რა დაშლის ევროკავშირს

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ევროკავშირის მოსალოდნელ დაშლაზე საუბარი დღეს ყველაზე აქტუალურია. ექსპერტები და მიმომხი-ლველები მთელი მონდომებით ცდილობენ, გაერკვნენ პრობლემის არსში და მიზეზები გამოიკვლიონ, თუ რა ვერ კეთდება სწორად და რა არის გადარჩენის გზა. თუმცა, პრობლემას თუ გლობალურად შევხედავთ და ციფრების ენაზე ვისაუბრებთ, ევროზონის პრობლემები არაფერია სხვა უდიდესი სახელმწიფოების პრობლემებთან შედარებით. რა არის მთლიანობაში ევროზონის ბიუჯეტის 4%-იანი დეფიციტი იაპონიისა და აშშ-ის 10%-თან შედარებით? რა არის მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის 90% აშშ-ის 100%-თან და იაპონიის 200%-თან შედარებით? თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპაში პრობლემები ღრმავდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკისა და დონორი ქვეყნების ხელისუფლებები, გარკვეული თვალსაზრისით, “თეორიის მძევლებად” იქცნენ – ისინი სავსებით მართალ და სწორ პოლიტიკას ატარებენ ეკონომიკური თეორიების მეინსტრიმის თვალ-საზრისით, რომელიც ათწლეულების მანძილზე გამომუშავდა 1970-იანი წლების მაღალი ინფლაციის პერიოდისა და 1980-იანი წლების I ნახევრის რეცესიის შემდეგ. რა ხდება სინამდვილეში?

პოლიტოლოგებმა, ისტორიკოსებმა, სოციოლოგებმა და ეკონომისტებმაც ევროკავშირის სხვა პრობლემაზე დაიწყეს საუბარი, რომ სინამდვილეში კრიზისის არსი ბევრად ღრმა და რთულია, ხოლო ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ მისი გამოვლინებაა.
დღევანდელმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად სოლიდარობაზე ბევრი საუბრისა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვისმენთ, ერთიანი ტვირთის ტარებისთვის ევროპული საზოგადოებრიობის მზაობა, ეროვნულ საზღვრებს არ სცდება. ევროპას ცხოვრების სტაბილური ხარისხი სურს, ეს გასაგებია და მართალი. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა თანამედროვე პირობებში, როცა ქვეყნების ერთი ნაწილი შეძრული ჰყავს მსოფლიო საფინანსო კრიზისს, მეორეს – თითქმის არ უგვ-რძნია, მესამე ნაწილმა კი საერთოდ, ამ უბედურებით ახალი კაპიტალიც დააგროვა. სამართლიანობას ევროპაში გეოგრაფიული ხასიათი აქვს, მაგრამ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც სხვისი ფულით ცხოვრობენ, იზრდება. საბერძნეთს, ესპანეთს, პორტუგალიასა და იტალიას ევროკავშირიდან გაძევების ახალი კანდიდატები უერთდებიან.
როგორც ექსპერტები ამბობენ, სინამდვილეში, ევროპა განიცდის არა საფინანსო-ეკონომიკურ, არამედ უფრო ღრმა, სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისს. საფინანსო-ეკონომიკური გამოვლინება მხოლოდ სიმპტომია. ეს ღრმა კრიზისი აღმოცენდა არა მხოლოდ ევროკავშირის ცენტრსა და მის შემადგენლებს შორის ურთიერთობაში დემოკრატიის დეფიციტის გამო და არც იმის, რომ ევროპის ახლანდელი ლიდერები ნამდვილი ფედერალური კავშირის უფრო ერთგულნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედნი, არამედ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მისი წარმოშობის მიზეზი სერიოზული ტრანსფორმაციების ერთობლიობაა.
ყველაზე ხშირად, მიმომხილველები მიანიშნებენ, რომ ევროპის მოქალაქეებს ევროკავშირის გარდაჩენის შანსი თუნდაც იმიტომ არ აქვთ, რომ არ არსებობს ეგრეთ წოდებული ევროპული დემოსი1. თუმცა, ევროკავშირის ელიტარულ პროექტად შენარჩუნებაც შეუძლებელია, რადგან კრიზისმა მკვეთრად გაამწვავა ევროპაში დემოკრატიის დემონტაჟის პროცესი. დემოკრატიული მმართველობა ეს საზოაგდოებრივ-ისტორიული განვითარების პროდუქტია, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ რეგიონსა და საზოგადოებას ახასიათებს. დემოკრატიის ქცევითი და ინსტიტუციონალური წინაპირობები პლანეტაზე არათანაბრად არის განაწილებული, როგორც ამას მონტესკიე, ლოკი და სხვა პოლიტიკური ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიის პერსპექტივა, მართალია, ყველა საზოგადებისთვის და ხალხისთვის ღიაა, მაგრამ ჰორიზონტალურად არათანაბრად არის განაწილებული. დემოკრატიის სოციალური ბაზა შეუჩერებელ, თუმცა ნელ ცვლილებებს განიცდის. იმ ფაქტორების კონფიგურაცია, რომელმაც უნდა შეძლოს დემოკრატიის დამყარება და შენარჩუნება, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, შეიცვალოს, მაშინაც კი, თუკი ფორმალური დემოკრატიული სტრუქტურები ხელშეუხებლად შენარჩუნდება. შედეგად ჩვენ მივიღებთ სოციალური რეალობისა და ერთეული პოლიტიკური ინსტრუმენტების ნელა მოძრავ სტრუქტურულ შეუსაბამობას, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, დემოკრატიის საფრთხედ გადაიქცეს.
ელიტების მიერ მართვადმა სოციალ-დემოკრატიამ საკმაოდ ენერგიულად დაარღვია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბალანსი და სოციალური რიტმი, რომელიც აუცილებელი იყო ევროპელებისთვის პოლიტიკური დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპული პროექტის ძირეული თვისება ეს არის პოლიტიკა პოლიტიკოსების გარეშე საზოგადოებრივ დონეზე და სახლმწიფოს დონეზე პოლიტიკოსების სიმრავლე პოლიტიკის არარსებობის ფონზე. ასეთი კონსტრუქცია თვითდამანგრეველ ხასიათს ატარებს. სხვა სიტყვებით ექსპერტები ასე ხსნიან: ჩვენს წინაშეა არა კაპიტალიზმის კულტურული წინააღმდეგობები, არამედ თვითონ დემოკრატიის.
ხუთი რევოლუციის შედეგი
ჩვენი დროის უმთავრესი პოლიტიკური პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ის საკვანძო ფაქტორები, რამაც ბევრ რამეში განსაზღვრა ევროპული პროექტის წარმატება, ახლა კრიზისიდან გამოსვლას უშლის ხელს. ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის კრიზისი არ გახლავთ დემოკრატიისა და საზოგადოების ინტეგრაციის მარცხის შედეგი, პირიქით – ორივე პროცესის ჰიპერტროფიული და დაუბალანსებელი წარმატების შედეგი. მაგალითად, დანიელ ბელლი2 თავის ცნობილ ნაშრომში “კაპიტალიზმის კულტურული წინააღმდეგობები” ძალიან სამწუხარო დასკვნას აკეთებს, რომ ინსტიტუტებმა უნებლიედ შეიძლება ხელი შეუწყონ თავიანთი საფუძვლების რღვევას და ის არ იყო ერთად ერთი, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა. მოაზროვნეები ყურადღებას ამახვილებდნენ ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელ “თვითმოწამვლის” პროცესზე და ეს აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრობლემის გასაგებად, რაც ევროპის წინაშეა. ეს “თვითმოწამ-ვლის” პროცესი ხუთი რევოლუციის გვერდითი მოვლენაა, რომელიც 1968 წელს დაიწყო:
60-იანი წლების კულტურულმა რევოლუციამ სოციალური იერარქიის ყველა სახეობა არალეგიტიმურად გამოაცხადა და პოლიტიკის ცენტრად პიროვნება აქცია;
80-იანი წლების საბაზრო რევოლუციამ სახელმწიფოს როლის დელეგიტიმურობა გამოაცხადა, როგორც მთავარი მეურნე სუბიექტის;
1989 წლის რევოლუციებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, თითქოს უნდა შეერიგებინა 60-იანი წლების კულტურული რევოლუცია (მას მემარჯვენეები უპირისპირდებოდნენ) და 80-იანი წლების საბაზრო რევოლუცია (მემარცხენეების მიერ უარყოფილი) და უნდა დავერწმუნებინეთ ანტიისტორიული თესიზის სიმართლეში – ლიბერალური დემოკრატიის მარადისობაში;
90-იანი წლების რევოლუციამ კომუნიკაციის საშუალებების სფეროში კიბერნეტიკული ტექნოლოგიების გავრცელება მკვეთრად დააჩქარა, მათ შორის – ინტერნეტის;
2000-იან წლებში ნეირობიოლოგებმა ჩვენი წარმოდგენები შეცვალეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი, რამაც საშუალება გააჩინა ემოციებით უფრო ეფექტურად მანიპულირება ისე, რომ ისინი გამხდარიყვნენ დემოკრატიული პოლიტიკის საკვანძო სფეროებში რაციონალური საწყისი.
ადრეულ ეტაპებზე ყოველი რევოლუცია ხელს უწყობდა დემოკრატიის გაფართოებასა და გაღრმავებას. კულტურულმა რევოლუციამ დარტყმა მიაყენა ავტორიტარულ ოჯახს და ინდივიდუალურ თავისუფლებას ახალი აზრი შემატა. საბაზრო რევოლუციამ ხელის შეუწყო დემოკრატიული რეჟიმების გლობალურ გავრცელებას და კომუნიზმის კრახს. 1989 წლის რევოლუციებმა ევროპაში გააფართოვა და დაამყარა დემოკრატია, გაქრა გარე საფრთხეები, რომელიც ევროპის სიმშვიდეს ემუქრებოდა. ინტერნეტ-რევოლუციამ მოქალაქეებს ახალ ინფორმაციებსა და თვითგამოხატვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გაუზარდა და, ასევე, გააფართოვა ჩვენი წარმოდგენები საზოგადოების შესახებ. ახალმა მეცნიერებამ ტვინის შესახებ კი, აღადგინა პოლიტიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ემოციის როლი. პარადოქსულია, მაგრამ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ხუთი რევოლუციის შედეგებმა ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი გამოიწვია. კულტურულმა რევოლუციამ შეასუსტა სწრაფვა საერთო მიზნისკენ და დემოკრატია ნაკლებად მართვადი გახადა. 70-იანი წლების პოლიტიკა ასევე გამოიხატა ინდივიდების სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ დაუსრულებელ პრეტენზიებში. დღევანდელი ნეგატიური რეაქცია მულტიკულტურალიზმზე 60-იანი წლების პოლიტიკის მარცხის პირდაპირი შედეგია, რომელიც ცდილობდა საზოგადოებაზე ერთიანი შეხედულება ჩამოეყალიბებინა. ევროპაში ანტიემიგრანტული ნაციონალიზმის ზრდა, რასაკვირველია, საშიში ტენდენციაა, მაგრამ ის ხომ საზოგადოების ღრმა და კანონიერ სწრაფვას გამოხატავს ერთობლივი ცხოვრებისადმი, მათთან ვისთანაც აკავშირებს კულტურული მთლიანობა. ამიტომ, ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ქსენოფობია ან უცხოელებისადმი ზიზღი, არ იქნებოდა მართალი.
80-იანი წლების საბაზრო რევოლუციამ საზოგადოება ბევრად მდიდარი და ურთიერთდაკავშირებული გახადა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მან დაარღვია დადებითი კორელაცია დემოკრატიის გავრცელებასა და თანასწორობის გავრცელებას შორის. XIX საუკუნიდან XX საუკუნის 70-იან წლებამდე დასავლეთის განვითარებულ საზოგადოებაში უთანასწორობის მაჩვენებელი განუხრელად იკლებდა. და, აი, გლობალური კაპიტალიზმის გამოჩენამ ტენდენცია უკან დააბრუნა: პირველ პლანზე გამოვიდა სიმდიდრის დაგროვებით შეპყრობა და ანტისახელმწიფოებრივი ვნებების ნაკადი, რამაც გააჩინა კიდეც მართვის კრიზისი თანამედროვე დასავლეთის დემოკრატიებში.
ნდობის დაკარგვა
თუ გვერდზე გადავდებთ სიტუაციის მთელს ირონიულობას, როცა დასავლეთში მარქსისტულ მატერიალიზმზე გამარჯვების კვალდაკვალ, ახალმა “ზეკონსუმერიზმმა” (ინგლისური სიტყვიდან ცონსუმერ – მომხმარებელი) გაიმარჯვა, გამოდის, რომ ელიტების წინააღმდეგ აჯანყება მოქალაქეების უმეტესობის მოსაზრებით აიხსნება, რომ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები “ნეოლიბერალუ-რი ათწლეულებისას” ხელს უწყობდა ყველა დანარჩენის ხარჯზე ელიტების გაფურჩქვნას. ამ ახალ გასაოცარ მსოფლიო ბაზრებზე ელიტები, რომლებმაც გაწყვიტეს ნაციონალური და ლოკალური კავშირები, ააშენეს ოფშორული ეკონომიკა და შექმნეს გადასახადებისგან თავის არიდების გიგანტური სისტემა, საიდანაც ტრილიონობით დოლარი გაედინება და რომელიც ღიაა მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. ამიტომ, თუკი დიდი დეპრესიისას ადამიანებმა ბაზრის მიმართ ნდობა დაკარგეს, ხოლო 70-იან და 80-იან წლებში – სახელმწიფოსადმი და ბაზრის მიმართ იგი დაიბრუნეს, დღეს ორივე მათგანს ნაკლებად ენდობიან.
ახალმა პოსტკომუნისტურმა იდეოლოგიამ საზოგადოების ერთადერთ ნორმალურ მდგომარეობად დემოკრატია აღიარა, დემოკრატიზაცია შეზღუდა ინსტიტუტების იმიტაციითა და განვითარებული დემოკრატიების პრაქტიკით. მან ცენტრალურ ევროპაში ორი ცოდვა ერთდროულად ჩაიდინა: პირველ რიგში, მან ძალიან გამარტივებული ტრაქტირება დაიწყო დემოკრატიასა და კაპიტალიზმს შორის არსებული დაძაბულობის, რომელიც ყველა საბაზრო დემოკრატიისთვის აუცილებელია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობდა ტრიუმფალიზმს, რამაც დემოკრატია გადააქცია საზოგადოების მიერ ნებაყოფილობით ასარჩევი ტიპიდან მთელი კაცობრიობისთვის ერთადერთ ლეგიტიმურ მაგალითად. დემოკრატიამ ჩამოიშორა თავის კრიტიკოსები და მასთან ერთად თავისი შემოქმედებითი პოტენციალის ნაწილი. ინტერნეტ-რევოლუციამ საზოგადოებრივი სივრცის ფრაგმენტირება მოახდინა და პოლიტიკურ საზოგადოებრიობებს შორის ახალი საზღვრები გაავლო. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ინფორ-მაციის თავისუფალი გავრცელება შეუჩერებელ ნაკადად იქცა, რომელიც საჯარო დისკურსის ნებისმიერ კონტექსტსა და ნიუანსს გადარეცხვით დაემუქრა. საზოგადოებრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, შესაძლოა, უბრალო ადამიანებს ეხმარება უფრო ეფექტურად დაუპირისპი-რდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა (თუმცა, არც ეს არ არის თვალნათელი), მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს დემოკრატიის ფარგლებში დელიბერატიული (სათათბირო) და წარმომადგენლობითი პროცესების გასამყარებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ იმის დემოსნტრირება მოახდინეს, რომ საზოგადოების დანგრევა შეუძლიათ, როგორც ეს ეგვიპტეში მოხდა, მაგრამ ვერ დაამტკიცეს, რომ მის ადგილზე ახალი საზოგადოების შექმნა შეუძლიათ.
კოგნიტური მეცნიერებების მიზანსწრაფული პროგრესი დაგვეხმარა, გაგვეგო, როგორ ფიქრობენ ადამიანები, მაგრამ ეს ახალი ცოდნა სავსებით შეიძლება გადაიქცეს საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირების უძლიერეს ინსტრუმენტად. ეს შეიძლება ნიშნავდეს განთლების ტრადიციებში უფსკრულის გაჩენას. შედარებით მოკლე პერიოდში ჩვენ გავხდით ევროპული საზოგადოებისა და დემოკრატიის კონცეფციის ბევრი ცვლილების მოწმენი და მონაწილენი – ესთეტური, იდეოლოგიური და ინსტიტუციონალური. ეს გადაფასებები ისევ გრძელდება, ექსპერტები უკვე ფიქრობენ, რომ ჩვენი პოლიტიკა სოციალურ რეალობას არ შეესაბამება. ახლანდელი კრიზისი ამ გადასახედიდან არც ფულადია და არც საბანკო და არც ევროპის ინსტიტუციონალური არასრულყოფილებაა, საქმე უფრო სერიოზულადაა.
ძალიან საშიშია
60-იან წლებში ლიბერალები შიშობდნენ, რომ ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტები ავტორიტარული კულტურის მძევლებად დარჩებოდნენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ აღმოცენდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპელების დიდი ნაწილი იბრძოდა ან დემოკრატების ან ანტიდემოკრატების რეჟიმების მხარეზე. საბოლოო ჯამში, ეს რეჟიმები განადგურდა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მსოფლმხედველობაზე, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. დღეს ჩვენ ვეჯახებით საპირისპირო პრობლემას: თავისუფლებას ანადგურებს არა წესრიგი, არამედ თავისუფლება ანადგურებს წესრიგს. დღეს ევროპის კავშირში მოქალაქეების უფლებები დაცულია, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა გაზრდილი, გადაადგილებისა და ცხოვრების სტილის არჩევანი ფართოა, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ბოლო 40 წელია ეს თავისუფლება ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტების პარალიზებას ახდენს. დემოკრატიული საზოგადოება უმართავი ხდება, რადგან იკარგება ერთიანობისა და საზოგადოებრივი ინტერესის იდეა. პოლიტიკოსებისადმი ნდობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ახლა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, დემოკრატიის აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის ფორმირება მიმდინარეობს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საზოგადოებრიობის წონა დემოკრატიულ პოლიტიკაში იზრდება, მაშინ, როცა საბერძნეთში და იტალიაში საზოგადოების გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის, სუსტდება. რასაც ბერლინი და პარიზი იტალიის, საბერძნეთისა და ესპანეთის მოქალაქეებს სთავაზობს, ეს არის დემოკრატია, რომელიც ამომრჩეველს ხელისუფლების ცვლილების უფლებას აძლევს და არა ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის საბაზისო პრინციპების. ევროს გასამყარებელი ზომების შეთავაზებული ლოგიკა ითვალისწინებს ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილების გამოყვანას ელექტორალური დემოკრატიიდან და მევალე ქვეყნების მოქალაქეებს მწირი არჩევანის წინაშე აყენებს: ან “დემოკრატია არჩევანის უფლების გარეშე” ან ქუჩაში გამოსვლა. ჩვეულებრივი პრაქტიკით ასეთი ცვლილებების შედეგი იმდენად უცნაურია, რომ რთულია მისი ფორმულირება და კლასიფიცირება. ევროპელები უფრო აპოლიტიკურები ხდებიან, მაგრამ მათი სურვილის არ ქონა თავი ისე დაიჭირონ, თითქოს ის, რაც კი-დევ დარჩა მათი ელექტორალური ეროვნული მექანიზმიდან, მართლა აძლევს მათ არჩევანის ნებას, ძალიან საშიშია. ისინი უკვე ხშირად აღარ მიდიან საარჩევნო ურნებთან და ქუჩაში გამოსვლა ურჩევნიათ. ისინი კაპიტალიზმს აკრიტიკებენ არა პოლიტიკური, არამედ მორალური პოზიციიდან. ისინი თავიანთ ბანაკს ალტერნატიულად მიიჩნევენ, მაგრამ არ შეუძლიათ გარკვევით მოახდინონ ფორმულირება, რის მხარდასაჭერად გამოდიან ისინი. მათ ლიდერი არ ჰყავთ, რადგან არ სურთ ვინმეს მიმდევრები იყვნენ. დღეს ევროპელ ამბოხელბულთა ქცევაში შეიძლება ყველაზე უცნაური ის არის, რომ ისინი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ მიისწრაფვიან. ასე რომ, ჩვენ ერთგვარი 1968 წლის მოწმეები ვართ, მხოლოდ უკუღმა. მაშინ სტუდენტები ევროპის ქალაქებში გამოდიოდნენ და უარს აცხადებენენ ისეთ მსოფლიოში ცხოვრებაზე, რომელშიც მათი მშობლები ცხოვრობდნენ. ახლა კი სტუდენტები ქუჩაში გამოდიან და თავიანთ იმ უფლებას იცავენ, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათი მშობლები ცხოვრობდნენ. კეთილდღეობის შენარჩუნების სახელით სახელმწიფო საზღვრის გაღებასა და თავიანთი საზოგადოების თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნების სახელით მის დახურვას შორის არჩევანს შორის მყოფნი ერთროულად ორივეს ირჩევენ: კეთილდღეობასა და გარე სამყაროსგან ევროპის დაცულობას. ამიტომ დღეს ევროპულ დემოკრატიას ანტიდემოკრატიული ალტერნატივის გამძაფრება კი არ ემუქრება, არამედ მოქალაქეების აბსოლუტურად დემოკრატიული სურვილი, არაფერი აიჩრიონ, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი.
ბედის ირონიით
პროფესორი პიერ როზანვალონი3 წერდა: “ოპოზიციის საქმიანობა ხშირად ბრალდებებს უახლოვდება და ეს აბათილებს წარმოდგენას პოლიტიკაზე, როგროც პროგრამების კონკურენციაზე. შესაბამისად, მოქალაქე-ამომრჩევლის სახე ჩვენ თვალწინ ტრანსფორმირდება მოქალაქე-ნაფიცი მსაჯულის სახედ”. ნათელია, დღევანდელი საერთოევროპული ხმის მიცემის უმრავლესობა რატომ სრულდება რეფერენდუმებით, რომელიც ევროპის, როგორც ელიტების გაერთიანების იდეისადმი უთ-ანხმოების დემონსტრირებას ახდენს, რომელიც ელიტის ინტერესებით შექმნილია ელიტის მიერვე. თუ-მცა, ბოლო დრომდე რეფერენდუმზე განცხადებული არც ერთი სურვილთაგანი, მათ შორის, ევროპის კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამოთქმული ფრანგებისა და ჰოლანდიელების “არა”, ევროპის ელიტას ხელს არ უშლიდა გაეგრძელებინათ საკუთარი პროექტები. შედეგად, როგორც მინიმუმ, ევროპის პერიფერიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა კონსპირაციულად მოაზროვნე, აქტიური და გავლენიანი უმცირესობა, რომელიც მომავალს უფრთხის. ხოლო ასეთი მასშტაბის შიშებს შეუძლიათ ყველაზე სერიოზული პოლიტიკური შედეგები გამოიღოს.
ახლო წარსულს დავუბრუნდეთ. 2011 წლის თებერვალში ეროვნული იდენტურობისა და ექსტრემიზმის თემაზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების უდიდესი ნაწილი მზად არის მხარი დაუჭიროს ნაციონალურ პარტიას, რომელიც ემიგრაციის წინააღმდეგ გამოდის (თუ ის არ იქნება ასოცირებული ძალადობასა და ფაშიზმთან).
2011 წლის მარტში საფრანგეთში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ულტრა-მემარჯვენეების ლიდერი ჟან-მარი ლე პენი ორი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გახდებოდა პირველივე ტურში. 2011 წლის მაისში სოციოლოგიური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის ინსტიტუტის (Fორსა) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ცხადი გახდა, რომ მემარჯვენე იდეები გერმანიის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსწონს. რესპოდენტების 70%-მა განაცხადა, რომ გერმანია საკმაოდ გულუხვად აფინანსებს ევროპის კავშირს. თითქმის ნახევარს სურს, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მკვეთრად შეამციროს ემიგრაცია. ბოლოს, გამოკითხულთა 38%-მა გამოხატა აზრი, რომ ისინი ისურვებდნენ დამოუკიდებელ გერმანიაში ცხოვრებას ევროს გარეშე, სადაც ევროკავშირს არ ექნებოდა არანაირი იურიდიული ძალაუფლება.
უცნაურია, მაგრამ მემარჯვენე იდეები აშკარა მხარდაჭერას ნახულობენ როგორც მემარჯვენე-ცენტრისტებში, ისე უკიდურესად მემარცხენეებში. დანიაში, იტალიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და ფინეთში ანტიემიგრანტული პარტიები საკმაოდ ძლიერები არიან საიმისოდ, რომ ნაციონალურ პოლიტიკაზე სერიოზული გავლენა იქონიონ.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ემიგრანტების შიში არ მიეკუთვნება მთავარ პოლიტიკურ პრობლემას (პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ ცოტა ემიგრანტია), მაგრამ ქსენოფობიისა და რასიზმის დონე მაინც ძალიან მაღალია (სინამდვილეში ბევრად მაღალი, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, სადაც ემიგრანტები რეალურად მეტია). 2011 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ რვა ევროპულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევა გვაჩვენებს, რომ უნგრეთის 77% ფიქრობს, რომ ემიგრანტები სახელმწიფოსთვის დიდი ტვირთია, ხოლო უნგრელებისა და პოლონელების უმეტესობა გამოდის მათ კულტურაში ინტეგრაციის წინააღმდეგ.
მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შეძლებული ევროპელები პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ადამიანების სოციალური კატაგორიაა და თუ გასული სა-უკუნის ბოლოს ევროპელები მიიჩნევდნენ, რომ გლობალიზაციას შესამჩნევი სარგებელი მოჰქონდა, დღეს უმეტესობა მათგანი თავს წაგებულად გრძნობს. გამოკითხვის ასეთი შედეგები არ არის უბრალოდ საერთონაციონალური ჯგუფური ნევროზის შედეგი. რაც უფრო მეტი გადაწყვეტილება მიიღება ბრიუსელში, ევროპის ცენტრალურ ბანკში ან მსოფლიოში კორპორაციების შტაბ-ბინებში, დასავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებს უფრო ნაკლებად აქვთ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების მართვის შესაძლებლობა. თან, უნდა ითქვას, რომ იქ, სადაც ემგირანტების რიცხვი დიდია, ისტორიული საზოგადოებრიობა თავის ტრადიციულ ხიბლსა და ხასიათს კარგავს, ხოლო კულტურული განსხვავებები ემიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის იმდენად შესამჩნევია, რომ ასიმილაცია შეუძლებელი ჩანს. ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის რეალური ან წარმოსახვითი დაკარგვა კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ელიტასა და გვაროვნული მენტალობის ემიგრანტებს შორის შეთქმულებას დააბრალონ. სხვადასხვა ფორმითა და მიზეზებით სხვებიც წინასწარმეტყველებენ “მსოფლიოს საზღვრებს გარეშე”, რისაც უბრალო ადამიანებს ეშინიათ და არ მოსწონთ. ბედის ირონიით, ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტები დღეს ყველაზე მეტად გამჭვირვალენი არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მათ მიმართ ნდობაც ყველაზე მეტად დაბალია, ვიდრე ოდესმე. დემოკრატიული ელიტები მერიტოკრატიულია4 ისე როგორ არასდროს, მაგრამ ისე არაეფექტური, ვიდრე ოდესმე. ჩვენი საზოგადოებებიც უპრეცენდენტოდ ღია და დემოკრატიულია, მარგამ ნაკლებად ეფექტური, ვიდრე ადრე. ევროპის კავშირი, რომელსაც არ შეუძლია იარსებოს, რო-გორც ელიტარულმა პროექტმა, ექსპერტების აზრით, ვერ იცოცხლებს ვერც როგორც დემოკრატიული პროექტი: ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ევროპული დემოსის დაბადების მოწმენი გავხდებით თუ დემოკრატია ძველებურად გააკონტროლებს ელიტებს. დემოკტარიას დემოსის გარეშე გადარჩენის კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ერთიან ვალუტას ერთიანი ხაზინის გარეშე.
ახლიდან დაწყება… მხოლოდ სხვაგვარად
ევროპის ინტეგრირების პროცესში მისმა ადეპტებმა მნიშვნელოვნად დაარღვიეს ნაციონალური ევროპული სახელმწიფოების ლეგიტიმურობა, მაგრამ ამასთან ერთად, მათ ვერ შექმნეს ერთიანი ევროპული საზოგადოებრივი სივრცე და საერთოევროპული პოლიტიკური იდენტურობა. ამიტომაც, ევროკავშირში პოპულისტური გამოსვლები ნიშნავს უფრო ლოკალური და ღრმა კულტურული იდენ-ტურობის აღორძინებას ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. მათ ევროპის პოლიტიკა ნაკლებად ინკლუზიურ მიმართულებაში ერევათ და, შესაძლოა, ნაკლებად ლიბერალური კონცეფციის მქონე პოლიტიკურ საზოგადოებრიობაშიც.
ევროპული სახლემწიფოების უმეტესობაში საზოგადოებრიობას ეშინია სიბერისა და მოსახლეობის შემცირების (დეპოპულაცია). ადამიანებს ეშინიათ, რომ ემიგრანტები ან ეთნიკური უმცირესობები მათ ქვეყანას მიიტაცებენ და მათი ცხოვრების წესს დაემუქრებიან. ისინი გრძნობენ, რომ ევროპული კეთილდღეობა აღარ არის თავისთავად არსებული ფაქტი და მსოფლიო ეკონომიკაზე ევროპის გავლენა მცირდება. ევროპელები ამის გამო შფოთავენ. ბევრი პოლიტიკური მიმომხილველის მოლოდინის საპირისპიროდ, ეკონომიკური კრიზისი არ განელდა და მხოლოდ ნაციონალური მიმზიდველობა გაზარდა. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, კრიზისისგან უპირატესობის მაქსიმუმი მიიღეს არა მემარცხენე ეგალიტარებმა, არამედ მემარჯვენე ქსენოფობებმა. მაგრამ სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი: მემარცხენე მემარჯვნეებად მკვეთრი დაყოფა, რაც ევროპის პოლიტიკის სტრუქტურას განსაზღვრავს, ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ თანდათანობით იშლება. მემარჯვენე პოპულისტების გამოჩენიდან, რომლებიც 30-იანი და ალაგ-ალაგ 20-იან წლებიდან ჩუმად იყვნენ, პროლეტარული მოძრაობის სათავეში, შესაძლოა, მოვიდნენ ღიად ანტილიბერალი ლიდერები. შე-შფოთებული უმრავლესობა, ანუ ის, ვისაც ყველაფერი აქვს და, შესაბამისად, ყველაფრის ეშინია, ევ-როპის პოლიტიკაში ძირითადი მამოძრავებელი ძალა ხდება. ახალი არალიბერალური პოლიტიკური კონსესუსი არ შემოიფარგლება მემარჯვენე რადიკალიზმით, ის გულისხმობს თვით ევროპული მე-ინსტრიმის ცვლილებას. საქმე იმაში არ არის, რომ ექსტრემისტები ამბობენ, ევროპა თითქოს საფრთხეშია და რომ ზოგიერთ თემებზე ევროპელი ლიდერები აღარ ლაპარაკობენ, მაგალითად, იმაზე, რომ ევროპის მრავალფეროვნება მხოლოდ სასარგებლოა მისთვის. შეშფოთებულ უმრავლესობას ნამდვილად ეშიანია, რომ გლობალიზაციის შედეგად შეიძლება წააგოს. გლობალიზაცია, რასაკ-ვირველია, ამა თუ იმ სახით ხელს უწყობს საშუალო კლასის რიცხვის გაზრდას განვითარებული სამყაროს მიღმა, მაგრამ ამასთან, ის ძირს უთხრის საშუალო კლასის არსებობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფუძვლებს იმ საზოგადოებაში, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოცენდა. ამიტომ, ახალი პოპულიზმი გამოხატავს არა იმათ ინტერესებს, რომლებმაც წააგეს ან ახლა აგებენ, არამედ, მათ ინტერესებს, რომლებიც ხვალ წააგებენ. ახალი პოპულიზმი რადიკალურად განსხვავებულია ტრადიციული პოპულისტური მოძრაობებისგან, რომელიც XIX-XX საუკუნეებში იყო, როგორც ლექსიკით, ასევე პოლიტიკური მიზნებით, ასევე იდეოლოგიური წყაროებითაც. ის გამოხა-ტავს არა დაჩაგრულების წუხილს, არამედ იმათ წუხილს, ვინც ყველა უფლებითაა აღჭურვილი. ეს არ არის მონობაში მყოფი “ხალხების” პოპულიზმი (ნაციონალისტების რომანტიულ წარმოსახვაში), როგორც ასი და ასზე მეტი წლის წინ, არამედ უკმაყოფილო პრაგმატულად მოაზროვნე უმრავლესობისა. ეს საკმაოდ სპეციფიური პოპულიზმია, რომლისთვისაც საზოგადოება მზად არ არის იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ არ არსებობს მისი ისტორიული პრეცენდენტი.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან ბანკების, დეფოლტების, ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საფრანგეთ-გერმანიის უთანხმოების შესახებ. ისინი საუბრობენ კეთილისმსურველ ტექნოკრატებსა და გაბრაზებულ ახალგაზრდებზე. ისინი, ვისაც მართლა სჯერათ ევროპული პროექტის, უყვართ იმის შეხსენება, რომ მრავალი წლის მანძილზე ევროპა ჰგავდა ადამიანს, რომელიც ქვიდან ქვაზე ხტომით ცდილობდა მძვინვარე მდინარის მეორე ნაპირზე გადასავლას და ამით ერთი მეორის მიყოლებით წყვეტდა ცალკეულ პრობლემებს, რათა გადაადგილებულიყო სასურველი ნაპირისკენ. ახლა მაშველი ქვები აღარ ჩანს და ამიტომაც აღარ მიმდინარეობს მოძრაობა სასურველი ნაპირისკენ.
დღეს ევროპული პროექტის მთავარი შეუსაბამობა ის არის, რომ დემოსი წინ უნდა უსწრებდეს ახალ სახელმწიფოებრივ მოწყობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ყველასთვის ნათელია, ელიტების მიერ მართული ლიბერალური დემოკრატიის წარმოშობამ ომის შემდგომ დასავლეთ ევროპაში ევროპული ინტეგრაცია შესაძლებელი და წარმატებული გახადა და ევროპის დღევანდელი პრობლემები უკავშირდება სწორედ ამ რეჟიმების ტრანსფორმირებას ახალი პოპულიზმის ზემოქმედებით. ევროპის ეკონომიკური კრიზისის ნამდვილი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აქ არავინ, არსად და არასოდეს ფიქრობდა პატარ-პატარა წვლილი შეეტანა იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შენობის სოციალურ ფუნდამეტში, რომლის აშენებასაც ევროპის ელიტები ცდილობდნენ. ევროპაში დემოკრატიის წარმატება საფუძველში, ანუ უმრავლესობის დონეზე დღეს ევროპელებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი უთანხმოება თუ თვითონ პროექტის მიმართ არა, მასთან დაკავშირებულ რამე უხერხულობაზე მაინც. ანუ ევროპის რეალური კრიზისი ეს პოლიტიკური კულტურის კრიზისია. სხვა ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. და ერთადერთი საშუალება, რითაც ევროპის პროექტის გადარჩენა შესაძლებელია, ეს არის თავიდან, მხოლოდ სხვაგვარად დაწყება.