გაუმჭვირვალე ბარელი

ევროკომისიამ სამი უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის მიმართ გამოძიება დაიწყო. რეგულატორები ბრიუსელიდან იმ მოარული ხმებით დაინტერესდნენ, რომლის თანახმადაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებით მანიპულირებდნენ. ბრიტანულმა კომპანიამ BP-მა, ბრიტანულ-ნიდერლანდულმა ღოყალ Dutch/Shell-მა და ნორვეგიულმა Statoil-მა დაადასტურეს, რომ მათ შტაბ-ბინებში ევროკომისიის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და გარკვეული დოკუმენტები ამოიღეს.

გარდა ამისა, გამოძიებაში მოჰყვა სააგენტო Platts, რომელიც საინფორმაციო კონცერნ McGraw Hill Financial-ის ქვეგანყოფილებაა. სააგენტო სპეციალიზებულია ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული ბაზრების მდგომარეობის ინფორმაციის მოპოვება/პუბლიკაციაზე, მათ შორის, გარიგებებსა და ფასებზე. ევროკომისიის აუდიტორები ცდილობენ, ფასების ხელოვნური მატების ფარული შეთქმულების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვონ. ენერგეტიკულ ბაზრებზე ასეთ მანიპულირებას შეუძლია საწარმოო დანახარჯებისა და სამომომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვიოს და არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ დანარჩენ მსოფლიოში, თან არა მხოლოდ ნავთობზე, არამედ, ბენზინიდან დაწყებული ავიაბილეთებით, კოსმეტიკითა და კვების პროდუქტებით დამთავრებული. ძიება, რომელიც გავრცელდა ბიოსაწვავზეც, აჩვენებს, რამდენად გაუმჭვირვალეა ზოგიერთი ენერგეტიკული ბაზარი არც თუ ცუდად რეგულირებად საფინანსო პროდუქტებთან შედარებით, მაგალითად, აქციები ან კორპორატიული ობლიგაციები. განხილვა მცირე დროს არ წაიღებს _ გამომძიებლებს ბრიუსელიდან საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტების შესწავლა მოუწევთ კონკრეტული გარიგებების დეტალებიდან დაწყებული გადაზიდვების რეესტრით დამთავრებული, მაგრამ თუკი ევროკომისია საიდუმლო შეთანხმების ფაქტს დაადასტურებს, კომპანიებს ელოდება ჯარიმა, რომელიც მოგების 10%-ს ითვალისწინებს. რაც შეეხება სანედლეულო ბაზარს, მათთვის ეს რეგულატორის გაჩენას და მოთხოვნების გამკაცრებას ნიშნავს.

მეთოდოლოგიის საკითხი

ნორვეგიულმა Statoil-მა 9 მაისს ბრიტანულ ÂÐ-ის მიჰყიდა ნავთობი ტანკერით, რომლის ღირებულება 63 მილიონი დოლარია. ეს გარიგება, როგორც სხვა ექვსი, რომელიც ამ ორ კომპანიას შორის მიმდინარე თვეში გაფორმდა, არ მოხვდა საფინანსო რეგულატორის ყურადღების ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიო ნავთობის დაახლოებით ნახევრის ფასის განსაზღვრაში ეხმარება.

ჩრდილოეთის ზღვაში ფიზიკური ყიდვა-გაყიდვის გარიგებები ეტალონურ ფასებს ადგენენ, რომელსაც სააგენტო Platts ასაჯაროებს. ეს ფასები გამოიყენება, როცა ანგარიშობენ, რამდენი უნდა გადაიხადოს ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლ ნავთობში, ხოლო დისტრიბუციის ქსელმა – დიზელის საწვავსა ან ბენზინში. ტრეიდერები ზოგიერთი თავიანთი ტრანზაქციების თაობაზე Plattsს-ის თანამშრომლებს საქმის კურსში აყენებენ და ისინიც ბაზრის მონიტორინგს მუდმივად ახდენენ. სწორედ ცალკეული გარიგებები და არა ყველა შეთანხმების სრული მონაცემები გამოიყენება ეტალონური ფასის დასადგენად. ამით აიხსნება ასეთი დიდი ყურადღება სააგენტო Platts-ის მიმართ გამოძიების მსვლელობაში.

Platts-ის დასაცავად მისი მთავარი კონკურენტი – Argus Media – გამოვიდა. ”ეს არ გავს LIBOR-ის განაკვეთებით მანიპულირების ისტორიას. საფასო ინფორმაციის სააგენტოები დამოუკიდებელი კომპანიები არიან, რომლებიც ერთმანეთთან კონკურირებენ. ხოლო დარგის გადასაწყვეტია გამოიყენებენ თუ არა ჩვენს მონაცემებს. გარიგებებიდან ჩვენ ფულს არ ვიღებთ, ჩვენ არ ვართ ბანკი”, – აცხადებს Argus Media-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ედრიან ბინკსი.

სააგენტო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათგან ჯერ კიდევ გასულ წელს მოითხოვა ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამოუკიდებელი აუდიტი, დარწმუნებულიყო, რომ მეთოდოლგია არ შეიძლებოდა გამხდარიყო მანიპულირების ობიექტი. Platts აუდიტს ივნისში დაიწყებს და წლის ბოლოსთვის დაასრულებს. Argus და კონცერნ ღეედ Business Information-ის სააგენტო ICIS აუდიტის დასრულებას ოქტომბერში ელოდება. ამ პროცესმა, რომელიც ევროკომისიის გამოძიებამდე ადრე დაიწყო, უნდა შეამოწმოს, მართლა სარგებლობენ თუ არა სააგენტოს თანამშრომლები გარიგებების შეფასების ნაბრძანები, დანიშნული მეთოდებით.

Brent მარკის ნავთობის ფასები დაუყოვნებელი მიწოდებით – გამოითვლება სააგენტო Platts-ის მიერ, ოთხი ტიპის ჩრდილოამერიკულ ნავთობზე ფიზიკური გარიგებების ფასებისა და მათთან დაკავშირებული კონტრაქტების საფუძველზე. Platts ინფორმაციას ტრეიდერებისაგან აგროვებს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. შემდეგ სააგენტო ითვლის დღის ფასს ფიზიკურ ბაზარზე, ლონდონის დროით 16:30.
ეს ეტალონური ფასი მოქმედებს სანავთობე დერევატივების ღირებულებაზე, Brent-ის ფუჩერსებზე, რომელიც ლონდონში ICE Futures-ზე ივაჭრება, ასევე, მთელს მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფიზიკურ მიწოდებაზე. 9 მაისს, როცა Statoil-მა ნორვეგიული ნავთობი ტანკერით კომპანია BP-ის მიჰყიდა, Bრენტ მარკის დაუყოვნებელი მიწოდების ნავთობი 1,83 დოლარით გაიაფდა 103,69 დოლარამდე ბარელზე, რაც ნიშნავდა 1,1 მილიონი დოლარის დისკონტს, 600 ათასი ბარელის სტანდარტული მიწოდებიდან, რომელიც გაყიდულ ტანკერში იყო. ეს დისკონტი შეეხო არა მხოლოდ კონკრეტულ გარიგებას, არამედ ნავთობის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით ნახევარს. კონსალტინგური კომპანია (ლონდონი) Consilience-ის მეთაურის, ლიზ ბოსლის შეფასებით, Brent-ის ეტალონური ფასი გამოიყენება 200 მილიარდი ბარელი ნავთობის ფასის განსასაზღვრავად მთელს მსოფლიოში. მიმდინარე ფასის პირობებში, საუბარია 20,6 ტრილიონ დოლარზე.

ფრანგული სანავთობე კომპანია Total-ის სატრეიდერო ქვეგანყოფილებისთვის Platts-ის ეტალონური ფასები გამოიყენება ეტალონურ ფასებთან მიბმული ნედლი ნავთობის ტრანზაქციების 95%-ისთვის, 90% – ნავთობპროდუქტების და ამდენივე – არასაბირჟო ბაზარზე დერივატივების. Total-ის აზრით, ეს ფასები განსხვავებულია იმისგან, რისი მოლოდინიც იყო წელიწადში რამდეჯერმე. იმ შემთხვევაშიც, თუკი საუბარი მხოლოდ ერთი ცენტის სხვაობაზეა, ჯამში, მსოფლიო ბაზრის ფარგლებში, თანხა გიგანტური გამოდის.

”Platts სანედლეულო ბაზარზე უდიდეს როლს ასრულებს. თუმცა, ევროპაში არავინ დაინტერესებულა ამ როლით, რადგან აქ არასოდეს არსებობდა დერივატივებისა და სანედლეულო ბაზრის რეგულატორი. საფინანსო რეგულატორები მხოლოდ ფინანსური ბაზრებით ინტერესდებოდნენ და სანედლეულო სეგმენტს ყურადღებას არ აქცევდნენ, ამიტომ ის თვითრეგულირებადი იყო”, _ აცხადებს კონსალტინგური კომპანია ჩაპიტალ Economists-ის ეკონომისტი, თომას პიუ.

უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ეტალონური მაჩვენებლით რეგულატორი დაინტერესდა. გასულ წელს მსგავსი სკანდალი აგორდა ბანკთაშორისი დაკრედიტებს საპროცენტო განაკვეთის მანიპულირებასთან დაკავშირებით. LIBOR გამოიყენება ბაზარზე ფინანსური პროდუქტების ღირებულების განსასაზღვრავად, რომელსაც 300 ტრილიონი ბრუნვა აქვს წელიწადში. ”ნათელია, რომ LIBOR-ის შემთხვევამ ყურადღება მიიქცია ფინანსური ეტალონური მაჩვენებლების მიმართ მთლიანობაში და ასევე იმან, თუ როგორ ითვლიან სააგენტოები ფასებს”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა გამოძიების შესახებ ლონდონის საადვოკატო კანტორის Debevoie & Plimpton-ის იურისტმა, ტიმოთი მაკაივერმა. ბრიტანული ბანკები ღოყალ Bank of Scotland, Barcalays და ასევე შვეიცარული UBS ლონდონსა და ვაშინგტონში რეგულატორის მიერ დაჯარიმდა 2,5 მილიარდი დოლარით, ეს თანხა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან LIBOR-თან დაკავშირებული გამოძიება გრძელდება.

2013 წლის აპრილში, სანედლეულო ფიუჩერსებით ვაჭრობის ამერიკულმა კომისიამ, ISDAFიხ-ის ბაზარზე არასაბირჟო ბაზრის სვოპების საბაზისო მაჩვენებლების გამოძიება დაიწყო, რომლის მოცულობაც 379 ტრილიონი დოლარია. გამოძიების დაწყებამ დაუყოვნებლივ პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ფასებით მანიპულირებაში თუკი კომპანიების ბრალეულობა დამტკიცდება, მაშინ მათ წინააღმდეგ კანონი მთელი ძალით ამოქმედდება. ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ედ დეივმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საფინანსო რეგულატორი ევროკომისიას გამოძიებაში ყოველმხრივ ეხმარება, რათა მან აუცილებელი მონაცემები მიიღოს, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს გამოძიება არ უკავშირდება ფასების შესაძლო მანიპულაციებს ბენზინის ბაზარზე, რის შესახებაც 2012 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. სამართლიანი ვაჭრობის ბრიტანულმა ბიურომ (OFT) ოთხი თვის წინ გადაწყვიტა, არ ჩაატაროს ბენზინის ბაზარზე სრულფასოვანი გამოძიება და აღნიშნა, რომ ამ სექტორში კონკურენცია ეფექტურად მუშაობს და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ გასამართ სადგურებში ფასები ისევე სწრაფად იზრდება, როგორც საბითუმო ბაზრის ფასები, თუმცა, როცა დინამიკა იცვლება, ფასები ნელა ჩამოდის ქვემოთ. ამიტომ, ევოკომისიის გამოძიების შედეგებმა, შესაძლოა, ბრიტანელი რეგულატორების რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს, რომელმაც ვერ გაბედა თვითონ განეხილა ეს საქმე.

ახლანდელი გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ რამდენიმე მსხვილ ნავთობტრეიდერთან ურთიერთქმედება დაიწყო, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა: Glencore, Gunvor, Mercuria, Trafigura და Vitol. მოსალოდნელია, რომ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ინფორმაციის მიწოდებაზე მოთხოვნას მიიღებს, უახლესი კვირების მანძილზე კიდევ გაიზრდება. უკვე დაკითხულია ბაზრის მონაწილეების უმრავლესობა, თუმცა, როგორც ბრიუსელში აღნიშნავენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შესაძლო დამრღვევებად უნდა განვიხილოთ.

ევროპული გამოძიება ინიცირებული იყო ჰუაკინ ალმუნიას, ესპანელი სოციალისტის მიერ, რომელიც 2010 წლიდან იკავებს კონკურენციის განხრით ევროკომისარის თანამდებობას ევროკომისიაში. სწორედ ეს ქვეგანყოფილება მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანად ევროკომისიის ფარგლებში. ბოლო ათწლეულის მანძილზე (როდესაც უწყებას იტალიელი მარიო მონტი და ჰოლანდიელი ნელი კრუსი მეთაურობდა) უწყებამ ჩაატარა გამოძიებები Microsoft-ისა და Google-ის საქმიანობის გამოსაკვლევად. ბოლო წლებში ალმუნიამ გადაწყვიტა ეტალონური ფასების გამოძიება ჩაეტარებინა. სწორედ მისი თავმჯდომარეობის დროს დაიწყო LIBOR-თან დაკავშირებული გამოძიება.
ნავთობის ბაზრის ახლანდელი გამოძიება შეიძლება თვეებისა და წლების მანძილზე გაგრძელდეს, სანამ დადასტურდება არღვევდნენ თუ არა ეჭვმიტანილი კომპანიები კანონს და ეჭვგარეშეა, რომ ეს ამ ბაზრის რეგულირების გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ”ნავთობი რეგულატორების ყურადღების ცენტრში ექცევა, რადგანაც ამ ბაზარზე ტრეიდინგი რთული და გაუმჭვირვალეა და ამასთან, ნავთობის ფასი ყველასა და ყველაფერზე ახდენს გავლენას”, – აცხადებს Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ფილიპ კორბეტი.