ორ ქართულ კომპანიას მწვანე შუქი აენთო

როსპოტრებნადზორმა ღვინის მწარმოებელ ორ ქართულ კომპანიას ”ქინძმარაულის მარანს” და ”დუგლაძის ღვინის სახლს” რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანის ნებართვა მისცა. ”პრინციპულად საკითხი გადაწყვეტილია. მათ შეუძლიათ მოამზადონ სამრეწველო პარტი”, _ განაცხადა როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ. მისი თქმით, რუსეთში აღნიშნული ორი კომპანიის 40 ნიმუშზე მეტია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. მაშინ ამის ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის ხარისხთან არსებული პრობლემები დასახელდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial