სამხრეთ აფრიკის პირველი ბანკირი

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

2000 წლის თებერვალში სამხრეთ აფრიკაში ფუნქციონირება დაიწყო ფორმალურმა ე.წ. “ინფლაციის სამიზნემ”. ამ მიზნის სტრუქტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ საკრედიტო-ფულად პოლიტიკაში იგი უფრო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს. იგი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მართვაში ბანკს განსაზღვრულ მიზანს აძლევს. ამ საკმაოდ საიმედო “ინფლაციის სამიზნემ” უნდა უზრუნველყოს ინფლაციის შეჩერება და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიმართულება მისცეს.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამჭვირვალობა და სახალხოობა გაგებისა ჩევენი პოლიტიკის და ნდობის გაღრმავებისთვის აუცილებელი პირობაა. “ინფლაციის სამიზნე” ასევე ითვალისწინებს ბანკის მხრიდან ხალხის წინაშე უფრო დიდ პასუხისმგებლობას.

გამჭვირვალე პოლიტიკის ჩატარებაზე აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკის საზოგადოებამდე მიტანის გაუმჯობესების რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ყოველი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომისიის (ფპკ) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია იმართება, სადაც შეხვედრის მიზეზი და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იხილება. იმართება აგრეთვე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფორუმები, სადაც ღიად განიხილება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ძირითადი ეკონომიკური მიღწევები. ფორუმი წელიწადში ორჯერ იმართება და მასში მონაწილეობას შრომის, ბიზნესის, საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები და ინდივიდები იღებენ მონაწილეობას. დაბოლოს, ბანკი რეგულარულად აწვდის პარლამენს მოხსენებას თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახხებ.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეს განხილვა, რომელიც წელიწადში ორჯერ იქნება გამოცემული, მომავალი ინიციატივაა ჩვენი მიზნების და მართვის უკეთ გაგებისთვის. განხილვაში ანალიზს ვუკეთებთ საშინაო და საგარეო იმ ეკონომიკურ მოვლენებს, რომელთაც გავლენა იქონიეს ინფლაციაზე და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეაგირებას ამ მოვლენებზე.

ვიმედოვნებთ, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეს მიმოხილვა გააძლიერებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გაგებას. ჩვენი საბოლოო მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი პოლიტიკის უფრო ღრმად გაგება დააჩქარებს მის მიღწევას.

ძალიან დაგვაფასებთ, თუ გაეცნობით ამ მიმოხილვას და თქვენს აზრს გაგვიზიარებთ.

სესხების ახალი სისტემა
ამ დეფექტების გათვალისწინებით, სარეზერვო ბანკმა გადაწყვიტა ლიკვიდურობის მოთხოვნების უზრუნველყოფა უფრო ფრთხილი საბაზრო ოპერაციების მეშვეობით. ახალ სისტემაში სარეზერვო ბანკსა და ბანკებს შორის ხელახალი ყიდვის ოპერაციები გამოყენებულია როგორც ბანკის მთავარი საშუალება ბაზრისთვის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, ე.ი. ბანკები ბაზრებს ლიკვიდურობით უზრუნველყოფენ ისეთი ოპერაციების მეშვეობით, როდესაც ნაღდი ფულზე მიჰყიდიან აქტივებს სარეზერვო ბანკს იმის გარანტიით, რომ თამასუქის განაღდების ვადისთვის უკან გამოისყიდიან მათ.

ყოველდღე ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა განაცხადი შეტიანონ ცენტრალური ბანკის ფონდებზე ხელახალი ყიდვის ოპერაციების მეშვეობით. ეს ოპერაციები წარიმართება ცვალებადი კურსით და გადანაწილება ბანკების მიერ შემოთავაზებული ინდივიდდუალური ფასებით ხდება. შეიძლება ზოგჯერ გამოყენებულ იქნას ფიქსირებული კურსის აუქციონები რათა ბაზარს სუფთა საპროცენტო განაკვეთზე სიგნალი მიეცეს და გაურკვევლობის პერიოდებში საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მასტაბილიზირებელი გავლენა მოხდეს. რეგულარული ყოველდღიური განაცხადების თამასუქის განაღდების ვადა 7 დღეა. ბანკებისგან ყოველთვის მოელიან დაფარონ თავიანთი განაცხადი საკმარისი თანხის შესაფერისი აქტივებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ მხოლოდ სახაზინო თამასუქებს, ცენტრალურ სახელმწიფო ობლიგაციებს, Lანდ Bანკ-ის თამასუქებს და სარეზერვო ბანკის სესხის ბარათებს, რადგან ეს ოპერაციები სპეციალურად საბანკო სექტორის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად ტარდება.

ლიკვიდურობის მენეჯმენტში ხელახალი ყიდვის ოპერაციების ეფექტური დანერგვა დამოკიდებულია ლიკვიდურობის სანდო პროგნოზებზე. რა თქმა უნდა სარეზერვო ბანკი ყოველთვის ვერ ახერხებს ლიკვიდურობის ყოველდღიური დეფიციტის ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. გარკვეულ დღეებში ამან შეიძლება “არაწესიერი ოპერაციების” საჭიროება გამოიწვიოს, რაც საღამოს მდგომარეობის კორექტირებისათვის დამატებითი განაცხადებების გაკეთებაში გამოიხატება. დროდადრო შესაძლებელია ხელახალი ყიდვის უკუ-ოპერაციების (სარეზერვო ბანკი ყიდის აქტივებს) ჩატარება, როდესაც პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ დიდი რაოდენობის ლიკვიდურობაა.

ბანკების ლიკვიდურობის პოზიციების მენეჯმენტში მეტ მოქნილობას ხელი ეწყობა, როცა ბანკებს საშუალება ეძლევათ თავიანთი მინიმალური რეზერვების მოთხოვნილებები საშუალოდ (ე.ი. არა ყოველდღიურად) უზრუნველყონ ასეთი რეზერვების შენახვის პერიოდში. თუმცა, ბნკებსDშეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი რეზერვების ბალანსები სარეზერვო ბანკში დღის ბოლოს ანგარიშსწორებისთვის იმ პირობით, რომ სხვა დროს შენახვის პერიოდში ისინი შეინარჩუნებენ შესაბამის მაღალ ბალანსებს დეფიციტის ასანაზღაურებლად. ამჟამად სარეზერვო ბანკის ეს ბალანსები ბანკების ანგარიშებზე “სამუშაო” ნაშთებს შეადგენენ.

მომავალში ლიკვიდურობის გაუთვალისწინებელი დეფიციტის დაფარვისათვის, ბანკების სწრაფი სესხებით რამდენიმე დღით უზრუნველყოფისას შემოღებულ იქნა დამატებითი კრედიტირების საშუალებები. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფის, მათ განკარგულებაში მყოფი Landანდ Bank-ისა და სარეზერვო ბანკის თამასუქების გრდა ბანკებს ამ საშუალებებისადმი ხელი შეუზღუდავად მიუწვდებათ, მაგრამ ასეთ სესხებს მხოლოდ მოკლე ვადით გასცემენ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბანკთაშორის ბირჟის ფუნქციონირების განვითარებას. დამატებითი კრედიტირების განაკვეთი დაფიქსირებულია ხელახალი ყიდვის ოპერაციების საპროცენტო განაკვეთზე მაღლა. ეს განაკვეთი მაქსიმალური ზღვარის როლს ასრულებს ღამის ბაზრის განაკვეთისთვის, რადგან როცა ლიკვიდურობის პოზიციები კარგად არის ბალანსირებული, არცერთ ბანკს არ გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ბანკთაშორის ბირჟაზე უფრო მაღალი განაკვეთები იხადოს, ვიდრე სარეზერვო ბანკისთვის აქვს გადასახდელი.

ამ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება საბანკო ლიკვიდურობის მენეჯმენტის დროს მივმართოთ, სხვა მოდიფიკაცია მოიცავს: მოკლევადიანი სახაზინო თამასუქების ყიდვა-გაყიდვას, სახალხო დეპოზიტების კორპორაციის პორთფელთან კორექტირებას, სამთავრობო ფონდების გადარიცხვას კერძო ბანკების საგადასახადო და სესხის ანგარიშებსა და სარეზერვო ბანკის სახაზინო ანგარიშებს შორის, ასევე უცხოური ვალუტის სვოფს.

ზოგჯერ ლიკვიდურობის პროგნოზები იმაზე მეტყველებს, რომ საჭიროა გრძელვადიანი კორექტირება, რაც გამოწვეულია სტრუქტურული ცვლილებებით ბაზრის ლიკვიდურობაში ან ცვლილებებით სარეზერვო ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებში. ეს რეგულირება იმისთვის არის შემუშავებული, რომ დააკმაყოფილოს ბანკების ცენტრალური ბანკის ფულში მოთხოვნილებები, ან შეზღუდოს მათი ლიკვიდურობის მასშტაბები. ბანკების სტრუქტურული ლიკვიდურობის პოზიციების რეგულირებისთვის არაწესიერ ხელახალი ყიდვის ოპერაციებთან ერთად შეიძლება მივმართოთ საშინაო ფასიანი ქაღალდების პირდაპირ ყიდვა-გაყიდვას. ამ მიზნით სარეზერვო ბანკმა ახალი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა თავისი საკუთარი სესხის ბარათები გამოუშვას.

ახალი სისტემის უპირატესობანი
სარეზერვო ბანკის სესხის ახალი სისტემა უზრუნველყოფს მოქნილ სტრუქტურას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დანერგვისთვის, რომელიც არაპირდაპირ, სავალუტო ბირჟაზე ლიკვიდურობის მენეჯმენტის საშუალებით მოქმედებს. ეს საპროცენტო განაკვეთის ცვლილების “წარმართვის” საშუალებას უფრო იძლევა, ვიდრე პირდაპირ “გაკონტროლებას”. უფრო კონკრეტულად, ახალი სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას უნდა მივყავდეთ:

– შეცვლილ ლიკვიდურობის მდგომარეობაზე უფრო სწრაფ რეაგირებამდე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის სახით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ტრანსმისიის პროცესის გაუმჯობესებამდე;
– სავალოტო ბირჟის საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტ მოქნილობამდე საკმარისი უსაფრთხოებით საპროცენტო განაკვეთების მეტისმეტი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად;
– უფრო მეტ გამჭვირბალობამდე ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში;
– ბანკთაშორის ბირჟის შემდგომ განვითარებამდე;
– ბირჟიდან სარეზერვო ბანკში ლიკვიდურობის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებამდე;
– ბანკების ლიკვიდურობის პოზიციების მენეჯმენტში უფრო ხელსაყრელ ოფციებამდე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial