თურქეთის მთავრობა სარფის საბაჟოს განტვირთავს

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქული მხარე დამატებითი გასასვლელების მშენებლობას უახლოეს ხანში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა რიფათ ჰისარჯიკლიოგლუმ თავის ქართველ კოლეგასთან, კახა ბაინდურაშვილთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ჰისარჯიკლიოგლუმ აღიარა, რომ საბაჟოზე არსებული რიგებით ქართველი გადამზიდავები და მცირე მეწარმეები ზარალდებიან. მისი თქმით, მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები თურქულმა მხარემ უკვე დაიწყო.

შეხვედრის ფარგლებში, რომელიც სტამბულში გაიმართა, საქართველოსა და თურქეთის სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და ბიზნესმენებისთვის სხვა აქტურალური საკითხების
მოგვარებაზე იმსჯელეს.