ევროპის მომავალი – რა შეძლებს ევროპის გამოცოცხლებას?

მომზადა ნინო არველაძემ The Economist-ის მასალებზე დაყრდნობით
 
დიახ: ევროპის კავშირი იმ შემთხვევაში აყვავდება, თუ მისი ლიდერები 20 წლის წინანდელი გამოცდილების მსგავსად მომენტს გამოიყენებენ.
               როდესაც ევროპელები შიშობენ, საკუთარი სამსახურებისა და დანაზოგების გამო, როდესაც მათ მთავრობებსა და კომპანიებს არ შეუძლიათ ფულის იოლად სესხება, როდესაც ბანკები კოტრდებიან და ერთიანი ვალუტა თრთის, მაშინ ევროპის კავშირი არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისის, არამედ პოლიტიკური კრიზისის პირისპირაც დგას. და მაინც, ევროპის ლიდერებს საფრთხე თანაბრად არ ემუქრებათ. გასული 18 თვის განმავლობაში ისინი თავშესაფარს ფინანსური ბაზრების ლანძღვასა და დადანაშაულებაში პოულობენ. რეგულირების გამკაცრებისა და თერთმეტსაათიანი დახმარების პროგრამის მიუხედავად, ყველაზე მყიფე ეკონომიკების მიმართ, როგორც სჩანს, ევროპა მსოფლიოში ძალას კარგავს. 
               აზიასა და ამერიკაში ასეთი ფიასკოების მედიდურად ყურება მოდური გახდა. ამბობენ: ევროპის დრო გავიდა. მის ასაკოვან, შიგნითა მხარეს მომზირალ მოსახლეობას უბედურებასთან გასამკლავებლად ძალა აღარ შესწევს. ახლაც კი, როდესაც ევროპის კავშირი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა, ავადმყოფ ევროპას არავისთვის მოაქვს სარგებელი. ის რომ მდიდარი იყოს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ყველაზე ცუდი მონაკვეთი უკვე დასრულებული იქნებოდა. პოლიტიკურად, ევროპის დიდ იდეაში ყველას აქვს ფსონი, რომ მეტოქე ერებს უკეთესად შეუძლიათ სუვერენიტეტზე კონცენტრაცია მოახდინონ, ვიდრე ომი დაიწყონ. სოციალურად, ყველა დემოკრატს შეუძლია ევროპის დიდ პრობლემასთან შებმა, მთავრობები და სოციალური პროტექციონიზმი მანამდე იზრდება, სანამ გაგუდვის პირამდე არ მიიყვანს იმ ეკონომიკებს, რომლებიც მათ ფულს უხდიან. 
               ასე რომ, ევროპის იმპოტენციაზე სიცილის ნაცვლად, მსოფლიომ ის უნდა იკითხოს, შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარ თავში ჩვეული მხნეობის ხელახლა აღმოჩენას და თუ შეძლებს, როგორ. ჟურნალი “ეკონომისტი” არაგლამურულად ოპტიმისტურ პასუხს იძლევა. ევროპის კრახი წინასწარგანზრახული არ არის. სინამდვილეში, თუ ევროპის ლიდერები სულ მცირე მამაცობას გამოიჩენენ, ეს კრიზისი მათ 1980-იანი წლების განახლების შემდეგ საუკეთესო შანსს სთავაზობს. 
               ბიჭი ჟაკი 
               იმ დეკადაში, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ჯერ კიდევ საბჭოთა ბლოკის წევრები იყვნენ, ევროპა ორი სანავთობე შოკის გამო ზრდის ნელ ტემპსა და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს განიცდიდა. “ევროსკლეროზი”, როგორც მაშინ მას უწოდეს, ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა, შესანიშნავმა და ფიცხმა, ფრანგმა პოლიტიკოსმა, ჟაკ დელორსმა 1992 წელს ერთიან ბაზრამდე მიიყვანა და ევროპის ინსტიტუტები გააახალგაზრდავა. ამ რეფორმებმა დასაბამი მისცეს ევროპის კავშირის ისტორიაში ყველაზე დინამიურ პერიოდს, რაც დღეს ლიდერებისთვის კარგ გაკვეთილად გამოდგება. სამწუხაროდ, როგორც სჩანს, ისინი ამ შანსს ჰკარგავენ.
               ბატონი დელორსისგან შთაგონებულნი, ახლა ევროპაში ზოგიერთი ევროს ბედის გარკვევას ცდილობს და ამტკიცებს, რომ კრიზისს ევროპის ინტეგრაციის კუთხით, შედეგად ყოველთვის ნახტომი მოჰქონდა. 
               საფრანგეთის მიერ დაცულები, ისინი ამტკიცებენ, საბერძნეთიდან დაწყებული და სამხრეთ ევროპაში გავრცელებული ქაოსი მოწმობს, რომ ევროზონას ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება სჭირდება, რომელიც ევროპას უფრო მეტად პოლიტიკურად და ნაკლებ ტექნოკრატიულად მართავს. “უსამართლო” კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, მათი სურვილი მთელი ევროპის მასშტაბით სამუშაო სტანდარტების დაწესება და გადასახადების ჰარმონიზაციაა. მათ სურთ, ზედამხედველობას უწევდნენ ყველა კომუნალური ნაღდი ფულის მოძრაობას ევროს დაფარვის ზონის ყველაზე სუსტ წევრ ქვეყნებშიც კი. 
               თუმცა, ამ სახის ინტეგრაციის მადა სხვა ქვეყნებში ჯერ არ გაღვიძებულა – ეს არ მომხდარა გერმანიაშიც კი, რომელიც უზომოდ ყურადღებიანია საკუთარი ისტორიის მიმართ და არ სწამს მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსების. ქვეყნის მოსახლეობა გარანტირებული იყო, რომ ევროს დისციპლინა მათი საყვარელი გერმანული მარკის მსგავსი იქნებოდა, ახლა ევროპის ახალი სქემის მიხედვით გადასახადების გადახდით გადაიქანცნენ. ამის მაგივრად, გერმანიას კანონების მკაცრი სისტემა სურს, თუნდაც, ხელშეკრულებაზე დამყარებული (თუ ეს საჭირო გახდება), რომელიც ქვეყნებს ბევრი ფულის დახარჯვას აუკრძალავს. 
               ფრანგული იდეა მიუღებელია, გერმანული – უვარგისი. პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ეკონომიკებს ევროს კოზირის გამოყენების უფლება დასაწყისშივე ჩამოართვას, როდესაც ვალებში ჩავარდნილი ქვეყანა, როგორიცაა ბულგარეთი და იტალია, მას შესანიშნავად იყენებენ და ამის ნებაც დართული აქვთ. ვერავინ შეძლებს იმის დაკანონებას, რომ ევროზონის 16 ქვეყნიდან ყველა და ყოველთვის პასუხისმგებლობით მოიქცევა. რომელიმე ქვეყანა აუცილებლად დაარღვევს ამ წესს და ვიღაც ამ საკითხზე ყოველთვის დახუჭავს თვალს. 
               ნათელი გონება ჭვრეტს წინააღმდეგობას ევროს ყველაზე მნიშვნელოვან ორ წევრს შორის და წინასწარ გრძნობს ინტეგრაციას ან კრახს. ისინი ამტკიცებენ, რომ წმინდა პოლიტიკური მექანიზმის გარეშე, რომელიც თავს გაართმევს ახირებულ ქვეყნებს, ევროს ბედისწერა წლევანდელი კრიზისის გაჭივრების მსგავსად განმეორდება. ერთ დღესაც კი, შესაძლებელია, ეს მოსაზრება პრაქტიკაში დამტკიცდეს. მაგრამ ნათელი გონებები კარგად ვერ აფასებენ კომპრომისის ევროპულ ხელოვნებას და თვალთახედვიდან ეპარებათ ევროპის სიმტკიცე ევროს გამყარების თაობაზე, რადგან მისი გაყოფა დამანგრეველ ზარალს და ევროპის კავშირისთვის უდიდეს საფრთხეს მოიტანს. აქედან გამომდინარე, მოცემულ მომენტში, ყველაზე ხელმისაწვდომი გამოსავალი არც კოლაფსია და არც ინტეგრაციაზე იერიში, გამოსავალი მხოლოდ ევროზონის მდგომარეობიდან გამოძრომაა. 
               1992 და ყველაფერი  მის შესახებ 
               არეულობა პრობლემების აცილებას იწვევს, მაგრამ მათ ვერ წყვეტს. იმის მაგივრად, რომ ევროკავშირმა საკუთარი თავი შიდა მექანიკებში ჩაიხრჩოს, სჯობს სხვის გაკვეთილებზე ისწავლოს და ჩამოაყალიბოს უფრო რადიკალური, ნახევრად დელორსისეული პროგრამა, რომელიც მისი ეკონომიკის განთავისუფლებასა და ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტებული. ევროკავშირს პოლიტიკური სირთულეების გაიოლება და მისი მოქალაქეების დახმარება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით შეეძლო. ახლა ევროკავშირის ლიდერები ცდას არ აკლებენ დანახარჯების შესამცირებლად: ნეტავ, 1992 წლის სტილის რეფორმისთვის დოზა მოემატებინათ. 
               ერთიანი ბაზარი კვლავ ნახევრადაშენებულ იერს ატარებს. იტალიელი ეკონომისტი, მარიო მონტი აყალიბებს აზრს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ევროკავშირი მომსახურების კუთხით, ამერიკასთან შედარებით 30%-ით ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან ევროპული მომსახურების კომპანიები ნაციონალური ბარიერების მიღმა მოქმედებენ, ისინი ნაკლებად გამომგონებლურნი არიან და მიდრეკილნი არიან – არ მიიღონ მთლიანი მოგება წარმოების შკალის ხარჯზე. სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვა, გათავისუფლებულია ევროპის კავშირის კონკურენციისგან, ასევე, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური საწარმოები, როგორიცაა ტელეკომი, ის დაცულია და სხვები, როგორიცაა ელექტრონული ვაჭრობა, რომლებიც თითქმის არ არსებობდნენ 1992 წელს. 2020 წლისთვის შესაძლებელი იყო ერთიანი ციფრული ბაზრის ღირებულება ევროკავშირის მშპ-ის 4% ყოფილიყო. ევროკავშირს ხარჯიანი, ფრაგმენტირებული პატენტის სისტემა აქვს, ამიტომ პროდუქტები (როგორც ბევრი მუშა) იოლად ვერ კვეთენ საზღვრებს და ასე გრძელდება დღემდე. ეროვნული გასაკეთებელი საქმეების ნუსხა კვლავ ძალიან გრძელია. ესპანეთსა და იტალიაში  დაცულია პრივილეგირებული მუშა-ხელი და ხელი ეშლება ახალი მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას. გერმანელი მწარმოებლების აქციონერის წილი ბიზნესის სტარტ-აპის ეტაპზევე იბეგრება, ევროპის ყველა ნაწილში ევროპელები ძალიან ადრე გადიან პენსიაზე. 
               რეფორმის ბარიერი ყოველთვის იყო და არის პოლიტიკური, ის ეკონომიკურ ხასიათს არ ატარებს. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან-კლოდ ჯანკერმა 2007 წელს ყველაზე უკეთ ჩამოაყალიბა შექმნილი მდგომარეობა: “ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი, მაგრამ არ ვიცით, თუ როგორ გავიმარჯვოთ მომდევნო არჩევნებში, როდესაც ამას გავაკეთებთ”. 
               მაგრამ უშველის თუ არა ბოდიში საქმეს? კრიზისმა ევროპაში პოლიტიკური პეიზაჟი გადააადგილა. როგორც იმედოვნებდნენ, ევრომ რეფორმას სტიმული მისცა, ის მთავრობებისთვის გახდა პრევენცია აღედგინათ კონკურენტუნარიანობა მათი ვალუტის იაფად შეფასების გზით. მიდგომამ იმუშავა. მაგრამ საბერძნეთმა, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ევროს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მეგობრების წრისადმი ბოდიშის ვარიანტში იყენებდნენ, ნაბახუსევზე გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ რეფორმის გადადება აღარ შეიძლება. 
               უკვე სჩანს ნიშნები, რომ ევროპელებს მათ მორიდებულ ლიდერებზე უკეთ ესმით არსებული ჩიხური მდგომარეობა. გამოკითხვის მიხედვით, იქნებოდნენ თუ არა ევროპელები უფრო შეძლებულები თავისუფალი საბაზრო სისტემის ეკონომიკის პირობებში, გერმანელების 73% და ფრანგების 67% დადებითად პასუხობს. 
               რეფორმის მორალური პრობლემა არასოდეს ყოფილა უფრო ნათელი. ევროპული “სოლიდარობა”, რომელიც ესპანეთში სამუშაო ადგილს სიცოცხლის ბოლომდე ინახავს, რამდენიმე იღბლიანისათვის უკვე ძნელი დასაცავია, მაშინ, როდესაც ახალგაზრდები სამსახურს მხოლოდ დროებითი ხელშეკრულებით შოულობენ და მათ მხოლოდ უმუშევართა მცირეოდენ დახმარებას თუ უწყალობებენ. საფრანგეთში ყოვლად მოსაბეზრებელია იმის ყურება, თუ როგორ იხარჯება დასაქმებულის მიერ გადახდილი გადასახადები 60 წლის ჯანმრთელი პენსიონრებისთვის, როდესაც სკოლები და საავადმყოფოები სახსრებს საჭიროებენ. ევროპელი ლიდერები კი, არჩევნებში ხელახლა გამარჯვებაზე ფიქრობენ. 
               უსმინე ხალხს 
               გასულ დეკადებში ევროპის პრივილეგირებულმა ,ინსაიდერებმა” ცვლილებები დაბლოკეს. დელორსმა წარმატებას მიაღწია თავისუფალი ბაზრის ლიბელარებთან და ევროპული ინტეგრაციისადმი რწმენის მქონე მხარეებთან კოალიციის შექმნით. დღეს კრიზისმა ევროპელ ლიდერებს ერთიან ბაზარზე ორიენტებული რეფორმისათვის, საკუთარი კოალიციის შეექმნის შანსი მისცა, მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ.
უფსკრულში 
               ჩაშტერებულნი 
               (II ნაწილი) 
               მთავრობებს ევროზონის კრიზისი ყოველ კუნჭულში ელანდებათ, მაშინ, რა საჭიროა ევროკავშირი? 
               გაუმკლავდება კი ევროკავშირი ამას? მართალია, ცოტა ხნის წინაც კი, ეს კითხვა ყველას “გაღმელი” ეგონებოდა, მაგრამ ახლა პროექტის გამამხნევებელი მოცეკვავე გუნდის კაპიტნებიც კი კონტინენტისთვის მოსალოდნელი ვალების “ბერმუდის სამკუთხედზე”, დემოგრაფიული ფონის გაუარესებასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაზე ალაპარაკდნენ. 
               ქრონიკულ პრობლემებთან ერთად, ევროკავშირი მისი ეკონომიკის გულში – ერთიანი ვალუტის დაფარვის 16 ქვეყნაში განმგმირავი კრიზისის პირისპირაა დარჩენილი. ბაზრებს დაკარგული აქვთ რწმენა, რომ ევროზონის ეკონომიკები, სუსტები თუ ძლიერები, ერთ მშვენიერ დღეს ერთიანი ვალუტის განაწილების დისციპლინის წყალობით, რომელიც კატეგორიულად არ სცნობს არაკონკურენტუნარიან მებრძოლებს და სწრაფად ახდენს ხელოვნურად დაბალი შეფასების აღმოფხვრას, ერთმანეთს მიუახლოვდებიან. 
               დებატები, თუ როგორაა შესაძლებელი ევროპის ერთიანი ვალუტის დაქუცმაცების თავიდან აცილება, ჩიხში მოექცა. ჩიხშია, რადგან ევროზონის დომინანტი ძლიერნი ამა ქვეყნისანი: საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან ევროზონაში ჰარმონიზაციის საჭიროებაზე, მაგრამ ვერ თანხმდებიან ჰარმონიზების ობიექტებზე. 
               გერმანია მიიჩნევს, რომ ევროს გადარჩენა სესხების, ხარჯებისა და კონკურენციის გამკაცრებული წესებით უნდა მოხდეს, ასევე, კვაზი ავტომატიკური სანქციები აუცილებელია ჩამორჩენილი მთავრობებისათვის. შესაძლებელია, მასში შედიოდეს ევროპის კავშირის ფონდების გაყინვა შედარებით ღარიბი რეგიონებისათვის, ევროპის კავშირის მეგა-პროექტებისათვის და ევროპის კავშირის მინისტერიალში ქვეყნების ხმის უფლების დროებით შეჩერებაც კი. წესების გამკაცრებში, ასევე, აუცილებლად იგულისხმება ევროპის კავშირის კლუბში ყველა 27 წევრის გაერთიენება, რომელთა შორისაც მცირე რაოდენობით არიან თავისუფალი ბაზრის ლიბერალიზმისა და ეკონომიკური სიმკაცრის მოშლის მომხრეები. გერმანია შიშობს, რომ მცირე უმრავლესობა საფრანგეთის იდეის, რეჟიმის მოშლის მომხრეა. 
               საფრანგეთი ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული “სამხრეთული” კარავი უფრო სხვა სურვილებით გამოირჩევა: “ევროპის ეკონომიკური მთავრობა”, რომელსაც ევროზონის წევრების ბირთვი ექნება. გადმოთარგმნილ ვარიანტში, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები ცხვირს ჩაჰყოფენ მონეტარული პოლიტიკის საკითხებში და შეიქმნება მდიდარი წევრებიდან ღარიბ წევრებზე გადანაწილების სისტემა, ის დამყარებული იქნება მთავრობებისათვის იაფ სესხებზე საერთო ევრობონდების ან ფულადი ტრანსფერების სრულ უფლებაზე. ჯამში, საფრანგეთის მთავრობასთან ახლოს არსებული ციფრები ჩხრიალებს, ევროზონის წევრები უნდა შეთანხმდნენ ფისკალური და სოციალური საკითხების ჰარმონიზაციაზე, მაგალითად, კორპორატიული გადასახადების ტარიფებში კონკურენციის ალაგმვაზე ან სამუშაო ძალის ღირებულებაზე. 
               ევროკავშირმა ძალიან სწრაფად უნდა ჩამოწეროს ნუსხა, რადგან ის კვლავ მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო მასივად რჩება. თუ მის საუკეთესო მხარეს განვიხილავთ, ევროპული პროექტი შესამჩნევად ლიბერალურია: ერთი ბაზრის ირგვლივ გაერთიანებულია 27 მდიდარი და ღარიბი ქვეყანა. მისი შიდა საზღვრები ღიაა საქონლისათვის, კაპიტალისა და სამუშაო ძალისათვის, რასაც ვერც ერთი სავაჭრო სივრცე ვერ შეედრება. ეს არის ამბიციური ცდა გლობალიზაციის უმახვილესი კიდეების დასაბლაგვებლად და კაპიტალიზმის გასაკეთილშობილებლად. 
               პრობლემას ის წარმოადგენს, რომ “ევროპული სოციალური მოდელი” საქმის გასაკეთებლად ძალიან ძვიდარღირებული გზის სინონიმად გადაიქცა. მან საკუთარი დასასრულის სახეც კი მიიღო, როდესაც ევროპის კავშირის ზოგიერთი ლიდერი მოუწოდებს ევროპას არსებობდეს მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის სისტემის შესაქმნელად, რაც საკმაოდ დამთრგუნველია: გახდე უფრო დინამიური, ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარ თავს მოხუცებულობის პენსიისა და უმუშევრობის დახმარების ფუფუნების უფლება მისცეს. 
               ევროპას საშინლად სჭირდება კარგი იდეები და კარგი ხელმძღვანელობა. ევროკავშირის ძალიან ბევრი ლიდერი ცდილობს მიაღწიოს ხმის მიმცემთა თანხმობას ისეთი სუსტი რგოლების ამოგდების საკითხში, როგორიცაა საბერძნეთი, ამისათვის ისინი დაუსრულებლად ბუზღუნებენ “ანგლო-საქსონების” კონსპირაციებზე ევროს გასანადგურებლად და წარმოადგენენ გარიცხვის გზას “სპეკულატორი” სახელმწიფოების ნების გასაუქმებლად. წარმოსახვითი მტრები კავშირის გადასალაგებლად გამოგონილი სასოწარკვეთილი ხრიკია. 
               ფინანსური ბაზრების დაქცევა, რომელიც არ ყოფილა 
               შესაძლებელია, ახლო მომავლში ევროპაში მოვლენები ორი სცენარის მიხედვით განვითარდეს: ერთი გასაოცრად პოზიტიური, მეორე – უფრო ნეგატიური. პოზიტიური სცენარი იმ ფაქტიდან იწყებს სათავეს, რომ შესაძლებელია ყველაფერი უარესადაც ყოფილიყო, თუ გავიხსენებთ დაახლოებით 18 თვის წინანდელ საზარელ პერიოდს, როდესაც საბერძნეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ბულგარეთში ანტისამთავრობო ძალისმიერი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ესპანეთის დამსაქმებელთა გაერთიანების ხელმძღვანელისგან შესაძლებელი იყო მოგვესმინა რჩევა, რომ დროა, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკამ “შესვენება აიღოს” და ასპარეზი მთავრობის ჩარევებს დაუთმოს. ესპანეთისა და ბრიტანეთის პოლიტიკოსები ბანკებზე ზეწოლას ახდენდნენ იმ მიზნით, რომ მათ სესხები უპირველესად შიდა ბიზნესისათვის და მომხმარებლებისთვის გაეცათ. ბერძენი პირველი პირები ბანკებს აიძულებდნენ “მომჭირნეობა” გამოეჩინათ ბალკანეთის სუბსიდიარებისთვის კაპიტალის ტრანსფერისას. 
               2008 წლის დეკემბერში, ევროკავშირის სამიტზე, უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა შეხვედრა თავისუფალი ბაზრისათვის მაქსიმალური საფრთხისშემცველის განსაზღვრებით მოიხსენია. ლიდერების სადილზე ნიკოლა სარკოზიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა უდიერად ახსენა ევროპის საბჭო ევროპის კავშირის წესების ძალიან მკაცრად გამოყენებისათვის, მას ყველა ლიდერმა თავის დაკვრით განუცხადა თანხმობა, რაც ხელის აწევით რომ ყოფილიყო დასამტკიცებელი, მაღალა აწეული ხელები ცას მისწვდებოდა, მთავარმა ფიგურამ იგრძნო, რომ “უზარმაზარ უმრავლესობას” მიიღებდა. საფრანგეთში სარკოზიმ დაშინებულ დამხმარეებს განუცხადა, რომ “1968 წლის ევროპული მაისი” მწიფდებოდა და დასძინა, ქვეყნის მწარმოებლურობის შესანარჩუნებლად ფრანგული მანქანების ინდუსტრიისათვის მილიარდობით ევროს დახმარების გაღების აუცილებელობის შესახებ. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ფრანგული ფირმებისათვის “გაუმართლებელია” ფრანგი მძღოლებისათვის სლოვაკეთის ქარხნებში მანქანების გამოშვება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი შეშფოთებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ნიშნების ზრდით და აცხადებს, რომ ევროპული გემი “ირწევა” და სუსტი მგზავრების ღია ზღვაში გადასროლას აპირებენ. სარკოზის პროტექციონიზმი, ძირითადად, ვირტუალური აღმოჩნდა. ფრანგული მანქანების მწარმოებლები გამოსაშვები მანქანების პროექტებს სახლში აკეთებენ და იაფ ქვეყნებში: სლოვენიაში, რუმინეთსა და ჩეხეთში აწარმოებენ, მაგრამ ჯერ სამოქალაქო არეულობის საშიში ტალღები საფრანგეთის ნაპირებს არ მისწვდომია. საბერძნეთში, ესპანეთსა თუ ირლანდიაში საპროტესტო აქციები და გაფიცვები მოსალოდნელზე მცირე ზომის იყო და დომინირებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებულებით, რომლებიც უჩვეულოდ დაცულნი არიან მათი სამუშაოს დაკარგვის კუთხით. 
               2009 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭომ ხმა მას შემდეგ ამოიღო, რაც გერმანიას წაასწრეს, როდესაც ის “ოპელს” გაყიდვების “დასატკბობად” დახმარებას სთავაზობდა, “ოპელი” მებრძოლი მანქანათმწარმოებელია, გერმანია სთავაზობდა, არ დაეხურა ოთხი ქარხანა გერმანიაში (ყველაზე ეფექტური ქარხნის ხარჯზე). მოგვიანებით, გაყიდვები ჩავარდა. ერთი მხრივ, ასაღელვებელი იყო გერმანიის ცდა, მეორე მხრივ, ეს იყო ევროპის კავშირის ერთიანი ბაზრის ნათელი ძალა: გერმანიის მთავრობას განუცხადეს, რომ არ შეიძლებოდა გადასახადების გადამხდელთა ფული გერმანიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მოხმარებოდა ესპანეთში, ბელგიაში, უნგრეთსა და ბრიტანეთში “ოპელის” ქარხნებისათვის იგივე მხარდაჭერის გამოცხადების გარეშე. 
               ერთიანი ვალუტა ყოველთვის სტრუქტურული რეფორმების მმართველად მოიაზრებოდა, ერთ დროს, მფლანგველი ქვეყნები აიძულეს წესების დაცვით ეცხოვრათ მათი საშუალების შესაბამისად. ამის მაგივრად, საფრანგეთი და გერმანია შეზღუდვის არტახების შეგრძნების პირველივე შემთხვევაში მეთაურობდნენ ჯანყს “სტაბილურობისა და ზრდის პაქტის” დისციპლინის წინააღმდეგ. გზავნილი ნიშნავდა – “თავისუფლება ყველას”. ევროზონის ნაკლებად კონკურენტუნარიანი ქვეყნები, განსაკუთრებით ჩლუბ Mედ ქვეყნები (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი), უსაქმურად იდგნენ იოლი კრედიტისგან აქტივების ბუშტის წარმოქმნისას, რომელიც ხელფასების ზრდის საშუალებას იძლეოდა. ზოგიერთი იპოთეკური განაკვეთი მუდმივ ფასებში ნეგატიურად გადაიქცა და თავისუფალი ფულის შეგრძნებაც მოვიდა. 
               მაგრამ პირმოთნეობაში ჩრდილოელების ბრალეულობაც არის: სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის ბანკები საბერძნეთისა და ესპანეთისთვის სესხების გაცემას მეთაურობდნენ. გამსესხებლები ვარაუდობდნენ, რომ ევროზონის სუვერენული ვალები სალი კლდე იყო. ისინიც, ვინც სამხრეთული ობლიგაციებიდან დამატებით მოსავალს იჯიბავდნენ, თავისუფალი ფულით ტკბებოდნენ. როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა გერმანელმა განაცხადა, ევროზონაში სუვერენული კრედიტების კრიზისის ძირეული მიზეზი გახდა ბოლოს და ბოლოს ბაზრის მხრიდან “გააანალიზება”, რომ საბერძნეთისთვის კრედიტის გაცემა უფრო რისკის შემცველი იყო, ვიდრე ავსტრიის დაკრედიტება. 
               ჩრდილოელმა მთავრობებმა კონკურენტებზე ზეწოლის მცდელობაც დაბლოკეს. ცნობილია, რომ 2008 წელს ევროკავშირის ლიდერებმა იცოდნენ საბერძნეთის ტყუილები ქვეყნის დეფიციტის ციფრების შესახებ და მაინც, მცდელობა კონფრონტაცია მოეხდინათ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრზე კოსტას კარამანლისზე არაფრით დასრულებულა, რადგან იმ პირებმა დაიცვეს, რომლებიც საბიუჯეტო დისციპლინის გამო ხმის ჩახლეჩვამდე ემოციურად ყვირიან. 
               სჩანს, რომ გაკვეთილი ფრიადზე იყო ნასწავლი. გერმანელი ოფიციალური პირები საუბრობენ ბერლინის მწარე სინანულზე მათი ქვეყნის მიერ თავდაპირველი სტაბილურობისა და ზრდის პაქტის განადგურების გამო, მაგრამ ის უკვე დანგრეულია. 
               მართებული ქმედება 
               ევროპული მთავრობები წლების განმავლობაში ერთმანეთს წარუმატებლად უკიჟინებდნენ სტრუქტურული რეფორმების ჩატარების თაობაზე. 2007 წელს, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა ჟან-კლოდ ჯანკერმა განაცხადა: ყველამ იცის რა უნდა გააკეთის, მაგრამ არჩევნების შიშით არავინ აკეთებს”. 
               ახლა სწორი ქმედება გადარჩენის ერთადერთი შანსია. 1 ივლისს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა გეგმები ევროკავშირში პატენტის გამოყენების უფლების სახელით, რომელიც 27 ქვეყანაზე ვრცელდება (ევროპული ბიზნესის მთავარი მოთხოვნა), მას შემდეგ, რაც ესპანეთი და იტალია მათ ენებზე გადაჭარბებული სტატუსით საგებლობდნენ. 
               მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის, ესპანეთის ლიდერი კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ესპანეთის ბაზრის დავალიანების შესახებ ზეწოლა მოწყობილი შეთქმულებაა. “ეს არის დარტყმა სპეკულატორების მხრიდან ევროს წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ბაზრისა და ფინანსური სისტემის მკაცრი ფინანსური რეგულაციების მოსაშლელად”. მაგრამ, როდესაც ბაზარზე ზეწოლამ მაისში კრიზისულ წერტილს მიაღწია, ზაპატერომ კურსი შეცვალა და სახელმწიფო დანახარჯების შეკვეცა გამოაცხადა. მან წარმოადგინა გეგმა ესპანეთის შრომის მკაცრი კოდექსის შემსუბუქების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ასაკოვანი დასაქმებულები სამსახურის დაკარგვის მხრივ თითქმის ხელშეუხებლები ხდებიან, ხოლო ახალგაზრდა და იმიგრანტი მუშა-ხელი კი, დროებითი კონტრაქტების ამარა აღმოჩნდებიან. ესპანეთის ახალგაზრდობის 40%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი ძალაინ მაღალი არ არის, მაგრამ ეს მთლიანი სისტემის მორალურ მხარეს ეხება. ივნისში, ევროკავშირის სამიტზე ზაპატელომ გააკეთა მოწოდება, გამოქვეყნებულიყო ევროპულ ბანკებზე ზეწოლის ტესტები, მოძველებული მეთოდი, რომელსაც დაჟინებით ითხოვს გერმანია. რადგანაც ჯერ კიდევ დადის დაუსაბუთებელი ჭორები ფინანსურ ბაზრებზე, ამიტომ ზაპატელო მიიჩნევს, რომ არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე გადახდისუნარიანობის გამჭვირვალედ ჩვენება. მათთვის, ვისაც კრიზისის ბედნიერი დასასრულის სწამს, გადამწყვეტია, რომ, როგორც სჩანს, ამომრჩევლები იმაზე მტკიცე ნივთიერებისგან არიან შექმნილნი, ვიდრე ამას პოლიტიკოსები შიშობენ და ისინი სტრუქტურული რეფორმების საჭიროებასაც კარგად გრძნობენ. 
               2005-2030 წლებში ევროპის კავშირის სამუშაო ასაკის მოსახლეობა 20 მილიონით შემცირდება და 65 წლის ადამიანთა რაოდენობა 40 მილიონით გაიზრდება. საჯარო ფინანსების სიმყიფის სამადლობლად უნდა ითქვას, რომ დემოგრაფიული ბომბის თემა ახლა ევროპის საზოგადო დებატების საერთო ნაწილია. ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა მოახერხეს ბობოქარი საპროტესტო აქციების თავიდან აცილება, როდესაც სავარაუდო საპენსიო ასაკად 67 ან 70 წელი დაასახელებს. 
               საფრანგეთშიც კი, სადაც ამომრჩეველთა უმეტესმა ნაწილმა საზოგადოებრივი გამოკითხვისას განაცხადა, რომ 62 წლამდე საპენსიო ასაკის გადადებას “არასამართლაინად” მიიჩნევს, გაისმის მოსაზრება, რომ მიმდინარე სახელმწიფო საპენსიო სისტემა გადახდისუუნარობის წინაშე დგას. მარჯვენა და მარცხენა უბრალოდ ვერ თანხმდებიან თუ ვინ უნდა გადაიხადოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საბერძნეთში, ყველაზე ძლიერი გაფიცვები უკომპრომისო კომუნისტურმა პროფკავშირებმა მოაწყვეს, უფრო მსხვილმა კავშირებმა კი, თავი შეიკავეს. პრესა კი აჭრელებულია კომენტარებით, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მისი შესაძლებლობების მიხედვით და რამდენი რამ უნდა შეცვალოს. 
               ევროპის ყველაზე ჯიუტი სტრუქტურული პრობლემები სახელმწიფო ხარჯების არარაციონალურ გამოყენებას იწვევენ. მთავრობებმა წლები შეალიეს სამოქალაქო მომსახურების შეღავათებს, ბავშვებისა და ადრეულ საპენსიო დახმარებებს, რომელიც ზუსტად არჩევნების წინა პერიოდში გაიცემოდა. 
               ოპტიმისტებს გააჩნიათ საფუძველი იმედოვნონ, რომ სახელწიფო ხარჯების შემცირება შედეგად აუცილებლად მოიტანს სტრუქტურულ რეფორმებს. მთავრობებს სასოწარკვეთილად სჭირდებათ სწრაფი შეკვეცები და ისინი მზად არიან ისიც კი შეკვეცონ, რასაც მთლიანად აკონტროლებენ – საჯარო სექტორის გადასახადები და მთავრობის მიერ გაღებული ხარჯები (მათ შორის, საფრანგეთში საპრეზიდენტო ნადირობა). 
               ეკონომიკური ზრდის თავსატეხი პოლიტიკოსებს აიძულებს, გონება მაინც ყველაზე ჯიუტ სტრუქტურულ პრობლემებზე შეაჩერონ. ბელგიაში მთავრობის წევრები კატასტროფულად მიიჩნევენ იმ ფქტს, რომ 55-64 წლის ადამინათა 35% ჯერ კიდევ მუშაობს (შვედეთში, პროპორცია ორჯერ მაღალია). გერმანიაში დიდი ციფრები ბარიერებზე მიუთითებს, მაგალითად, არაერთგვაროვანი ბავშვთა უზრუნველყოფა ბევრ ქალს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, ამის გამოსასწორებლად გერმანელები ფიქრობენ, რომ შეიძლება უფრო ბევრი გაკეთდეს შიდა მოთხოვნისათვის, ვიდრე დეფიციტის ხარჯვა როდესმე გააკეთებდა. ძველ დებატებშიც კი, საჭიროებს თუ არა ევროპა ინდუსტრიალურ პოლიტიკას, მთავრობები ნაღდი ფულის ნაკლებობას განიცდიდნენ გამარჯვებულების ასარჩევად. 
               კორპორატივიზმის ჩრდილი 
               ევროპისათვის ყველა ეს ელემენტი ბედნიერ დასასრულს ვერ მოიტანს. დღევანდელი ასკეტური პოლიტიკა რისკიანია და შეიძლება ახლო და საშუალო პერსპექტივაში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს. პოლიტიკოსები მაღალი უმუშევრობის გამო შიშობენ, უმუშევრობამ შესაძლოა ყველაზე მტკიცე მთავრობებიც კი დააშინოს. 
               ადამიანურ დონეზე, შესაძლებელია კომპლექსურმა ინტერესებმა რეფორმებს ძირი გამოუთხარონ. მაგალითად, ესპანეთის უმუშევარი ახალგაზრდობის დაკარგული თაობა. ბევრი მათგანი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მსხვილი ეკონომიკური თვალსაზრისით, მათი მამების სამსახური ცხოვრების განმავლობაში მამას ინსაიდერად აქცევს და აზიანებს აუტსაიდერი შვილების ინტერესებს, მაგრამ მამაც ხეირობს, რადგან მისი სამსახურიდან დათხოვა თითქმის შეუძლებელია. 
               პრივილეგირებულ ინსაიდერებად შეგვიძლია განვიხილოთ საჯარო მოხელეები, მაგრამ შეკვეცის გამო შესაძლებელია ბევრმა მათგანმა თავი მსხვერპლად იგრძნოს. ევროპელი სახელმწიფო მოხელეებს ხშირად ცუდად უხდიან, დაბალი ხელფასი აქვთ და უსაფრთხო სამსახურის ნაცვლად მოწყენილობა იპყრობთ. 
               ბრიუსელის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ უნდა დაარწმუნონ ხმის მიმცმენი, რომ ღია საზღვრების ევროპული მოდელი ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. ევროკავშირი უნდა ფლობდეს რეგულაციას, განსაკუთრებით, ფინანსური სექტორის სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება პროტექციონიზმისა და პოპულიზმის საფრთხე. ერთ დროს, ევროკავშირი დასავლეთ ევროპული კლუბი იყო, ახლა კი, ის 27 ქვეყანას აერთიანებს ბალტიისპირეთიდან კიპრამდე, ექს-კომუნისტური ქვეყნების ჩათვლით და ამიტომ ყველაზე კარგი გზა გლობალიზაციის მართვა იქნება. 
               თავისუფალი ბაზრის ლიბერალებისთვის გაფართოებული კავშირი და დივერსიფიცირება საკუთარი თავის უპირატესობაა, კავშირი საკუთარ თავში მოიცავს აღმოსავლურ ქვეყნებს, რომლებსაც იაფი მუშა-ხელი ჰყავთ და ბევრად უფრო მობილურები არიან, ვიდრე მათი დასავლელი ბიძაშვილები, საკუთარ ღია საზღვრებში ევროკავშირი გლობალიზაციის მაგალითია. ეკონომიკური ლიბერალებისთვის ევროპის გადარჩენის საუკეთესო გზა – მოქნილობა და დინამიურობაა. მაგრამ სხვა კარვის მოსაზრებით, ევროპისთვის კარგი იქნებოდა გლობალიზაციის “მოყუჩება” ან მისი ძალაუფლების შეკვეცა. ამ მოსაზრების თანახმად, ერთეული ერები ძალიან მცირეა ძვირადღირებული სოციალური კეთილდღეობის მოდელისათვის გლობალური კონკურენციის წინააღმდეგ. მაგრამ ევროკავშირი, მისი 500 მლნ მოსახლეობით, საკმაოდ დიდია ბაზრის ძალების პოლიტიკური ნებით სამართავად. მსგავსი პოლიტიკოსებისთვის ევროპული დივერსიფიკაცია პრობლემაა, რადგან ის ყველაზე პროგესულ (იგულისხმება ძვირადღირებული) სოციალურ მოდელს ანგრევს. მსგავსი კონკურენცია უნდა შეიკვეცოს სამუშაო ძალის მიგრაციის გამკაცრებით აღმოსავლეთ ევროპიდან და სუბსიდიების შემცირებით მდიდარი ქვეყნების პროდუქციაზე. 
               ნეგატიური სცენარითაც კი, მსგავსი ხმები იბრძოლებენ გამარჯვებისათვის: ახალმოსულებს გაფართოებამ ხმის უფლება მისცა და ისინი არ აპირებენ მათი უპირატესობების დათმობას. ფრანგი პოლიტიკოსებიც კი საჭიროებენ შედარებით იაფ წარმოებას, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდა მალე არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ მიმართული ხმაური უფრო ხმამაღალი გახდება. 
               ფრანგულ-გერმანული კომპრომისი? 
               და რაში მდგომარეობს ევროკავშირის ლიდერების მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური გადაწყვეტილება? მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროზონის მართვის სასიცოცხლო საკითხის ირგვლივ შეთანხმებას ვერ აღწევენ, არასწორი იქნებოდა დასკვნა, რომ ისინი უთანხმოებას სამუდამოდ გააგრძელებენ და ნელ-ნელა კომპრომისს ვერ გამონახავენ. 
               გერმანიის მკაცრი დისციპლინისკენ სწრაფვა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივ მოხმარებას ეხება, კერძოდ, ევროკავშირის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სანქციების შესახებ მოლაპარაკება ნონსენსია. საფრანგეთი და გერმანია არასოდეს დათანხმდებიან, დაჯარიმდნენ ან უარი განაცხადონ ხმის უფლებაზე, აცხადებს ერთი მაღალჩინოსანი კატეგორიული ტონით. აღმოსავლეთში მყიფე დემოკრატიები საშინელ რეაგირებას მოახდენენ მათი ხმის მიცემის უფლების დაკარგვისას, რაც მათი დემოკრატიის ამაღლების მიზნით, ევროკავშირის მიერ გაწეულ მძიმე შრომას წყალში გადაყრის. გაყინული ფონდები, რომელიც ევროკავშირის მეგა-პროექტებს უნდა მოხმარებოდა, თანაბრად არ მუშაობს, მსგავსი პროექტები ხშირად საზღვრებს კვეთენ და შედეგად, ერთი ქვეყნის დასჯას მეორე ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს. 
               რაც შეეხება ევროს გადარჩენის ფრანგულ კამპანიას, დახმარებებით, ევრობონდებისა თუ “ფისკალური ტრანსფერის კავშირების” გზით, ფუნდამენტური პრობლემის წინაშე დგას: როგორ უნდა შეეწყოს მსგავსი ინტეგრაცია ევროპის დემოკრატიულ დეფიციტს, ფრანგული მიზანი გიგანტურ ნახტომს მოითხოვს პოლიტიკური კავშირისკენ, მაგრამ ახლა ამის ხასიათზე არავინ არის. 
               მაშ, როგორ შეეცდება ევროპა ერთიანი ვალუტის გადარჩენას? ეს დიდი გამოცანაა. იქნება ფულადი დახმარებები, რომელსაც ფულადი დახმარება არ დაერქმევა, იქნება ,დროებითი” გადარჩენის ფონდები ევროზონის სუსტი წევრებისათვის, რომელსაც დასასრული არ უჩანს და ნახევრადფორმალური განხილვები წევრ მთავრობებს შორის საბიუჯეტო გეგმების შესახებ. 
               საკმარისია? პასუხი ძირითადად დამოკიდებულია ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ევროპის ნიჭზე, შეძლებს კი ის არსებული კრიზისის მაგალითზე გაკვეთილის სწავლას? ღია, მოქნილი, კონკურენტუნარიანი ევროკავშირი ევროპელებს საუკეთესო შანსს სთავაზობს გლობალიზაციასთან დასაპირისპირებლად, მაგრამ შეთავაზება მხოლოდ ეს არ არის: მყუდრო, პოპულისტური ევროპის დაბერებას ადასტურებს და ამომრჩეველს აფიქრიანებს. იკვეთება დიდი არჩევანი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial