“თი-ბი-სი ბანკი” 17 წლისაა

17 წლის წინ, 1992 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “თი-ბი-სი ბანკი”. ბანკის ჩამოყალიბება საქართველოს ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს დაემთხვა და შეიძლება ითქვას, რომ “თი-ბი-სი ბანკის” განვითარების ისტორია ნათლად ასახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას. საქართველოს საბანკო ისტორიას 90-იანებში შექმნილი და მალევე გამქრალი მრავალი ბანკი ახსოვს.

“თი-ბი-სი ბანკმა” ბევრი წინააღმდეგობა გადალახა და 2009 წელს “დოიჩე ბანკმა” (Deutsche Bank) “თიბისი ბანკი” სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელა და 2008 USD STP Excellence Award სერტიფიკატი გადასცა.
ხარისხის სერტიფიკატის მინიჭება ხდება წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით და ითვალისწინებს როგორც სავალუტო დავალებების ეფექტურ განხორციელებას, ასევე შესრულებული გადარიცხვების რაოდენობას.
უკვე მესამე წელია, “თი-ბი-სი ბანკი”” ჯილდოვდება სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის სერტიფიკატით, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ბანკი სტაბილურად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ დონეს.
2008 წლის მონაცემების შეფასების მიხედვით, “თი-ბი-სი ბანკს” ხარისხის უმაღლესი ინდექსი -99.94% მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოთხოვნებს და მომავალშიც განაპირობებს ორ ბანკს შორის წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას. 2009 წელს გაიხსნა 4 ახალი ფილიალი და 1 სერვისცენტრი. ქართულ საბანკო სექტორში “თი-ბი-სი ბანკმა” დანერგა ორი ახალი პროდუქტი: “ბონუს ანაბარი” და “ენერგოკრედიტი”. ასევე შექმნა სწრაფი გადასახადების ახალი მომსახურება “თი-ბი-სი ფეი”. ოქტომბრიდან ბანკში გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა და მკვეთრად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები ავტოგანვადებებზე, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე. 2009 წელი “თი-ბი-სი ბანკმა” დაიწყო იმით, რომ მილიონი ლარით დაასაჩუქრა 2008 წლის ანაბრების გათამაშებაში გამარჯვებული მეანაბრე. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს კი “თი-ბი-სი ბანკი” მილიონ ლარს კვლავ გაათამაშებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial