დოუ ჯონსური ”მიწისძვრა”

3 სექტემბერიდან დიუ ჯონსის ცნობილმა ინდექსმა ახალი შემადგენლობით დაიწყო კოტირება. დოუ ჯონსის ინდექსს შუერთდა Goldman Sachs, Visa და Nike. ამავე დროს ინდექსი დატოვა სამმა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის – Bank Of America, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამერიკის უმსხვილესი ბანკი იყო აქტივების მოცულობის მხრივ. გარდა ამისა, ინდექსი დატოვა Alcoa-მ, რომელიც ინდექსის წევრი იყო 1959 წლიდან და Hewlett-Packard Co-მ.
დოუ ჯონსის სიაში ვერც ამჯერად მოხვდნენ საბაზრო მოცულობის მიხედვით აშშ-ს უმსხვილესი კომპანიები. Apple Inc, რომელიც აშშ-ში ამჟამად ყველაზე დიდი კომპანიაა, ხოლო მესამე ადგილს Google იკავებს, ამ უკანასკნელის აქციები 888 დოლარად ივაჭრება, Apple-ს აქციები კი 500 დოლარად.

Bank Of America ინდექსს 2008 წლის თებერვალში შეუერთდა, ამის შემდეგ რამდენიმე თვეშია შშ-ში ეკონომიკური და ფინანსური რეცესია დაიწყო.

კომპანიის აქციების ღირებულება ახლა 65%-ით ნაკლებია მასთან შედარებით რაც იყო, მაშინ როცა ეს ბანკი ინდექსს შეუერთდა. ეს არცაა გასაკვრი რადგან ბანკი 2008 წლის შემოდგომაზე დაწყებულ იპოთეკური კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩნდა. თუმცა როგორც ახლა ბანკის ხელმძღვანელები აცხადებენ, ინდექსიდან ”გასვლა” მათ გეგმებზე არ მოქმედებს და აქციონერებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ საკუთარი კაპიტალის მომავალთან მიმართებაში.
Bank Of America-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 157 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით Apple-სა და Google-თან ერთად აშშ-ს უმსხვილესი კომპანიების პირველი სამეულის წევრია.

რაც შეეხება ახალ კომპანიებს, მას შემდეგ რაც დოუ ჯონსის ინდექსის წევრები გახდნენ Visa-ს აქციები 2.9%-ით, 183.68 დოლარამდე გაიზარდა, Goldman-ის 3.6%-ით, 165.21 დოლარამდე, Nike-ისა კი 1.7%-ით 66.51 დოლარამდე. ახალი წევრებით კოტირების პირველ დღეს კი დოუ ჯონსის ინდექსი საერთო ჯამში 0.7%-ით გაიზრდა.

დოუ ჯონსის ინდექსი შეიქმნა 1986 წელს. ინდექსის გამოთვლა ხდება აქციების ფასისა და არა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. ინდექსი კოტირებს ნიუ-იორკის საფონდი ბირჟაზე. 1896 წელს ჩარლზ დოუმ შეიმუშავა კომპანიათა ფასიანი ქაღალდების ფასების მათემატიკური საშუალო. მაშინ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ იყო აქტიური. ინვესტორები უპირატესობას ანიჭებდნენ ობლიგაციებს, რომლებსაც პროგნოზორებადი და სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა. ობლიგაციები გამყარებული იყო მანქანა დანადგარებით, ქარხნების შენობა-ნაგებობებით და სხვა აქტივებით, აქედან გამომდინარე ისინი ნაკლებად სარისკო და მდგრადი შემოსავლის წყარო იყო.

100 წლის წინ ვოლ სტრიტელ ტრეიდერებსაც კი უჭირდათ ნათლად დაენახათ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ბაზარი, იყო ის დაღმავალი, აღმავალი თუ უბრალოდ პასიურად ტივტივებდა. ჩარლზ დოუს მიერ გამოთვლილი საშუალო მაჩვენებელი კი ნამდვილი გამოსავალი იყო ამ გაუგებრობიდან.

მან გამოკვლევა დაიწყო მხოლოდ 11 კომპანიის ფასიანი ქაღალდით, რომელთა უმეტესობა პირველი ნაციოანალური სარკინიგზო კორპორაციები იყო. დოუ თავის მიერ გამოთვლილ საშუალო მაჩვენებლებს ქვიშაზე ჯოხების ჩარჭობით ანიჭებდა გრაფიკულ სახეს, რომელსაც ტალღების ფორმა ჰქონდა. ამით ის განსაზღვრავდა ბაზრის დინების ტენდენციებს. თუ მის მიერ გამოხატული ტალღები იზრდებოდა და ქმნიდა პიკს მაშინ ბაზარი აღმავალ ანუ ხარისებრ ტენდენციაში იმყოფებოდა, ხოლო თუ ტალღა ეცემოდა ბაზარი დაღმავალ ანუ დათვისებრ მიმართულებას იღებდა.