მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში

ევროპა

ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მან სააღრიცხვო განაკვეთი, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, უცვლელად, 0,5%-ის დონეზე დატოვა.
ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, 2013 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ევროზონის სამრეწველო ფასები არ შეცვლილა. Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ მაჩვენებელი 1%-ით გაიზრდებოდა.

2012 წლის აგვისტოსთან შედარებით მწარმოებელთა ფასები ევროზონაში შემცირდა 0,8%-ით. 2013 წლის ივლისში სამრეწველო ფასები თვიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 0,2%-ით. მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის კავშირის 28 სახლემწიფოში სამრეწველო ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,3%-ით. 2013 წლის ივლისში სამრეწველო ფასები ევროკავშირის 28 სახლემწიფოში თვიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 0,4%-ით.

1

ევროპის სტატისტიკური სააგანეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ევროზონის უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეცვლილა 2013 წლის ივლისთან შედარებით და შეადგინა 12,0% სეზონურობის გათვალისწინებით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ მაჩვენებელი 12,1% იქნებოდა. უმუშევრობამ 2013 წლის ივლისში, გადასინჯული მონაცემების თანახმად, შეადგინა 12,0%. ადრე იუწყებოდნენ, რომ უმუშევრობა შეადგენდა 12,1%-ს. ევროკავშირის 28 სახელმწიფოში მიმდინარე წლის აგვისტოში უმუშევრობის დონემ სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით შეადგინა 10,9%, იგი არ შეცვლილა 2013 წლის ივლისის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით. ადრე იუწყებოდნენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ივლისში 11% იყო. ევროზონაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: ავსტრიაში (4,9%), გერმანიაში (5,2%), ლუქსემბურგში (5,8%), ხოლო ყველაზე მაღალი: საბერძნეთში (ბოლო მონაცემი მიმდინარე წლის ივნისისთვის არის 27,9%), და ესპანეთში (26,2%).

გერმანია

გერმანიის ფედერალური სტატისტიკური ბიუროს მოხსენების თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე წლის აგვისტოში საცალო ვაჭრობის მოცულობა რეალურ გამოხატულებაში 0,3%-ით გაიზარდა 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით მოიმატებდა. წინა თვესთან შედარებით საცალო გაყიდვები 2013 წლის აგვისტოში რეალურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,5%-ით. ეს მაჩვენებელი აღმოჩნდა ანალიტიკოსების პროგნოზზე უარესი, რომლებიც ელოდნენ, რომ მაჩვენებელი 0,8%-ით გაიზრდებოდა. საცალო გაყიდვები ნომინალურ გამოხატულებაში მიმდინარე წლის აგვისტოში წლიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 1,6%-ით, ხოლო თვიურ – 0,2%-ით.

2

გერმანიის შრომითი მოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მიმდინარე წლის სექტემბერში, სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, 2013 წლის აგვისტოს გადასინჯულ მონაცემთან შედარებით, გაიზარდა 1 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 6,95%. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უმუშევრობა 6,8% იქნებოდა. როგორც ადრე იუწყებოდნენ, გერმანიის უმუშევრობის მაჩვენებელი 2013 წლის აგვისტოში არ შეცვლილა და დარჩა 6,8%-ზე. გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა, სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიზრდა 25 ათასი ადამიანით წინა თვესთან შედარებით და შეადგინა 2,975 მილიონი ადამიანი. სეზონური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, გერმანიის უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა სექტემბრის მონაცემებით შემცირდა 97,8 ათასი ადამიანით და შეადგინა 2,849 მილიონი ადამიანი.

3

გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1%-ით. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ მაჩვენებელი თვიურ გაანგარიშებაში გაიზრდებოდა 0,1%-ით. 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით გერმანიის სამრეწველო ფასები ანალოგიურ თვეში მიმდინარე წლის შემცირდა 0,5%-ით. 2013 წლის ივლისში სამრეწველო ფასები თვიურ გაანგარიშებაში შემცირდა 0,1%-ით, ხოლო წლიურ გაანგარიშებაში, გადასინჯული მონაცემების თანახმად, არ შეცვლილა. ადრე იუწყებოდნენ, რომ წლიურ გაანგარიშებაში გერმანიის სამრეწველო ფასები ივლისში გაიზარდა 0,5%-ით.