საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 68 854-მა მოქალაქემ ისარგებლა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, იგი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობით კმაყოფილია – 1-ლი ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით 68 854 მოქალაქემ ისარგებლა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ განმარტა, აქედან ამბულატორული მომსახურება – 48 063 პაციენტმა, ხოლო სტაციონარული მომსახურება 20971 მოქალაქემ მიიღო.

გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება 45 434 პაციენტს გაუწიეს, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება კი, 10296 პაციენტმა მიიღო. მინისტრის თქმით, გეგმური ქირურგიული მომსახურების სერვისით 2523-მა პაციენტმა ისარგებლა, კარდიოქირურგიული სერვისით – 239-მა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 5601 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 2787 საკეისრო კვეთა ჩატარდა. ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის სერვისით 1902-მა პაციენტმა ისარგებლა, ხოლო სხვა სამედიცინო მომსახურებით – 72-მა პაციენტმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial