რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში გაუმარტივებს

რუსეთი საქართველოს მიმართულებით სავიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში გაამარტივებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიზების გამარტივება საქმიან და ნათესაურ მიმოსვლას შეეხება.

გარდა ამისა, როგორც აბაშიძემ განაცხადა, სექტემბრამდე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი. მისი განმარტებით, ეს ემსახურება იმას, რომ ქართული ტვირთების გატანა რუსეთის ბაზარზე უფრო გამარტივდეს.
”შეხვედრა იგეგმება საგზაო სააგენტოსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, რომ მოიხსნას მცირე შეზღუდვები ქართულ კომპანიებზე ვიზებთან დაკავშირებით. ამასთან, დიდი დრო დაიკავა რუსეთის რკინიგზაზე კონვენციური აკრძალვის მოხსნამ. აზერბაიჯანის გავლით ჩვენი ტვირთი უკვე შესაძლებელია, რომ რკინიგზით გაიგზავნოს”, – აღნიშნა აბაშიძემ.