როგორ გახდა საქართველოშიCaucasus “ონლაინი”” Caucasus “ოფლაინი”” და რატომ გაბატონდნენ მსოფლიო ეკონომიკაში ქალები

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

არ მეგონა, ოქტომბერში ეკონომისტებს სხვა სალაპარაკო თუ ექნებოდათ, ვიდრე ამერიკელი 76 წლის ელიონორ ოსტრომისა და 77 წლის ლივიერ ულიამსის მიერ მართვის პროცესების კვლევაში ნობელის პრემიის მიღებაა. ისტორიაში პირველად, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი გახდა და თანაც, იმ ასაკში, როცა მაგ ხნის პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს კანონით, უმაღლესი სასწავლებლის კარებში არ უშვებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნობელის პრემიის მიმნიჭებლებს ამ გაგანია კრიზისის ეპოქაში შერცხვათ ეკონომისტისათვის პრემია მიენიჭებინათ. ისინი გარკვეული ხნით დასჯილები ჰყავთ და ამიტომ პრემია პოლიტოლოგს მიანიჭეს თემაზე – “თემების მართვა: კოლექტიური მოქმედებების ინსტიტუტის ევოლუცია””. ესეც ნიშანდობლივია, რადგან ეს კრიზისი ვერც ერთმა ცალკე აღებულმა სახელწიფომ მარტომ ვერ დასძლია და მის დამარცხებას ასე დიდგუნდად დაწყობილები, დიდი ოცეულის კოლექტიური ფორმით ცდილობენ. ე.ი სახელმწიფო ჩარევის გარეშე ეკონომისტებს მოქმედების უნარი არ შესწევთ და ძალიანაც სწორი გააკეთეს ნობელისკენ მიმავალი კარი რომ ჩაურაზეს.
დგანან ეს სოროსი და ბაფეტი და იძახიან, არ ვიცით ახალი მსოფლიო როგორი იქნებაო. აბა, რომ იქნება ყველამ იცის. ეკონომისტები თანდათან მკითხავებს ემსგავსებიან – ზუსტად არაფერი იციან და ყველაფერს ვარაუდებით გამოთქვამენ. ასე მაგალითად, საქართველოს მაკროეკონომიკის ფუნდამენტალური ანალიზისას, ვერც ერთმა ცნობილმა სააგენტომ, ვერც Standard&Poors-მა და ვერც Moody”s-მა, რომლებიც ასე გაფაციცებით შემოგვცქერიან და რეიტინგებს აქვეყნებენ და რაც მთავარია, ვერც ჩვენმა მსოფლიო ბანკმა, რეიტინგებით ასე რომ გვანებივრებს სხვა რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, ტექნიკურ ანალიზში ახალი მაჩვენებელი შეიტანეს – ქვეყანაში ინტერენტ-სივრცის დონე და თავისუფლება. სხვათა შორის, რეიტინგზე გამახსენდა, უნდა გითხრათ, არ დაიჯერებთ, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით, ბელორუსია მსოფლიოში, თურმე, მესამე ადგილზე ყოფილა. ლუკაშენკო ეკონომიკური რეფორმების მამად აღიარეს, რადგან, როგორც არაეკონომისტი ექსპერტები ამბობენ, ბელორუსიაში შეგიძლია ტელეფონის ზარით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ფირმა გახსნა. მართალია, არყიდან დაწყებული, გასტრონომებით დამთავრებული, ყველაფერი მონოპოლიზირებულია, კოლმეურნეობა დღესაც სოფლად ცხოვრების სახეა და “ბატკის”” ნებართვის გარეშე ბაზარზე ვერ შეხვალ, მაგრამ რეიტინგს წყალი არ გუავა (წყარო: მსოფლიო ბანკი).
ხოდა, ინტერნეტ-სივრცის დონეზე მოგახსენებდით, საქართველოს ამ კუთხით ბოლოს წინა რიგები უჭირავს. რატომ? საქართველოში მხოლოდ ერთი მონოპოლისტია – “კაუკასუს ოფლაინი”” და იმიტომ. არ ელოდა, ამდენი აბონენტი თუ ეყოლებოდა, თანაც, იფიქრა, ქართველები სულ ქეიფობენ, ინტერნეტისათვის ვის ეცლებაო, თან, ge.link-ის საკითხი არ დარეგულირდა და… და კიდევ ის, რომ იმდენს ხარჯავს, შემოეხარჯა მეორე მონოპოლისტის, “საქართველოს ტელეკომის”” ფულიც, ვერ იხდის, არადა, მონოპოლისტს, რომელსაც იმის გამო, რომ გამტარი სისტემები უჭირავს, თვითონ სურს მონოპოლისტობა. არადა, ევროპული ნორმებით, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ინტერნეტ-პროვაიდერობის საქმიანობის უფლება. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო… თითქმის დაიხურა ეს ონლაინი, დარჩა თბილისი უინტერნეტოდ 21-ე საუკუნეში. ასე გახდა საქართველო “ოფლაინის”” რეიტინგში მოწინავე ქვეყანა.
არა, ამის მოსმენა ძნელი და აუტანელია. გარეთ გავვარდი, ოქროს ოქტომბერი იდგა, ნუგეშს მცემდა და ნუ დაიძაბებიო მეუბნებოდა, რაღაცაში ხომ უნდა გვქონდეს – ეს ცუდი რეიტინგიო, ახლა არ გვაქვს ეს ინტერნეტი, გაისად მაგასაც გავაკეთებთ, თუ გაისად არა, ოდესმე ხომ გახდება “ოფლაინი”” “ონლაინი””, ასეთია ეკონომიკის ციკლური განვითარების ქართული თავისებურებაო. არ ეგონათ ინტერნეტს ამდენი ქართველი თუ მოიხმარდა, არ ასწავლეს უნივერსიტეტში მოთხოვნა-მიწოდების და ge.link-ის გამტარუნარიანობის დათვლა. ჰოდა, გაიჭედა. ხედავთ მიზეზი რა არის? გაჭედილები ვართ, გაჭედილები!
ასეა, ბატონო, თემის მართვა უნდა ვისწავლოთ, აწი, ქალებს და პოლიტიკოსებს უნდა დავუჯეროთ ეკონომისტებმა, ჩვენ “ოფლაინი”” გვაქვს და ვიღაცას საერთოს არ აქვს ლაინი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial