უფრო დიდი მეგობრობის განაცხადი

რედაქციისგან

“როსნეფტი” მზად არის უმსხვილესი გერმანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი გახდეს. დაბალრენტაბელური აქტივების შესყიდვა დღეს ეკონომიკურად მომგებიანი ინვესტიცია არ არის, არამედ უფრო – გეოპოლიტიკური თამაშის ელემენტი გრძელვადიანი ფინანსური ეფექტით.

კომპანია “როსნეფტს” შესაძლებლობა ეძლევა გერმანიის ოთხი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიძინოს. ინფორმაციას, შიდა წყაროზე დაყრდნობით, საერთაშორისო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. წლების განმავლობაში რუსი მენავთობეები ევროპის გულში სოლიდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენას ცდილობდნენ, ნავთობსადენ “დრუჟბასთან”” ახლოს ან მის გაგრძელებას, ამიტომ დღეს, ეს ამბავი რუსი მენავთობეების სერიოზული განაცხადი და დიდი მიღწევაა. შესაძენი კაპიტალის სავარაუდო სიმძლავრე 50 მლნ ტონას აღწევს, რაც გერმანიის წლიური ნავთობგადამუშავების მოცულობის თითქმის ნახევარია. სავსებით ცხადია, რომ მოვლენები, რომელიც მზადდება, რუსეთისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
რუსები მადლობას უხდიან ჩავესს
იმისთვის, რომ…
1990-იანი წლების შუა პერიოდიდან რუსი მენავთობეები ჯიუტად ცდილობდნენ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შესყიდვას, საბჭოთა კავშირის დროინდელი ნავთობსადენი “დრუჟბადან”” გადამუშავებული ნავთობი ევროპის ბაზარზე მოტორის საწვავად უნდა დამკვიდრებულიყო, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა შეძლეს თავიანთი დამოუკიდებლობის შენარჩუნება – საქმეში პოლიტიკა ჩაერთო და ქვეყნის მთავრობები ყველანაირად ცდილობდნენ თავიანთ სახელმწიფოებში რუსული კაპიტალის გავრცელება შეეზღუდათ. როცა ცხადი გახდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე რუსებს სიხარულით არ ხვდებოდნენ, ამ ბაზარზე რუსი მოთამაშეების სტრატეგია შეიცვალა.
ამ მიმართულების იდეოლოგი “ლუკოილი”” გახდა, რომელმაც გათვალა, რომ ჯობდა ნეგატიურად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლებისთვის გვერდი აევლო და დასავლეთ ევროპაში ეძია ბედი, სადაც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, უფრო საბაზრო პირობებია.
მეორე, ევროპელებისადმი უფრო ხისტი დამოკიდებულების მიმართულების იდეოლოგი “როსნეფტი”” გახდა, რომელმაც რუსეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აშენების პოლიტიკა ამჯობინა.
“ლუკოილმა”” შეძლო სამხრეთ იტალიასა და ნიდერლანდებში რამდენიმე მსხვილი შენაძენის გაკეთება, ხოლო “როსნეფტმა”” თავისი იდეები ვერ განახოციელა.
ცხადი გახდა, რომ რუსეთი პირველ გზას დაადგებოდა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე, სექტემბერში “როსნეფტის”” ხელმღვანელმა სერგეი ბოგდანჩიკოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი კომპანია დაინტერესებულია ევროპული ნავთობგადამამუშავებელი აქტივების შეძენაში. “როიტერის”” მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმას ნიშნავს, რომ თამაში დაიწყო – პოტენციური “მსხვერპლი”” გახდა გერმანული Ruhr Oel GmbH. რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს ის გარემოება, რომ ამ კომპანიის კაპიტალის ნახევარი ვენესუელის სახელმწიფო კორპორაცია PDVშA-ს ეკუთვნის. ახლა შესაძლოა ყველას უცნაურად მოეჩვენოს, თუ როგორ შეძლო უგო ჩავესის სტრუქტურამ მთლიანი გერმანული ნავთობგადამუშავების 40%-ზე მეტი კონტროლქვეშ მიეღო. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან ადვილი ასახსნელია.Ruhr Oel 1983 წელს შეიქმნა. მაშინ გერმანულმა E.On-მა თავისი ნავთობგადამამუშავებელი აქტივები ბრიტანულ BP-ის მიჰყიდა. ვენესუელის ხელისუფლება მაშინ პროდასავლური იყო და დასავლელ ენერგეტიკულ კომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. რის შედეგადაც BP-მ გადაწყვეტილება მიიღო ვენესუელასთან ეთანამშრომლა, როგორც ნავთობის დონორთან და ამით უფრო მყარი, ვერტიკალური ინტეგრირებული სტრუქტურა შეექმნა. სწორედ ამ პერიოდში ხელისუფლებაში უგო ჩავესი მოვიდა და ნავთობის იმ საბადოების პრივატიზაციას შეუდგა, რომლებიც დასავლელი მენავთობეების მიერ იყო დამუშავებული. PDVSA-ს Ruhr Oel GmbH-ის კაპიტალში ყოფნა BP-სთვის ძალიან დამამძიმებელი აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ BP პრინციპში მზად არის კაპიტალში პოლიტიკურად უფრო მშვიდი ქვეყანა ჰყავდეს.
აღსანიშნი დარჩა ერთი გარემოება, რომ რუსეთსა და ვენესუელას შორის ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები გააქტიურდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ამ ქვეყანაში რუსული იარაღის შეტანაა. ცალსახაა, რომ შეუძლებელია რუსეთს შემხვედრი წინადადებები არ წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი, როგორც ჩანს, გახდა თხოვნა – ვენესუელის წილი გერმანულ Ruhr Oel-ში რუსებისთვის მიეყიდათ.
გარიგებისთვის მზადაა
თვითონ “როსნეფტში”” რუს ჟურნალისტებს მიმდინარე საკითხები ბუნდოვნად განუმარტეს: “ჩვენი კომპანიაPDVSA-თან საკითხების ფართო წრეს განიხილავს, მაგრამ გერმანიაში აქტივების ყიდვის წინადადება ამ მომენტში არ შემოსულა””. რუსი ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ფრაზა”არ შემოსულა””, არ ნიშნავს “საკითხი არ დაყენებულას””.
მსხვილი საერთაშორისო აქტივის ტრანზიტი ჯერჯერობით მაღალი წრის პირების მოლაპარაკების საგანია, როგორებიც არიან – ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი და რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი. ეს მნიშვნელოვანი საკითხი ლათინურ ამერიკაში ამასწინანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიდო რამდენიმე მოსამზადებელი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ. მოლაპარაკებებს ესწრებდა რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი, რომელიც იმავდროულად არის “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი და კომპანიის კურატორი. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები გაგრძელდება, ალბათ სანავთობე სახელმწიფო კომპანიაში უბრალოდ”ზემოდან”” ინფორმაციასა და მითითებებს ელიან.
Ruhr Oel-ის აქციათა პაკეტის გამოსყიდვის უფლების უპირატესობა, ერთობლივ მართვაში PDVSA-ის პარტნიორს – BP-ის აქვს, რომელმაც რუს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: “ჩვენ არ ვაკეთებთ ყურმოკრულ ამბებზე კომენტარებს, თუკი PDVSA-მა ერთობლივი საწარმოს მიმართ შეხედულებები შეიცვალა, იგი აუცილებლად და სასწრაფოდ გვაცნობებდა ამის თაობაზე””.
რამდენიმე წლის წინათაც კი, მსგავსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყიდვა ევროპაში უკიდურესად პრობლემატური იყო.”როსნეფტის”” პარალელურად Ruhr Oel-ის აქტივებს სხვადასხვა დროს სხვა რუსული კომპანიებიც შეჰყურებდნენ (მათ შორის, “ლუკოილიც””), მაგრამ მათ წარუმატებლობა ერგოთ წილად, რადგან BP სასტიკი წინააღმდეგი იყო. თუმცა, ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა. “ნავთობგადამუშავება მომგებიანი საქმე იყო უკვე 2000 წლიდან, მაგრამ 2009 წლის მეორე კვარტლიდან მრეწველობაში ზარალიანობა ფიქსირდება”” – აცხადებს ნავთობის ბაზრის ანალიზის გერმანული კომპანია EID-ის ხელმძღვანელი ჰაინო ელფერტი და დასძენს – “პირველ რიგში, საქმე ეხება ნავთოპროდუქტებზე კრიზისით გამოწვეულ მოთხოვნის ვარდნას ევროპასა და გერმანიაში. მეორეც, აშშ-ში ბენზინის ექსპორტი შემცირდა. მესამეც, იმდენად, რამდენადაც ეს ბაზარი გლობალურია, ძლიერ ზეგავლენას ახდენს იმპორტი – აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მწყობრში შეყვანილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან””. რუსი ანალიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ ევროპის ბაზრის უპერსპექტოვო სტაგნაციას. “სიმძლავრეების ზედმეტი სიჭარბე დაახლოებით დღე-ღამეში შვიდი მილიონი ბარელის მოცულობის და ნავთობპროდუქტების ზომაზე ბევრი მარაგები გადამუშავების მარჟას კლავს””, – აცხადებს la[ital-ის ანალიტიკოსი ვიტალი კრიუკოვი. გადამუშავების “ოქროს პერიოდი”” წარსულში დარჩა, ბაზარი გადატვირთულია, იზრდება ეთანოლის შემცველობა ბენზინსა და დიზელის საწვავში, ასევე მცირდება ავტომობილების მიერ საწვავის ხარჯი””. ბაზარმა ნავთობაგადამუშავების ევროპულ ბიზნესს “სისხლი ადინა” – დაბალმარჟიანად აქცია. წამყვანი ნავთობგადამამუშავებლები აზიისკენ მიისწრაფვიან, სადაც მოთხოვნის მყარი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო დარგის სართო ტრენდად იქცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ევროპელი მფლობელების სურვილი – თავი დააღწიონ თავიანთ ზარალიან აქტივებს. ეს რუსებმა ისე გაიგეს, რომ დროა იყიდონ ის, რის ყიდვის უფლებასაც აქამდე არ აძლევდნენ. თუმცა, ამაში არის რაციონალური მარცვალი იმ თვალსაზრისით, რომ როგორ ძვირადაც არ უნდა იყიდონ აქტივები, იმაზე მეტი მაინც არ იქნება, რაც საბოლოო ჯამში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება და მწყობრში შეყვანა ჯდება ევროპის ტერიტორიაზე თუ რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.
იგივე ჰაინო ელფერტი აცხადებს, რომ BP-ის ბოლო დრომდე არ გასჩენია სურვილი აქტივები გაეყიდა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც Ruhr Oel-ის ეკუთვნის კარგ ტექნიკურ დონეზეა. ეს ძველმანი არ არის, არამედ – საკმაოდ თანამედროვე, მოდერნიზებული ქარხანა.
შესყიდვა გადავადებული მოგებით
გერმანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესყიდვა “როსნეფტს”” ხელეწიფება – ვალის ტვირთი მას შეუმცირდა, ჩინელებისგან მსხვილი კრედიტიც მიიღეს, თუმცა, როცა “როსნეფტის”” ხელმძღვანელი გასულ წელს ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყიდვას ფიქრობდა, მას საკმაოდ მაღალი მოთხოვნები ჰქონდა: “ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ჩვენი ნავთობი შევიტანოთ… სასურველია, რომ ქარხანაში შესაძლებელი იყოს Urals-ის ნავთობის გადამუშავება და პროექტის რენტაბელობა 15-29%-ს აღწევდეს””.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს შესყიდვა ახლა საინტერესოდ არ გამოიყურება. ექსპერტების გამოთვლით,Ruhr Oel-ის 50% წილის ყიდვა ორ მილიარდ დოლარზე ნაკლები არ დაჯდება. გარდა ამისა, საოპერაციო მოგება, რასაც ახალი მეპატრონე გადამუშავების მიმდინარე მარჟის პირობებში უნდა ემყარებოდეს, არის 150-200 მილიონი დოლარი წელიწადში, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბატონი ბოგდანჩიკოვის მოთხოვნები მიმდინარე სიტუციაში შეუსრულებელია.
რაც შეეხება მსგავსი შესყიდვის სინერგიას, მისი განჭვრეტა შესაძლებელია, თუმცა არც ისე მკაფიოდ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ შესასყიდი ქარხნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ძველი, საბჭოთა სისტემის საექსპორტო ნავთობსადენების მიღმაა და მისი დასავლეთ ევროპული გაგრძელებაა. დარჩენილ ორს აქვს ნავთობის მიწოდების ალტერნატიული (შესაძლოა უფრო მოხერხებულიც) წყაროები ზღვის ტერმინალებით. მხოლოდ ერთი ქარხანა, რომელიც შვედტში მდებარეობს, “დრუჟბის””ნავთობით იქმნებოდა. გამორიცხული არ არის, რომ მოლაპარაკების დროს “როსნეფტი”” მხოლოდ ამ აქტივის ყიდვით შემოიფარგლოს. ანალიტიკოსების აზრით, იურიდიული თვალსაზრისით, მართალია, ეს რთულია (BP-ის დამატებითი ნებართვა დასჭირდება), მაგრამ სავსებით შესაძლებელი.
“როსნეფტისთვის”” მოსალოდნელ შენაძენში განსაკუთრებული მოგება არ არის, ადვილი შესაძლებელია, რომ ამ გარიგებას ხელისუფლება ასტიმულირებდეს, რომლისთვისაც ეს ყველაფერი ბალანსირების გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან ინტენსიურად ვითარდებოდა, მაგრამ მისი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რუსული კომპანიების “ევროპული”” მომავალიც. ეს გარიგებაც შესაძლებელია ასეთი პოლიტიკის ელემენტი იყოს.
თუკი “როსნეფტი”” გადაწყვეტს Ruhr Oel PDVSA-გან იყიდოს, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე ეკონომიკური, რომელიც ნაკარნახევი იქნება გერმანიის ბაზარზე გასვლის დიდი სურვილით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial