ამერიკის ”ცენტრალურ ბანკს” პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს

ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ისტორიის მანძილზე პირველად ქალი ჩაუდგება სათავეში. ”როიტერის” ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა 67 წლის ეკონომისტის ჯანეტ იელენის კანდიდატურა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მოქმედ პრეზიდენტს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფინანსისტ ბენ ბერნანკეს უფლებამოსილება 2014 წლის იანვარში ეწურება.

ჯანეტ იელენი ამ დროისთვის ბერნანკეს მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ამერიკის ფინანსთა ექს-მინისტრი ლოურენს სამერსი სახელდებოდა, თუმცა მან ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა.