ფულის ბეჭვდის დრო ამოიწურა

სულ უფრო ხმამაღალი განცხადებები კეთთდება იმის თაობაზე, რომ მიმდინარე გლობალური კრიზისი ატარებს სისტემურ ხასიათს და გამოწვეულია წამყვან ეკონომიკებში დაშვებულ შეცდომებით ფინანსურ სფეროში. მართალია, ამის აღიარებას არავინ ჩქარობს და ამერიკაშიც და ევროპაშიც ცდილობენ მოძებნონ გამოსავალი სიტუაციის გამოსასწორებლად. მაგალითად ბანკებთან დაკავშირებით
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შვეცია მოითხოვენ დამატებითი თანხების გამოყოფას პრობლემური ბანკების გადასარჩენად. ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გერმანია, ავსტრია და ჰოლანდია. მათი აზრით უნდა მოხდეს ევროპის მასშტაბით პრობლემური ბანკების ლიკვიდაციის ერთიანი წესის შემოღება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოების მხრიდან ბანკების დახმარების დამკვიდრებული პრაქტიკა შეწყდა კვიპროსის კრიზისთან დაკავშირებით. ერთადერთი საკითხი რომელზეც მოხერხდა შეთანხმება, არის 100 ათას ევრომდე დეპოზიტის ხელშეუხებლობა, ხოლო 100 ათას ევროზე მეტი დეპოზიტი დაიბეგრება და ეს თანხა მოხმარდება ბანკებს კრიზისულ მდგომარეობაში. საერთო ჯამში ბანკების გადარჩენის მტკივნეული საკითხი ჯერ ჯერობით ღია რჩება, რადგან ევროპის ქვეყნებმა საერთო ენა ვერ გამონახეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ მოსაზრებას გლობალურ ეკონომიკის სისტემურ პრობლემებზე, ფაქტიურად ადასტურებს ”საერთაშორისო გადარიცხვების ბანკი”, რომელიც რეკომენდაციებს აძლებს წამყვანი სახელმწიფოების ცენტრალურ ბანკებს და ამ ორგანიზაციაში შედიან განვითარებული ქვეყნების ნაციონალური ბანკების ხელმძღვანელები.
მათი განცხადებით ფულის ემისია და იაფი კრედიტები, რითაც დღეს მსოფლიოს ბანკები ეკონომიკას შველიან, დროებითი პროცესია და იგი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. რბილი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს შეერთებული შტატები, იაპონია და ნაწილობრიბვ ევროპა ნელ ნელა უნდა შეჩერდეს. გარკვეული დადებითი გავლენა მან უკვე იქონია ქვეყნების ეკონომიკაზე, მაგრამ მომავალში ამ პროცესის გაგრძელებას მოყვება ძალიან სერიოზული გართულებები, რაც აუცილებლად შეაფერხებს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებას.

როგორც ჩანს, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით პროფესიონალებს უფრო კარგად აქვთ გაცნობიერებული არსებული რისკები. მათი აზრით მიმდინარე გზით სიარული მომავალში კარგს არაფერს მოუტანს სახელმწიფოებს და დაგროვილი ვალი მათ მძიმე ტვირთად დააწვება. დღეს მთავარი აქცენტი რა თქმა უნდა გასაკეთებელია რეფორმების გატარებაზე, რომლებიც მტკივნეული იქნება მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი.

მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets