კლიპომანია ქართულ შოუბიზნესში

ავთო ჩიტიძე

სექტემბრის თვე ქართულ შოუბიზნესში მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა. კარგად დასვენებული ქართველი ვარსკვლავები (უმეტესობმამ შავ ზღვაზე დაისვენა), როგორც ჩანს, მუშაობის ხასიათზე მოვიდნენ. სექტემბრის პირველ;ი კვირიდანვე თბილისში ახალ-ახალი პრეზენტაციები იმართებოდა. დედაქალაქი კლიპომანიამ მოიცვა. ყველა მეტ-ნაკლებად კაშკაშა ვარსკვლავი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის კლიპი დააგროვოს.

დაბადების დღე შუა ზღვაში საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული ვარსკვლავებიდან კლიპების სეზონი ჯგუფმა “ფლეშმა”გახსნა. სექტემბრის პირველი კვირის ბოლოს, მათ ჟურმნალისტთა კორპუსი და სპეციალურად მოწვეული სტუმრები თბილისის ზღვაზე, ბორანზე დაპატიჟეს, რათა თავიანთი ახალი კლიპი, “დაბადების დღე”, ეჩვენებინათ. სტუმრები თბილისის ზღვაზე მაშინ შეიკრიბენ, როდესაც დამსვენებლებმა იქაურობა დატოვეს. სტუმრებს შორის იყნენ: ლელა წურწუმია მეუღლისა და პროდიუსერის, მამულიჩას თანხლებით, მამუკა ონაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ბაკურ ბაკურაძე, სტეფანე, ცნობილი კლიპმეიკერი ბასა ფოცხიშვილი, პატარა მარიკა თხელიძე და სხვები. ჯგუფმა “ფლეშმა” მოწვეულ სტუმრებს სრული საკონცერტო-სადისკოთეკო პროგრამა წარუდგინა, შემდეგ კი კლიპის პრეზენტაციაც მოაწყვეს. საკმაოდ მაღალი ხარისხის კომპიუტერულმა გრაფიკამ, ლამაზი ფერების სინთეზმა და კარგმა მუსიკამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოხატულებადაც შეიძლება ის ფაქტი მივიჩნიოთ, რომ კლიპის ჩვენება სამჯერ მოხდა. როგორც ჯგუფის პროდიუსერმა, თენგო ბურჭულაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: “ფლეში” თვეში ერთხელ მაყურებელს ახალ-ახალ კლიპს წარუდგენს. ჯგუფში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მაყურებელს საშუალება ჰქონდეს, თვეში ერთხელ ახალი კლიპი ნახოს. ამაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, რომლებიც მაქსიმალურად შეღავათიან ფასებში და ხშირად უსასყიდლოდაც გვიკეთენ კლიპებს”.

სხვათა შორის, ეს ჯგუფი ერთ-ერთი უძველესია ქართულ შოუბიზნესში. იგი უკვე შვიდ წელიწადს ითვლის და პირველები იყვნენ, რომლებმაც ქართულ მუსიკალურ ბაზარზე კლიპი გამოუშვეს. ეს კლიპი იყო სიმღერაზე “რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში”.

უცნობი ქალი ნაცნობი სახით
კლიპომანიის შემდეგი გაგრძელება ზღვაზე აღარ შემდგარა. ამჯერად კინოთეატრი ქოლგა”” გადაიქცა კლიპების საპრეზენტაციო სალონად. რატომღაც თბილიში მიბაძვის სინდრომია გამეფებული, ანუ თუ რომელიმე კლუბი ან სალონი ამოირჩიეს კარგა ხნის განმავლობაში პრეზენტაციები იქ იმართება. ამჯერად მოდური “ქოლგაა”. სექტემბრის შუა რიცხვებში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად სრული ამალით შეიკრიბნენ, რათა თამთა ჭელიძის ახალი კლიპი შეეფასებინათ. კლიპი “უცნობი ქალი” სტუდია “მაესტრომ” გადაიღო. სიმღერის ტექსტი კი შტეფან ცვაიგის ნაწარმოების “უცნობი ქალის წერილების” მიხედვით გააკეთა მსახიობმა ნინო ლეჟავამ. სხვათა შორის, ამ მსახიობმა სპექტაკლში “უცნობი ქალის წერილები” თავად განასახიერა უცნობი ქალის როლი, მუსიკა მოდურ კომპოზიტორად წოდებულ, რუსუდან მორჩილაძეს ეკუთვნის. სანამ უშუალოდ კლიპის ჩვენება შედგებოდა, ნინო ლეჯავამ ხანგძლივი ექსკურსი გააკეთა იმაზე, თუ როგორ დაიბადა ეს სიმღერა; “ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც რუსა მორჩილაძემ მითხრა სიმღერის ტექსტი მჭირდებაო “უცნობი ქალის წერილების” მიხედვით. ნახევარი საათით მის ბინაში, სამზარეულოში განვმარტოვდი და დავწერე ტექსტი. როდესაც რუსა შემოვიდა და ტექსტი წაიკითხა, თავში ხელი შემოირტყა – ძალიან შემეშინდა, მეგონა არ მოეწონა. დაიყვირა, ზუსტად ის ტექსტია, რაც ჩემს მუსიკას სჭირდებაო”. ასე შეიქმნა სიმღერა. ის, რომ სიმღერები სამზარეულოში იწერება, ესეც, ალბათ, ქართული შოუბიზნესის დამახასიათებელ თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ. სანამ კლიპის ჩევენება ფართო ეკრანზე მოხდებოდა, მანამ მომღერლის, თამთა ჭელიძის მუსიკალური ბიოგრაფიის მოკლე მიმოხილვა მოხდა: თამთამ სულ პატარ ასაკიდან შეძლო სერიოზული წარმატების მიღწევა. იგი იურმალაში იქნა აღმოჩენილი და შემდეგ მოსკოვში “უტრენაია ზვეზდაში” მიიწვიეს. ამ წარმატებების შემდეგ იგი ქართული შოუბიზნესის ახალ თაობას შორის წამყვან ადგილს იკავებს. კლიპმა დამსწრე საზოიგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

მაია ჯაბუა და მერაბ სეფაშვილი იტალიურ სახლში
მაია ჯაბუამ სტუმრები ორი ახალი კლიპის საყურებლად კინოთეატრ “ქოლგაში” მიიწვია. ყველაფერი კლასიკურ დონეზე მოხდა. საღამო ცნობილმა მუსიკისმცოდნემ და კრიტიკოსმა, მაია დათუნაშვილმა, გახსნა, შესაძლოა, კლიპი და სიმღერა არ აძლევდა კრიტიკოსს კრიტიკის საშუალებას, რადგან მთელი საღმაოს განმავლობაში კარგის მეტი არაფერი უთქვამს. დამსწრე საზოგადოებამ პირველად იხილა “მე და ზღვის” კლიპის პრემიერა, ხოლო შემდეგ ახლად გამომცხვარი კლიპიც აჩვენეს, რომელიც მაიასა და მერაბ სეფაშვილის დუეტზე იქნა გადაღებული. სხვათა შორის, ეს კლიპი თავად მომღერლებსაც არ ჰქონდათ ნანახი, რადგან მასზე მუშაობა პრეზენტაციის წინა ღამით დამთავრდა. მეორე კლიპი ერთ ღამეში იქნა გადაღებული, ინტერიერად იტალიური ავეჯის სახლი გამოიყენეს. ორივე კლიპის რეჟისორი კლიპმეიკერი, ზაზა ორაშვილი იყო.: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ პროფესიონალებთან მომიხდა მუშაობა, როგორებიც არიან, მაია ჯაბუა და მერაბ სეფაშვილი. საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა. კლიპის გადაღება, ფაქტობრივად, ერთ ღამეში მოხდა. თუ პირველი კლიპი უფრო მასშტაბურია (მასში გამოყენებულია ვერტმფრენი, კატერი, ფართო ხედები), მეორე – ინტიმური. ორივე კლიპში აშკარად იგრძნობა ზაზა ორაშვილის ხელწერა: მყვირალა და კაშკაშა ფერები, ფართო კადრები და ასე შემდეგ. თავად მომღერალი დადებითად აფასებს მისი კარიერის ბოლო პერიოდს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტის გამართვის და ორი კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, სულ მალე, ოქტომბრის დასაწყიში მაიას ახალი ალბომიც გამოვა, რომელშიც 15 სიმღერა შევა სახელწოდებით – “მე ვიმღერებ”. ალბომში სოლო ნომრების გარდა იქნება დუეტები ეკა კახიანთან, თემურ თათარაშვილთან, მერაბ სეფაშვილთან და ჯგუფ “ფლეშთან”.

სექტემბრის თვის სტუმრები
საკმაოდ აფიშირებული და რეკლამირებული გასტროლი თბილისში ამჯერად არ შედგა. სექტემბრის შუა რიცხვებისათვის თბილისში ცნობილი მუსიკოსი მაიკლ ფრენკსი უნდა ჩამოსულიყო. ფართო სარეკლამო კამპანიის მიუხედავად ეს სტუმრობა არ შედგა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ მაიკლ ფრენკსი აუცილებლად ეწვევა თბილის, ოღონდ ეს ვიზიტი ოქტომბრის თისათვის არის დაგეგმილი. ამ იმედგაცრუების მიუხედავად თბუილისს 26 სექტემბერს მოსკოვში მოღვაწე ჩვენი თანამემაულე Dიანა ღურწკაია ეწვია. მან ფილარმონოიის სცენასტან 12 წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატყარა სოლო კონცერტი და თბილისელ მსენელს მოესიყვარულა. პირველად უსინათლო დიანა ფილარმონიის სცენაზე 1989 წელს ირმა სოხაძემ გამოიყვანა. მან ბავშვობა უსინათლოთა სახლშუი გაატარა და მისი სოლო კონცერტიც ამის გამო საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად უსინათლო ბავთა სახლებს გადაეროცხა. Dიანა მალე აპირებს მთელს საქართველოში მოაწყოს ტურნე. თბილისში გამართული კონცერტი კი სრული ანშლაგით და დიდი სითბოთი ცატარდა, თუმცა ერთი პერიოდი კონცერტის ჩატარების ალბათობა კითხვის ქვეშ დადგა, რადგან როგორც სოფლის კლუბებს ახასიათებთ, აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა. საბოლოოდ კონცერტი შედგა და დიანა ხმით გადმოსცემდა იმ სითბოს, რისი გადმოცემა თვალებით უნდოდა. ოქტომბრის თვეში თბილის ეწვევა ორი რუსი ვარსკვლავი. აზიზა მცირე აუდიტორიის წინაშე წარსდგება, ხოლო მეორე სტუმარი კი ასევრე ჩვენი თანამემაულე, გარუსებული ვალერი მელაძე იქნება, რეომრელიც კონცერტს ლაგუნა ვერეზე გამართავს.

ქართველებმა რუსეთი თავზე დაიმხეს
ოთხი ლამაზი გოგონასაგან შემდგარმა ჯგუფმა “რონდომ”, რომელმაც ქართველ მაყურებელს თავი დაამახსოვრა სანდრო ვახტანგოვის კლიპით “ყველაფერი სიზმარია” საზღვარგარეთ დიდი წარმატება მოიპვა. ჯგუფი მიწვეული იქნა იალტაში ყოველწლიურ სატელევიზიო მუსიკალურ ფესტივალზე “მორე დრუზეი”. სხვათა შორის ამ ფესტივალს პატრონაჟს უწევდა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ფესტივალზე მეორე ქართველიც იმყოფებოდა, თაკო გაჩეჩილაძე (ცნობილი მუსიკოსის გივი გაჩეჩილაძის ქალიშვილი). ქართველმა დელეგაციამ 300 კონკურსანტს შორის მოახერხეს გასვლა და საპრიზო პირველი- მეორე ადგილების მფლობელებიც. თაკო პირველ ადგილზე გავიდა და “რონდო” მეორეზე. თბილისში დაბრუნრებულმა გოგონებმა დიდი წარმატების მიუხედავად ფესტივალი მაინც გაკიცხეს. ქართული ხასიათიდან გამომნდინარე პირველობა “რონდოსაც”სურდათ, თუმცა რომ ნახეს, პირველ ადგილზეწ მათივე ტანამემემულე დაწყნარდნენ, მაგრამ აღშფოთება მაინც ვერ დამალეს ფესტივალის ცუდი ორგანიზების გამო. მათი თქმით დასახვეწი და მოუწესრიგებელი იყო ისეთი საორგანოიზაციო საკითხები, როგორიცაა მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება და კვება. ამის გამო მათ ხშირად ღია ცის ქვეშ ნახევრად მშივრებს უხდებოდათ ყოფნა. მიუხედავად ამდენი პრეტენზიისა გოგონები მაინც ბედნიერები არიან. მათ უკრაინაში გაიჩინეს თაყვანისმცემლები და მომავ ზაფხულს ორ სოლო კონცერტსაც გამართავენ.

ქართული კინოს კინოშოკი
7-15 სექტემბრის ჩათვლით რუსეთში ანაპაში გაიმართა ყოველწლიური კინოფესტივალი “კინოშოკი”. ამ ფესტივალზე წარმოდგენილია პოსტსაბჭოური კინემატოგრაფიის ნამუშევრები. წლევანდელ კინოშოკზე ქართველი დელეგაციაც იქნა მივლენილი. ქართვებმა პანამაში სრული ფურორი მოახდინეს. მერაბ ტავაძის ფილმი “დახვეული კიბე” საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვიის დააჯილდოვეს. ფესტივალის მნიშვნელოვანი პრიზიც ქართველებმა აიღეს. საუკეთესო ქალლის როლისათვის მსახიობი ხათუნა იოსელიანი დაჯილდოვდა, ხოლო რეზო ჩხეიძეს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვფის სპეციალური პრიზი გადასცეს. ამ რუსულმა ფურირმა დაამტკიცა ერთი აქსიომა, რომ ქართული კინო ცოცხლობს და თავის სიტყვას ამბობს.