წლის საუკეთესო მეწარმეები

რედაქციისგან

მიმდინარე წლის 18 აპრილს, “თიბისი ბანკის” საგამოფენო დარბაზში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობითა და გაზეთ Financial-ის მხარდაჭერით, ჩატარდა მცირე და საშუალო ბიზნეს-საწარმოთა და ინდმეწარმეთა კონკურსის დაჯილდოება.

კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები გამოავლინა პალატასთან შექმნილმა საკონკურსო კომისიამ. კონკურსის გამარჯვებულები და ლაურეატები დაჯილდოვდნენ სპეციალურად შექმნილი პრიზებითა და სიგელებით.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ კეკელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ცინცაძემ, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ჯემალ ინაიშვილმა.
2010 წლის მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა და ინდ. მეწარმეთა კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ:
ნომინაციაში: საუკეთესო მცირე საწარმო ან ინდმეწარმე
გამარჯვებული შპს “რანდი” ქ.ბათუმი, ხემძღვანელი – აკაკი თევდორაძე;
ამავე ნომინაციაში ლაურეატები გახდნენ:
შპს “უნივერს ბიზნეს გრუპი” – ქ.თბილისი, ხელმძღვანელი – რომან ბადალიანი.
შპს “თერნალ ჩაი” – წყალტუბოს რ-ნი სოფ. თერნალი, ხელმძღვანელი – ფრიდონ ჩიტაძე.
ნომინაციაში: საუკეთესო საშუალო საწარმო
გამარჯვებული შპს “შუხმან ვაინს ჯორჯია” – თელავის რ-ნი სოფ. კისისხევი,
ხელმძღვანელი – გიორგი დაქიშვილი;
ამავე ნომინაციაში ლაურეატები გახდნენ:
შპს “კანო” – ქ. რუსთავი, ხელმძღვანელი – ნოდარ ალადაშვილი;
შპს “არსი” – ქ.ფოთი, ხელმძღვანელი – ალექსანდრე წულაია.
ნომინაციაში: საუკეთესო ექსპორტიორი
გამარჯვებული შპს “ინჯაფა” – ქ. ქუთაისი, ხელმძღვანელი – ნიკოლოზ სვანაძე;
ამავე ნომინაციაში ლაურეატები გახდნენ:
შპს “ევკაფარმი” – ქ. ქობულეთი, ხელმძღვანელი – გოჩა ჯალაღანია;
შპს “მადერა ჯორჯია” – ქ.ქუთაისი, ხელმძღვანელი – ნანი ჩაჩანიძე.
ნომინაციაში: საუკეთესო ფერმერი და აგროფირმა
გამარჯვებული შპს “მესხეთი 95” – წყალტუბოს რ-ნი სოფ. მესხეთი
ხელმძღვენელი – კონსტანტინე ადამაძე;
ამავე ნომინაციაში ლაურეატები გახდნენ:
შპს “სანტა” – წალკის რ-ნი, სოფ. სამთა, ხელმძღვენელი – იური ასლანიდი;
შპს “ჰერბია” – წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ტყაჩირი, ხელმძღვენელი – რევაზ ჯანელიძე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial