სიმშვიდე მორიგ რაუნდამდე

აკაკი როგავა

16 აპრილს Brent მარკის ნავთობის ფასი 2,5 დოლარით დავარდა და ამ მოქმედებით ნავთობის ფასმა ასახა ირანსა და საერთაშორისო შუამავლების ექვსეულს შორის მოლაპარაკებების კონსტრუქციული დასასრული. WTI მარკამ შეძლო დღე მცირეოდენ პლუსში დაესრულებინა, დღის მანძილზე დაფიქსირებული მინიმუმიდან მისი ფასი იმ სიახლის ფონზე გაიზარდა, რომ ნავთობსადენი შეაწაყ მალე დაიწყებს კუშინგიდან მექსიკის ყურის სანაპიროებამდე ნავთობის მიწოდებას. გარდა ამისა, ნავთობს დამატებითი მხარდაჭერა აშშ-ის კარგმა მაკროეკონომიკურმა სტატისტიკამაც აღმოუჩნინა.

ორშაბათის (16 აპრილი) ვაჭრობისას Brent მარკის ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარზე ქვემოთ დაეშვა. ინვესტორებმა ირანსა და ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია) შორის პირველი რაუნდის პოზიტიურად დასრულებით ისარგებლეს, რომელიც შაბათს, 14 აპრილს სტამბოლში გაიმართა. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადმოსცემდნენ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა კეტრინ ეშტონმა (იგი მოლაპარაკებების ხელმძღვანელობს საიდ ჯალილთან ერთად, რომელიც ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანია) სტამბოლში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული და სასარგებლო უწოდა. მოლაპარაკებებზე არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ წარდგენილა, ხოლო არსებული პრობლემების საბოლოო გადაწყვეტა შემდეგი რაუნდისთვის გადაიდო, რომელიც 23 მაისს ბაღდადში გაიმართება. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში თეირანმა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. საიდ ჯალილის განცხადებით, მისმა ქვეყანამ თურქეთის მოლაპრაკებების დროს ახალი ინიციატივებ-ის რიგი წარმოადგინა ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად და ექვსეულის მხრიდანაც ასეთივე კონსტუქციულობას ელოდება.
“მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევამ მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ნავთობის ფასები შეამციროს დაახლოებით 5-10 დოლარით ბარელზე და ნავთობის ფასი ბარელზე 115 დოლარის ფარგლებში იყოს, რადგან ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შესაძლებლობა შემცირდება. მეორე მხრივ, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, ველით, რომ რისკის პრემია ახლანდელ დონეს გადააჭარბებს (+10 დოლ/ბარელი და ზემოთ), რის შედეგადაც ფასი ბარელზე 130 დოლარს ასცდება, რადგანაც გაიზრდება საომარი კონფლიქტის რისკი”, – განაცხადა Nordea-ს ანალიტიკოსმა
სამშაბათი, 17 აპრილი ნავთობის ბაზარმა ევროპიდან პოზიტიური სიახლეებით მხარდაჭერა მიიღო და “პლუსში” დაასრულა. სანავთობე კოტირებების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლებამ განაპირობა. “როგორ შეუძლია ერთ დღეს ყველაფერი შეცვალოს. ევროპიდან შედარებით კონსტრუქციული სიახლეები მოვიდა: მოულოდნელად გაუმჯობესდა განწყობა გერმანიის ეკონომიკის მიმართ, ესპანური ობლიგაციების განთავსების აუქციონზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის ზრდა შეინიშნებოდა”, – ასეთი კომენტარი გაუკეთა სამშაბათის ვაჭრობას Barclays Capital-ის ანალიტიკოსმა.
ამ ყველაფრის ფონზე, რისკის მიმართ გაზრდილმა მადამ სარისკო აქტივებს მხარდაჭერა აღმოუჩინა, მათ შორის ნავთობსაც. სანავთობე კოტირებების ზრდა აქციების ბაზარზე პოზიტივმაც განაპირობა. ეკონომიკის სიახლეების პარალელურად, საფონდო ინდექსებს ზემოთ კარგი კორპორატიული შედეგებიც ქაჩავდა. სამშაბათის პოზიტიურ სიახლეებს შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვაც შედიოდა. ორგანიზაციამ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი გაზარდა 2012 წელს – 3,3%-დან 3,5%-მდე, ხოლო 2013 წელს – 4%-დან 4,1%-მდე. ნავთობზე მოთხოვნის ერთადერთი შედარებით მნიშვნელოვანი დრაივერი ეკონომიკური ზრდაა, – აცხადებს კვლევითი კომპანია Prestige Economics LLC-ის პრეზიდენტი ჯეისონ შენკერი და დასძენს – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში აჩვენებს, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპი იმატებს, რაც სანედლეულო ბაზრებისთვის ძალიან პოზიტიურია.
ევროპიდან მთელი რიგი ოპტიმისტური ახალი ამბების მიუხედავად, Brent მარკის ნავთობზე ფასები დინამიკაში მნიშვნელოვნად ჩამორჩა ამერიკულ ჭთI მარკის ნავთობს, რამაც გამოიწვია ის, რომ ნავთობის ორ მარკას შორის სპრედი უფრო შემცირდა. როგორც მიმომხილველები აცხადებენ, ჩრდილოამერიკულ მარკაზე ზეწოლა მოახდინა ირანსა და დამკვირვებელთა ექვსეულს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდის შედეგმა.
ამასთან, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ინვესტორები აგრძელებენ იმ სიახლით სარგებლობას, რომ კუშინგში მდებარე საცავიდან მექსიკის ყურის სანაპიროებამდე ნავთობის მიწოდება შეაწაყ-ის ნავთობსადენიდან 17 მაისს დაიწყება, ანუ ორი კვირით ადრე, ვიდრე იგეგმებოდა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნედლეულის Seaway-ის ნავთობსადენით მექსიკის ყურის სანაპიროებზე გადამისამართება შესაძლებელს გახდის ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შემცირებას, რომელიც აშშ-ის შუა დასავლეთშია დაგროვილი.
ოთხშაბათს, 18 აპრილს ნავთობის ფასები შემცირდა. ამჯერად, ნეგატიური დინამიკის მიზეზი აშშ-ის ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) ანგარიში გახდა ნავთობისა და ნავთოპროდუქტების მარაგებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო სერიოზული რაოდენობის აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ოთხშაბათს ბაზარზე ვაჭრობისას ბატონობდა პესიმისტური განწყობილება. მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მონაცემების არქონის პირობებში ბაზრის მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-ის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგებზე, რომელიც, მიუხედავად შერეული ციფრებისა, ინვესტორებისთვის განწყობის ამაღლებას ვერ ახერხებდა.
საერთო ნეგატიურ ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო ესპანეთის ფინანსური პრობლემების გამო, ნავთობის ბაზრის მონაწილეებმა კონცენტრირება მოახდინეს უფრო მნიშვნელოვან სიახლეზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო – აშშ-ში ნავთობის მარაგების ზრდაზე. EIA-ის მონაცემებით, საანგარიშო კვირაში ნავთობის მარაგები ქვეყნის საცავებში გაიზარდა 3,9 მილიონი ბარელით (369 მილიონი ბარელი), რამაც ორჯერ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს (+1,8 მილიონი ბარელი). ბოლო ოთხი კვირის მანძილზე ეს არის მეოთხე “შავი ოქროს” მარაგების ზრდა. მთლიანობაში, ამ პერიოდში აშშ-ში მარაგები 22,8 მილიონი ბარელით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში კუშინგში ნავთობის მარაგები 0,6 მილიარდი ბარელით გაიზარდა და ხუთწლიანი დიაპაზონის ზედა ზღვარს მიაღწია. “შუა დასავლეთში ნავთობის წარმოების ზრდა და კანადიდან იმპორტი ერთობლიობაში ძველებურად აჭარბებს რეგიონალური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოთხოვნას და რეგიონიდან ექსპორტს, უახლოეს მომავალში ლოჯისტიკური პრობლემები შენარჩუნდება და ზეწოლას მოახდენენ ახლომდებარე დროებით სპრედებზე”, – აცხადებენ BNP Paribas-ს ანალიტიკოსები.
ნავთობის მარაგების დინამიკის ძირითადი დრაივერი საანგარიშო კვირაში (16-22 აპრილი) იმპორტი გახდა, რომელიც დღეში 196 მილიონი ბარელით გაიზარდა 8,718 მილიონ ბარელამდე დღეში. ამ პერიოდში ამერიკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება მხოლოდ დღეში 96 ათასი ბრელით გაიზარდა და შეადგინა დღეში 14,454 მილიონი ბარელი. ქარხნების დატვირთვის კოეფიციენტი 0,8%-დან 84,6%-მდე გაიზარდა.
ნავთობისგან განსხვავებით ბენზინისა და დისტილატების მარაგები მცირდება (-3,7 მილიონი ბარელი 214 მილიონ ბარელამდე, ბენზინის შემთხვევაში და დისტილატების შემთხვევაში 2,9 მილიონი ბარელი 129 მილიონ ბარელამდე). “ეს ანგარიში ტიპურია გეგმიური სარემონტო სამუშაოებისთვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში: ნავთობის მარაგები იზრდება, მაშინ როცა ნავთოპროდუქტების მარაგები მცირდება და მხარდაჭერას, ძირითადად, გაზრდილი ყოველკვირეული მოთხოვნით იღებენ”, – აღნიშნავს Societe Generale-ის ანალიტიკოსი. აშშ-ის ენერგეტიკული ჰეჯ-ფონდის Again Capital LLC-ის პარტნიორი ჯონ კილდაფი აღნიშნავს: “ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია აგრძელებს არასაკმარის დონეზე ოპერირებას, ბუნებრივია, ნავთობის მარაგები გაიზრდება, რადგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მას არ ამუშავებენ”. ყოველივე ამის ფონზე, ნავთობის ფასები შემცირებას განაგრძობენ. “მოცემულ მომენტში ნავთობის ბაზარი კორექციის ფაზაშია და საქმე მხოლოდ აშშ-ში არ არის, მარაგების ზრდა შეინიშნება მთელს OECD-ის ქვეყნებში”, – აღნიშნავს Societe Generale-ის ნავთობის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი მაიკ ვიტნერი.
ოთხშაბათს, 19 აპრილს ნიუ-იორკში ნავთობის ფასები შემცირდა აშშ-ის ნეგატიური მაკროეკონომიკური მონაცემების გამო, რამაც გაამძაფრა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დინამიკის თაობაზე შეშფოთება. ლონდონში Brent მარკის ნავთობის ფიუჩერსებმა შეძლეს “პლუსში” გასვლა ესპანეთსა და საფრანგეთში სუვერენული ობლიგაციების განთავსების აუქციონის პოზიტიური შედეგების გამო. ნავთობის ბაზარზე შემდეგმა სავაჭრო დღემ გაზრდილი ვოლატურობის ფონზე ჩაიარა. ევროპული სესიის ტონალობა ძირითადად პოზიტიური იყო – ბაზრის მონაწილეები სუვერენული ობლიგაციების განთავსების აუქციონის ხელსაყრელ შედეგებს იმკიდნენ. ინვესტორებმა პოზიტიური რეაგირება მოახდინეს სიახლეზე იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი აპირებდა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომში მხარდაჭერის გაგრძელებას საბანკო სექტორში ლიკვიდურობის გაზრდის გზით სხვადასხვა ღონისძიებების ხარჯზე, ღია ბაზარზე ოპერაციების ჩათვლითა და რეზერვირების ნორმის შემცირებით. ამ ფონზე სანავთობე კოტირებების ფიუჩერსებმა ზრდა დაიწყეს და შიდა დღიურმა მაქსიმუმმა Brent-ზე 119,15 დოლარი შეადგინა ბარელზე. WTI-ის მარკის ფასები დღის მანძილზე 103,21 დოლარი ბარელზე ნიშნულს აღწევდნენ, მაგრამ ბაზრის მონაწილეების განწყობა კარდინალურად შეცვალა აშშ-ის მაკროსტატისტიკის მორიგი ნაწილის გასაჯაროებამ. ინვესტორები ყველაზე მეტად გააწბილა უმუშევრობის შემწეობის გამო სახელმწიფოსთვის მიმართვების რაოდენობამ აშშ-ში. მართალია, განაცხადების რაოდენობამ კვირის მანძილზე 2 ათასით მოიკლო 386 ათასამდე, მაგრამ შემცირებამ ვერ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინი, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ განაცხადების რაოდენობა 370 ათასამდე შემცირდებოდა. ნეგატიური დინამიკა აჩვენა საცხოვრებელი სახლების მეორადი ბაზრის მონაცემებმა: ამ ბაზარზე სახლების გაყიდვის მოცულობა მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 2,6%-ით შემცირდა 4,48 მილიონამდე. ეს გაცილებით მცირეა, ვიდრე კონსესუს-პროგნოზი ითვალისწინებდა (4,62 მილიონი).
დაბოლოს, დამავალი დინამიკა აჩვენა ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Philadelphia Fed index) საქმიანი განწყობის ინდექსმა. აპრილში მაჩვენებელმა 8,5 პუნქტი შეადგინა წინა თვის 12,5 პუნქტის ნაცვლად (პროგნოზი – 12 პუნქტი).
“ნავთობის ბაზარი დამავალ ტრენდს მიჰყვება, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ფასებმა მოიმატა და მან ბარელზე 110 დოლარი შეადგინა. ეს კი ირანთან კონფლიქტის გაჩაღების რისკს უკავშირდებოდა. ახლა კი ჩვენ ვაკვირდებით, როგორ მცირდება საფასო პრემია ირანთან დაკავშირებული რისკის შემშირებასთან ერთად”, – განაცხადა Schork Group-ის პრეზიდენტმა, სტივენ შორკმა.
პარასკევს, 20 აპრილს ნავთობის ფასები გაიზარდა, რასაც საფუძველი გერმანიის მაკროსტატისტიკის გამოქვეყნებამ მისცა. გარდა ამისა, ბაზარს მხარდაჭერა აღმოუჩინა დოლარის გაუფასურებამ და საფონდო ინდექსების ზრდამ. ბაზრის მონაწილეებმა პოზიტიურად მიიღეს გერმანიის შესახებ მონაცემები, თუმცა IFO-ს აპრილის მონაცემებში აღმავალი დინამიკა გარკვეულ პაუზას აკეთებს. 20 აპრილს ინვესტორებს ოპტიმიზმი იმანაც შეუნარჩუნა, რომ იმავე დღეს იყო მოლოდინი G20-ის მიერ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსის გაზრდის შესახებ (ფონდის არსებული მოცულობა – 480 მილიარდი დოლარი). მართლაც, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდის წევრებმა გადაწყვიტეს რესურსის 430 მილიარდი დოლარით გაზრდა.