დროის პერიოდი და ეკონომიკური პერიოდანტი (ინოვაცია)

გიორგი პაპავა, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
პრაქტიკაში დრო განიხილება, როგორც დროის გარკვეული მონაკვეთი საუკუნეების, წლების, თვეების, დღეების, საათების და ა.შ. სახით და ეს მაშინ, როდესაც რაიმე ხდება, რაიმე შემთხვევას, პროცესს აქვს ადგილი. ჩვენ განვიხილავთ დროს, რომელიც პრაქტიკულად კონტაქტშია მოძრაობასთან ან მოძრაობის მომენტთან. ამ თვალთახედვით, დროის შუალედი არავის დაუქვემდებარებია ტიპიზაციისთვის (ტიპებად კლასიფიკაციისთვის) და არც ჰქონიათ წარმოდგენა, თუ შეიძლებოდა დროის შუალედის განხილვა უკუგების თვალთახედვით. თუმცა, ასეთი რამ მუდამ არსებობდა და არსებობს, როგორც რეალური სინამდვილე. ამ გარემოებით აიხსნება ის, რომ საკითხს ვიწყებთ ელემენტარული პარამეტრების გარჩევით.

უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს დროის შუალედი. ამისათვის, საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორი გაგებით ხმარობენ სიტყვებს – დროის შუალედი, დროის პერიოდი.

“პერიოდი” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (Periodos) და ნიშნავს შემოვლას, წრებრუნვას. აქ დროის შუალედი ნახსენებიც კი არ არის, მაგრამ იგი ნაგულისხმევია. ეს იმიტომ, რომ შემოვლას (წრებრუნვას) “ესაჭიროება” დროის განსაზღვრული შუალედი. მართლაც “წრებრუნვა” აფიქსირებს დროის განსაზღვრულ შუალედს, რომელშიც ხორციელდება ეს მოძრაობა. შემოვლა (წრებრუნვა) მოითხოვს დროის შუალედს და არა დროის შუალედი მოითხოვს შემოვლას (წრებრუნვას).

თუ ჩვენ ვხმარობთ სიტყვა “პერიოდს” დროს მინიშნების გარეშე, მაშინ იგი შემოვლას (წრებრუნვას) აღნიშნავს, ხოლო თუ ვამბობთ დროის პერიოდს, მაშინ მხედველობაში გვაქვს დროის შუალედი, რომელიც დაფიქსირებულია მოვლენის ხანგრძლივობით. თუ დროის შუალედი თავის ჩარჩოებში აქცევს მოვლენას, მაშინ წარმოიქმნება პერიოდის ანტიპოდი (პერიოდანტი).

იმ შემთხვევაში, როდესაც დროის შუალედი აფიქსირებს რაიმეს, მაშინ ფიქსირდება ხდომილობა, როგორც რაიმე პროცესის ან მოვლენის შედეგი და ეს შედეგი წარმოადგენს დროის ამგვარი შუალედის უკუგებას. ამ უკუგებას გააჩნია თავისი აღნაგობა, რომელიც მოიცავს არა მარტო პროდუქტს (შედეგს), არამედ უკუგებითი საფეხურების მთლიანობით სისტემას.

ამ შემთხვევაში დროის პერიოდად აიღება დროის ის შუალედი, რომელშიც მიმდინარეობს დროით დაფიქსირებული ხდომილობის მომცემი პროცესი (მუშაობა). მაგრამ ამ დროის პერიოდით ხდება არა პროცესის, არამედ მით გამოწვეული ხდომილების დაფიქსირება.

როგორც ვხედავთ, გამოიყო განმარტებების ორი წყვილი, რომელთა შორის არსებითი განსხვავებაა. სახელდობრ, ერთ შემთხვევაში დროის პერიოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაიმეს განვითარებას, შემოვლას (წრებრუნვას), პროცესს, მოვლენას თვით გააჩნია თავისი დროის შუალედი, სხვა შემთხვევაში კი წინასწარ დათქმული დროის განმავლობაში (მონაკვეთში) რაც ხდება, იმის შედეგია ამ დროის შუალედით მოცული.

ჯერ განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც რაიმე პროცესი აფიქსირებს დროის შუალედს. მაგალითად, ციური სხეულის ბრუნვის ხანგრძლივობა აფიქსირებს თვით ამ სხეულის ბრუნვით მოცულ დროის შუალედს. კერძოდ, დედამიწის ბრუნვის პერიოდი მზის გარშემო შეადგენს ერთ წელიწადს. სამეურნეო-მარკეტინგული საქმიანობის შეფასება ხდება ხოლმე თორმეტთვიანი (წლიური) დროის შუალედით და ეს თითქოს დაკანონებულიცაა მთელ მსოფლიოში. ამ დროის შუალედით კი წინასწარ დაწესებულია ის “ჩარჩო”, რომელშიც კაცობრიობა თავის საქმიანობას ათავსებს, რათა განახორციელოს მიღებული შედეგების საბოლოო შეფასება. აქ გამორიცხულია ის, რომ სამეურნეო-საწარმოო ციკლის ხანგრძლივობა აწესებდეს სამეურნეო-საწარმოო და კომერციული საქმიანობის (მარკეტინგული მართვის ჩათვლით) ანგარიშგების დროის მონაკვეთს.

ანგარიშგება მიღწეული შედეგების შესახებ კი არ აფიქსირებს პროცესის მსვლელობას, არამედ დროის ამ პროცესით მოცულ მონაკვეთში მიღებულ შედეგს, როგორც ხდომილობას. დროის ამგვარი შუალედი გამოდის დროის მომენტის რგოლში, რომელსაც არ გააჩნია ხანგრძლივობა და ამიტომ, როგორც ხდომილობას, გააჩნია უკუგება. ეს იმას მოასწავებს, რომ ამგვარი მოვლენა წარმოადგენს დროის პერიოდის ანტიპოდს. ამიტომ, სტატისტიკური აღრიცხვის ფორმებში ფიქსირდებიან ამგვარი შედეგები, როგორც ხდომილობები და არა პროცესის მიმდინარეობა. სახელდობრ, ამ დროის პერიოდში რა რაოდენობის საჭირო რესურსები იქნა ჩართული წარმოების პროცესში (ხდომილობა) და ყოველი მათგანი რა მწარმოებლურობით იქნა გამოყენებული (ხდომილობა). ეს მომენტი წარმოადგენს დროის შუალედის უკუგებას, ხდომილობით დაფიქსირებულ ფაქტორებს.

დროის ამგვარი შუალედი დროის იმ პერიოდის ანტიპოდია, რომელსაც აფიქსირებს რამე პროცესის ხანგრძლივობა. ამიტომ, ჩვენ მას ვუწოდებთ დროის ამგვარი პერიოდის ანტიპოდს ანუ პერიოდანტს. იგი წარმოადგენს დროის პერიოდის, როგორც დროის მომენტის უკუგებითი არსების ხდომილობას.

დროის შუალედი, რომელიც აფიქსირებს ხდომილობას, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დროის მსხვილმასშტაბიანი მომენტი (ე.ი. არა მარტო წუთი, საათი,
პროცესი, მოვლენა თუ აფიქსირებს დროის შუალედს, მაშინ სახეზე გვაქვს დროის პერიოდი, მაგრამ დროის შუალედი თუ აფიქსირებს უკუგებით ხდომილობას, მაშინ სახეზე გვაქვს მისი ანტიპოდი, ე.ი. პერიოდანტი. თუ ამ უკანასკნელის შემთხვევაში გავახანგრძლივებთ დროის შუალედს, მაშინ გაიზრდება დროის მომენტის და თვით ხდომილობის მასშტაბიც.

დროის მომენტს, რომელიც აფიქსირებს ხდომილობას, გააჩნია უკუგების თვისება, ხოლო დროის პერიოდს, რომელსაც განსაზღვრავს პროცესის, მოვლენის ხანგრძლივობა, უკუგების თვისება არ გააჩნია. დროის შუალედის უკუგება წარმოადგენს დროის შუალედის სასარგებლო შედეგს. მაგ. დავუშვათ, განსაზღვრული დრო გავიდა, სამაგიეროდ მან მოგვცა (მოგვაგო) სასარგებლო შედეგი, ანდა დროის მოცემულ შუალედში, რაც გავიღე, იმან რა მომაგო. ამგვარია უკუგების გაგება. უკუგება მით უფრო მეტია დროის მოცემულ შუალედში, რაც უფრო მეტია მიღებული სასარგებლო შედეგი. დავუშვათ, გავიღეთ დროის იგივე შუალედი და მივიღეთ მეტი სიდიდის ხდომილობა, მაშინ ნათელია, რომ გაიზარდა დროის ამ შუალედის უკუგება. მაშასადამე, შევძელით იგივე დროში მეტი შედეგის მიღება.

უნდა ვიცოდეთ, რომ დროის შუალედის უკუგებითი ხდომილობა მოიცავს ამ უკუგების აღნაგობის ინგრედიენტებს, რომლებიც გვევლინებიან, როგორც უკუგებითი საფეხურები. ისინი ქმნიან კიბისებრ სისტემას. ამგვარი წყობა მკაცრად განსაზღვრავს იმას, რომ ეს საფეხურები თითქოს წარმოადგენდნენ ამ უკუგებითი ხდომილობის ორგანოებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ გენეტიკური (მხედველობაშია ჰისტოგენეზი) პროცესის წყალობით და ამ სახით დაფიქსირდნენ დროის მოცემული მომენტით. ჰისტოგენეზი წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმის ორგანოების პარალელურ გენეზისს. აქ მხედველობაშია ზემოაღნიშნული კიბის საფეხურების პარალელური განვითარებით მიღებული მათი სიდიდეები, როგორც უკუგებითი ინგრედიენტების ზომის განმსაზღვრელი.

ამგვარი ხდომილობის სიდიდე, ისევე როგორც მისი ყოველი საფეხურის სიდიდე, ფიქსირდება დროის ამ პერიოდის რაციონალური გამოყენების მიხედვით. რაციონალური გამოყენება კი განიხილება ორი ჭრილით: პირველია ის, თუ დროის ამ პერიოდში რისი გაკეთება მოვასწარით, მეორე კი, როგორ გავაკეთეთ, ე.ი. ყოველ მათგანს რა მწარმოებლურობით ვაკეთებთ. ეს ორი პარამეტრი განსაზღვრავს დროის მომენტში დაფიქსირებული ხდომილობის დონეს.

სწორედ ამიტომაა, რომ უკუგებითი ხდომილობის დამაფიქსირებელი დროის შუალედი, რომელიც ფიგურირებს, როგორც დროის მომენტი, პროცესის ხანგრძლივობით დაფიქსირებული დროის პერიოდის ანტიპოდია (პერიოდანტია), სულერთია, რა ხანგრძლივობისაც უნდა იყოს იგი (წელი, კვარტალი, თვე და ა.შ.). ამრიგად, გაგვაჩნია ხანგრძლივობანი (თხ) და უკუგებიანი (თუკ) შუალედი (იხ. ნახ. 1).

აღსანიშნავია, რომ ყოველი ჩვენგანის საქმიანობას, ისევე როგორც წარმოებას, საქონლის რეალიზაციას, საწარმოო ფირმის მარკეტინგულ საქმიანობასაც გააჩნია დროის შუალედი, ქცევებსაც კი, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს გააჩნია დროის შუალედი. შესაძლოა, ისინი თვით აფიქსირებდნენ დროის შუალედს ე.ი. დროის პერიოდს (თხ), ანდა მათ აფიქსირებდეს წინასწარ დასახული დროის შუალედი (თუკ). ცხადია, რომ პირველი (თხ) თვითაა მოწესრიგებული ოპერაციის ხანგრძლივობით, ცხოვრებაში იგი მოუწესრიგებელიც კი შეიძლება იყოს, მაშინ, როდესაც ცხოვრებაში (წარმოებაში) პერიოდანტი (თუკ) ასრულებს მოწესრიგებულ ფუნქციას.

ამიტომ, ადამიანთა საზოგადოების საწარმოო-სამეურნეო-მარკეტინგულ საქმიანობაში პერიოდანტი ხასიათდება მეტი ორგანიზებულობით, ვიდრე პერიოდი.

უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ისიც, რომ ყოველი ჩვენგანის საქმიანობას ახასიათებს წინასწარ დასახული დროის შუალედში სათანადო უკუგების მიღწევა, ისევე, როგორც წარმოებას, საქონლის რეალიზაციას, სამრეწველო ფირმის საწარმოო მარკეტინგულ საქმიანობას. წინასწარ დასახული დროის შუალედის დაფიქსირების გარეშე ვერავითარ ორგანიზებულობას ვერ მივაღწევთ. ამიტომ, ამგვარი დროის შუალედი (პერიოდანტი) ცხოვრებისეული აუცილებლობით ფიგურირებს იქ, სადაც მართლა კეთდება საქმე და ისიც სათანადო ეკონომიკურ უკუგებაზე ორიენტირებით. ამიტომ, ამგვარი დროის შუალედის (პერიოდანტის) წინასწარი განსაზღვრულობის გამო, ყოველ ხდომილობას გააჩნია მისი დამაფიქსირებელი დროის შუალედის ეკონომიკური უკუგების თვისება. ეს განუყოფელობა განაპირობებს იმას, რომ დროის შუალედის ეკონომიკურ უკუგებასაც ვუწოდოთ ეკონომიკური პერიოდანტი, ვინაიდან ეს ორი მხარე ერთი და იგივე მოვლენის ერთიანობაში წარმოდგენილი გვევლინება მთლიანობითი სისტემის სახით და მას ეკონომიკურ პერიოდანტს ვუწოდებთ. მის გარეშე წარმოიქმნება ჯუმლობრივი “სისტემა”, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქაოსი (უწესრიგო გროვა).

ამიტომ, თუ კისრულობს მაორგანიზებელ როლს საზოგადოების (ეკონომიკის) ფუნქციონირების ყოველი ინგრედიენტის “სუნთქვა”-საქმიანობის შეთანხმებულობაში წინასწარ დაფიქსირებული დროის შუალედების მიხედვით. დროის შუალედის წინასწარ დაფიქსირება ვერ განხორციელდება დამაფიქსირებელი მექანიზმის გარეშე, რომელიც შედგება შენდეგი ინსტრუმენტებისგან: საათებისაგან, დროის კალენდრისაგან და გეგმური ვარაუდისათვის საჭირო დროის მონაკვეთებისაგან.

დღის განაწილება საათებად და წუთებად საათის მეშვეობით ხდება, დროის კალენდრის მიხედვით – წლის განაწილება კვარტლებად, თვეებად, დღეებად.

დროის მონაკვეთების საფიქსაციო მომენტების გამოყენებით ხორციელდება საათობრივი, დღიური და დეკადობრივი გრაფიკების შედგენა, თვეების, კვარტლების და წლის დროის მონაკვეთების დაფიქსირება, როგორც იმ მონაკვეთებისა, რომლებიც საყოველთაოა არა მარტო მოცემულ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და დროის მიხედვით ათავსებს ხდომილობას წინასწარ დასახული დროის ფარგლებში.

ახორციელებს რა დროის წინასწარ დასახული შუალედი ნებისმიერი ხდომილობის დაფიქსირებას, იგი არ ითვალისწინებს ამ ხდომილობის დასრულების ციკლის ხანგრძლივობას2 , არამედ ყველა მათგანისათვის აწესებს დროის ერთნაირ შუალედს და ისიც იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

ხდომილობის დამაფიქსირებელ დროის შუალედებად გვევლინებიან, მაგალითად: საგეგმო ვარაუდები თვის, კვარტლის და წლის მიხედვით. აქ უკვე ვარკვევთ, თუ დროის ამ შუალედში რა მოხდა, რისი და რამდენის გაკეთება უნდა მოვასწროთ და რა მოვასწარით, ამით წარმოიქმნება მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გაუფრთხილდეს ყველა თავის დროს, ჩავეტიოთ დროში და არა მარტო ჩავეტიოთ, არამედ წინ წავიგდოთ საქმე, მოვასწროთ უფრო ადრე ამ პერიოდში მეტი საქმის გაკეთება.

ამრიგად, დროის შუალედის – დროის პერიოდის და პერიოდანტის გარეშე ადამიანები, მთელი საზოგადოებები საერთაშორისო მასშტაბებითაც კი ვერ აღიქვამენ და ვერც ამყარებენ კავშირს დროსთან. დრო, ამის გამო, ვადისეული რესურსია.

როგორც ვხედავთ, დროის შუალედის ზემოაღნიშნულ ტიპებს, პერიოდანტს და პერიოდს,შორის არსებითი განსხვავებაა. ამის უგულებელყოფა დაუშვებელია, თუკი გვინდა, რეალურ სინამდვილეს არ შევაქციოთ ზურგი.

უნდა ითქვას, რომ არსად და არავინ არ მიანიშნებს ხოლმე დროის შუალედის ამ ორ ტიპზე და დღეს მათ არც არავითარი სახელწოდება არ გააჩნიათ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რეალურმა სინამდვილემ სხვადასხვა ლექსიკონთა შემადგენლებს წამოაცდევინა იმ განსხვავების შეპარულად დაფიქსირება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თურმე ერთ შემთხვევაში ფიგურირებს ისეთი განმარტება, რომ რამე აფიქსირებს დროის შუალედს, სხვა შემთხვევაში კი დროის შუალედი აფიქსირებს რამეს.
გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ მაშინ გააჩნია დროის შუალედს უკუგება, თუ იგი აფიქსირებს მას, როგორც ხდომილობას რომელიმე ფუნქციონირებად ობიექტზე, სულ ერთია ეს ობიექტი იქნება ადამიანი, წარმოება თუ ფირმა, კონცერნი ან კორპორაცია, რეგიონი თუ სახელმწიფო და ა.შ. სადაც ადგილი აქვს რამე ხდომილობას. ამ პოზიციის მიხედვით ფიგურირებს ეკონომიკური ხდომილობა, რომელიც მოითხოვს ზემოაღნიშნულ პარამეტრებთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზის სათანადო მეთოდის გამოყენებას, რათა შესაძლებელი გახდეს დროის შუალედის ეკონომიკური უკუგების მართვა.

საჭიროა, სადღეისოდ ეკონომიკური ანალიზის იმგვარი მეთოდი გამოიყენებოდეს, რომელიც განახორციელებს დროის შუალედის უკუგების, შინაგანი მექანიზმის მიხედვით მაღალორგანიზებულ მართვას.

ცნობილია, რომ სამეურნეო-ეკონომიკური, საწარმოო-ეკონომიკური საქმიანობის მარკეტინგული მართვა მოითხოვს დროის შუალედის უკუგების მართვას საერთოდ და, განსაკუთრებით, საწარმოო სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელთ მთლიანობითი წარმონაქმნის, როგორც სისტემის გაზომვას და დროის შუალედის უკუგების ანალიზის განხორციელებას უტყუარი დეტერმინირებული მეთოდით, სახელდობრ, ეკონომიკური ანალიზის პერიოდანტული მეთოდით. ამ მხრივ, ეს მეთოდი, ჩვენი მრავალწლიური მეცნიერული გამოკვლევებით მიგნებულია საანალიზო მოვლენის ფორმირების შინაგან ბუნებრივ ფორმირებაში. იგი შემდეგი სახისაა3 :
Dა = (ა1 – ა0) – ბ1 – ც0 – დ1…
Dბ = ა0(ბ1 – ბ0) – ც0 – დ1…
Dც = ა1ბ1ც1(ც1 – ც0) – დ1…
Dდ = ა0ბ0ც0(დ1 – დ0)…
აქ Dა + Dბ + Dც +Dდ = A1 – A0
სადაც საანალიზო მულტისისტემა შემდეგი სახისაა:
ა0 – ბ0 – ც0 – დ0 = A0
ა1 – ბ1 – ც1 – დ1 = A1

ამის ნაცვლად ეკონომიკური ანალიზის თეორია, საერთოდ და კონკრეტულად გამოქვეყნებული რუსეთში 1997 წ. თავს უყრის სხვადასხვა არსებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და მათემატიკურ ხერხებს, რათა თანამედროვე საბაზრო გარემოში ჩაეწერონ ისე, რომ უგულებელყოფილი დატოვონ ე.წ. ფაქტორ-თანამამრავლთა ბუნებრივი თანმიმდევრობით დალაგების მიგნების აუცილებლობა და მათ ეკონომიკაში უპირატესობა მიანიჭონ იმგვარ მათემატიკურ მანიპულაციებს, რომლებითაც გვერდს აუვლიან ეკონომიკის ორგანიზებულობის გამოკვლევებს და ამით გააიოლებენ პრობლემის გადაჭრას, რომ არ შექმნას საჭირო საანალიზო ეკონომიკური ხდომილების ფორმულირების შინაგანი მექანიზმის გამოკვლევა, აღმოჩენა და გამოყენება. ამას ადასტურებს ამ ნაშრომში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ “Iაოია ოაიიუო იიანოაიიაიე ეაე ე ეიააენიუე, ეიააო იააინოაოეე, ი ეიოი?უო ნეააოაო ციაოუ ი?ე ააი ი?ეიაიაიეე. Aი ია?აუო, ?აცოეუოაოუ ?ან?აოია ია ცააენყო იო იინეააიააოაეუიინოე ცაიაიუ ოაეოი?ია. ” ქართულად იკითხება: “ჯაჭვური ჩასმის მეთოდს, ისევე როგორც ინდექსურს, გააჩნია ნაკლოვანებები, რომელთა შესახებ უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენებისას. ჯერ ერთი, გაანგარიშებათა შედეგები დამოკიდებულია ფაქტორების შენაცვლებათა თანამიმდევრობაზე”, ეხება რა ინტეგრარულ მეთოდს, ავტორი ეკ. მეცნ. დოქტ. ცნობილი ანალიტიკოს-მეცნიერი ა. დ. შერემეტი აღნიშნავს, რომ “ეს მეთოდი ობიექტურია, რამდენადაც გამორიცხავს სხვაგვარი წინადადებების ფაქტორების როლის შესახებ, ანალიზის განხორციელებამდე”. ამასთან, “ინტეგრალური მეთოდისას დაცულია ფაქტორების დამოუკიდებლობის დებულება”. ეს იმას ნიშნავს, რომ მულტიპლიკაციური ანალიზის სისტემაში იგი გამორიცხავს ფაქტორების რამე როლს. ესე იგი ეყრდნობა ჯუმლობრივ წარმოებას და არა მთლიანობით სისტემას. ამ წარმონაქმში ფაქტორ-თანამამრავლები დამოუკიდებელნი არიან. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება თანამამრავლი წილადები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოდიოდნენ ფაქტორ-თანამამრავლების როლში, თუ ერთი წილადის მნიშვნელი ფიგურირებს სხვა თანამამრავლის წილადის მრიცხველში. მეორეც, ის, რომ ეს მეთოდი გამორიცხავს სისტემურ მიდგომას, სადაც ყოველ ინგრედიენტს, გარდა იმანენტური თვისებებისა, უნდა გააჩნდეს ემერჯენტული თვისება იმ როლის მიხედვით, რომლის მზიდიც არის ის ამ სისტემის ფორმირებაში ნაკისრები როლის მიხედვით.

საქმე იმაშია, რომ ფაქტორ-თანამამრავლთა კლასიფიკაციაზე არ უნდა ვრცელდებოდეს ორმაჩვენებლიანი მახასიათებლების კლასიფიკაცია რაოდენობრივ და თვისობრივ (მოცულობრივ) მაჩვენებლებს. ვინაიდან ისინი მაჩვენებელთა სისტემის როლებია და არა იმ თანამამრავლებისა, რომლებიც მულტიოპერატორებს წარმოადგენენ და არა ჩვეულებრივ ფაქტორთა თანამამრავლებს.

მაჩვენებლის ფუნქცია არსებითად განსხვავდება ფაქტორ-თანამამრავლების ფუნქციისგან, ფაქტორ-თანამამრავლების ფუნქცია კი – მულტიოპერატორის ფუნქციისგან.

მაჩვენებლის ფუნქცია გაზომილი სახით წარმოდგენილი მოვლენის მახასიათებელია. მისი დანიშნულებაა, შეაფასოს მოვლენის მდგომარეობა-განვითარება. ფაქტორ-თანამამრავლის ფუნქცია კი არის ენდოგენური ფაქტორის გამრავლებითი გავლენა მაჩვენებლის როლში გამოსულ სიდიდეზე. მულტიპლიკატორი კი სისტემის საერთო შედეგში თავისი წვლილის შემტანია.

მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგიის თანახმად ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება გამოდიოდეს მაჩვენებლის, ფაქტორ-თანამამრავლის ან მულტიოპერატორის როლში. ამიტომ, ყოველი მათგანი ერთი და იგივე იმანენტური ბუნების მოვლენის მიერ სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა როლის შემსრულებელია (ემერჯენტული თვისება).

მულტიპლიკატორის როლი გამორიცხავს თანამამრავლთა კომუტატურობას, იგი ოპერანდის, ოპერაციის, ოპერატორის და სახექმნილის გენეტიკური წყობის ინგრედიენტია. მაჩვენებელი და ფაქტორ-თანამამრავლი ამგვარი ინგრედიენტი არ არის.

ამრიგად, მაჩვენებლის ფაქტორ-თანამამრავლთან და ფაქტორ-თანამამრავლის მულტიოპერატორთან გაიგივება დაუშვებელია, თუ არ გვინდა ავცდეთ მეცნიერული სიზუსტის მჭვრეტ აზროვნებას.

მულტიოპერატორების თანმიმდევრობითი წყობა ეკონომიკური ანალიზის გარეშეც კი ხასიათდება პირდაპირი და უკუკავშირებიანი ურთიერთობებით ოპერანდსა და ოპერატორს შორის და ამ გზით სისტემის გამოსავლის ფორმირებაში. საჭიროა – ამ კავშირების გამოვლინება წინ უსწრებდეს ეკონომიკური ანალიზის განხორციელებას. ამ შემთხვევაში ფაქტორ-თანამამრავლთა ნაცვლად გვექნება მულტიოპერატორთა მთლიანობითი სისტემა და არა ჯუმლობრივი წარმონაქმნი, რომელიც გამორიცხავს კომუტატურობის თვისებას. აქ აღმოჩენილი უნდა იქნას ამ სისტემის ქცევისათვის დამახასიათებელი სისტემური კანონზომიერება, რომ არ დავშორდეთ რეალურ სინამდვილეში ჩვენგან დამოუკიდებლად არსებულ ჭეშმარიტებას. ამის გარეშე ობიექტურობაზე მსჯელობაც კი საფუძველს მოკლებული იქნება.

უნდა შევნიშნოთ, რომ აქ საკითხი ეხება არა ფაქტორებს, ფაქტორ-თანამამრავლებს, რომელთა გარდაქმნა მულტიოპერატორებად აუცილებელია, რაც მოითხოვს პირდაპირი და უკუკავშირების მატარებელი ელემენტ-თანამამრავლთა ბუნებრივი თანმიმდევრობის ამოკითხვას რეალურ სინამდვილეში. ამას გვერდს უვლიან და გზას უხსნიან მათემატიკის იმ მეთოდებს, რომელთათვისაც არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია ამ აღნიშნულ რეალობის ასახვას და ამდენად მათემატიკური მეთოდები გამოყენებულია აღნიშნული რეალობის მიჩქმალვისათვის.

ამგვარი ლაფსუსი წარმოქმნა ფაქტორ-თანამამრავლების გაიგივებამ მოვლენის ფორმირების პროცესთან მულტიოპერატორების ორმხრივი კავშირის გამორიცხვით.

ჩვენ მიერ მიგნებულ იქნა ის მიდგომა, რომელსაც შეუძლია მულტიპლიკატორთა (მულტიოპერატორთა) ბუნებრივი წყობის გამოვლინება, სახელდობრ: მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგიის გამოყენება დროის პერიოდის უკუგების ჩამოყალიბების გენეტიკური წყობის ბუნებრივი პროცესის გამოსავლენად. ამით, კიდევ ერთხელ ხდება დასაბუთებული, რომ ეკონომიკური ანალიზის მეთოდი გარედან კი არ უნდა მოვახვიოთ თავს ეკონომიკურ ხდომილობას, რათა გავიადვილოთ მისი ანალიზის გაკეთება, არამედ ეკონომიკური ხდომილობის უკუგებითი არსისა და მისი ფორმირების მექანიზმის ბუნებრივმა წყობამ უნდა მიგვიყვანოს ეკონომიკური ანალიზის დაკვალიანებისაკენ შესატყვისი მეთოდის მისაგნებად.

ამიტომ, ეკონომიკური ანალიზის მეთოდი კი არ უნდა შეცვალოს ნაწილობრივ ან მთლიანად მათემატიკურმა მეთოდებმა, არამედ მათემატიკური სახე უნდა მივცეთ ეკონომიკურად დაკვალიანებულ მოდელს, აქ მათემატიკური დაკვალიანება შეცდომებამდე მიგვიყვანს, ბუნებრივად დეტერმინირებული ეკონომიკური მახასიათებლებით, ეკონომიკური ობიექტური ანალიზის განხორციელებაში.

ამგვარი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკური ანალიზის პერიოდანტულ მეთოდს. იგი გამორიცხავს იმ ხარვეზებს, რომლითაც ხასიათდებიან ე.წ. დეტერმინირებული ფაქტორული ეკონომიკური ანალიზის აქამდე არსებული ყველა მეთოდი. ამგვარი ინოვაცია უზრუნველყოფს კონკურენციაში ოპერატიული უპირატესობის მაღალორგანიზებულ მართვას.