ბაკურიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების კანდიდატი გახდება

საქართველო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის ბაკურიანის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენიაშვილმა გააკეთა.
”საბჭოთა პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ბაკურიანში ოლიმპიური თამაშების ხილვა სურდათ. ამ ადგილას უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტი მდებარეობს. ჩვენს გეგმებშია, რომ ამაში ბორჯომის მთელი რაიონი ჩავრთოთ. ამისთვის ჩვენ სოჭის მაგალითს ავიღებთ, რამდენადაც 2014 წელს ოლიმპიური თამაშები არა თვითონ ქალაქში, არამედ მის მიმდებარე ადგილებში, ადლერსა და კრასნაია პოლიანაში გაიმართება”, – განაცხადა ზენიაშვილმა.