მცირე ბიზნესის კომიტეტი მუშაობას იწყებს

ნინო არველაძე

საქართველოში მსოფლიო კრიზისის ერთმა ტალღამ გაიარა, ახალი ეპოქა კი მცირე ბიზნესს უკავშირდება. საქართველოს ახსოვს წლები, როდესაც ბიზნესმენობა მოდური იყო. დღეს შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ კი საქართველოში ბევრი მცირე ბიზნესი გააკოტრა. ახლა საჭიროა ახალი სისხლი, რომ დასაქმების ვექტორი მცირე ბიზნესის ნაწილში გადავიდეს და თავდაჯერება შეჰმატოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყების სურვილი ჯერ კიდევ აქვთ.

საქართველოში მცირე საწარმოთა გაძლიერების მხარდასაჭერად მცირე და საშუალო ბიზნესის კომიტეტი შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც, ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით, 17 დეკემბერს სასტუმრო “რედისონ სას ივერიაში”” გაიმართა. შექმნილი კომიტეტის წევრები არიან ისეთი გამოცდილი და ცნობილი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობენ პრობლემატური საკითხების შესწავლასა და მათ გადაჭრაზე. კომიტეტში წარმოდგენილნი არიან: აშშ-ს სავაჭრო პალატა (პრეზიდენტი დევიდ ლი, აღმასრულებელი დირექტორი ემი დენმენი), სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა””, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ჩატონი&ამპ;ჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა””, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი, ქართული ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია, “თი-ბი-სი” ბანკი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), “საქართველოს ბანკი” და ეკონომიკური ექსპერტები.
სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა”” საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, ეკონომიკის ექსპერტებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის ერთი წელია მუშაობს, შედეგად 2008 წელს შემუშავდა კანონპროექტი “მცირე ბიზნესის შესახებ” (იხ. ჟურანლი “საქართველოს ეკონომიკა” 2009, #4, #9), რომელიც იმედია, მოკლე დროში საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება.
ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მცირე ბიზნესის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი რგოლის განვითარებას და მისი ადგილის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის ეფექტურობა დამოკიდებულია შესასრულებელი ამოცანების ნათლად განსაზღვრასა და სწორად გადანაწილებაზე.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კომიტეტი განსაზღვრული მიზნებით შეიქმნა:
გაუმჯობესდეს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება;
წახალისდეს მეწარმოება სათანადო უნარების განვითარებით, რათა მცირე კომპანიები გახდნენ საშუალო, ხოლო საშუალო – მსხვილი;
განვითარდეს ბიზნესის პროდუქტიულობისთვის აუცილებელი მექანიზმები;
იმუშაოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად;
წახალისდეს ინვესტიციები ადამიანურ რესურსებში, ინოვაციურ პროექტებში, ასევე კვლევასა და განვითარებაში.
შექმნილი კომიტეტი რეგულარული დისკუსიების, დებატების, არსებული საერთაშორისო მდგომარეობის ანალიზის საშუალებით შეეცდება რეფორმებისთვის კვალიფიციური რეკომენდაციების შემუშავებას. ასევე, მოქმედი ეკონომიკური პროგრამების სუსტი და ძლიერი მხარეების წარმოჩენით, მომავალი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის და ბიზნესის მომსახურე სამთავრობო ინსტიტუტების საზოგადოებრივ დიალოგში ჩაბმის გზით შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ნათელს გახდის სექტორის განვითარების მომავალს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.
მცირე ბიზნესის კომიტეტის წევრები:
ემი დენმანი – აშშ-ს სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი;
კახა კოხრეიძე – სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა, მენეჯერი;
არჩილ ბაკურაძე – ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, დირექტორი;
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, გენერალური მდივანი;
თამარ ხუნწარია – ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, წარმომადგენელი საქართველოში;
ქეთი სიდამონიძე – აშშ-ს სავაჭო პალატა, პროექტის მენეჯერი;
ვიქტორ ბარამია – ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
გოგა კვარაცხელია – ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი;
ირაკლი ბოკუჩავა – ჩატონი&ამპ;ჩო, დირექტორი;
ჰეიდი ეთეროვიჩი – გაერო-ს განვითარების პროგრამა, გლობალური კომპაქტის პროექტის მენეჯერი;
ნინო ქიზიყურაშვილი – გაერო-ს განვითარების პროგრამა, პროექტის ანალიტიკოსი;
ემზარ ჯგერენაია – თსუ პროფესორი, ეკონომიკური ექსპერტი;
თამაზ ვაშაკიძე – საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი, თავმჯდომარე;
სერგო ბარამიძე – ქართული ბიზნესის განვითარების ცენტრი “კავკასია”, დირექტორი;
ნინო მასურაშვილი – თი-ბი-სი ბანკი”, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილება;
ბეტსი ჰასკელი – აშშ-ს სავაჭრო პალატა, დირექტორთა საბჭოს წევრი;
იორგ ოესჩლაგერი – აშშ-ს სავაჭრო პალატა, დირექტორთა საბჭოს წევრი;
ბაია ფშავიშვილი – “საქართველოს ბანკი”, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილება;
რევაზ გიგილაშვილი – ეკონომიკური ექსპერტი.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial