მინიმალურ ხელფასს უნდა აწესებდნენ ტექნოკრატები და არა პოლიტიკოსები

ისევე როგორც ბევრი ეკონომიკური პრობლემა, უმუშევრობისა და მისი ერთ-ერთი კომპონენტის, მინიმალური ხელფასი და მასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს შორის დიდი მსჯელობის საგანია.
ბარაკ ობამას სურს გაზარდოს მინიმალური ხელფასის მოცულობა აშშ-ში ფედერალურ დონეზე 4-%-ით, საათში 7.25 დოლარიდან 10 დოლარამდე, ამერიკელების ერთ მესამედზე მეტი ამ იდეას მხარს უჭერს. გერმანიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა სახელმწიფოს დონეზე განსაზღვრული მინიმალური ხელფასის განაკვეთის სავალდებულო დონე, მაგრამ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უკვე განსაზღვრა ეს დონე 8.50 ევროთი საათში. ეს ვალდებულება გერმანელი დამსაქმებლებისთვის 2015 წლიდან ამოქმედდება.

დიდ ბრიტანეთში მინიმალური ხელფასის სავალდებულო დონე 1999 წლიდან არსებობს, ახლა დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური პარტია, ლეიბორისტები ცდილობენ დაარწმუნონ კომპანიები ”საზოგადოებრივ საწყისებზე” გაზარდონ მინიმალური ხელფასის ჭერი.

თავისუფალ ბაზრებზე მინიმალური ხელფასის გარშემო ატეხილი ეს გამოცოცხლება საგანგაშო სიგნალია. კონკურენტულ ბაზრებზე ნებისმიერი ფაქტორი, რაც მუშახელის დაქირავების თვითღირებულებას ზრდის, აისახება მათ მიმართ მოთხოვნის შემცირებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება უმუშევრობა, პირველ რიგში, ყველაზე დაბალ კვალიფიციურ კადრებს შორის. ამ ფაქტორის გამო უწოდებს მილტონ ფრიდმანი მინიმალური ხელფასის სავალდებულო ჭერს დისკრიმინაციას დაბალკვალიფიციური მუშახელის მიმართ.

თუმცა, დღეს მინიმალური ხელფასის დაწესების რადიკალური მომხრეებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ უთანაბრობა ხელფასებს შორის სულ უფრო იზრდება და აუცილებელია გზების გამონახვა იმისთვის, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხელფასი როგორმე გაიზრდოს.

იმისგან განსხვავებით, რაც სახელმძღვანელოებში წერია, სამუშაო ძალა, ბაზარი არ არის რეალურად კონკურენტუნარიანი. მაშინ როცა სამსახურის შეცვლის მსურველი მუშახელი დგას რისკების წინაშე, დამსაქმებლებს შეუძლიათ მათ დაუწესონ საბაზრო ძალების მიერ ფორმულირებული ხელფასის მინიმუმ, ამიტომაც დაბალანსებულმა სავალდებულო მინიმალური ხელფასის ჭერმა შეიძლება ეს პრობლემა დაარეგულიროს ისე, რომ ბაზრის თავისუფალ ფუნქციონირებაში დიდი კატაკლიზმები არ გამოიწვიოს.

ფრანგული გაკვეთილი

ემპირიული კვლევები ადასტურებს ამ მტკიცებას. მოქნილ ეკონომიკაში დაბალი მინიმალური ხელფასის ჭერი ძალიან მცირე კორექციას ახდენს დასაქმებაზე. ამერიკის ფედერალური მინიმალური ხელფასი, საშუალო შემოსავლის 38%, განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. აშშ-ის ეკონომიკის ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ასეთ დაბალ ზღვარიან მინიმალურ ხელფასს თითქმის არანაირი უარყოფითი გავლენა არ აქვს სამუშაო ბაზარზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ გავლენა ძალიან მცირეა და თითქმის არ მოიძებნება ეკონომისტი, რომელიც აღნიშნავდეს, რომ მინიმალური ხელფასის სავალდებულო განაკვეთი აშშ-ის დასაქმების ბაზრაზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგვალენას ახდენდეს. ბრიტანეთის მინიმალური ხელფასი, საშუალო შემოსავლის 47%-ია, და ასევე, როგორც კვლევები ადასტურებს, ეს არ განაპირობებს სამუშაო ძალის ბაზრიდან გამოთიშვას.

ამასთანავე, მინიმალური ხელფასის მაღალი ჭერი, შრომის ბაზარს ხისტს ხდის და დასაქმებას ართულებს. მაგალითისათვის, საფრანგეთს მინიმალური ხელფასის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჭერი აქვს მსოფლიოში, საშუალო შემოსავლის დაახლოებით 60% მოზრდილებისა და გაცილებით მაღალი ახალგაზრდა სამუშაო ძალას შორის. ეს ფაქტი ხსნის იმას, თუ რატომაა საფრანგეთში ძალიან მაღალი უმუშევრობის დონე განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის: 15-24 წლის ახალგარზდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 26%-ია.

თეორია და პრაქტიკული გამოცდილება მთავრობებს მინიმალური ხელფასის ჭერის დაწესებისას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს. პირველ რიგში, მთავრობები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ დაწესებული მინიმალური ხელფასის განაკვეთი მართლა დაბალია, ის არ უნდა აღემატებოდეს საშუალო შემოსავლის 50%-ს. გერმანია ამ წესის დარღვევის რისკის ზღვარზეა. მისი სიდიდე საშუალო შემოსავლის 62%-ია. 6 დასაქმებული ადამიანიდან ერთი გერმანიაში ამაზე ნაკლებ შემოსავალს იღებს, იმის შიშით, რომ შეიძლება სამუშაო დაკარგოს, განსაკუთრებით ქვეყნის ნაკლებ განვითარებულ აღმოსავლეთ ნაწილში.

მეორე გაკვეთილი, მინიმალურ ხელფასს უნდა აწესებდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ სპეციალისტები. მაგალითად, ბრიტანეთში მინიმალური ხელფასის განაკვეთს ყოველწლიურად განსაზღვრავს დაბალი გადასახადის კომისია, რომელიც ეკონომისტებისა და სტატისტიკოსებისგანაა დაკომპლექტებული.

და ბოლოს, პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მინიმალური ხელფასის ჭერის დაწესება ფუნდამენტალური კვლევებისა და მისი გავლენის შესწავლის გარეშე ძალიან მტკივნეული შეიძლება გახდეს და დასაქმების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ასევე გასათვალისწინებელია დაბალი ხელფასის არსებობის ფუნდამენტალური მიზეზებიც _ როგორიცაა, განათლების დაბალი დონე და აქედან გამომდინარე დაბალი კვალიფიკაცია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial