტორიულ მიდგომას ეყრდნობა და მკაფიოდ განსაზღვრულ ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც ზონის ყველა რეზიდენტზე ზონაში დადგენილი ეკონომიკური საქმიანობის შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება. მეორე კონცეპტუალური მიდგომა ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს და წარმოადგენს შეღავათიან რეჟიმს, რომელიც გარკვეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობის მიმართ გამოიყენება იმის მიუხედავად, თუ ეკონომიკური აგენტი, რომელიც ამ სახეობის საქმიანობას ეწევა, ქვეყნის რომელ ნაწილში მდებარეობს.
თითქმის ყველა ტიპის ზონისათვის შემდეგი შეღავათებისა და გამარტივებული მექანიზმების მოქმედებაა დამახასიათებელი:
საგარეო სავაჭრო შეღავათები, რომლებიც საბაჟო-სატარიფო ლიბერალიზაციას (საბაჟო გადასახადების შემცირება ან მოხსნა, ექსპორტ-იმპორტზე დღგ-სა და აქციზის შეღავათიანი სისტემის დაწესება და სხვ.) და არასატარიფო შეზღუდვების (ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა, კვოტირება, ლიცენზირება, რეგისტრირება) არარსებობას ეფუძვნება;
ფისკალური შეღავათები, რომლებიც პირდაპირი გადასახადების ლიბერალური სისტემის არსებობასთანაა დაკავშირებული;
საფინანსო შეღავათები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის სუბსიდიებს, შეღავათიან საკრედიტო სისტემას, მიწითა და შენობებით სარგებლობის საიჯარო გადასახადის შემცირებულ განაკვეთებსა და სხვას შეიცავს;
სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვების არარსებობა;
ადმინისტრაციული შეღავათები, რომელთა მიზანია ეკონომიკური აგენტების რეგისტრაციის, ანგარიშგების სისტემის, სავიზო რეჟიმის გამარტივება და სხვ.
ნებისმიერი თეზ-ის შექმნას წინ სერიოზული ეკონომიკური ანალიზი და ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი უძღვის. გასათვალისწინებელია როგორც იმ ქვეყნის პოტენციალი, სადაც თეზ-ი უნდა განთავსდეს, ისე მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, თეზ-ის მოწყობა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს. როგორც წესი, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს დიდი ფართობი არ უკავია: 1-2 კვადრატული კილომეტრის ზომის ინფრასტრუქტურის კომპლექსურ მოწყობას დაახლოებით 30-40 მლნ. დოლარი სჭირდება.
თავისუფალი ეკონომიკური ზონები მათი შექმნის მიზეზისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელობის დონის თვალსაზრისითაც ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მაგალითად, განვითარებული და ამასთან დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნები თავისუფალ ზონებს რეგიონალური პოლიტიკის რეალიზების მიზნით ქმნიან. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც დიდი ბრიტანეთის მიერ შექმნილი ზონები, რომლებიც ამ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიიდან მოშორებითაა (მაგალითად, ვირჯინიის კუნძულები) განლაგებული და რუსეთის ფედერაციის პერიფერიებზე შექმნილი ზონები, სადაც ცენტრალურ მთავრობას ზოგადად მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება უჭირს.
რაც შეეხება განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, მათთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონები ღია ეკონომიკის პრინციპების დანერგვის პოლიგონებს წარმოადგენს. ასეთ ქვეყნებს უცხოური კაპიტალის ნაკადებისათვის თავისი ეკონომიკის სრული გახსნა, განსაკუთრებული სავაჭრო, თუ საინვესტიციო პოლიტიკის გატარება მთელი ტერიტორიისა და ეროვნული ეკონომიკის მასშტაბით ხშირად არ სურთ, ან არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი ეკონომიკის ლოკალურ “გახსნას” ზონების ჩამოყალიბების მეშვეობით ახორციელებენ. ამას თუნდაც ჩინეთის მაგალითი ადასტურებს, სადაც ზონების შექმნის პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და პრაქტიკულად საბაზრო ურთიერთობების გამოყენების ექსპერიმენტს წარმოადგენს.
თავისუფალი ზონების შექმნის ყველაზე აქტიური პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე მოდის (თუმცა მათი მარტივი ანალოგები XVII-XVIII საუკუნეებშიც კი იყო ცნობილი), რაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკური სისუსტით, მათი მთავრობების პოლიტიკური უუნარობითა და ფინანსური შესაძლებლობების სიმცირით იყო განპირობებული.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) ფოთში
საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ 2007 წლის კანონის მიხედვით თიზ-ი წარმოადგენს:
1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობას, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები;
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი;
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა;
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტები;
5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით. (მიწის ნაკვეთი გაიცემა იჯარით ვადით არა უმეტეს 59 წლისა ან გადაეცემა პირს საკუთრების ან აღნაგობის უფლებით).
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას:
ა) მთავრობის ინიციატივით;
ბ) პირის მოთხოვნით.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას კანონის მიხედვით გააჩნია შემდეგი თავისებურებები:
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით;
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით;
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ცალკეულ საქმიანობებზე გაუქმდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების ვალდებულება ან დაწესდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების გამარტივებული წესი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება;
5. ზონაში დაუშვებელია აქციზური საქონლის წარმოება და რეალიზაცია. ზონაში შესაძლებელია აქციზური საქონლის შეტანა იქ მოხმარებისთვის და ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
განვიხილოთ საგადასახადო დაბეგვრა და შეღავათები, რომლებიც თიზ-ის ფარგლებში მოქმედებენ:
გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგულირდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, რომლის შესაბამისადაც: თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის საწარმოები, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით მინიჭებული აქვთ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი;
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ასევე დღგ-თი არ იბეგრება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ოპერაციები;
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან;
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან;
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან;
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო: ზონის საწარმოა ის, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ენიჭება ზონის საწარმოს, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებს საქართველოსთან. საწარმოები ზონაში საქმიანობას ახორციელებენ იქ რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით ან უშუალოდ ზონაში რეგისტრაციით. ზონის რეზიდენტი საწარმო ზონის გარეთ საქმიანობას ახორციელებს უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმში. ზონის ორგანიზატორი არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და რეგისტრირებული უნდა იქნეს ზონის გარეთ.
ზონაში საქონლის შეტანა/გატანა: ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი. ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი. ზონიდან საქონლის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შეტანისას საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო დამუშავების ოპერაცია. ზონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნებისმიერი ოდენობის საქონლის შემოტანა იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
მმართველობა, მომსახურება/ზედამხედველობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ზონას მართავს ზონის ორგანიზატორი.
მთავრობა უზრუნველყოფს ზონაში სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებას. მთავრობას შეუძლია ცალკეული ორგანოები გააერთიანოს ერთ სააგენტოში. ზედამხედველობას ზონების საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის პროექტი
თეზ-ის ძირითადი მიზანი საინვესტიციო კლიმატის ლიბერალიზაცია, უცხოური კაპიტალის მოზიდვა და ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაა. თეზ-ში საბაზრო ეკონომიკის კანონები მოქმედებს და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ზონას ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ყველა საკითხს, გარდა პოლიტიკურისა. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით თეზ-ში შეღავათიანი საბაჟო, საგადასახადო და საკრედიტო-სავალუტო რეჟიმი მოქმედებს. ნებადართულია იმ სახის საბანკო და სადაზღვევო ოპერაციებიც კი, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე აკრძალულია.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთის პორტის 49-წლიანი იჯარით გაცემაზე და ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში მსურველთა განაცხადების შეტანის ვადა 15 ოქტომბერს ამოიწურა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11 კომპანიამ განაცხადა. ეს კომპანიები იყვნენ: ღAK Iნვესტმენტ Aუტჰორიტყ (გაერთიანებული საემიროები); ძIM POღთშ (ისრაელი); Iნტერნატიონალ ჩონტაინერ თერმინალ შერვიცეს (ფილიპინები); DP ანდ ჟაფზა (გაერთიანებული საემიროები); თურქეთის ექსპორტიორთა კავშირის კოორდინირებით შექნილი კონსორციუმი (თურქეთი); AშHთღOM Iნტერნატიონალ შილკ ღოად Gროუპ (ისრაელი); ჩMA ჩGM (საფრანგეთი); LანდMარკ ჭორლდწიდე (კორეა); Aკტიენგესელლსცჰაფტ (გერმანია); Hუტცჰისონ ჭესტპორტს (დიდი ბრიტანეთი) და HAძEღ Iნტერნა-ტიონალ ჰოლდინგ (თურქეთი). 11 პრეტენდენტს შორის სახელმწიფომ ღAK Iნვესტმენტ-ი შეარჩია და უპირატესობა მას მიანიჭა.
სს “ფოთის საზღვაო პორტის” აქციათა 51%, ასევე 3 მლნ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის პორტის მიმდებარე მიწის ნაკვეთები ინვესტორს 90 მლნ აშშ დოლარად მიყიდეს.
2008 წლის 15 აპრილს არაბულ საინვესტიციო კომპანია “რას ალ ხაიმასთან” (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ხელი მოეწერა შეთანხმებას ფოთის პორტის აკვატორიასა და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის შესახებ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარ ფართობს დაიკავებს.
გარიგების პირობების თანახმად, საქართველოს მთავრობამ არაბულ კომპანიას ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად 49 წლის ვადით იჯარით გადასცა მოქმედი პორტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფართი. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე 500-მდე საწარმო ამოქმედდება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე შეღავათიანი ეკონომიკური პირობებით ისარგებლებენ.
შეთანხმების თანახმად, არაბული კომპანია პირველი სამი წლის განმავლობაში ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასა და განვითარებაზე 200 მლნ აშშ დოლარზე მეტს დახარჯავს. არაბული კომპანია ახალი პორტის მშენებლობას 100 ჰექტარი ფართის მქონე ახალი კონტეინერული ტერმინალის აშენებით დაიწყებს. სულ პორტის მშენებლობის პროექტის რეალიზებასა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე არაბი ინვესტორი 1,5 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.
ფოთის პროექტში მონაწილეობაზე არაბული მსხვილი კომპანიებიდან ასევე ინტერესი გამოთქვა Dჰაბი Gროუპ, რომელიც მსხვილი საინვესტიციო კომპანიაა. მან ინიციატივა გამოთქვა საქართველოში ინვესტიციები დააბანდოს შემდეგ პროექტებში: KOR Bank, Warid Telecom Georgia და 80 მილიონი აშშ დოლარი ინვესტირების მოლოდინი მათი მხრიდან 2008 წლის დასასრულამდე არსებობს.
3. საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის SWOT ანალიზი და მისი განვითარების პერსპექტივები
SWOT ანალიზი არის სტრატეგიული დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ბიზნესსაქმიანობასა და პროექტების შექმნის სფეროში, ამ პროექტების გარკვეული ნაწილი სწორედ რეგიონებისა და მათთან დაკავშირებულ ეკონომიკური განვითარების გეგმებს განეკუთვნება. იგი ოთხ კატეგორიად იყოფა: ძლიერ და სუსტ მხარეებად, შესაძლებლობებად და საფრთხეებად (რისკებად).
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიხედვით შექმნილი შჭOთ ანალიზი, შემდეგნაირად გამოიყურება:
ძლიერი მხარეები (პლუსები):
სამუშაო ადგილების შექმნა;
ინვესტიციების მოზიდვა;
კონკურენტული გარემოს შექმნა;
ტვირთნაკადების გაზრდა;
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
პორტის მშენებლობა (ახალი კონტეინერული ტერმინალის აშენება).
სუსტი მხარეები (პრობლემები, ხარვეზები):
პრობლემატური რეგიონი;
სავალუტო არეალის შეზღუდვა;
სუსტი ინფრასტრუქტურა;
საქართველოს მხრიდან ნაკლები კონტროლი.
შესაძლებლობები (მიმზიდველი გარემოებები):
იაფი მუშახელი;
ფისკალური, საგარეო სავაჭრო, ადმინისტრაციული შეღავათები;
სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვების არარსებობა;
ნაკლები ბიუროკრატია;
რისკები, საფრთხეები:
მომიჯნავე ქვეყნების (ან ამ კომპანიების) მხრიდან;
მთლიანად ქვეყანაში ინვესტიციური შიმშილის ზრდა;

4. ფოთის თეზ-ი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ლაბორატორია, თუ პროპაგანდისა და კერძო ინტერესების ნაერთი
პირველად საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის იდეა 1990-იან წლებში აჭარის ხელმძღვანელობამ წამოაყენა, ბათუმის ინიციატივას მოკლე ხანშივე გამოეხმაურა ფოთი, რომელმაც ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის სურვილი გამოთქვა; შემდეგ იყო ყაზბეგი, რუსეთთან საზღვრის გამო; ამას გამოეხმაურა ლაგოდეხი, აზერბაიჯანთან საზღვრის გამო; ახალქალაქი, სომხეთთან საზღვრის მიზეზით; თბილისი მიზეზად საერთაშორისო აეროპორტს ასახელებდა.
ერთ-ერთი პირველი კანონი საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით შეიქმნა. იგი მზად იყო 1996 წლის დასაწყისში და როგორც ვ. პაპავამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში: იმ დროისთვის თეზ-ის მიღების აქტუალობამ იკლო, რადგანაც 1995 წლიდან საქართველოში საგარეო ვაჭრობის სერიოზული ლიბერალიზაცია დაიწყო: არასატარიფო ბარიერები თანდათანობით გაუქმდა. 1996 წელსვე საქართველოს უკვე აღარ ჰქონდა გადასახადი ექსპორტზე, ანუ ქვეყანაში საგარეო ვაჭრობაში დამყარდა პრინციპი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში უნდა ამოქმედდეს.
ვ. პაპავას განცხადებით, ზემოთქმული მიზეზების გამო თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნამ ეკონომიკური აზრი დაკარგა1. დღეისათვის კი ქვეყანაში უფრო უკეთესი ეკონომიკური რეჟიმია: იმპორტზე ტარიფები განულებულია, გარდა საშენი მასალებისა, 5 პროცენტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტზე 12 პროცენტი; ქვეყნის შიგნით გამარტივდა ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემა. უფრო მეტიც, დღეს საქართველოში გამარტივებულია უცხოელების შემოსვლა, თავისუფალი ეკონომიკური ზონაც ამას გულისხმობს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ2, რომელმაც პარლამენტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ზონების შექმნა თავისებურ საცდელ ლაბორატორიად იქცევა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ეფექტური შედეგების გადასატანად.
რას ნიშნავს ეფექტური შედეგები ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისთვის და განვიხილოთ თიზ-ის მნიშვნელოვანი ასპექტები, ანუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს იგი მთლიანად ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ფოთის ტერიტორიისთვის.
ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის ეფექტის მოტანა შეიძლება ორი კუთხით გავიგოთ, ერთი მხრივ ქვეყნისთვის პირდაპირი სარგებლის მოტანა და მეორეს მხრივ, თიზ-ის წარმატებით ფუნქციონირების შემთხვევაში ამ მოდელის გადატანა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც.
პირველ შემთხვევაში რა რაოდენობის ინვესტიციებიც არ უნდა განხორციელდეს, იგი ბიუჯეტის შემოსავლიანობაზე ნაკლებად იმოქმედებს გადასახადების შევსების თვალსაზრისით, ხოლო საქონელი, რომელიც იწარმოება თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, თუ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, რომელიც შემოდის, მოექცევა ისეთივე დასაბეგრ რეჟიმში, როგორც იმპორტი.
საყურადღებოა, რომ ხსენებული შეღავათები მხოლოდ ზონის შიგნით ვრცელდება. ამის შედეგად ზონიდან ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე საქონლის შეტანა ზუსტად იმ პროცედურებს ექვემდებარება, რაც ზოგადად იმპორტზეა დადგენილი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის ზონაში შესვლა შეზღუდულია და მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი.
კანონის მიხედვით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობაა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 10 ჰექტარს აღემატება.
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა მიზანშეწონილი არ არის. ნაკლებად ეფექტურია თავისუფალი ეკონომიკური ზონის დიდ ტერიტორიაზე განთავსებაც. მაგალითად ექსპერტები რუსეთს ასახელებენ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაიხსნა. ვრცელ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდა. რუსეთის მთავრობამ მისი დაფინანსება ვერ შეძლო. დაიწყო ზონალური შეღავათების მასობრივი მოთხოვნა. საგადასახადო სამსახურებმა შეღავათების გაწევის შესახებ დაპირება ვერ შეასრულეს და, შესაბამისად, ვერც უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს.
თუ გადავხედავთ ფოთის პორტის გაყიდვისა და თიზ-ის შექმნის მთავრობის მიერ დასახელებულ მიზეზებს, ხშირად მათ შორისაა ის, რომ: ფოთის პორტზე ტენდერის გამოცხადების მთავარი არგუმენტი ტვირთნაკადების ზრდასთან პორტის შეუსაბამობა არის: 2008 წელს ფოთის პორტს 150 წელი უსრულდება. ამ ეტაპზე პორტი სრული საპროექტო სიმძლავრით მუშაობს. გასულ წელს მან 7,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა. არსებული სიმძლავრეებით ფოთის პორტს მხოლოდ 8-8,2 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება შეუძლია. ტვირთბრუნვის ზრდამ ახალი პორტის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში ბუნებრივად დააყენა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფოთის პორტში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტირებისა და ახალი პორტის აშენების გარეშე არსებული სიმძლავრის გაზრდა ფაქტობრივად შეუძლებელია.
წინა წლებში ფოთის პორტის ტვირთბრუნვა3 (1000 ტონა)

თავისუფალი ზონების ეკონომიკური ეფექტიანობა ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებზე უშუალოდაა დაკავშირებული. ამას ადასტურებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო ხელისუფლების მიერ გასაწევი დანახარჯები უცხოური ინვესტიციის ყოველ 1 დოლარზე საშუალოდ 4 დოლარს შეადგენს. მაგალითად, ჩინეთის ოთხ ზონაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა საკუთრივ ჩინეთის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ხარჯებმა 22 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ზონის შექმნის მიზანია, რომ იქ წარმოებული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე, ანუ მესამე ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შეძენილი პროდუქცია გატანის შემთხვევაში არ დაიბეგრება. ასეთი შეთანხმება არსებობს დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ხოლო ევროპასთან შედარებით რთული რეჟიმებია.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “თიზ-ში დარეგისტრირდებიან ის კომპანიები, რომლებიც აქამდე საქართველოში არ დარეგისტრირდნენ, ანუ ჩვენ ახალ კომპანიებს მოვიზიდავთ. არსებული (ქართული) კომპანიები, ისევე წარმატებით შეიძლება დარეგისტრირდნენ ამ ზონაში, როგორც კაიმანის კუნძულებზე.”
ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, თუ რა მოგებას მიიღებს ამით მთლინად ქვეყანა, რადგან ფაქტიურად ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ინვესტიციები მოზიდული იქნება მხოლოდ უცხოეთიდან, მაშინ თუ ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა, იმისდა მიუხედავად რომ შეიძლება გაუმჯობესდეს ფოთის ინფრასტრუქტურა და უმუშევრობის ხარისხი დაეცეს (რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტორია) გამოდის, რომ მოგებას ძირითადად უცხოელი ინვესტორები მიიღებენ, რომლის ნაწილსაც არ შეიტანენ ბიუჯეტში გადასახადების სახით, ამ შემთხვევაში ფოთში თიზ-ის პროექტი წინასწარ განცხადებულს დიდად აცდება, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება გაკეთებული განცხადებებით ფოთის პორტის 49 პროცენტს, ე.წ. “ოქროს აქციათა” წილსაც უპირებს აუქციონზე გასაყიდად გამოტანას.
დღეისათვის სერიოზული უცხოელი ინვესტორებისათვის საგადასახადო და ადმინისტრაციული შეღავათები არ წარმოადგენს ინვესტიციების ჩადების მიმზიდველობის ერთადერთ ფაქტორს. მათთვის თავისუფალ ზონაში განვითარებული ინფრასტრუქტურის (ტრანსპორტი, საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები, წყალმომარაგება, ენერგომომარაგება და სხვ.), ხოლო მის გარშემო დიდი მასშტაბის მქონე გასაღების ბაზრის არსებობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა ყოველთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამდენად, შეღავათებისა და მუშახელის სიიაფის მიუხედავად, ზონების ფორმირების საწყის ეტაპზე იქ წარმოებული პროდუქცია საკმაოდ მაღალი დანახარჯებით გამოირჩევა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისათვის აუცილებელია სხვადასხვა ფაქტორის ერთდროული და ურთიერთ დაკავშირებული არსებობა.
ის ფაქტორი, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანგარიშსწორება განხორციელდება ნებისმიერ ვალუტაში, ერთი მხრივ, ზრდის თიზ-ის მიმზიდველობას, ხოლო მეორე მხრივ იგი ავტომატურად გულისხმობს მულტისავალუტო რეჟიმს, შესაბამისად მონეტარიზაციის არეალის შემცირებას, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ბერკეტი უნდა იყოს.
ნებისმიერი თეზ-ის ძირითადი მიზანი საინვესტიციო კლიმატის ლიბერალიზაცია, უცხოური კაპიტალის მოზიდვა და ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაა. თეზ-ში საბაზრო ეკონომიკის კანონები მოქმედებს და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ზონას ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ყველა საკითხს, გარდა პოლიტიკურისა. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით თეზ-ში შეღავათიანი საბაჟო, საგადასახადო და საკრედიტო-სავალუტო რეჟიმი მოქმედებს. ნებადართულია იმ სახის საბანკო და სადაზღვევო ოპერაციებიც კი, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე აკრძალულია.
ჩევნ მიერ შჭOთ ანალიზში ერთ-ერთი სუსტი (პრობლემატურ საკითხებში) ადგილია დასახელებული ინდუსტრიული ზონის სიახლოვე აფხაზეთთან, რაც მთავრობის განცხადებების მიხედვით, ხელს შეუწყობს სავაჭრო, თუ სხვა სახის ურთიერთკავშირების დამყარებას, თუმცა მეორე მოსაზრებით, ეს ფაქტორი უფრო დაუკარგავს მიმზიდველობას ინვესტიციების შემოდინებას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეკონომიკის ლიბერალიზაციას ეხება: თუ მთელ ქვეყნაში ლიბერალური გარემო უფრო და უფრო უმჯობესდება, ლოგიკურად საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების ძირითადი მასა მნიშვნელოვანწილად ამ რეგიონში იქნება მიმართული და ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია ჩნდება საჭიროება შეიქმნას კიდევ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებზე, რომელთა ნაწილი შეიძლება სწორედ ქვეყნის სასაზღვრო ზონების ფარგლებში მოექცეს, რადგან იქ მეტია ვაჭრობის განხორციელების (შესაბამისად ინვესტიციების ჩადების) შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოვიდგინოთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების დამყარება საქართველოს იმ რეგიონებთან (ტერიტორიულ ერთეულებთან), სადაც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა. ამ სცენარით ამ ფაქტორმა შეიძლება გარკვეული პრობლემები და საგანგაშო შედეგებიც გამოიწვიოს.
ასევე შეიძლება უკვე გარკვეულ შედეგებზეც ვისაუბროთ, კერძოდ, ფოთში მიწის და ბინების ფასები შესამჩნევი ტემპებით იზრდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინის ფაქტორით აიხსნება, ხოლო რა შედეგებს მივიღებთ მომავალში ფოთის თიზ-ის პროექტისგან მეტნაკლებად იქნა წარმოჩენილი სტატიაში; შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ იგი დაეფუძნება რეალურ შედეგებს, რომელიც მთელ ქვეყანას არგებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.