„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ჰოლანდიელ ინვესტორთა ჯგუფს უმასპინძლა

ჰოლანდიური წყლის დღეებთან დაკავშირებით 22 მაისს საქართველოს ჰოლანდიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა, ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლა და შესაბამისი კონტაქტების დამყარება წარმოადგენს. ჰოლანდიელ ინვესტორებს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ.
ჰოლანდიელი ინვესტორების ინტრესის სფეროს წარმოადგენს წყალმომარაგების სექტორი. სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და წყლის სფეროში საქართველოს და ჰოლანდიური კომპანიების მომავალ თანამშრომლობას ითვალისწინებს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ხელმძღვანელმა ჰოლანდიელ ინვესტორებს დეტალურად გააცნო ის ცენტრალური თუ რეგიონული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უახლოეს პერიდში გეგმავს. საყურადღებოა, რომ ჰოლანდიელმა ინვესტორემბა ამ პროექტებისადმი სერიოზული ინტერესი გამოიჩინეს და მასში მონაწილეობის საკითხს ინტენსიურად განიხილავენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial