ენერგოუსაფრთხოების ახალი ერა

მაკა ღანიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გაზით გათბობა ელექტროენერგიით გათბობასთან შედარებით, 2-ჯერ ძვირი ჯდება, ენერგორესურსების მოხმარების 62.2% მაინც გაზზე მოდის. გარდა ამისა, გაზის შემთხვევაში ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასათვისებელია.

11 თებერვალს, სასტუმრო “ამბასადორში” ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ელექტროგათბობის ახალი ერა”. კონფერენციაზე გაკეთდა კონცეპტუალურად ახალი შეთავაზება საქართველოსთვის, ქვეყანაში გაზის მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად და მისი ელექტროენერგიით ჩასანაცვლებლად.
მართალია, ახლა ჩვენ დიდწილად იმპორტირებულ გაზზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ არსებობს გაზსადენების პროექტები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ბევრ სიკეთეს ნახავს. ყველა იმედის თვალით შესცქერის ყბადადებული “ნაბუქოსა”” და “თეთრი ნაკადის” პროექტებს, რომელთა რეალურ დასაწყისსაც არა და არ უჩანს პირი. არსებობს ერთი მხრივ, “ნაბუქო” და “თეთრი ნაკადი”, რომლებში მნაწილეობასაც საქართველო იღებს და რომელთა მთავარი მიზანიც, მონოპოლისტი რუსეთის გვერდის ავლით ევროპისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების შექმნაა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ზის. “ჩრდილოეთის ნაკადის”” პროექტი, უკვე ყველა მხარესთან შეთანხმდა. რუსეთი აქტიურობს “სამხრეთ ნაკადთან”” დაკავშირებითაც. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ “ნაბუქოს”” პერსპექტივები გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე “სამხრეთ ნაკადის””. დღემდე გაურკვეველია “ნაბუქოს”” მონაწილეები რის ხარჯზე აპირებენ მილების შევსებას. პროექტის წინაშე კვლავ მწვავედ დგას ფინანსური საკითხიც.
ეს ყველაფრი უახლოეს პერსპექტივაში ისევ იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას გვიქადის. მაგრამ შეიძლება არსებობს სხვა გამოსავალიც და საერთაშორისო არენაზე უბრალოდ სტატისტის როლში ყოფნას და მავანთა მტკიცე გადაწყვეტილებების ლოდინს, ისევ ქვეყნის შიგნით, შიდა რესურსებზე ფიქრი და მათ გამოყენებზე ზრუნვა ჯობს?
რუსეთის იმპერიულმა ზრახვებმა და მისწრაფებებმა ენერგეტიკული დომინანტის პოზიციის დასაკავებლად, ევროპა დიდი ხანია აიძულა ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე ეფიქრა. ევროკავშირში უკვე არსებობს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 2020 წლისათვის გაზის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში 20%-ით უნდა შემცირდეს. იქნებ, ეს არის გამოსავალი ევროპისა და საქართველოსთვის და ჩვენ, ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ნაცვლად, რაც თანამედროვე მდგომარეობით რუსეთზე დამოკიდებულებასაც ნიშნავს, მისი მოხმარების შემცირებასა და ენერგიის ალატერნატიულ წყაროებზე გვეფიქრა?
მით უმეტეს, რომ 2007 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დადებითად ჯერ არ ასახულა საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს დაახლოებით 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. მათ შორის ენერგეტიკული მნიშვნელობით 300-მდე მდინარე გამოირჩევა, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია – 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური. ეს ის მოცულობაა, რომელიც სრულად ამოქმედების შემთხვევაში, არამარტო დააკმაყოფილებს საქართველოს შიდა მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, არამედ გახდება მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაც.
ენერგომოხმარების სქემის შეცვლას კი, კარგად დაგეგმილი და გათვლილი კონცეფცია და ტექნიკური მოდერნიზაცია სჭირდება. ეს საკითხი იყო ქვაკუთხედი 11 თებერვალს ჩატარებული კონფერენციისა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დანიური კომპანია “დანფოსი””. კომპანიის მიერ ქართველი მომხმარებლისათვის შემოთავაზებული იყო ენერგოდაზოგვის ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალებას მისცემს გათბეს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიური სისტემით და ამავე დროს, გაანახევროს გათბობისთვის საჭირო ფულადი დანახარჯები. ენერგოდაზოგვის ახალი პროგრამა საქართველოსთვის, როგორც ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყნისთვის, მეტად მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას გაამყარებს. ახალი პროგრამა ევროპული გამოცდილებაა, რამაც ევროპას საშუალება მისცა 2009 წელს 38 მლრდ ევროთი შეემცირებინა გაზის შესყიდვა, რაც ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოხდა.
სურათი რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს საქართველოშიც, გათბობის ინტელექტუალური სისტემების დანერგვის შემდეგ. ბაზარზე შემოდის გათბობის ახალი სისტემის მწარმოებელი კომპანია დევი”, რომელიც დანფოსის” შვილობილი კომპანიაა. “დანფოსი” დაარსდა 1933 წელს დანიაში. ამჟამად კონცერნი აერთიანებს ათეულობით სამრეწველოს 4 კონტინეტზე, ჰყავს შვილობილი კომპანიები და წარმომადგენლობები 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის არის გლობალური ლიდერი მრეწველობაში მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების წარმოებასა და მომსახურებაში. კონცერნის ძირითადი მიმართულებებია: თბოავტომატიკა, კონდიცირების და გამაცივებელი მოწყობილობები, სამრეწველო ავტომატიკა და წყლის კომუნიკაციის კონტროლი. დევი” ევროპის ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. “დანფოსის” სრტრატეგიაა თავის პროდუქცია კავკასიის ყველა ქვეყანაში დანერგოს და საქართველოს მიმართ ინტერესიც სწორედ ამიტომ გაჩნდა.
საქართველოში არსებობს “დანფოსის”” შვილობილი კომპანია “დევის”” წარმომადგენლობა, რომელიც მომხმარებელს გათბობის სისტემაში ახალ ტენდენციებს სთავაზობს, ეს არის სპეციალური, ამერიკული, კოსმოსურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნილი კაბელი, რომელიც სახლის გათბობას იატაკიდან უზრუნველყოფს. პროდუქცია არ შეიცავს ევროპაში აკრძალულ მასალებს და არც ადამიანისთვის საზიანო ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. ოთახში ნარჩუნდება ჰაერის ბუნებრივი სინოტივე და დადებითად მოქმედებს ასთმითა და ალერგიებით დაავადებულ ადამიანებზე. მისი დაგება შესაძლებელია, როგორც იატაკზე ხალიჩის მსგავსად, ასევე კერამიკული ფილების ქვეშ. ბოლო პერიოდში თანამედროვე ბინებში იატაკქვეშა გათბობები საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მილებში წყლის გათბობა ბუნებრივი აირის მეშვეობით ხდება.
გათბობა 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 5-6 საათი მუშაობს. აქვს სენსორული სისტემა, აკონტროლებს ჰაერის და იატაკის ტემპერატურებს და სასურველი ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, ავტომატურად ითიშება. საქართველოში აქამდე იატაკქვეშა გათბობები გაზის მეშვეობით კეთდებოდა, მაგრამ ეს გაცილებით იაფი და მოსახერხებელია. ამ კონცეფციის უკან ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუების მთელი გამა დგას. სპეციალური სარქველების გამოყენებით, ძველ სისტემებში 40%-მდე ენერგო დაზოგვა ხდება. ფასი დანახარჯი და ღირებულება ერთმანეთთან ბალანსირდება ისე, რომ საბოლოო ჯამში, მოსახლეობა და კერძო ბიზნესი 40-50% ეკონომიას იღებს.
დანფოსი”, როგორც ენერგეტიკული კომპანია ერთდროულად ჩართულია, როგორც ელექტროგენერაციაში, ასევე ბიო-ტექნოლოგიებში, ჰელიო და ჰიდრო სისტემებში. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ გაზზე, როგორც გათბობის საშუალებაზე და მეტად მოვიხმაროთ ელექტროენერგია. კომპანია ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს გათბობის თანამედროვე სისტემებში. ტექნიკური მოდერნიზაცია და ელექტრო მოხმარებაზე გადასვლა კი, ის 2 ხერხემალია, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას ერთ სულ მოსახლეზე 30-40%-ით დაზოგოს ენერგიის მოხმარება და ამდენივე პროცენტით შეამციროს გათბობის ხარჯები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს გაზის ელექტროენერგიით ჩანაცვლება. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოსთვის სტრატეგიული მომენტია – დაეყრდნოს ქვეყნის შიგნით არსებულ რესურსებს.