რატომ არ მიიღებენ საქართველოს ევროკავშირში

ნ.არველაძე

ვალუტის უწესრიგო გაცვლითი კურსები, მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტები, სესხები და შემაძრწუნებელი რეცესიები – XX საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების მსოფლიო კრიზისის “ინგრედიენტები”, რომლებმაც თანამედროვე ეპოქაში ახალი ძალით ამოხეთქა. პრობლემამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იჩინა თავი, რომელთა უმეტესობა ევროპის კავშირის წევრია. ევროკავშირის წევრებს ყველაფრის შეჯამება და გადახდა მოუწევთ.

მრავალი დასავლეთ ევროპელი, რომელიც მკაცრი რეცესიის წინაშე დგას, შედეგებს უსამართლოდ მიიჩნევს. აღმოსავლეთ ევროპელები უცხოურ ინვესტიციებს ეშურებოდნენ და დასავლური ცხოვრების სტანდარტებისკენ ისწრაფოდნენ, იმ იმედით, რომ მოკლე ხანში ერთიან ვალუტას – ევროს მიიღებდნენ.
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ იყო; ისინი ცუდად ან საერთოდ არ ახორციელებდნენ რეფორმებს და ნასესხებ მილიარდებს მშენებლობასა და სამომხმარებლო ბუმზე ანიავებდნენ.
ვინ უნდა გადაიხადოს მათი უგუნურების საფასური?
თუ უნგრეთი ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წააწყდება, დასავლეთ ევროპელები მთავარი დაზარალებულები იქნებიან. ავსტრიის, იტალიისა და შვედეთის ბანკები, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპაში სესხები აქვთ გაცემული და ინვესტიციები განხორციელებული, კატასტროფულად იზარალებენ, თუ მათი აქტივების ღირებულება მკვეთრად შემცირდება.
დეფოლტის მოდგმაში მძაფრადაა ატავისტური პროტექციონიზმის ინსტინქტი, რომელიც მთელ ევროპას ემუქრება, საფრთხის წინაშეა ევროპის კავშირის ყველაზე საამაყო მიღწევა – ერთიანი ბაზარი.
დიახაც, აღმოსავლეთის კოლაფსი ევროკავშირის მომავალს ეჭვქვეშ დააყენებს. აღმოსავლეთ ევროპის მარცხი ევროს დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც ირლანდიასა და საბერძნეთს აქვთ. ევროკავშირის გაფართოება დასრულდება, რადგან საეჭვო ხდება დასავლეთ ბალკანეთის, თურქეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნის პერსპექტივა.
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გმირობა გასულ 20 წელიწადში ის არის, რომ საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ კონტინენტი მშვიდობიანად გააერთიანა.
რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის, მაგრამ მისი ლიდერები ყველა შანსს იყენებენ რეგიონში გავლენის შენარჩუნებისთვის.
კატასტროფის თავიდან აცილება
დასავლეთ ევროპის ლიდერების მთავარი კითხვაა, როგორ აიცილონ კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები აღმოსავლეთ ევროპას ერთ ეკონომიკურ ერთეულად განიხილავენ, რეგიონის თითოეული ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავდება.
სახეზეა სამი ჯგუფი: პირველში შედიან ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში გაერთიანებამდე დიდი დრო დარჩათ, მაგალითად უკრაინა და საქართველო. ამ შემთხვევაში ევროპის ინსტიტუტებს ფინანსური დახმარება და კონსულტაცია შეუძლიათ, მაგრამ მთავარი ზეწოლა მაინც საერთაშორისო სავალუტო ფონდზე განხორციელდება.
განსხვავებული მდგომარეობაა ევროპის კავშირის ქვეყნებში, რომლებისთვისაც ევროკავშირმა დიდი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, ერთ-ერთი ყევლაზე გავრცელებული საშუალებაა დააჩქარონ ევროსაკენ სვლა, ან ნება დართონ მათ, სასწრაფოდ შემოიღონ ევრო. შესაძლებელია ამან დიდი მნიშვნელობა შესძინოს იმ ოთხ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს ვალუტის გაცვლით კურსთან ევროსთან მიმართებაში – ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და ბულგარეთი. ვერც ერთი მათგანი დააკმაყოფილებს მაასტრიხტის ხელშეკრულების კრიტერიუმებს ევროს შემოსაღებად. მაგრამ მცირე ზომის ქვეყნები არიან, მათ მიერ ევროს შემოღება სხვა ქვეყნებისთვის უარყოფით შედეგს ვერ მოიტანს და არც ვალუტის მიმართ ნდობას შეარყევს. მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის საბჭო მკაცრად ეწინააღმდეგებიან “ევროიზაციას”, მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის ორი ქვეყანა, მონტენეგრო და კოსოვო, უკვე ევროს იყენებს.
ევროს ცალმხრივი ან დაჩქარებული მიღება დიდ შედეგს არ გამოიღებს მესამე ჯგუფში შემავალი ქვეყნებისთვის, რომლებსაც მცურავი ვალუტის გაცვლითი კურსი აქვთ: ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი. ერთი მათგანიც კი არ არის მზად ერთიანი ვალუტის შემოსაღებად საჭირო დისციპლინისათვის, რომელმაც შესაძლო გაუფასურება უნდა გამორიცხოს. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ევროს კურსის საბედისწერო ვარდნა. პოლონელების, უნგრელებისა და რუმინელების მთავარი საფიქრალი ფირმებისა და ოჯახების მიერ უმეტესწილად უცხოელების მფლობელობაში მყოფი ბანკებისგან უცხოურ ვალუტაში აღებული ვალებია, ამ ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი კი ეცემა. რაც ერთ დროს მოხერხებულ კონვერგენციად მოჩანდა, ახლა მსესხებლებისა და ბანკებისთვის უკიდურეს რისკს ჰგავს.
ოთხეულისათვის (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი) მთავარი პრიორიტეტია ვალუტის კრახის შეჩერება, მეორე კი – ბანკების მხარდაჭერა, რომლებსაც დიდი მოცულობის სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ გაცემული და პრობლემები ექმნებათ. ეს სატკივარი ბანკებსა და მათ დებიტორებს, ასევე მთავრობებს, გამსესხებელ და მსესხებელ ქვეყნებს შორის უნდა გადანაწილდეს. ეს ორი ამოცანა დახმარებას რამდენიმე წყაროდან მოითხოვს: ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საბჭოს სტრუქტურული ფონდები და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. სავარაუდოდ, მათ დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკიც. მესამე მიზანი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყნებში არ განხორციელდა.
ევროპის კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში წარმოქმნილი პრობლემა მეორე ქვეყანას ინფექციის მსგავსად გადაეცემა. გერმანელი გადამხდელები უკვე ღელავენ, რომ მათი ნაშრომი სხვა ქვეყნების მოქალაქეების დასახმარებლად იხარჯება. მართალია, გადასახდელი თანხა დიდი იქნება, მაგრამ დასავლეთ ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, თანხის გადახდაზე უარი განაცხადოს.
ევროპის კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური დაღმავლობა ევროს ან ერთიანი ბაზრის ცნებას ეჭვქვეშ აყენებს, რაც მთელი ევროპისთვის კატასტროფას მოასწავებს, მხსნელი კი არც ამერიკელი იქნება და არც ჩინელი. აღმოსავლეთ ევროპის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამისთვის, უპირველესად, აქტიური ნაბიჯები პოლიტიკოსებმა უნდა გადადგან.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial