როგორ დავიცვათ ინვესტორები თაღლითობისგან

ლინა ეპიშეეა

პრეზიდენტმა ბუშმა ინვესტორების თაღლითობისაგან დაცვის გეგმა შეადგინა, მაგრამ საბიუჯეტო კონსულტანტებმა მხარი არ დაუჭირეს ბუშის პროექტს და უარი განაცხადეს ბუშის მიერ მოთხოვნილი თანხის ფასიანი ქაღალდების გარიგებების მაკონტროლებელ ორგანოსათვის გაცემაზე.

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, ჰარვეი ლ. პიტმა კონგრესს კიდევ 91 მილიონი დოლარი მოსთხოვა კომისიის პერსონალის და ხელფასის გასაზრდელად. მან არ გაიზიარა ადმინისტრაციის აზრი იმის თაობაზე, რომ 467 მილიონი დოლარის ბიუჯეტი საკმარისი იქნება უოლ სტრიტის და კორპორაციული ამერიკის დასაცავად.

თეთრი სახლი მხოლოდ 15 მილიონი დოლარის დამტკიცებაზე დათანხმდა, რაც 100-ზე მეტი იურისტების, ბუღალტრების და სხვა მომსახურე პერსონალის დაქირავებას მოხმარდება. ბ-ნი პიტის წინადადების თანახმად, დანარჩენი 76 მილიონი დოლარი კომისიის პერსონალის ხელფასის გაზრდას უნდა მოხმარებოდა. მაგრამ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ეს ციფრი არ დაამტკიცა.

ახალი საბიუჯეტო წინადადება, ამ ორგანოს გაფართოების, აგრეთვე, პრეზიდენტის მოწოდება – ინვესტორების მომავალი “ენრონებიდან” დაცვის მიზნით ახალი საბუღალტრო და კორპორაციული წესების შემოღების შესახებ, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპანიის გაკოტრებამ მნიშვნელოვნად შეცვალოს ადმინისტრაციის დერეგულირების პროგრამა.

ბუშის ინვესტორების დაცვის გეგმა ხელს შეუწყობს მთავრობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ეჭვმიტანილი ფირმის ხელმძღვანელებს აუკრძალოს სხვა კოპანიებში მუშაობა და მოითხოვოს ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება მათი აქციების გაყიდვის შესახებ. აღნიშნული გეგმა აგრეთვე საშუალებას მისცემს მაკონტროლებელ ორგანოებს, აიძულონ ფირმის ხელმძღვანელები, უარი თქვან ფულადი პრემიის და სხვა კომპენსაციის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ ფირმის ფინანსური ანგარიშგება ძალზე არაზუსტი აღმოჩნდება.

თავის გამოსვლაში ბუშმა განაცხადა, რომ წესების შეცვლა ბაზრის ნდობის დასაბრუნებლად აუცილებელი პირობაა.

“ბოლო დროს ჩვენ დავრწმუნდით სტანდარტების და იმ ზარალის აუცილებლობაში, რომელიც გამოწვეულია ამ სტანდარტების იგნორირების შემთხვევაში”, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში, მაგრამ ენრონი არ უხსენებია. “დანაშაულის დადგენა დიდ დროს დაიკავებს, სამართლებლივი გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოების და მაკონტროლებელი ორგანოების კომპეტენციაა. ნათელია, რომ ინვესტორების და აქციონერების სწორი ინფორმირების მიზნით, საჭიროა, უკეთესი საბუღალტრო სტანდარტების შემოღება”.

კონგრესში დემოკრატებმა გააკრიტიკეს ბუშის წინადადება. რესპუბლიკელები დათანხმდნენ დემოკრატებს იმაში, რომ ბ-ნი პიტის ახალი საბიუჯეტო მოთხოვნა არ იყო ადეკვატური. თეთრი სახლის კანონმდებლებმა შესთავაზეს ამ ორგანოს, ბიუჯეტის 700 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

დღევანდლამდე ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, მათ შორის, ბ-ნი პიტი, ამბობდნენ, რომ ენრონის გაკოტრების მერე კომისიის პერსონალის გაზრდა არ იყო სწორი გადაწყვეტილება მზარდი ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად. ამ ორგანოს აკრიტიკებდნენ “ენრონში”, “გლობალ კროსინგში” და სხვა კომპანიებში ფინანსური პრობლემების აღმოჩენის უუნარობის გამო.

ბ-ნმა პიტმა და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა არაერთხელ გააკრიტიკეს აზრი იმის თაობაზე, რომ მაკონტროლებელი ორგანოს პერსონალის გაზრდამ შეიძლება გადაწყვიტოს საბუღალტრო და კორპორაციული პრობლემები.

ახლა ბ-ნმა პიტმა შეარბილა თავისი დამოკიდებულება. მისი თქმით, მხოლოდ ორგანოს გაფართოებით და ხელფასის მომატებით პრობლემა ვერ მოგვარდება. მაგრამ მან აქვე დასძინა, რომ ბიუჯეტის გაზრდა მაინც აუცილებელი იყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

“ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების გამო, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ სრული ნდობა კაპიტალის ბაზრების მიმართ. მე მჯერა, რომ პერსონალის გაზრდის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს”, – განაცხადა მან. “ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე ამ კრიტიკული მდგომარეობის დროს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილი, ნიჭიერი და პროდუქტიული მუშაკების ცოდნა. ერთადერთი გზა არის ხელფასის მომატება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სხვა ფედერალურ მაკანტროლებელ ორგანოებში არსებულ ხელფასს”.

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათთან მოდის ბევრი კონფედენციალური ინფორმაცია კომპანიის წევრებიდან და აქციონერებისაგან კორპორაციების საეჭვო მოქმედებებზე და პირველი ორი თვის განმავლობაში მათ გაასამმაგეს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

კომისიის და თეთრი სახლის წევრებმა განაცხადეს, რომ ბ-ნი პიტი და საბიუჯეტო კონსულტანტები აპირებენ ამ ორგანოს ბიუჯეტის გაზრდაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას.

როუზ გარდენის სესიაზე გამოსვლის დროს ბუშმა დაიცვა თავისი გეგმა და აღნიშნა, რომ ამ გეგმის მიზანი იყო კორპორაციებში თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტების აღკვეთა და ახალი სასამართლო საქმეების აღძვრის გარეშე ინვესტორების ნდობის დაბრუნება.

მაგრამ დემოკრატმა კანონმდებლებმა გააკრიტიკეს ეს გეგმა. მათ განაცხადეს, რომ ეს გეგმა წარმოადგენდა წესების ჩამონათვალს და არ აღნიშნავდა პრობლემის გადაწყვეტის რეალურ ზომებს. მაგალითად, ერთ-ერთი წესის თანახმად, ფირმის ხელმძღვანელებმა უნდა წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება, მაგრამ ამ წესში არ არის ნახსენები, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ფირმის ხელმძღვანელებს არაზუსტი ანგარიშგების შემთხვევაში. ამ წესში ნახსენები არ იყო, რომ ინვესტორები შესძლებენ ადეკვატური კომპენსაციის მიღებას სასამართლოში.

“პრეზიდენტის წინადადება არ ითვალისწინებს დასჯის ზომებს კორპორაციული თაღლითობის შემთხვევაში”, – თქვა ტომ დაშლემ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა.

თეთრი სახლის უმცირესობის ლიდერმა, რიჩარდ ა. გერჰარდტმა აღნიშნა, რომ მას იმედი ჰქონდა, თავის წინადადებაში პრეზიდენტი რეალური დასჯის მეთოდებს გაითვალისწინებდა, ისე, რომ მათ შესძლებოდათ საზოგადოება იმაში დაერწმუნებინათ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა უკეთესობისაკენ შეეცვალათ და რომ მათ გააუმჯობესეს ეს პრობლემი, რომლებიც გადაუჭრელი იყო ბოლო თვეების განმავლობაში”.